მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > ლოცვის მტრები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)

ლოცვის მტრები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)


27-08-2015, 00:01

ლოცვის მტრები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)

 

   ბედნიერების გარეგნულში ძიება - ეს ყველაზე საშინელი ტყუილია დემონისა. ადამი ყოფიერების სავსებას არა ღმერთში, არამედ გარეგან საგანში, ერთგვარ ნაყოფში ეძებდა, რომელიც თავისი უგუნურობის გამო ძლიერების, ტკბობისა და ნეტარების წყაროდ ჩათვალა. როცა ცხოვრების აზრსა და ბედნიერებას გარეგნულში ვეძებთ, ადამის საბედისწერო შეცდომას ვიმეორებთ. გარეგნულის გაღმერთებით მან დაკარგა ღმერთი, როგორც თავისი ცხოვრების შინაგანი ფაქტორი. გარეგნულს ვნება აღმერთებს. დაბრუნება გარეგნულიდან შინაგანთან და შინაგანიდან ღმერთთან მხოლოდ ლოცვის გზით შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ ისწავლო ლოცვა - ეს ნიშნავს ისწავლო ცხონება. იპოვო საკუთარი გული - ნიშნავს იპოვო ღმერთი, გულის პოვნა კი მხოლოდ გულშია შესაძლებელი. გონებით შესვლა გულში მხოლოდ მადლის ნათლით შეიძლება, რადგან ღვთის გარეშე გულის სიღრმეები დახშული და უხილავია ჩვენთვის. ეს მიწაში დაფლული განძია; ადამიანი თითქოს ნაცნობ ადგილზე გაივლის, აბიჯებს მასზე და არ უწყის, თუ რა ინახება იქ.

  ეს პირველი აზრი, პირველი საგანია ფიქრისა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს მედიტაციასთან. მედიტაცია - ეს თვითშთაგონებაა, რო-მლისთვისაც, როგორც ჰიპნოზისას, გონების პასიური მდგომარეობაა აუცილებელი. მედიტაციას თითქოსდა უცხო წარმომავლობის ნივთ-იერება შემოჰყავს ადამიანის სულიერ ბუნებაში.

   2. ჩვენი განსჯის მეორე საგანია - დრო, მოქმედება ყოფიერების სი-ბრტყეში, მარადისობა და დრო, ყოველივე გარეგანი, დროის მე-უფებაშია, ის ჩვენი არაა, ჩვენ მხოლოდ შევეხებით მას; ჩვენი ის არის, რისი შეკავებაც შეგვიძლია. დროის დინებაში ყველაფერი ინგრევა და ქრება. ჩვენ ვგავართ ადამიანს, მდინარის ნაპირას რომ ზის და ტალღას უყურებს, ფიქრობს, რომ ის - მისია, მაგრამ ერთ წამში ტალღა აღარ არის. ცხოვრება დროში - ეს ყოფიერების უმდაბლესი ფორმაა, ეს მხოლოდ მზადებაა საუკუნო ცხოვრებისათვის. უდიდესი შეცდომაა - შორს მიმავალი გზა საკუთარ სახლად ჩათვალო, ჭეშმარიტი ცხოვრება - ეს საუკუნო ცხოვრებაა. იქ არ არის დანაკარგები, იმედგაცრუება, საკუთარი უსუსურობის განცდა; იქ არ არის ცვლილებები, არამედ გაცხადება; ამასთან, მარადისობა - ეს არ არის უძრაობა: მარადისობა - დინამიკაა. არის მარადისობის ორი ასპექტი: საუკუნო ცხოვრება და საუკუნო სიკვდილი. მესამე მდგომარეობა არ არსებობს. მიწიერი ცხოვრება მარადისობის ფონზე მიედინება, რომელიც დავივიწყეთ. დრო მოშორებულ იქნება, როგორც აშორებენ თეატრში ფიცარნაგს და მაშინ, მოულოდნელად, მარადისობის სფეროში აღმოვჩნდებით; იქ ადამიანი საკუთარ თავს ისეთს იხილავს, როგორიც არის. ვინც თავისი გულიდან ღვთისმბრძოლი ვნებები არ ამოძირკვა, იმის გულში სი-კვდილი მეფობს. ვნება და ცოდვა - ეს არა უბრალოდ სისუსტე, მისი მეტაფიზიკური საფუძველი - სიძულვილი და ღვთისმბრძოლობაა, არამედ ესეც სამეფოა, სამეფოა სატანისა.

