მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > შორიდან მომდინარე ნათელი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)

შორიდან მომდინარე ნათელი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)


21-08-2015, 00:02

შორიდან მომდინარე ნათელი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)

 

  ლოცვაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი საფრთხეს სულიერ გრძნობათა მშვინვიერი გრძნობებით შეცვლა წარმოადგენს. მშვინვიერი გრძნობე-ბი ფერადოვანი და კაშკაშაა. ისინი ხმაურიან, აქოჩრილ ტალღებს ჰგვანან, რომლებიც უფრო მაღალნი იქ არიან, სადაც ახლოა ფსკერი. ისინი ამოიზრდებიან, როგორც ბორცვები წყალმარჩხზე და ეს მაშინ, როცა წყნარია ოკეანის უფსკრული. მისი ზედაპირი ტალღების ჭავ-ლით ოდნავ მერყევ ვეება მინდორს ჰგავს. ამაოდ არ ეძახიან ოკეანეე-ბიდან უდიდესს - წყნარს. ხშირად ენთუზიაზმი, აღფრთოვანება, ნე-რვიული აღგზნების მდგომარეობა, ექსცენტრიულობა, პოეტური შთა-გონება ან გამძაფრებული ინტელექტუალიზმი, ერისკაცთა მიერ აღი-ქმება როგორც სულის გამოღვიძება ლოცვაში, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ სუროგატია ლოცვისა.

   ადამიანის სულს სამი მშვინვიერი ძალა იმონებს: პირველი - მისი გა-მიწიერებული გონება, რომელიც შეუჩერებლად, როგორც ობობა, თავ-ისივე თავიდან მსჯელობის, წარმოდგენების, მონაგონის, გეგმების, მოგონებების, ევრისტიკული ვარაუდის და აბსტრაქციის ქსელს აბამს და ჭეშმარიტების სინათლის დაჭერის მოსწრაფე, ამ ქსელზე დარბის. სულის დამთრგუნველი მეორე ძალა - სამშვინველის რეაქტიული, დამცველი ძალაა, რომელიც ჩვენს დაცემულ მდგომარეობაში თავს ამჟღავნებს არა ცოდვასთან ბრძოლაში, არამედ მეტოქეობაში, მრისხა-ნებაში, მძვინვარებაში, შეურიგებლობაში. ეს უკუღმა მიმართული ენერგია ადამიანის სამშვინველისა, თვით იქცა ვნებად და როგორც წესი, იმის წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ადამიანს სურვილების ასრულებაში ხელს უშლის. მესამე ძალაა მიდრეკილება ტკბობისკენ, სიამოვნების გამუდმებული წყურვილი. ტკბობა ზღვის წყალს ჰგავს: ის თავის შემდგომ სიმწარეს ტოვებს, წყურვილს არ კლავს, თავის შე-მდგომ სიმწარეს ტოვებს, წყურვილს არ კლავს, პირიქით, მას აღვივებს (ვინც მომწარო-მარილიან წყალს სვამს, მას კიდევს უფრო მეტად სწყურდება და შუა ზღვაში წყურვილით კვდება). ადამიანი ხშირად ურთიერთსაპირისპიროს - მშვინვიერ ტკბობას და სულიერ სიხარულს ერთმანეთში ურევს: ტკბობას სულიერ ნუგეშად ასაღებს, მის იმიტა-ციას ახდენს. ტკბობას მოქმედების ფართო სპექტრი აქვს. ეს არა მხოლოდ უხეში, გრძნობიერი სიამოვნებაა, არამედ სხვა მოწყობის, გაცილებით ფაქიზი სიამოვნებანია, მაგალითად: ესთეტიკური, შემო-ქმედებითი, რომელიც არც თუ იშვიათად ადამიანებს სულიერ მდგომარეობაში ერევათ. მაგრამ ყველა მშვინვიერი ტკბობა დროსა და მიწას ეკუთვნის. ისინი ყველანი წარმავალნი არიან. ისინი ქმნიან განწყობას, მაგრამ არა მდგომარეობას. ტკბობა შესაძლოა იყოს, როგ-ორც აშკარად მანკიერი, ასევე შესაწყნარებელი. ზოგიერთი მათგანი ადამიანისთვის დასვენებად და ჯილდოდ გვეჩვენება, მაგალითად: ტკბობა მეგობრობით, ოჯახური სიხარულით, ბუნებასთან ურთიერ-თობით... მაგრამ ყველა მიწიერია და თუ ისინი ცხოვრების მიზანი ხდებიან, სულს აძინებენ.

