მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > შესვლა საკუთარ გულში - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)
შესვლა საკუთარ გულში - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)19-08-2015, 00:01 |
XX საუკუნის დასაწყისში ათონზე, მსოფლიო მართლმადიდებლო-ბის ამ ბურჯზე, უეცრად ახალი ერესი გაჩნდა, რომელსაც სახელ-მადიდებლობა, ანუ სახელღმერთობა ეწოდა. ამ ერესმა, როგორც ხანძარმა, პანტელეიმონის მონასტრის კედლებში იფეთქა. იქ მცხოვ-რები ბერების მნიშვნელოვანი ნაწილი მას მიემხრო. ამბობენ, რომ ახალი - მართლაცდა გამეორებაა კარგად დავიწყებული ძველისა. შეიძლება ითქვას, რომ სახელმადიდებლებს ჰყავდათ თავიანთი წინა-მორბედები გნოსტიკოსების, ევნომიუსის1 მიმდევრებისა და კაბალი-სტების სახით. ამ სწავლების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ღვთის სახელი თვით ღმერთთან იყო გაიგივებული. „სახელი იესო არის ღმერთი" - აი ამ უცნაური ერესის დოგმატი. გარეგნული, პროფ-ორისტული2, ადამიანური სიტყვა, რაც ბგერათა კომბინაციებისა და შეხამებისაგან შედგებოდა, სახელმადიდებლების მიერ აღიქმებოდა როგორც ღვთაებრივი ლოგოსი. ევნომიუსის ერესის მსგავსად, ამ სწავლებას არა მხოლოდ ეკლესიის წეს-ჩვეულებებისა და საიდუ-მლოებათა ლოგიკურ უარყოფამდე მიჰყავდა ისინი, თვით განკაცებისა და გოლგოთის მსხვერპლის აუცილებლობასაც ეჭვქვეშ აყენებდა. თუკი ღვთის სახელი არის ღმერთი არსითა და ბუნებით, მაშინ აქედან გამომდინარე, წარმოთქმულ სახელში მთელი თავისი სავსებით უკვე არსობს ღმერთი. ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა ვზიარებოდით არა წმიდა ძღვენს, არამედ მხოლოდ იესოს სახელს და გოლგოთის მსხვერპლის მაგივრად თავისი სახელის გაცხადება საკმარისი იქნებო-და ღვთისათვის. ამ ერესმა გამოიწვია საღვთისმეტყველო პოლემიკა, რომელშიც მონა-წილეობა მიიღეს კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის პატრიარქებმა, ასევე ათონზე გაგზავნილმა საგანგებო კომისიამ. პოლემიკამ არ მო-იტანა საგრძნობი შედეგები და ათონიდან სახელმადიდებელთა იძ-ულებითი გამოსახლებით დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ სა-ხელმადიდებელთა პოზიციას ზოგიერთი მოდეკადენტურო ღვთისმე-ტყველიც იზიარებდა, მათ შორის მამა პავლე ფლორენსკი, რომელმაც მღვდელმონაზონ ანტონის (ბულატოვიჩის) ნაშრომის რედაქტირება საკუთარ თავზე აიღო. ეს წიგნი სახელმადიდებლობის აპოლოგიას წარმოადგენდა. მაგიური პლატონიზმისადმი და გნოსტიციზმისადმი ფლორენსკის ერთგულება განსაკუთრებულად მკაფიოდ გამჟღავნდა მის თხზულებაში - „სახელების შესახებ". საჭიროა აღინიშნოს, რომ საეკლესიო ღვთისმეტყველნი სახელმად-იდებლებთან კამათში, როგორც ჩვეულებრივ ხდება ასეთ შეთხვევე-ბში, იმისათვის, რომ გადასაბრუნებლად მზადმყოფი ნავისთვის წონასწორობა შეენარჩუნებინათ, მეორე ბორტს მიეკრნენ და ისიც საწინააღმდეგო მხარეს გადაიხარა. მათ მიერ იგნორირებულ იქნა სახელის სპეციფიკა, მისი პიროვნული ასპექტი; ამასთან სახელი და-სახელებად, უსახო ინდექსად და ნომრად იქცა. აქ არ იყო ერესი, როგორც სახელმადიდებლებთან, მაგრამ იყო შეუსაბამობა ასკეტების ლოცვით გამოცდილებასთან, გაუბრალოება, რაღაცნაირი პროფანაცია ლოცვის მისტიკისა. სახელწოდებისგან, დასახელებისგან, მეტსახელ-ისაგან განსხვავებით, სახელს არა შემთხვევითი, გარეგნული, არამედ შინაგანი კავშირი