   ლოცვა აქ, მიწაზე, მარადისობასთან შეხების გამოცდილებას იძლევა, ლოცვა - ეს არის დადასტურება ჩვენი ბრძოლისა ცოდვებთან და ვნებებთან. ლოცვით თითქოსდა ვეუბნებით დემონს: „მე არა ვარ შე-ნი". ადამიანი, რომლისთვისაც უცხოა ლოცვა, ამტკიცებს, რომ მას თავისი ცოდვა უყვარს და მასთან განშორება არ სურს.

   3. მესამეა - ფიქრი სიკვდილზე. ჩვენი ცნობიერების ერთ-ერთი პარ-ადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველგან სიკვდილს ვხედავთ და ყველაზე ნაკლებად მასზე ვფიქრობთ. ჩვენ გვგონია, რომ გამო-ნაკლისები ვართ საერთო წესიდან: ყველა კვდება, ჩვენ კი არ შეგვეხება სიკვდილი. სიკვდილი ყოველთვის მოულოდნელია, ყოველთვის ტრაგიკული. ამის ერთ-ერთი მიზეზი - ჩვენი მოუმზადებლობაა. იმისათვის, რომ მშვიდად ვცოდოთ, ვცდილობთ თავი მოვიტყუოთ. ამ მხრივ ჩვენ ყველანი ვგავართ სირაქლემას, რომელიც, როგორც ამ-ბობენ, მტერს ქვიშაში თავჩარგული ემალება: ვერაფერს ხედავს და ფიქრობს, რომ მტრებიც ვერ ხედავენ მას. ნიშანდობლივია, რომ სირაქლემა - ერთ-ერთი ყველაზე ფეხმარდი ფრინველია, რომელსაც მხედარიც ვერ ეწევა. მან რომ იცოდეს, ვისგან და როგორ უშველოს თავს, სიცოცხლეს შეინარჩუნებს. ადამიანს რომ ახსოვდეს სიკვდილი, და სინანულითა და ლოცვით ემზადოს, ის მისთვის მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა იქნებოდა და არა სახლის კარებში მის გა-სათოკად და შემდეგ დასასჯელად შესული ჯალათი.

   ამიტომ უნდა გვახსოვდეს უკანასკნელი დღე ჩვენი ცხოვრებისა. ეს დღე შესაძლოა ნებისმიერი იყოს, დღევანდელიც კი. ღირსი იოანე კიბისაღმწერელი სიკვდილის ხსოვნას ლოცვისათვის აუცილებლად მიიჩნევს. საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „ვინ ხარ, აქ რისთვის მოხვედი, როდის და საით მიხვალ აქედან". იოანე კიბისაღმწერელი წერს: „ზოგიერთნი ამბობენ, რომ უმჯობესი არის ლოცვა, ვინემ ხსოვნა სიკვდილისა, მე კი ერთ სახეში ორ არსებას ვასხამ ხოტბას".2

