მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > ლოცვის მტრები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)

ლოცვის მტრები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)


26-08-2015, 00:01

 

   ლოცვას შინაური და გარეშე მტრები ჰყავს. პირველი მტერი - ეს თა-ვისმოყვარეობაა. თავისმოყვარეობა საკუთარი თავის მიმართ არასწ-ორი სიყვარულია. ის სამი სახით ვლინდება: როგორც პატივმოყ-ვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და ავხორცობა, ანუ სიამოვნებისაგან სწრაფვა.

   ლოცვა - შინაგანი ცხოვრებაა, ხოლო პატივმოყვარეობა - თეატრალ-ურობა, გარეგნული ცხოვრება. ლოცვა - ეს შინაგანი, უხილავი და ადამიანის პიროვნების ყოფიერების ყველაზე მძლავრი ფაქტორია; შეიძლება ასე ითქვას: ლოცვა - ეს ღერძია პიროვნებისა, პატივმო-ყვარეობა კი სახეს ნიღბით ცვლის და თავად ლოცვას წარმოდგენად აქცევს. პატივმოყვარე - ეს სიწმინდის არტისტია, მას არ შეუძლია თავისი გონებით თავისივე გულში იმყოფებოდეს, ის ეწევა როლების განუწყვეტელ რეპეტირებას, რომლებსაც ადამიანების წინაშე ითამა-შებს, მათ შორის მლოცველის როლსაც. პატივმოყვარე თავისი ლოცვის მნიშვნელობასა და ძალაზე დაიწყებს მინიშნებას, თხრობას არაჩვე-ულებრივ შემთხვევებსა და სასწაულებზეც კი, რომლებიც მისი ლო-ცვის დროს ხდება. როცა პატივმოყვარე ხალხის გარემოცვაში იმყ-ოფება, მაშინ ის მზადა საათობით ილოცოს, რათა ღვთისმოსა-ობისათვის ტაში დაიმსახუროს. პატივმოყვარეობის ვნება მას ლოც-ვისათვის დემონურ ძალას აძლევს, ხოლო როცა ის მარტო რჩება თავის თავთან, ლოცვის სურვილი უქრება. პატივმოყვარე არ ლო-ცულობს, ის ლოცვობანას თამაშობს, ამიტომ მისი ლოცვა უსულგულო და თვალთმაქცური ხდება. პატივმოყვარეობა თანდათანობით ამპ-არტავნებაში გადადის. ამპარტავანი ღვთის შემწეობას საჭიროებას არ გრძნობს, მას მიაჩნია, რომ მისი პირადი სრულყოფილებაც საკმარისია იმისათვის, რომ სახარება აღასრულოს და აღემატოს კიდეც მას. ამპარტავანი თავისი თავისთვის ღმერთი ხდება, ამიტომ ლოცვა ან საერთოდ ქრება, ან მის დროს აღარ არის კრძალულება. ის ღმერთთან, როგორც თავის სწორთან საუბრობს.

   შემდგომ - ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარის გულისთქმე-ბი და გრძნობები იქაა, სადაც მისი სიმდიდრეა. ის განუწყვეტლივ ღელავს: როგორ დაიცვას, როგორ გაზარდოს ის. ლოცვის დროსაც კი ფულზე ფიქრობს. მკვდარი და ცივია მისი ლოცვა, ეს მარტოოდენ გარეგნული მისაგებელია ღვთისადმი, რადგან მას არა ღმერთის, არა-მედ ფული იმედი აქვს, ის გახდა მისთვის ღმერთი. ვერცხლის-მოყვარის გული ქვასავით მაგრდება, ლოცვა მასში პრაქტიკულად არანირ კვალს არ ტოვებს, როგორც ფოლადის საჭრეთელი ალმასზე. პავლე მოციქულმა ვერცხლისმოყვარებას კერპმსახურება უწოდა (კო-ლ. 3, 5).

