მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სიყვარულის ტრაპეზი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

სიყვარულის ტრაპეზი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


25-08-2015, 00:02

სიყვარულის ტრაპეზი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   თითქმის ყოველ ქრისტიანს აქვს პატარა წიგნაკი, რომელსაც მოსა-ხსენებელი ჰქვია. ეს არის ძველი დიპტიქის სახე, სადაც ცოცხალთა და გარდაცვლილთა სახელებია ჩაწერილი. ამ წიგნაკს იგი პროსკომი-დიასა და ეკტენიაზე, პარაკლისებსა და პანაშვიდებზე აგზავნის, მან ის ყოველდღიურ საშინაო ლოცვისას უნდა იკითხოს.

   რას ნიშნავს სახელთა სია? თითოეული სახელი ადამიანს აღნიშნავს: ცოცხალთა სიაში - ადამიანის პიროვნებას; გარდაცვლილთა სიაში - სულს, იმქვეყნად, ჩვენთვის უცნობ სამყაროში გასულს. მოსახსე-ნებელი ის სულიერი ველია, რომელზედაც უხილავად ვხვდებით ცოცხალთა და გარდაცვლილთა სულებს და არა მხოლოდ მათ, არამედ მათ მფარველ ანგელოზებსაც. მოსახსენებელი არის კავშირი ცოც-ხალთა და მკვდართა შორის, კავშირი ყველა იმათ შორის, ვინც ქრისტიანის სახელს ატარებს. ეს არის კავშირი მადლის მეშვეობით, სადაც არ არის დაბრკოლება და მანძილი, არ არიან უცხონი და ახლობელნი, არ არის განყოფა და სხვაობა დედამიწაზე მცხოვრებთა და იმათ შორის, ვისი სხეულიც მკვდრეთით აღდგომამდე სამარეშია, როგორც სარეცელზე. ჩვენ ყველანი ვიმყოფებით სულიერ ქალაქში, რომლის სახელია - ეკლესია.

   მოსახსენებელი არის შეხვედრის ადგილი; მისკენ მიმავალი გზა გუ-ლზე გაივლის; ზეცაში მხოლოდ გულის ხმა ისმის, ხოლო მარტოოდენ ბაგით წარმოთქმული სიტყვა ჰაერში იფანტება და ქრება, როგორც ქაფი წყლის ზედაპირზე. დაუდევარი ლოცვა არ აერთებს ადამიანთა სულებს, ის ჯაჭვს ჰგავს დაწყვეტილი რგოლებით. თითოეული სა-ხელის მიღმა ადამიანი იფარება მისი გასაჭირით, ტანჯვითა და ტკივილით; თითოეული სახელი არის ბაგე, რომელიც შველას ითხოვს, განსაკუთრებით გარდაცვლილთა სახელები - ეს არის უხმო ყვირილი სამარეებიდან. ამ სახელებს ისევე უნდა მოვეპყრათ, როგორც ადამიანებს, რომლებიც ამ სახელებით, როგორც ფრდით არიან დაფარულნი.

   არსებობს ყოველდღიური გამოთქმა: „მოსახსენებლის კითხვა". რაო-დენ ხშირად ვაკეთებთ ამას პირდაპირი გაგებით - ვკითხულობთ და არ ვლოცულობთ, ისე ჩავიკითხვთ სახელებს, თითქოსდა კენჭებს ვითვლით, არცთუ იშვიათად გათიშული გონებით, მიშვებული ნე-ბით, დაფანტული აზრებით, თითქოსდა ბრმა თვალებით ვკითხუ-ლობთ.

  ლოცვა ერთი ფესვია სიტყვებისა: „ვედრება, წყალობა, შეწყალება, გულაჩვილება". ლოცვა ნიშნავს - ღმერთს შეწყალებას ევედრო, რო-გორც განსასჯელი სთხოვს შეწყალებას მსაჯულს. ევედრო, ნიშნავს - გრძნობდე სხვის ტკივილს, როგორც საკუთარს, ეს ხელის გაწვდენაა დაცემულისათვის, ეს არის ერთგვარად სხვისი ტვირთის საკუთარ მხრებზე აღება. ლოცულობდე - ეს ნიშნავს მიმართო ზღვას ღვთის მოწყალებისა, ამიტომ ლოცვა იმედით უნდა იყოს განსულიერებული. თეთრი ფერიც კი ქაღალდისა, რომელზეც სახელებია დაწერილი, ლოცვისათვის ფონს, უფრო ზუსტად კი ნიშანს წარმოადგენს იმედისა, რომელიც უნდა წარმოვთქვათ ისინი.