   4. შემდეგი ფიქრი - ჯოჯოხეთის შესახებაა. ჯოჯოხეთი ეს დავი-წყების ადგილია, ეს საუკუნო განგდებაა, იქ არც იმედია, არც სი-ყვარული. ეს ზღვაა სიძულვილისა. ჩვენ ძრწოლა გვიტანს, როცა ბანაკებსა და საწამებლებში წამების შესახებ ვკითხულობთ. როგორი დახვეწილი სისასტიკით უსწორდებიან ჯალათები თავიანთ მსხვ-ერპლს, მაგრამ იქ არის დასასრული, უკიდურეს შემთხვევაში - სიკვდილი, ჯოჯოხეთში კი არ არის სიკვდილი, უფრო სწორედ ის საუკუნო სიკვდილია, რომელსაც დასასრული არა აქვს. როგორი სასტიკი სადისტებიც უნდა იყვნენ ადამიანები, მსხვერპლის ტანჯვით როგორ ველურ სიამოვნებასაც უნდა ღებულობდნენ ისინი, თი-თოეული ჯალათის გულში ზოგჯერ რაღაც კეთილი და ადამიანური იღვიძებს, რასაც ბავშვობის მოგონების მსგავსი, მაგრამ დემონი - რამდენად საშინელი და სასტიკია ის დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ბოროტმოქმედთან შედარებით! ის - თვით ბოროტების განხო-რციელებაა, დემონი - ეს ღვთისადმი სიძულვილის შავი ალია. ის მისი ქმნილების საშუალებით შურს იძიებს მასზე. ადამიანი - ღვთი სახეა, ამიტომაც ღვთის მოძულე დემონს სძულს ადამიანი.

  თუმცა ჯოჯოხეთში ყველაზე მთავარი - ეს არა ტანჯვა, არამედ გლოვაა დანაკარგის გამო. ცოდვილმა იცის, რა დაკარგა, რა შეეძლო ყოფილიყო და რა გახდა. მაგრამ ჯოჯოხეთში არ არის სინანული, იქ დემონის მიმსგავსებულობაა და ამიტომ საუკუნო ცხოვრების დაკა-რგვის შეგნება ცოდვილში ღვთისადმი დემონის სიძულვილის მსგავს სიძულვილს იწვევს. დედამიწაზე ყველაზე ახლობელ ადამიანებს ჯოჯოხეთში ერთმანეთი ეძულებათ. იქ დედა ასულისთვის და ვა-ჟიშვილი მამისთვის ადამიანის მაგვარ ვეება გველებად და მო-რიელებად წარმოდგებიან. ადამიანში მხოლოდ სიკეთე შეიძლება გიყვარდეს: ნამდვილი ან სავარაუდო. რაფინირებული ბოროტების სიყვარული შეუძლებელია. ბოროტება, როცა მასში არ არის კვალი აღორძინებადი სიკეთისა, თვითგანადგურებას ექვემდებარება. ჯოჯო-ხეთი - ეს სიკეთისა და ბოროტების დაშორებაა, განყოფაა. ჯოჯოხეთი, ისევე როგორც სამოთხე, დინამიურია, მხოლოდ ესაა, რომ ჯოჯო-ხეთში დაშლის პროცესია, იქ მხოლოდ ცენტრიდანული ძალებია და მარადისობაში გაცხადებული ცოდვა თითოეულ ცოდვილს სატანას უფრო და უფრო ამსგავსებს. ანტიკური3 და თანამედროვე ჰუმანი-ზმისათვის ერთნაირად ძნელი იყო ჯოჯოხეთის შესახებ სწავლების მიღება, ისინი ამჯობინებდნენ მის მიჩნევას ან „პედაგოგიურ ილე-თად", ან „ამაზრზენ მითოლოგიად". სინამდვილეში კი ეს - ცოდვის აპოლოგიაა, თვითდამშვიდებაა ცოდვილისა, რომელსაც თავის ვნე-ბებთან ბრძოლა არ სურს. ადამიანმა რომ იცოდეს, როგორი საშინელი და საძაგელია დემონი, მიხვდებოდა, რომ დემონის სამეფო - ეს საუკუნო სიკვდილის სამეფოა, რომ ცოდვა - არა უბრალოდ გამწი-რებაა სიკეთისა, მეტაფიზიკური თვალსაზრისით, ეს ქრისტეს მკვლე-ლობაა; ამიტომ მოუნანიებელი ცოდვილი - ღვთისმკვლელია. ცოდვა - ეს სულის დაშორებაა ღვთისაგან. ღმერთი - ცხოვრება და წყაროა ცხოვრებისა, სხვა წყარო არ არის, უკვდავება ღვთის გარეშე სიკვ-დილად გადაიქცევა.

