მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > გათავისუფლება სულისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)

გათავისუფლება სულისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)


23-08-2015, 00:02

 

   ლოცვის შესახებ სწავლება მჭიდროდაა დაკავშირებული მართლმა-დიდებლურ ანთროპოლოგიასთან1. ანთროპოლოგიური თვალსაზრი-სით ლოცვა გვევლინება, როგორც სულის გათავისუფლების საშუ-ალება სამშვინველის დეფორმირებული, გახრწნილი გრძნობებისაგან, რომლებიც უმართავ, ქაოტურ მდგომარეობაში იმყოფებიან და ერთ-მანეთს ებრძვიან. ქვეყანას თავისუფლება ესმის, როგორც შესაძლე-ბლობა ადამიანისა - მისდიოს თავის მთავარ ვნებას, რომელმაც დანარჩენებს დროებით სძლია და მის დასაკმაყოფილებლად პირობე-ბი და საშუალებები უნდა იპოვოს. რელიგიური თვალსაზრისით კი, ეს „თავისუფლება" - სხვადასხვა, გამუდმებით ურთიერთშენაცვლებული ბატონისადმი უწყვეტი მონობის მდგომარეობაა. ვნებები საფუძველს, როგორც სამოქმედო ველს, ადამიანის სხეულში პოულობენ. სამშ-ვინველთან „გაერთიანებული" სხეული, სულს ახშობს - ასევე, ყველა კომუნიკაციის გადაჭრით ალყას არტყამენ ქალაქს მოკავშირე ჯარები. მაგრამ მტრის ჯარის მოკავშირეებიდან ერთ-ერთი, სახელდობრ, ადამიანის გონება ვნებებით ნაკლებადაა დაზიანებული, ვიდრე სამშვინველის სხვა ძალები, ამიტომ დროდარდო ის სულს ემხრობა და ცდილობს გაათავისუფლოს ის.

   სულის გათავისუფლებისათვის ბრძოლას თავისი სტრატეგია, კანო-ნზომიერება და თანმიმდევრობა აქვს. ჯერ ისევ ვნებიან მდგომა-რეობაში მყოფი ადამიანი სულის ძალების გამოღვიძებას ეცდება, ის ან თავისი მცდელობების უნაყოფობას დაინახავს, ან რაც ბევრად უა-რესია - ამაყ ფანტაზიათა მეშვეობით თავის სამშვინველს ეგზალ-ტაციის, ნერვიული აღგზნების, ილუზორულ, მეოცნებე წარმოდგე-ნათა მდგომარეობაში მოიყვანს, რომლებსაც თავისი გამოუცდელო-ბით სულიერ გამოცდილებად მიიღებს. ასეთი მშვინვიერი, ექსტაზ-ური სიყვარული დასავლეთის „ასკეტთა" წიგნებში დაწვრილებითაა აღწერილი. კათოლიკე ენთუზიასტები მსგავს მდგომარეობას ღვთაებ-რივი ნათლის გამოცხადებად ღებულობდნენ, მაშინ, როცა მართლ-მადიდებელი მოღვაწეები იტყოდნენ, რომ ეს ექსტაზის მდგომარეო-ბამდე მიყვანილი ადამიანური ვნებების კვამლიანი ცეცხლია.

   ბრძოლის დაწყება სხეულიდან, მისი დისციპლინიდან არის საჭირო. პირველი - ზომიერების ცოდნა, თავშეკავებაა. ზომიერება საჭმელში და ძილში, დასვენებაში და შრომაში. მერცხალი თავის ბარტყს, რო-გორც არ უნდა იჭყივლოს მან, საკვების განსაზღვრულ რაოდენობას აძლევს: თუ ბარტყი გაძღა, მოკვდება. სხეულს აუცილებელი უნდა მივცეთ და მისგან ავიღოთ ღალა - ლოცვაში შრომა და მხნეობა. როცა ადამიანი თვლემს, მისი კუნთები დუნდება. როცა ადამიანი დაძა-ბული ფიქრობს, მაშინ აზრების კონცენტრაციას გარკვეული დაძა-ბულობა მოსდევს, ერთგვარად სხეულს ტონუსს უნარჩუნებს. თუ ადამიანი ლოცვის დროს კუნთებს ადუნებს, მაშინ თვლემას და ოცნებას იწყებს. ამიტომაც ლოცვის დროს სასარგებლოა აზიდული დგომა, როგორც მწკრივში და მეტანიების კეთება, რომელიც ლოცვის „დამხმარე ენას" წარმოადგენს. დაღლილობისა და ავადმყოფობისას შეიძლება ჯდომა, მაგრამ არა წამოწოლილი, არა იდაყვზე დაყრ-დნობით, არა სკამის საზურგეზე გადაწოლით, არამედ სწორად, შე-ერთებული ფეხებით, ოდნავ აზიდული მუცლით და მოდრეკილი თავით - ეს ყოველივე თვლემასთან ბრძოლაში გვეხმარება.