   ავხორცობა, ანუ ტკბობის სიყვარული - ეს არსებითად ისევე, როგ-ორც თავისმოყვარეობა, საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვა-რულია, როცა ადამიანი თავის თავს საკუთარ სხეულთან აიგივებს. ლოცვა, როგორც გონების გამჭვირვალობას, სიფხიზლეს მოითხოვს, სიამოვნება კი აქრობს გონების სინათლეს. ტკბობა ნერვიული აღ-გზნების კომპლექსებს განეკუთვნება, ამიტომ, როგორც წესი, ის სუ-ლიერი დაცარიელებით, დაღლილობითა და სევდით მთავრდება. ნებისმიერი ტკბობა - ეს სულიერი ძალების კარგვაა. ტკბობა - როგორც სუროგატი და სულიერი სიხარულის გაყალბება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მტერია ლოცვისა. ტკბობისადმი სიყვარული ადამიანს ცივსა და ეგოისტს ხდის, ლოცვა მისთვის რაღაც გაუგებარი და უცხო ხდება, მას ის შინაგანად სძულს, თუკი სიამაყე - ეს უპირველეს ყოვლისა პროვოკაციაა რწმენის წინააღმდეგ, ღმერთის „შეცვლაა" საკუთარი თავით, ვერცხლისმოყვარეობა კი მტერია იმედისა (არა ღმერთი, არამედ სიმდიდრეა ადამიანის კეთილდღეობის წყარო და გარანტი), ტკბობა - ეს სიყვარულის საწინააღმდეგო ცოდვაა.

   ლოცვის შემდეგი მტერია - დავიწყება1. მთელი ცხოვრება - ეს სკო-ლაა და ყოველი დღე - გაკვეთილი, რომელსაც ადამიანი იღებს. მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ არასდროს ვართ მიტოვებულნი ღმე-რთისაგან. დავიწყება კი ღვთის იმ შეწევნისა და სიკეთისყოფის ხსოვნას ანადგურებს, რომლითაც მთელი ჩვენი ცხოვრება სინათლის სხივებივითაა განმსჭვალული.

   მეორე გაკვეთილია - ხსოვნა იმისა, რომ ცოდვა სიკვდილია. როცა ვცოდავთ რამდენჯერ შეგვიგრძვნია, რომ სიკვდილისა და განგ-დებულობის საზღვრებში ვაბიჯებთ, რომ ცოდვის ჩადენის შემდგომ ჩვენი სული დამპალი და გახრწნილი ლეში ხდება, რომელსაც ჩვენში ვატარებთ! მესამე გამოცდილება ჩვენი ცხოვრებისა - რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სიხარული - ეს ღმერთია! ყველაფერი დანარჩენი კი - ილუზიები და მირაჟი. დავიწყება იმ აუცილებელ ცოდნათა ხსოვნას გვტაცებს, რომლებიც მტანჯველი და მწარე გამოცდილებით შევი-ძინეთ. დავიწყება ფრინველს ჰგავს, რომელიც მწიფე ნაყოფს კორტნის და ტოტებს ცარიელს ტოვებს. ამიტომ, დავიწყება - შეშლილობის სახეა: ადამიანი გამუდმებით ერთსა და იმავე ადგილზე ეცემა.

   ლოცვის სხვა მტერი - არცოდნა, ანუ უვიცობაა. არის ნებელობითი უვიცობა: ადამიანმა იმიტომ არ იცის, რომ არ უნდა იცოდეს; მთავარი ცოდნა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჭეშმარიტად არსებული - ეს უხილავი სამყაროა, მაშინ, როცა ყოველივე ხილული ნგრევასა და სიკვდილს ექვემდებარება. ადამიანს ეშინია ამ ცოდნისა, ის ბედ-ნიერებას ნივთიერსა და მატერიალურში ეძებს, რომელშიც დიდი სიცრუეა ჩაბუდებული, რამდენადაც ყველაფერი მატერიალური დრო-ისა და სიკვდილის მონობაში იმყოფება.

