მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > შესვლა საკუთარ გულში - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)

შესვლა საკუთარ გულში - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)


20-08-2015, 00:02

შესვლა საკუთარ გულში - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)

 

   ძველი მოღვაწეები იესოს ლოცვის სიტყვებს სუნთქვასთან აკავშირე-ბდნენ. ამ ხერხს ზოგიერთი ჩვენი თანამედროვე ბერიც მიმართავს. ადამიანის ორგანიზმის ცხოვრება განსაზღვრულ რიტმებში მიმდინა-რეობს და როდესაც ლოცვა ამ რიტმებთან ერთდება, დახმარებას იღებს. ეს არ არის სულის მომაკვდინებელი მექანიკური პროცესი, არამედ რაღაც სხვაა, მეგობრული ხელის გაწვდენის მსგავსი, რომე-ლიც მთის ვიწრო ბილიკზე მიმავალ ადამიანს ეხმარება.

   ადამიანი - უნიკალური, განუმეორებელი ინდივიდუმია, ამიტომ იე-სოს ლოცვის გზა თითოეულს განუმეორებელი აქვს. ლოცვა - ღვთის ნიჭია, ამიტომ მისი მომადლებისათვის ღვთისადმი ლოცვაა საჭირო. ეს შესაძლოა ყველაზე უკეთესი და უხიფათო ხერხია ლოცვის მი-ღწევისა: შესთხოვო ის ღმერთს, როგორც დიდი წყალობა. ლოცვის დროს სხეული ერთგვარად დაძაბულ, თითქოსდა სამოქმედო მზად-ყოფნის მდგომარეობაში უნდა იყოს: სხეულის მოდუნებისას გონებას ჩვეულებრივ თვლემა ერევა, ყურადღება სუსტდება, გონება რაღაც-ნაირად ბურუსით იფარება - ადამიანი ლოცვას ამბობს, როგორც ძი-ლში, ისე, რომ საკუთარი ხმა არ ესმის. კუნთების დაძაბვა გულისაკენ უნდა იყოს მიმართული, მუცელი აზიდული, როგორც ჯარისკაცს მწყობრში. ეს დაძაბვა განსაზღვრულ საყრდენს იძლევა ლოცვისთვის, როგორც სწორი სუნთქვა იძლევა ხმისათვის დასაყრდენს. კარგია ლოცვის დროს წელამდე და მიწამდე თაყვანისცემის შესრულება; ამასთან ჯერ ლოცვის წარმოთქმაა საჭირო, შემდეგ კი მეტანიის შე-სრულება. ამის გაკეთება ლოცვის დროს არ შეიძლება. მეტანიები ადამიანურ ამპარტავნებას თოკავენ და სულს ფხიზელს ხდიან.

   ზოგნი ყურადღებისთვის სასარგებლოდ თვლიან ლოცვის დროს მო-მაღლო სკამზე ჯდომას და ნიკაპის მკერდზე მიჭერას. თუმცა ყოვე-ლივე გარეგნული ილეთებია: თავისთავად ეს ყველაფერი სასარგე-ბლოა, მაგრამ მათ გარეშეც შეიძლება იოლად გასვლა. ისინი გვანან ხელჯოხს, რომელსაც გზად მიმავალი ეყრდნობა. შემდეგ კი, როცა ის აღარაა საჭირო, აგდებს მას.

  ყველაზე მთავარი - ლოცვის სულიერი მხარეა, მაგრამ რამდენადაც სული სხეულთან არის დაკავშირებული, გარეგნულს შეუძლია რო-გორც დაეხმაროს, ასევე ხელი შეუშალოს შინაგანს. გარეგნულზე და-ყრდნობა, ან პირიქით, მისი სრულიად უგულებელყოფა, არაგონი-ვრული და არასწორი იქნებოდა. ასეთი ლოცვით მლოცველთათვის საზოგადო რჩევებია: მგრძნობელობითი სახეების მიუღებლობა; მად-ლის შეგრძნებისა და სულიერი აღტაცებისაკენ სწრაფვისაგან თავის შეკავება. ლოცვის დანახვა, როგორც მონანული გულის ტირილისა, ხშირი აღსარება, მთელი ცხოვრების ლოცვისათვის მზადებად მიჩნევა. ჩვენი ყოველი საქმე, სიტყვა და აზრი - ეს ნიადაგია, რომელზედაც გაიზრდებიან ან დაჭკნებიან ლოცვითი მდგომარეობის ყვავილები.