   მშვინვიერ სხეულებრივ სათნოებებს მიეკუთვნება მდუმარება, მხე-დველობისა და სმენის დაცვა. მშვინვიერი ძალები ამგვარია: სიტ-ყვიერი, სასურველი, გაღიზიანებადი. სიტყვიერს მიეკუთვნება წარ-მოდგენებისა და სიტყვების დონეზე აზროვნების უნარი: გაიხსენოს, ივარაუდოს, დაგეგმოს, იოცნებოს, დააკვირდეს, იპოვოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, გააანალიზოს, მოახდინოს სინთეზი, ჩაატა-როს ექსპერიმენტი, გამოამჟღავნოს კანონზომიერებანი, ჰიპოთეზები და თეორიები შეადგინოს, ნაპოვნი კანონები პრაქტიკაში გამოიყენოს, შეადგინოს სხვადასხვა ნიშნური სისტემები და მათით ისარგებლოს. ასე იბადება სამეცნიერო, ფილოსოფიური, მხატვრული შემოქმედება, კანონები, უფლებები, მანიფესტები და კონსტიტუციები. ეს უკიდ-ეგანო ველია ადამიანური ინტელექტის მოქმედებისა თავის ორ ას-პექტში: გონიერებაში და წარმოსახვაში. აქ - ცივილიზაციის მთავარი ფესვია: გარედან შემოსული ინფორმაციის შეგროვებაში, შენახვაში და მათ გამოყენებაში. ადამიანი ყველაზე მეტად თავისი გონებით ამაყობს. მასში - ურწმუნოების ის საფუძველია, ის ინტელექტუალური სი-ამაყეა, რომელიც ადამიანისათვის მის გონებას პატარა ღვთაებად, კერპად აქცევს, რომლისაგანაც ის დახმარებასა და ხსნას მოელის. ამავდროულად ეს გონება დროდადრო თავის შეზღუდულობას, უმწეობას და სულიერ სიბრმავეს შეიგრძნობს და მაშინ ის ეძიებს - ღმერთს.

   მეორე ძალაა - სასურველი. მას ტკბობის ყველა სახეობა მიეკუთვ-ნება. აქ არის - ოჯახური, მეგობრული, მშობლიური, გრძნობიერი სიყვარული, აქ არის - პატრიოტიზმი და საზოგადოებრივი სოლიდ-არობა, სიყვარული ხელოვნებისადმი, ბუნებასთან ურთიერთობით გამოწვეული სიხარული, აქ არის - ტკბობა პოეზიით, მუსიკით, ფე-რწერით. აქვეა ადამიანური ვნებებიც: ეგოიზმი, თავისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და სიძუნწე, მიკერძოება ნივთებისადმი, გარეგ-ანზე დამოკიდებულების გრძნობა (და ამავე დროს - ისეთი მაღალი გრძნობები, როგორიცაა თანაგანცდა, სიბრალული, თანაგრძნობა). სამშვინველის სასურველ ნაწილს სიცილი და ხუმრობებიც მიეკუ-თვნება, რომლებშიც საიდუმლო სიძვა შეფარული. ისეთი ცნებები, როგორიცაა, კმაყოფილება, ალერსიანობა, თავაზიანობა, მოხდენილო-ბა, ტაქტი, მიმზიდველობა, სილამაზე, ასევე განეკუთვნება სამშვი-ნველის სასურველ ძალას. ზოგჯერ ეს ძალა თავს ავლენს, როგორც სწრაფვა ზექვეყნიური, ღვთაებრივი სილამაზისაკენ და სევდა დაკა-რგულ სამოთხეზე (ეს ბუნდოვანი გრძნობა მიწისქვეშეთში უეცრად შეღწეულ სინათლის სხივს ჰგავს). მასვე, სასურველის სფეროს დემო-ნური მისტიკა და ექსტაზური კულტები მიეკუთვნებიან. საერთოდ, მართლმადიდებლურის გარდა, ყოველგვარი მისტიკა მთლიანად სამშვინველის ძალების ველშია. მართლმადიდებლური კი თავისი არსით სულიერია (მაგრამ რამდენადაც ის თავის თავში ადამიანს სრულად მოიცავს, შესაძლოა მშვინვიერი და სხეულებრივი თვალსაზ-რისით გამჟღავნდეს).

   სასურველ ძალთა გაუკუღმართებულ გამოვლინებებს ასევე მიეკუ-თვნება ბოროტებისა და მანკიერებისადმი საიდუმლო სიყვარული, რომელსაც ადამიანი თავის გულში დროდადრო აშკარად შეიგრძნობს.