   მოსახსენებლის ორი ნაწილი დღესა და ღამეს ჰგავს. ცოცხლები მი-წაზე არიან, ერთგვარად დღის სინათლეზე: შეგვიძლია ისინი და-ვინახოთ, მათი ხმა გავიგონოთ და შევეხოთ მათ. განსვენებულები იმ ქვეყნად წავიდნენ, რომელიც ჩვენთვის საიდუმლოდ რჩება: ისინი ცოცხლები არიან, მაგრამ ჩვენ მათ, თითქოსდა ღამის ბინდში მყოფთ, ვერ ვხედავთ.

   მოსახსენებელი არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ახლობლები მუდამ ჩვენთან არიან; მოსახსენებელი არის ხსოვნა სიკვდილისა, რომელ-თანაც თითოეული ჩვენგანია გარიგებული: ისინი, ვინც ცოცხალთა სიაში არიან, თავის დროზე გარდაცვლილთა სიაში გადავლენ, მაგრამ არ არის ისეთი სახელი, ამის საპირისპირო რომ გაეკეთებინოს. ამ გზიდან ჯერ არავინ მობრუნებულა, როგორც მდინარის ტალღას არ შეუძლია სვლა დინების საწინააღმდეგოდ. მოსახსენებელი ამავდ-როულად მოწმობაა იმისა, რომ არ არის სიკვდილი, რომ ის მხოლოდ განშორებაა და ამ განშორებას ლოცვა გადალახავს.

  დედამიწაზე ყველანი იტანჯებიან - მართალნიც და ცოდვილნიც; დახმარება და თანაგრძნობა ყველას ესაჭიროება, ამიტომ მელნით დაწერილი სახელები, სულიერი თვალსაზრისით, ცრემლით არის ნა-წერი.

   მოსახსენებელი - ეს ჩვენი სიყვარულის ბარომეტრია; როგორი ყუ-რადღებითაც ვკითხულობთ მას, რამდენადაც ღრმად გაივლიან ისინი ჩვენს გულს და გაგვათბობენ, იმდენად აღვასრულებთ ღვთის მცნებას სიყვარულისა, რომელიც სჯულზე მაღლა დგას.

   რწმენა, იმედი და სიყვარული - ეს არის სამთა ერთობა. რწმენა აღ-მასვლის პირველი საფეხურია, ის ყურადღებას შობს და ლოცვას რწმენაში განამტკიცებს. ყურადღებიანი ლოცვა ადამიანს აძლევს ერ-თგვარ საიდუმლო უწყებას იმის შესახებ, რომ ის შესმენილია ღვთისაგან. იმედი ეჭვს აძევებს და სულში შემოჰყავს მადლი, რომ-ელიც ცხადდება, როგორც სიყვარული - როცა ადამიანი მტრე-ბისათვის, როგორც ახლობლებისათვის ლოცულობს, და არ სურს ვინმე მის ნაცვლად დაისაჯოს. ის ლოცულობს თავის მაწყენართა კეთილდღეობისათვის და მიუტევებს მათ, თუმცა მათ ეს მიტევება არ უთხოვიათ. მტრების სახელები მოსახსენებელში - ეს არის სულიერი საგანძურის გასაღები, ეს ის ცეცხლია, რომელიც შურს ჩალასავით წვავს; ბოროტებასა და შურისმაძიებლობას გველივით აძევებს გუ-ლიდან და მტრებს მოყვრებად აქცევს. თავმოყრითა და ყურადღებით ლოცვა სისხლის დათხევასავით ძნელია, ამიტომ მოსახსენებელი რძოლის ველს ჰგავს; მაგრამ გულმოდგინე ლოცვის შემდეგ როგორც გამარჯვებას, ადამიანი სინდისის დამშვიდებასა და სიხარულს გრძნობს.