  იესოს ლოცვის დროს ყურადღება ლოცვის სიტყვებზე უნდა იყოს მოკრებილი, მაგრამ ძალდატანება თავისთავად არ შეიძლება ხანგ-რძლივი იყოს, ამიტომ ლოცვის დროს ადამიანი შეგნებულად ან შეუგნებლად ამ ადგილს ეძებს, სადაც ლოცვა სიტყვის ფორმით გამჟღავნდება. ზოგნი, რომლებმაც ძველ ასკეტთა დარიგებები წაი-კითხეს, ე.წ. „საგულე ადგილს" ეძებენ. მაგრამ საგულე ადგილი - ეს დახშული კარია, რომელსაც ვერ გააღებ, მას ძალით თუ შეამტვრევ. სამშვინველისა და სულის განსაზღვრული მდგომარეობაა საჭირო იმისათვის, რათა ლოცვა გაცოცხლდეს, გამჟღავნდეს, გულის სიღრ-მეში შევიდეს, სახელდობრ არა მის ფიზიკურ ნაწილში, არამედ მის სულიერ სიღრმეში. თუკი ვნებებით დამძიმებულსა და დაბინძუ-რებულ გონებას, როგორც ჩაქუჩით ლურსმანს, ჩვენს გულში, ჯერ ისევ ცოდვის მუწუკითა და ვნებებით დაფარულში ჩავჭედავთ, მაშინ ამის შედეგი იქნება არა სულიერი ლოცვის მოხვეჭა, არამედ შეძენა გაუ-წონასწორებლობისა, ფეთქებადობისა, ისტერიულობისა და სწრაფად ცვალებადი განწყობისა. ჩვენი გონება და გული ცოდვით დაცემის შედეგად გაცალკევებულია, მაგრამ ეს მათთვის უფრო დიდი ბორო-ტებისაგან, გარკვეული სახის დამცველადაც კი გვევლინება; მათ დაახლოება და ერთმანეთთან შეერთება მხოლოდ სინანულით და ცოდვებისგან განწმედით შეუძლიათ, უფრო სწორად კი მათი შეე-რთება მადლს შეუძლია. ამიტომ საჭიროა ყურადღების მოკრება არა სიტყვის წყაროზე, არამედ მის პერიფერიაზე და თანდათან გადასვლა ცენტრისკენ. ზოგიერთი მონაზონი გაცილებით უსაფრთხოდ მიიჩნევს იესოს ლოცვის დროს ყურადღების მოკრებას პირის მოძრაობაზე, რომელიც მას ჩურჩულით ან უხმოდ წარმოთქვამს. ეს ილეთი სა-შუალებას გვაძლევს ზრახვებს ვებრძოლოთ, ყური არ ვათხოვოთ, სიტყვის სტრუქტურა გაცილებით მკაფიოდ შევიგრძნოთ. ხანგრძ-ლივი ვარჯიშის შემდეგ იესოს ლოცვა თავადვე უერთდება სუნთქვას. ლოცვის ეს ხერხი ზოგიერთს აკმაყოფილებს და ლოცვას განაგრძობს იქამდე, ვიდრე გულისმიერი სითბო არ გაჩნდება. სხვებისთვის ლო-ცვის შემდგომი ეტაპი ხდება ყურადღების ფიქსირება ხორხის არეზე, სადაც ისინი ერთგვარად მკერდიდან გამომავალი სიტყვა იბადება. ადამიანი, რომელიც განაგრძობს გზას სწორედ მდინარის შესართ-ავიდან სათავისაკენ, უკვე გრძნობს, რომ სიტყვა გულის არეში იბადება და ჩასუნთქული ჰაერის გზით, გულის პულსაციაზე ორი-ენტირებით3 თავის გულთან ჩადის. აქ იგი ნათლად ხედავს გულის-თქმათა ჩასახვას და ლოცვის მეშვეობით მათთან ბრძოლა უად-ვილდება.