   კიდევ ერთი მტერი - ეს არის არაგონივრულობა. არაგონივრულობა - ფასეულობათა არასწორი შკალაა, არასწორად არჩეული მიზანი ან მიზნის მისაღწევი არასწორი საშუალებებია. არაგონივრულობა - ეს გარეგნულით დატყვევებაა, მარადიული ტრიალია მიწიერი ყოფი-ერების იმ სიბრტყეში, სადაც მხოლოდ ამაოება და წუხილია სულისა. ჭეშმარიტი სიბრძნე - ეს არის ღვთის მიჩნევა ერთადერთ სიკეთედ და ცოდვისა - ერთადერთ ბოროტებად. ყველა დანარჩენისა კი - შუ-ალედურ მდგომარეობად, არა სიკეთედ და ბოროტებად, არამედ მხოლოდ სიყუაციებად. თუკი ღმერთი უმაღლესი და ერთადერთი სიკეთეა, მაშინ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს ღმერთთან ურთიერთობაა, რისთვისაც მთავარ საშუალებად გვევ-ლინება - ლოცვა. ტკბობისადმი სიყვარული ხრწნის ადამიანის ნებას, მას მშიშარას ხდის. სიმხდალე - ეს სულის პარალიზება, მხდალი - პოტენციური მოღალატე და განდგომილია. იმისთვის, რომ სიმხდალე გადაილახოს, მისი მიზეზი უნდა განადგურდეს, იმისადმი სიყვა-რული, რისი დაკარგვისაც ეშინია ადამიანს. სიმხდალის გადასა-ლახავად უნდა განადგურდეს მიკერძოებები, სიყვარული სხეულე-ბრივი სიმშვიდისა და ტკბობისადმი. სიმხდალე სიცრუეს ბადებს. სიცრუე ადამიანის სულიერ ძალებს შთანთქავს, რამეთუ ერთ ტყუილს ორი მოსდევს. მატყუარა ადამიანი იძულებულია გონებაში მის მიერვე მოგონილი სურათი აღიბეჭდოს, მას სიმართლის სახე მისცეს, ამაზე კი უამრავი დრო და ძალები იხარჯება. ამიტომ ყოველთვის სიმართლის თქმა - ეს დიდი სიბრძნეა: სიმართლე უბრალოა, სიცრუე - მრა-ვალსახოვანი, ღმერთი - ჭეშმარიტებაა, ამიტომ ღმერთი უბრალოა. ღმერთის ჭვრეტა შეუძლებელია სიმართლის გარეშე, ლოცვა კი გზა ღვთაების ხილვისაკენ. როგორი მიზეზებითა და გარემოებებითაც უნდა იმართლოს თავი ადმიანმა, სიცრუე - ეს დემონის სამყაროა.

   ლოცვის შემდეგი მტერია - სიზარმაცე. სიზარმაცე - ერთ-ერთი შე-დეგია ტკბობისა. სულიერი თვალსაზრისით, ნება ვლინდება, როგორც ყურდღება ლოცვის სიტყვებისადმი. სამშვინველის ძალები „განკერძ-ოვდნენ" ერთმანეთისაგან, ამიტომ ლოცვისათვის აუცილებელია ნება და არა მოლოდინი იმისა, თუ როდის მოგვინდება ლოცვა. ტკბობა ნებას ადამბლავებს, ადამიანს სასტიკსა და ჯიუტს ხდის, ან პირიქით, მტირალასა და ისტერიულს. სიზარმაცის გასანადგურებლად ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ მეოცნებეობასთან და ზმანებებთან, იმ დახვეწილ ავხორცობასთან, რომელიც ვენაში შეშვებული შხამივით ადამიანის მთელ სხეულს ედება და გონებას ატყვევებს. ლოცვა ეს უმეტესწილად ნების საქმეა. თუკი არ შეგვიძლია ლოცვის სიტყვებზე კონცენტ-რირება და ის გონებიდან გვისხლტება მზის სხივებივით, რომელთა ხელით დაჭერა შეუძლებელია, შეიძლება დროებით თავი ვანებოთ მას და მისთვის მომზადების სახით შემდეგ საკითხებზე ვიფიქროთ:

   1. ლოცვის უნარი ადამიანის უმაღლეს ღირსებას წარმოადგენს. თუ-კი ადამიანი დედამიწის ყველა არსებათაგან სიტყვის ნიჭით გამო-ირჩევა (წმიდა მამებთან მას სიტყვიერი არსება ეწოდება), ლოცვა მის სულს ანგელოზებთან ერთღირსად აქცევს (ღირსი მაქსიმე აღმსა-რებელი მლოცველებზე წერს, რომ მათი სული ანგელოზთა სწორია, იმის გამოკლებით, რაც ადამიანებისაგან განსხვავებით არა აქვთ ან-გელოზებს - ავხორცობისა და მრისხანებისა).

  არც ერთ სათნოებას, არც ერთ სულიერ ნიჭს, არც ერთ მცნებას არ ძალუძს აღამაღლოს ადამიანი ისე, როგორც ლოცვას, ამიტომ ის ყო-ველთა სათნოებათა დედოფალია.

   როცა არ გვინდა ლოცვა და ლოცვის სიტყვები მშრალ ქვიშად გვეჩ-ვენება, რომლითაც პირი გვაქვს სავსე, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს სიცრუეა, რომ ჩვენს სულს ლოცვა ყოველთვის უნდა, ყოველთვის ღმერთთან ყოფნა სურს, რომ ლოცვაზე არა სიზარმაცე, არამედ ჩვენი სულის ავადმოყოფობა გვაღებინებს ხელს. ისევე, როგორც არ შეგ-ვიძლია ჩვენი სხეულის გაიგივება მუწუკებთან, რომლებითაც ის არის დაფარული, ასევე არ შეგვიძლია ჩვენი თავი და რაც მთავარია, ჩვენი სულის ტკბობის იმ ავადმყოფულ წყურვილთან, გარეგნულისადმი იმ სწრაფვასთან გავაიგივოთ, რომელიც ჩვენს ლოცვას წინაღუდგება. უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვინ ვარ? ჩემი სული - მარადისობის თვალი, თუ ჩემი ვნებები - საფლავის მატლები, მძორით რომ სა-ზრდოობენ? მე - ეს სულია, ჩემი - ჩემი სამშვინველი, ნაწილობრივ ჩემი კი - ჩემი სხეულია, რომელიც სხვა, მშვინვიერის მსგავსი თვი-სებებით აღდგება და მაშინ იქნება ჭეშმარიტად ჩემი, დანარჩენი კი ჩემი არ არის". (გაგრძელება იქნება...)

  

 

 

 

1ნუ შეგაშფოთებთ ის, რომ წინა სტატიებში მამა რაფაელი საუბრობდა დავიწყებაზე, როგორც ღვთის ძღვენზე, აქ კი მასზე, როგორც უბედ-ურებაზე, ისე საუბრობს. პირველ შემთხვევაში საუბარი იყო ყოველივე მავნესა და უსარგებლოს დავიწყებაზე: უწინდელ ცოდვებზე, საგნებზე, რომლებიც ცოდვისაკენ გვიბიძგებენ, ამაოსა და ფუჭზე. ამ სტატიაში კი პირიქით, იმის დავიწყების საშიშროებაზეა ლაპარაკი, რაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს: ღვთისა, ცხოვრების ჭეშმარიტი აზრისა, ამ გზაზე შეძენილი გამოცდილებისა. ამიტომაც თუკი ერთ შემთხვევაში დავიწყება - მადლია. მეორეში, რაღა თქმა უნდა, ის ბოროტად გვევლინება.

 



უკან დაბრუნება