მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > შორიდან მომდინარე ნათელი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)

შორიდან მომდინარე ნათელი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)


22-08-2015, 00:02

შორიდან მომდინარე ნათელი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)

 

   კათოლიკურ ხატებში მეტაფიზიკური ტრაგიზმი არ არის. იქ მიწიერ, მშვინვიერ, ადამიანურ განცდათა ტრაგიზმია. უფრო ხშირად სხვა, ადამიანური მგრძნობელობა, ის, რაც მიწისკენაა მიმართული. სამოთ-ხე და ჯოჯოხეთი ან დავიწყებულია, ან გამიწიერებული და მიწაზე გადმოტანილი. იქ ხატი მიწიერად იმზირება, შესაძლოა კეთილი თვალებითაც, მაგრამ მხოლოდ მიწიერ სამყაროს ხედავს. ასეთი ხატის წინ ცოდვილი, რომელსაც სინანულის ცეცხლი არ გაუვლია, შესაძლოა მშვინვიერ განცდებს მთლიანად მიეცეს. ამიტომაც ხშირად დასავ-ლეთში პოეტები ქალწულ მარიამს ხოტბას ასხამდნენ, როგორც მშვე-ნიერ ქალბატონს, ხოლო რაინდები მას თავიანთი გულის დედოფალს უწოდებდნენ, რაც მართლმადიდებლისათვის ჟღერს როგორც საშინე-ლი მკრეხელობა და აბუჩად აგდება წმიდანისა. კათოლიკური ხატების ეს მშვინვიერი მგრძნობელობა და სენტიმენტალურობა ადამიანის ქვეცნობიერების მიერ აღიქმება, როგორც ღმერთთან შერიგების საშ-უალება სინანულის გარეშე, თავისი თავის გადასხვაფერების გარეშე, ამიტომ კათოლიკურ მისტიკაში ასე ბევრი ითქმება აღტაცებულ სი-ყვარულზე და ასე ცოტა სინანულზე, გულის განწმედასა და ვნებებთან ყოველდღიურ სასტიკ ბრძოლაზე. მართლმადიდებლური შეგნება ამ ადამიანურად ლამაზ, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით აუღორძი-ნებელ, მხოლოდ ნაზ, მოტკბო სახეებში სრულიად უცხო რაიმეს გრძნობს. ეს ოდნავ მომღიმარე, ზოგჯერ კი ნამდვილად მომღიმარე სახეები ცოდვილზე ძალისმომგვრელად მოქმედებენ, მათში არის კაპიტულაცია ცოდვის წინაშე, მასთან შერიგება: ცოდვილს უყვარს, როცა მის სიმახინჯეს ჭუჭრუტანიდან უცქერიან.

   ზოგიერთ კათოლიკურ ხატზე შეყვარებულნიც კი იყვნენ. მართლმა-დიდებლური ხატი შეუძლებელია შეგიყვარდეს: აქ ქრება ვნებები, აქ სული იღვიძებს. ამიტომ ვნებიანი და ავხორცი ადამიანი ასეთი ხატისგან მოშორებას ცდილობს. უძველეს ხატებში არ არის მიბნედ-ილობა, შემბრალებლობა და ის, რისთვისაც შეიძლებოდა ცოდვილის იავნანა გვეწოდებინა, ვინც ტრანსცენდენტალური, დემონური ბორო-ტების საშინელება იცის, ის არ შეუდგება ცოდვილის დამშვიდებას. ის სხვაგვარად შეხედავს მიწიერ ტანჯვას, რომლებიც ასე ცოტას ნიშნავს მარადისობასთან შედარებით. ღმერთთან ურთიერთობა შეუძლებელ-ია გულის სიწმინდის, უფრო სწორედ გულის სიწმინდისაკენ სწრა-ფვის გარეშე, ხოლო გულის სიწმინდე შეუძლებელია სინანულისა და ცოდვასთან ბრძოლის გარეშე. ამიტომ ცოდვილის მიტევებაც შეუძ-ლებელია თავის თავთან ბრძოლის გადაწყვეტილების გარეშე, ხატ-ოვნად რომ ითქვას, საკუთარი სისხლის დათხევის გარეშე.

   უძველესი სასწაულმოქმედი ხატი ერთდროულად ახლოს და შორსაა ცოდვილისაგან, აქ არის სულიერი სიყვარულის სიახლოვე, სიყვარუ-ლისა ადამიანისადმი, როგორც ღვთის ხატისადმი და ამავე დროს არის დიდი მანძილი, დისტანცია, რომელიც ცოდვილს სიწმინდისაგან ყოფს. ადამიანი გრძნობს რამდენად ახლოა ღმერთი მასთან და თავად რამდენად შორსა ღმერთისგან. სიწმინდის ერთ-ერთი თვისებაა - ცოდვის მიმართ სიძულვილი. სიწმინდეს არ შეუძლია შეუერთდეს სიბილწესა და უწმინდურობას, მზის სხივები ჭაობის ზედაპირზე ეცემა, მაგრამ ამით ტალახი სინათლედ არ გადაიქცევა. ხატი - ეს არის შორიდან მომდინარე ნათელი. ხატში სიწმინდესა და ცოდვას შორის დისტანციის უქონლობა მას მშვინვიერი, ადამიანური გრძნობების სფერომდე დაიყვანს და ცოდვილის დამახინჯებული შეგნება ცრუ თვითდამშვიდებასთან მიჰყავს. ის შესაძლოა ცოდვის დაუსჯელობის „გარანტიც" კი გახდეს („შესცოდე როგორც გენებოს, უფალი თავისი მოწყალებით მაინც მიგიღებს").

 უძველეს ხატებზე სახეების მზერა ამაქვეყნისგან განდგომილი გვეჩვენება. ის არა მლოცველისადმი, არამედ თითქოსდა მის თავ-ზემოთ არის მიმართული უფრო ზუსტად, მსჭვალავს მას. (ასევე სხივიც მინის გავლით შორს მიემართება), ის ადამიანს მარადისობის ფონზე ჭვრეტს, მიწიერ და სულიერ სამყაროთა ურთიერთგადმკვეთ სფეროებში; ის ადამიანის გულში იმას ხედავს, რასაც ვერ ხედავს თვითონ ადამიანი, ხშირად კი ეშინია დანახვა. დემონებს აშინებთ უძველესი ხატების სახეები, მათ წინაშე ბორგავენ და ყვირიან შეპ-ყრობილნი, ისინი, ვისაც ჩვეულებრივ სულით ავადმყოფებს უწო-დებენ. უძველესი ხატი უხილავი, ღვთაებრივი მადლის ალით მო-სილი გეჩვენება.



უკან დაბრუნება