   არის ბრძოლის ორი სახეობა: პირველი - გულისთქმებს ყური არ ვა-თხოვოთ და ლოცვა განვაგრძოთ (ასე იხშობს ადამიანი ყურებს, რათა ლანძღვა არ მოისმინოს), მეორე - უარყოს, როგორღაც განაგდოს და გაანადგუროს გულისთქმები. ერთ-ერთმა წმიდანმა გონება ობობას შეადარა, რომელიც ქსელში უძრავად შეყუჟულა. როგორც კი ბუზი გაებმება, იმწამსვე კლავს თავის მსხვერპლს. გზა გულისაკენ - ეს გონების აღმასვლაა საფეხურებით, მაგრამ კიბე თითქოსდა ქვევითაა „წამოქცეული" და სიღრმეში სულ უფრო მეტი ჩაძირვა, უმეტეს აღმასვლას ნიშნავს. ამ კიბეზე მხოლოდ მცირე ნაბიჯებით შეიძლება სიარული, საფეხურზე გადახტომა - იქიდან მოწყვეტას ნიშნავს. აქ ყურადღება ძალადობაში არ უნდა გადავიდეს. თითოეული საფეხური თავისთავად იხსნება, გული გონებას თანდათანობით იზიდავს, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით გული - ეს საგულე ადგილიცაა - ეს ერთი და იგივე არ არის. საგულე ადგილი საიდუმლო კედელში ჩატანებულ საიდუმლო საგანძურს ჰგავს, მას უფალი აჩენს, როგორც მადლის ძღვენს ადამიანისადმი და მასში ჩვენით შესვლა, ისევე როგორც ციდან ვარსკვლავის მოწყვეტა, შეუძლებელია. ადამიანისთ-ვის საგულე ადგილი მაშინ იხსნება, რომ ის ამას არ ელის. მოლოდინი საკუთარი თავის ღირსეულად ჩათვლას ნიშნავს. ღმერთი მადლს თავმდაბალთ და მდუმარეთ აძლევს. ვინც ეს განძი ჰპოვა, ის ამის შესახებ ქვეყანას არ მოუყვება, არამედ თავის ბაგეს მდუმარებით შემოზღუდავს, რათა სულიერმა მპარავებმა ის არ მოსტაცონ.

   ჩვენ სიტყვის სიმბოლიკაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ არის კიდევ სხვა თვალსაზრისი - სიტყვის მისკიტა. გარეგნული, ფონეტიკური სიტყვის გარდა, ადამიანს კიდევ დაფარული და მისთვის უხილავი შინაგანი ხმა აქვს. ეს არა სამშვინველის, არამედ სულის უნარია. გამოღვიძებულ სულში პროფორისტული, გარეგნული სიტყვა, შინაგან სიტყვას უახ-ლოვდება, ამიტომ სიცრუე, როგორც გაორება, როგორც წინააღმდე-გობრიობა შინაგან და გარეგან ენებს შორის, დამღუპველია სულიერი ცხოვრებისათვის! ის აქრობს მას, როგორც წყალი ცეცხლს! შინაგანი ხმა, ანუ როგორც ეძახიან სხვაგვარად, ენდოთეტური4 სიტყვა - უშუალო შემეცნების, აღხილვისა და სულიერი ინტიუციების უნარი - გარეგნული სიტყვის მეშვეობით გამობრწყინდება და მას ბრძნულსა და სულში შემღწევს ხდის. ამიტომ, მლოცველთა და ასკეტთა სიტყვა არაჩვეულებრივი ძალის მატარებელია, რომელიც ყველა ფილოსოფო-სის გონებას აღემატება.