   5. უკანასკნელი ფიქრი - სამოთხის ნეტარებაზეა. ადამიანი სამოთ-ხისთვისაა შექმნილი. სამოთხე - ეს ღმერთთან მყოფობაა, შინაგანი სამოთხე - ეს ღვთაებრივი ნათელია ადამიანის გულში. აქ, დედა-მიწაზე, ადამიანი თავს დევნილად გრძნობს, ის უბედურია, იტანჯება - ეს უნივერსალური ფაქტია. ცხოვრების გარეგანი პირობები მას ტა-ნჯვისაგან ვერ იხსნის. ე.ი. კაცობრიობას რაღაც მართლაცდა საშინელი შეემთხვა, რაკიღა მთელი მისი ისტორია ტრაგედიად იქცა. ასე შესა-ძლოა სამეფოს დამკარგავი მეფე დაიტანჯოს. ადამიანი ბედნიერებას ეძებს, მაგრამ ვერსად პოულობს. ფილოსოფია არც ბედნიერებას იძლევა, არც ჭეშმარიტებას - ეს ლაბირინთია: კაცი ერთ კარს აღებს და ათ დაკეტილ კარს ხედავს, ამასთან არ იცის, გასასვლელს უახლო-ვდება თუ არა. გრძნობით სიამოვნებებსაც ასევე არ მოაქვთ ბედ-ნიერება. ვნებებს მთლიანად დაქვემდებარებულ ადამიანებს ბნელი და პირქუში სახეები აქვთ. ადამიანის ცხოვრებაში ერთადერთი გამონა-თება - ეს ღმერთთან სიახლოვის გრძნობაა, ეს სულიერი სიხარულის წვეთებია, რომლებიც ადამიანმა ლოცვაში შეიგრძნო, განსაკუთრებით კი საიდუმლოში ან სასწაულმოქმედ ხატთან. ისინი უდაბნოში წყუ-რვილით მომაკვდავისათვის წყლის წვეთებს ჰგვანან.

   ადამიანი ჭეშმარიტ სიყვარულს ეძიებს, მაგრამ აქ, დედამიწაზე, ის სხვა სიყვარულს პოულობს, დამახინჯებულს, აფექტურს, ვნებების ჭუჭყში არსეულს, რომელსაც მხოლოდ ერთმანეთს მოყოლებული, სულის შემმუსვრელი, სასტიკი იმედგაცრუება მოაქვს. და მხოლოდ თავისი ცხოვრების რამდენიმე მომენტში, ვითარცა ღვთაებრივი ხე-ლის შეხებას სხვა, სუფთა, ღვთაებრივ სიყვარულს გრძნობს; მისი მოცემა მხოლოდ ღმერთს შეუძლია, მას ადამიანური ვნებები წი-ნაღუდგებიან. სამოთხე - ეს სულის სიყვარულია ღვთისადმი და ღვთისა სულისადმი. სამოთხე - თითოეული წმიდანის სიყვარულის სხივებია ყველასადმი და ყველასაგან თითოეულისადმი, ეს ნამდვილი შუქმფენი ოკეანეა სიყვარულისა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2ღირსი იოანე. სინას მთის იღუმენი. კიბე სიტყვა 28, თავი 46.

3ანტიკურ ჰუმანიზმში, როგორც ჩანს, იგულისხმება ზოგიერთი ფილო-სოფიური სკოლა კერძოდ, ადრეული სტოიციზმი, ეპიკურეიზმი, რო-მლებიც სულის უკვდავებას ირიბად ან სრულიად პრინციპულად უარ-ყოფდნენ და მიწიერი ცხოვრების მოწყობის საკითხებით იყვნენ დაკა-ვებულნი.


უკან დაბრუნება