   მოსახსენებელი - ეს არის საშუალება გარდაცვლილთათვის იმ ვალის გადახდისა, რომელიც შემოგვრჩა; მოსახსენებელი - ეს არის დაბე-ჭდილი წერილი, რომელსაც ღმერთს ვუგზავნით; მოსახსენებელი - ეს არის რწმენის შემოწმება, სიყვარულის გამოცდა, ეს არის გაცხადება იმისა, რაც ჩვენს გულშია დაფარული: თანაგრძნობა ან გულგრილობა, გაზაფხულის სითბო ან ზამთრის სიცივე; მოსახსენებელი - ეს არის მზადება საკუთარი სიკვდილისათვის, როცა სულს ისინი შეეგებებიან, ვინც მას უყვარდა, ვისთვისაც ლოცულობდა, ვინც მას მარადისობის გზაზე დადგომა დაასწრო; მოსახსენებელი - ეს არის საკუთარ სახლში გამართული ტრაპეზი უპოვართა და მოგზაურთათვის და სიყვა-რულის ნადიმი მეგობართათვის. უყურადღებო ლოცვა ჰგავს გაშლილ სუფრას სანოვაგის გარეშე: შენ უხმე სტუმრებს და ისინი მშიერნი გაუშვი. დაუდევარი ლოცვა - ეს შენი თვალთმაქცობის სარკეა. მოსახსენებელი - ეს არის ხელსახოცი, რომლითაც შეგიძლია მწუ-ხარეთ და ცაგრულთ ცრემლი შეუმშრალო; მოსახსენებელი - ეს იმათთვის გადაგდებული ბაწარია, ვინც ჯოჯოხეთშია; წირვაზე საკურთხეველში შეგზავნილი მოსახსენებელი აბრაამის კარავს ემს-გავსება, სადაც ყველა გასაჭირში მყოფი შვებას ჰპოვებს. როცა მო-სახსენებელს ყურადღებით კითხულობ, ის ვარსკვლავებით აკიაფ-ებულ ცას ემსგავსება, ხოლო როცა დაუდევრად კითხულობ - ღრუბლიან ცას.

   ცოდვილი - მტერია საკუთარი სულისა, რომელიც არა მხოლოდ მო-მავალში იმქვეყნად, არამედ აქ, დედამიწაზეც იტანჯება. ის ამას ისევე ვერ აცნობიერებს, როგორც დილეგში დაბადებული ვერ ხვდება, რომ დღის შუქი აქვს აღკვეთილი. მაგრამ ცოდვილის სულშიც კი არის ხსოვნა ზეცაზე და ამიტომ ღვთის დამკარგავ ადამიანთა სახელები - ეს არის მათი სულის ცრემლით სავსე თვალები, რომლებიც შენსკენ ვედრებით არის მოპყრობილი. მოსახსენებელი - ეს არის საშუალება იმისა, რომ ადამიანებს ყველგან და ყოველთვის გაუკეთო სიკეთე. როცა ადამიანი სხვებისათვის გულით ლოცულობს, მაშინ მისთვის ლოცულობენ მათი მფარველი ანგელოზები; ამიტომ მოსახსენებელი არის სულიერი სინათლის ერთ-ერთი წყარო თავად შენთვის და შენი ლოცვა, როგორც ანგელოზთა ლოცვით გაძლიერებული შუქი, შენვე გიბრუნდება; მოსახსენებელი - ეს არის სულიერი მოწყალების ყულაბა და შენი მფარველი ანგელოზი სამსჯავროს დღეს მას მართლმ-საჯულების სასწორზე დადებს. და მაშინ დაინახავ, რომ ქვრივის შესაწირის მსგავსი ყოველი შენი ლოცვა ოქროს ზოდად იქცა; მო-სახსენებელი - ეს არის წინასწარი უწყება იმათთან შეხვედრისა, ვისთვისაც ლოცულობდი. ისინი შენი მადლიერნი მეტად იქნებიან, ვიდრე მშიერნი იმისა, ვინც მათ აპურებდა. ადამიანის უმაღლესი ბედნიერება - ეს სიყვარულის უნარია. სიყვარული - ეს თავად ცხო-ვრება და მოსახსენებელი არის საშუალება იმისა, რომ ეს მეცნიერება ყოველდღიურად შეისწავლო.

   მოსახსენებელში თავს გზები იყრიან: გულიდან იმათი გულებისაკენ მიმავალი, ვინც დედამიწაზეა; ლოცვა მათთვის, ვინც ცხონდა, ის ზეცაში მიმავალი გზაა; ხოლო იმათთვის, ვინც განსჯილია - ჯოჯო-ხეთში ჩამავალი სხივია. ეს სამი ურთიერთგადამკვეთი გზა ჯვარს წარმოქმნის.

   უფალმა თქვა: „რა საზომითაც ზომავთ, იმავ საზომით მოგეგებათ". და კიდევ: „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". შენი მოსახსენებელი, თუკი მას ფრინველის ფრთებივით ხშირად გაშლი, არის იმედი იმისა, რომ შენი სახელი ზეცაში, საუკუნო მოსა-ხსენებელში - ღმრთის მეხსიერებაში ჩაიწერება. 



უკან დაბრუნება