   დგება მომენტი, როდესაც ლოცვა მხედველობად იქცევა. სამშვინვე-ლი წყვდიადში ლოცულობს, სული - ნათელში. ქრისტემ თქვა იგავი მინდორში დამალულ მარგალიტზე და ვინმე კაცზე, რომელმაც ამის შესახებ შეიტყო, მან მთელი ქონება გაყიდა, რათა ეს ადგილი ეყიდა. იგი მარგალიტის დაპატრონებით ყველაზე მდიდარი შეიქნა5. ის, ვინც იესოს ლოცვისთვის ყოველივეს მსხვერპლად გაიღებს, მისი მე-შვეობით ყველაფერს იძენს და რაც მთავარია, იმას, რაც არ უწყოდა და რასაც ვერ ინატრებდა. ავლადიდების გაყიდვა - ეს გათავისუფლებაა მიწიერი მიკერძოებებისაგან, მშვინვიერი ცოდნისაგან, იმაზე დაყო-ლიებაა თავისა, რომ ჩვენი ცხოვრების რაიმე ერთში მოვახდინოთ კონცენტრირება, როგორც სხივები გაივლიან გამადიდებელ მინას და ერთ წერტილში კონცენტრირდებიან.

   იესოს ლოცვის დაპირისპირება არ შეიძლება სხვა ლოცვებთან, მაგა-ლითად ფსალმუნთან: ყველა ისინი ერთი წყაროდან - სულიწმიდიდან იღებენ სათავეს, ფსალმუნნი და კანონები ეხმარებიან იესოს ლოცვას, განსაკუთრებით დასაწყისში; მხოლოდ იესოს ლოცვაზე უცებ გადა-სვლა ისევე ძნელია, როგორც ჩვეული საკვებიდან პურზე და წყალზე, რომლითაც ასკეტები იკვებებიან. ჩვენი გონება ჩვეულებისამებრ მრავალფეროვნებას მოითხოვს; ლოცვის ველშიც კი შემეცნების სი-ვრციდან სიღრმისაკენ ის თანდათანობით გადადის. გონება გამუ-დმებით დაძაბულობაში ამყოფო - ანტონ დიდის თქმით, ეს იგივეა, რომ მშვილდი სულ მუდამ მოჭიმული გქონდეს. კითხვას, რა ვირჩიოთ: იესოს ლოცვა თუ ფსალმუნნი, ღირსი ბარსანუფი დიდი პასუხობდა: „ერთიც აკეთე და ნურც მეორეს დაუტევებ".6  ამასთან თანდათანობით სულში სულ უფრო მეტი ადგილი და დრო იესოს ლოცვას დავუთმოთ. იესოს ლოცვა, გულში განმტკიცებული, თავ-დაპირველად თავს ამჟღავნებს, როგორც სულიერი სითბო. ხშირად დილით გამოღვიძებული ადამიანი, თავისდა გასაკვირად ამჩნევს, რომ მის გულში იესოს ლოცვაა. ძილი სუფთა და მსუბუქი ხდება (აქ არ არის ლაპარაკი განსაკუთრებულ დემონურ ცდუნებაზე, როცა ეშმაკი ძილში მლოცველს მიუახლოვდება, როგორც მტერს და ის ამ მიახლოების გამო საშინელებას განიცდის).