   ლოცვა ყოველთვის სულიერ თვალსაზრისს უნდა მიეკუთვნებოდეს, რადგან ლოცვა - ეს გონებისა და გულის მოწყვეტაა მიწისგან და მისი მიმართულობაა მარადისობისაკენ. ხშირად ამას თან შრომა და ტკი-ვილი ახლავს, როგორც სისხლმდინარე ჭრილობიდან პლასტირის აძრობას. ამიტომ ყურადღებიანი ლოცვა ყველაზე მძიმე ღვაწლია. ლოცვაში აკრძალული არ არის ღვთისადმი მიწიერი სიკეთეების თხოვნა, მაგრამ მათში უნდა დავინახოთ არა თვითმიზანი, არამედ მხოლოდ ძალების შენარჩუნების საშუალება მიწიერ გზაზე. მშვი-ნვიერი ლოცვა, როგორ მხურვალებაშიც უნდა მოგვიყვანოს მან, როგორი შთაგონებულიც უნდა მოგვეჩვენოს, ლოცვის თვით არსის დამახინჯებას წარმოადგენს. სული მხოლოდ სინანულითა და ვნე-ბებთან ბრძოლით იღვიძებს. სიტყვით -  „შეინანეთ"  (მთ. 3, 2; 4, 17) დაიწყეს თავიანთი ქადაგება ქრისტემ და მისმა წინამორბედმა. ერ-თადერთი გზა ცათა სასუფევლისაკენ სინანულზე გაივლის. მის გა-რეშე მშვინვიერი, ვნებიანი ძალები მოქმედებენ.

  რას წარმოადგენს მართლმადიდებლური ხატი? ხატი - ეს ღვთის მადლის გამჟღავნებაა დედამიწაზე. ჩვენ ამ სფეროში რაიმე მკაცრი სისტემის შემოტანა არ შეგვიძლია. „სულსა ვიდრეცა უნებნ"  (ინ. 3,8) - თქვა უფალმა. ჩვენ მხოლოდ მივუთითებთ მართლმადიდებლური ხატის ზოგიერთ ნიშანზე, ნაკლებ გასაგებზე ჩვენი თანამედროვეების უმრავლესობისთვის. ძველ ხატებზე სახე დიდებული და მკაცრია. აქ ადგილი არა აქვს სენტიმენტალურობასა და ალერსიანობას - მშვინ-ვიერების ამ გამოვლინებებს, სიყვარულის სუროგატს. უძველესი ხა-ტების სახეებში ასახული სულიერი სიყვარული მკაცრი და მომთ-ხოვნია. მათზე წმიდანთა თვალები მარადისობიდან გვიმზერენ. ის-ინი თითქოსდა მთელ სამყაროს მოიცავენ. მარადისობა და უსა-სრულობაა მათში არეკლილი. აქ ცოდვასთან შერიგების და მისი შეწყნარების კვალიც არ არის. ამიტომაც უძველესი ხატების სახეები გაუგებარი, უცხო, ზოგჯერ პირდაპირ საშინელიც კია ხორციელი, ვნებებს მიჯაჭვული ადამიანისთვის. ცოდვისადმი ამ სიძულვილში, ამ დაუნდობელ სიმართლეში ერთი სურვილია - ადამიანის ცხონება. უძველესი ხატმწერების მიერ ასახული ჭეშმარიტი, სულიერი სიყ-ვარული კომპრომისზე არ მიდის. თანამედროვე ადამიანების უმე-ტესობას ეს სისასტიკედ ეჩვენება. „მკაცრი, საშინელი სახეები", - ამბობენ ისინი. მათ სურთ, რომ ხატი მოეფეროთ, ხატთან „ფოფინი" უნდათ. სულიერი სიყვარული განუზომლად ღრმა, ვიდრე მშვინ-ვიერი. ის მეტად თანაგანიცდის, მეტად იტანჯება ჩვენს გამო. ის თითქოს უხმოდ ყვირის ტკივილისაგან, მაგრამ არა ჩვენი დროებითი გასაჭირის გამო, არამედ ჩვენი მოწყვეტილობის გამო ღვთისაგან - ცხოვრების წყაროსაგან. მას ჩვენი საუკუნო სიკვდილი აშინებს. უძველესი სასწაულმოქმედი ხატების სახეები მკაცრია, რადგან გამ-ჭრიახია ისინი. ისინი ხედავენ დემონურ სამყაროს, საშინელი მტრების ამ შემზარავ სამყაროს, რომელიც ადამიანს გარს აკრავს, უხილავ მკვლელთა სამყაროს, ხედავენ ცოდვის ბუდეს - სატანის საცხოვრებელს ადამიანის გულში. გადმოცემა ამბობს, რომ უფალი და დედა ღვთისა არასდროს იღიმებოდნენ: რანაირად შეუძლია დე-დას გაღიმება, როცა ხედავს, რომ მის ბავშვს გველი შემოხვევია ან სიმძიმე, მტანჯველ ავადმყოფობაში აბოდებს?(გაგრძელება იქნება...)



უკან დაბრუნება