  სამშვინველის მესამე ძალაა - გაღიზიანებადი. ის ჰგავს ცოცხალი ორგანიზმის უნარს თავისი თავიდან ყოველივე უცხო, გარეშე სხე-ულის ამოგდებისა, მასში მოხვედრილი შხამის ნეიტრალიზებისა და სნეულების წარმომქმნელი საწყისის მოკვდინებისა. გაღიზიანებადი ძალა ეს სამშვინველის ციხე-კოშკი და ჯარია, ეს სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარია, დამცავი ძალაა, ფსიქიკური ფილტრია, რომელმაც ჭუჭყი და ლექი უნდა შეაკავოს, ესაა სამშვინველის რეაქციის და მოქმედების უნარი, იმისადმი წმინდა სიძულვილი, რაც ადამიანის სულსა და ღმერთს შორის დგას. გაღიზიანებადმა ძალამ შესაძლოა სიკეთისაკენ სწრაფვაში, ადამიანთა უსამართლობისაგან დაცვაში, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებაში იჩინოს თავი, მაგრამ ადამიანის ცოდვიან, დაცემულ მდგომარეობაში ის უფრო ხშირად თავს იჩენს უკმაყოფილებაში, დრტვინვაში, სისასტიკეში, ადამიანებზე მრისხანებაში, მოუთმენლობაში, მედიდურობაში, ძალა-დობაში, სიძულვილში, შურისძიებაში, დაპირისპირებაში, შურში, ბრაზში, გულგრილობაში და უხალისობაში, დაფარულ სადიზმში - ოჯახური დესპოტიზმით დაწყებულში და მმართველთა ტირანიით და ნეკრომანიით დამთავრებულში.

   საერთოდ მშვინვიერ გამოვლინებებში საჭიროა გაიმიჯნოს შემდეგი დონეები: მავნე, უსარგებლო, მოსათმენი (ან გულგრილი), საჭირო, აუ-ცილებელი, უკიდურესად აუცილებელი - და ამის შემდეგ, ჯერ მავნეს, ხოლო შემდეგ უსარგებლოს მოკვეთით ვაწარმოოთ სულიერი ბრძოლა საკუთარ თავთან.

   სიტყვიერ ძალათა მოქმედების სფეროში მავნეს წარმოადგენს: შეგ-ნებული სიცრუე, მზაკვრობა, გაიძვერობა, სიცილი, აბუჩად აგდება, ფიცი, წყევლა, გინება, უქმადმეტყველება, განკითხვა - ცრუ და განმხ-რწნელი ინფორმაციის წყაროები. სჯობს არ იცოდე, ვიდრე გქონდეს ცრუ, გაუკუღმართებული ცნობები. სოლომონის სიტყვებით: „სჯობს მცირედი სიმართლით, ვიდრე დიადი სიცრუით" (იგავი, 16,8). მხო-ლოდ საკუთარი ენისთვის აღვირის ამოდებით, გარეული მხეცის მსგავსად მისი მოთვინიერებით შეუძლია ადამიანს შეუდგეს თავისი გონების გაწმენდას სხვადასხვა აზრების, ოცნებებისა და გულისთქმე-ბისაგან.

   სასურველი ძალის მავნე გამოვლინება - ეს არის ვნებების დაკმაყ-ოფილების ყველა სახეობა. მე ხორციელ ცოდვებზე არ ვლაპარაკობ, ეს თითოეულისათვის გასაგებია, მაგრამ არის კიდევ სხვა, უფრო მეტად დახვეწილი სახეობა ავხორცობის დაკმაყოფილებისა: შეხვედრა და ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებთანაც უწმინდური მიჯაჭვუ-ლობა და მიკერძოება გვაქვს, ვნებიანი წიგნების კითხვა და მსგავსი სურათების დათვალიერება, სულიერი გარყვნილებისა და სენის წყა-როდ ქცეული ტელეპროგრამებისა და ვიდეოფილმების ყურება. ბრძოლა უკუღმართი სიამოვნების ისეთ მძიმე სახეობებთან, როგო-რიცაა ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება (აქ სიამოვნება თავის დემონურ სახეს აშკარად ამჟღავნებს), უწესო საუბრებზე, ანეკდოტ-ებზე და მათ მსგავსებზე უარის თქმა აუცილებელია. მანკიერებისაგან სულის დაცვის ამ გარეგანი ზომების გარეშე სურვილთა სისუფთავის მიღწევა შეუძლებელია, როგორც შეუძლებელია ტალახის ჩამორეცხვა ჭაობში მდგომისთვის. თუკი ადამიანი თავის ვნებებს მოემსახურება და ამავე დროს გულით ლოცვას ეცდება, ის ნერვიულად გაღი-ზიანდება ან იმ დემონურ მდგომარეობაში მოვა, რასაც ხიბლი ჰქვია. (გაგრძელება იქნება...)

  

 

 

 

1ანთროპოლოგია - სწავლება ადამიანის შესახებ. შესაბამისად მართ-ლმადიდებლური ანთროპოლოგია - სწავლებაა ადამიანის შესახებ ეკლ-ესიის წმ. გადმოცემის თვალსაზრისით.

 



უკან დაბრუნება