   უწყვეტი იესოს ლოცვის მეორე ხარისხია - განსაკუთრებული შინა-განი სინათლე, რომელიც ადამიანის სამშვინველის ბნელ სიღრმეებს აცისკროვნებს. სითბოს მლოცველისათვის გულისთქმათა მშვიდობა და სინანული მოაქვს. სულიერ სინათლეს კი - სიხარული და ამ-ასთანავე შეგრძნება იმისა, რომ ის მდაბალია ყოველივე ქმნილთან შედარებით, მაგრამ ამავდროულად ღვთისაგან არ არის მიტოვებული. მაშინ ადამიანს ესმის, რომ თავმდაბლობა - ჭეშმარიტი ცხოვრებაა, თავის ამაღლება კი - ცრუ ცხოვრება და უკიდურესი სიღატაკეა. მადლის შემდგომ ქმედებებს წმ. მამები არ გვიხსნიან ან გვიხსნიან ქარაგმითა და მინიშნებით. ღირსი ისააკ ასური ამის შესახებ ამბობეს, რომ მცირედი თუ გადასულა იორდანეს მეორე ნაპირზე.7

   იესოს ლოცვა - ეს სინანულის ხმაა, თვით სინანული კი ძაფს ჰგავს, ორ პოლუსს, ცოდვათა გამო მწუხარებასა და იმედს შორის გაბმულს. ლოცვა ცოდვიანობის შეგნების გარეშე, გაამაყებულ თავის ამაღლებასა და ცრუ სულიერებაში გადადის, იმედის გარეშე ლოცვა კი ნელ-ნელა ქრება, სულს გულგატეხილობა და მოთენთილობა ეუფლება. ლოც-ვისას უნდა იყოს ასეთი სულიერი განწყობა: „ჩემი ცოდვების გამო ჯოჯოხეთის ღირსი ვარ, მაგრამ ღვთის მოწყალებას ვერანაირი ცოდვა ვერ დაამარცხებს. სატანას რომ სინანული შეეძლოს, უფალი მასაც მიუტევებდა".

  როცა ერისხალხთან საუბარში ებმები, ჰკითხე საკუთარ თავს: „ამ ხნის მანძილზე იესოს ლოცვას რამდენგზის წარმოვთქვამდი? ნუთუ ადამიანურ ენაზე არის სიტყვა იმაზე აღმატებული და მშვენიერი, ვიდრე „იესო ქრისტე"?, რაზე ვცვლი იესოს ლოცვას?" ღვთის საი-დუმლონი მდუმარეთათვის იხსნებიან. მოციქული პეტრე მდუმარე სულის სიმალაზესა და იდუმალ ვარსკვლავზე ლაპარაკობს, რომელიც კაცის გულში აღმობრწყინდება8.

 

 

 

 

 

 

 

3აი, როგორ ამბობს ამის შესახებ ღირსი ნიკიფორე ათონელი - განმა-რტოებული (XIV; ხსენება 4/17 მაისს): „შენთვის ცნობილია, რომ ჩვენი სუნთქვა, არის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ჰაერისა. ორგანო, რომელიც ამას ემსახურება - ფილტვებია, რომლებიც გულს ამსუბუქებენ და თავის თავში ჰაერის გატარებით მისით გულსაც მოიცავენ. ამგვარად სუნთქვა ბუნებრივი გზაა გულისაკენ; ასე, რომ მთელი გონება მოკირიბე  და ის სუნთქვის გზაზე დააყენე, რომლითაც ჰაერი გულისაკენ მიდის და ამ ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად მას „გულში შესვლა და იქ დარჩენა აიძულე" (Добротолюбие в русском переводе. т. 5 Ст. 271).

4ბერძნ. - შინაგანი მდგომარეობა, დამტკიცება.

5მთ. 13, 44-46.

6იხ. ღირსთა მამათა ბარსანუფი დიდისა და იოანეს სახელმძღვანელო სულიერი ცხოვრებისა. კითხვებზე პასუხები 126.

7ანუ მცირედმა თუ იგემა ის მადლიანი ძღვენი, რომლის სიტყვით უწყება შეუძლებელია.

8იხ. 1 პეტ. 3, 4; 2 პეტ. 1, 19.



უკან დაბრუნება