მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > გლობალიზაცია
გლობალიზაცია20-08-2015, 00:02 |
სიტყვა "გლობალიზაცია" აქტიურად შემოვიდა მართლმადიდებელი ქრისტიანის ლექსიკონში. რას გულისხმობს ეს ტერმინი? როგორ მო-ვიქცეთ - დავემალოთ თუ წინ აღვუდგეთ მას? გლობალიზაციის პირველი სახე დასავლეთში წარმოიქმნა.მას საფუ-ძვლად დაედო მსოფლიო ეკონომიკის სწრაფი განვითარება. ამ ტე-რმინით აღინიშნებოდა ძირეული ცვლილება საწარმოო და სავაჭრო სფეროში, კერძოდ, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაიო-ლება, საერთაშორისო კომპანია - კორპორაციების გავლენების ზრდა. გლობალიზაციის მსოფლმხედველურ ასპექტზე მოგვიანებით შევჩ-ერდებით. უპირველესად სხვა შეკითხვა დავსვათ: სინამდვილეში რა არის გლობალიზაცია? ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების ბუნებრივი პროცესი თუ "გლობალური პროექტი", რო-მელსაც თავისი იდეოლოგია, მიზნები და საიდუმლო გეგმა გააჩნია? რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ გლობალიზაცია - "ერთიანი ეკო-ნომიკური და ინფორმაციული სივრცის", "მსოფლიო ბაზრისა" და "თავისუფალი საზოგადოების"დაარსებაა. ჩვენ ვიცით, რომ საუბარია ერთიანი მსოფლიოს სახელმწიფოს შექმნაზე, რომელსაც ეყოლება ერთი მთავრობა, ერთიანი ჯარი, ყველასათვის საერთო ფინანსები, კანონები და კულტურა. დავიწყოთ იმით, რომ სიტყვა "გლობალიზაცია" - ს მიღმა იმალება ტერმინოლოგიური სიცრუე, როდესაც ერთი სიტყვით აღინიშნება ორი პრინციპულად განსხვავებული მოვლენა. პირველი ტერმინი მე-ცნიერების ენაზე ნიშნავს სოციალური ორგანიზაციის სრულყოფი-ლების ბუნებრივ პროცესს, ანუ ეკონომიკური, კულტურული, სატ-რანსპორტო კომუნიკაბელური ურთიერთობების გაფართოებას და გამოცდილების გაზიარებას.
Xareba.net-ის რედაქცია
უკან დაბრუნება |