აქვს თავის მატარებელთან: სახელს მხოლოდ პი-როვნებისადმი კუთვნება შეუძლია და პიროვნებაც ეხმაურება თავის სახელს. ნიშანდობლივია, რომ უსახელო პიროვნება საერთოდ არ არსებობს. ყველა ხალხთან ადამიანს სახელი ეძლევა. ლოცვაში სახელი მყოფობის რეალურ შეგრძნებას იძლევა, ამიტომ სახელი - ყველაზე მაღალი და დინამიურია სიმბოლოთა შორის, გარდა ამისა, ყველაზე მდგრადია და კონკრეტულ-რეალური. ღვთაებრივი სახე-ლები - ეს ერთგვარი კონცენტრაციაა ლოცვისა, ეს ერთგვარი მა-ნათობელი ცენტრია, რომელიც ლოცვის მთელ ქსოვილს სხივებით მსჭვალავს. მლოცველის სამშვინველი სულის გამოღვიძებით მადლს შეიგრძნობს, რომელიც ღვთაებრივი სახელებიდან მოედინება; მაშინ ისინი ადამიანისათვის საიდუმლოსავით იხსნებიან, ადამიანის გული კი - მათთვის. ეს რეალური, მაგრამ სუბიექტური განცდა ზოგჯერ იმდენად ძლიერი და წარუშლელია, რომ ზოგიერთი ბერი, რომელიც არ იყო განსწავლული ღვთისმეტყველებაში, მაგრამ იესოს ლოცვით იყო დაკავებული, შეკითხვას სახელმადიდებლური ერესის შესახებ პასუხობდა, რომ „ჭეშმარიტება სადღაც შუაშია". ღვთის სახელი - ეს არის საიდუმლო, დაფარული ხორციელი და მშვინვიერი ადამიანებისათვის. თუმცა იესოს ლოცვა მათ უხილავად გარდასახავს, მაგრამ ის მთელი თავისი დიდებულებით, თითქოსდა მარადიული სინათლის ფონზე არა სამშვინველისათვის, არამედ „გო-ნებისათვის" (სულისათვის) ცხადდება. ისეთი მლოცველებისათვის, როგორიც იოანე კრონშტანდტელია, ღმერთი თავისი სახელით განც-ხადდება, როგორც შეუწველ მაყვალში. მეტყველება და სიტყვა - ეს, არსებითად, არა სასიგნალო, არამედ ნიშნობრივ-სიმბოლური სისტე-მაა. ლოცვაში ჩვენ სიტყვების, როგორც შუამავალი ნიშნების მეშ-ვეობით ვურთიერთობთ. წმ. მამები ლოცვის სიტყვებში გონების ჩა-რთვას გვირჩევენ, რათა ამ სიტყვების მეშვეობით დავინახოთ ის, რაც სიტყვაზე მაღლაა და ლოცვითი სიჩუმე გავიგონოთ, რაც სიტყვაზე ღრმაა. ის, რაც სიმბოლოს ეხება, სიმბოლიზირებულზე გადადის, ამიტომ ადამიანი ლოცვის ყოველ სიტყვას მოწიწებით უნდა მოე-კიდოს. ადამიანის სიტყვის გადაქცევა თამაშად, ხუმრობად, სიცრუედ, ლა-ნძღვად, უქმმეტყველებად, ლოცვას ძნელად აღსადგენ ზარალს აყენ-ებენ: მისი სიტყვები მლოცველისთვის ცივი, სასტიკი და უხეში ხდება, ტალახითა და ჟანგით დაფარულ ინსტრუმენტს ემსგავსება. იმან, ვისაც უნდა, რომ მეცნიერებათა მეცნიერება - ლოცვა შეისწავლოს, თავისი ყოველი სიტყვა უნდა აწონ-დაწონოს და გაიაზროს. ამ მხრივ იგი უნდა დაემსგავსოს ძუნწს, რომელსაც, ვიდრე ფულს მოგცემდეს, დიდხანს უჭირავს და ფიქრობს. მართლმადიდებლური მონაზვნობისთვის დამახასიათებელია სწა-ვლება იესოს ლოცვის შესახებ; უფრო სწორად, ეს არის მცნება ყოველი ქრისტიანისათვის, მაგრამ მონაზვნობა იყო ის ბაღი, სადაც ამ ლოცვის გასაოცარი, კეთილსურნელოვანი ყვავილები განსაკუთრებულად ყვა-ოდა. იესოს ლოცვას ხარისხისდა მიხედვით სხვადასხვა სახელი აქვს: „ხსოვნა ღვთისა", „სულიერი გალობა", „სიყვარული ღვთისა", „გულ-ისმიერი მდუმარება". ის იწყება როგორც ხსოვნა, შემდეგ იდუმალ გალობაში გადადის, რომელსაც სული დღედაღამ უგალობს ღმერთს, შემდეგ კი ადამიანი მდუმარებასა და სიყვარულში შეჰყავს. იესოს ლოცვისათვის გარჯა საჭირო. ცოდვებისა და ვნებებისაგან ჩვენი გული ქვად იქცა. წყაროს საპოვნელად კლდის გამოთხრაა საჭირო. გადის წლები, ადამიანს ეჩვენება, რომ მისი შრომა უნაყოფოა, რომ ის მიტოვებულია ღვთისაგან, მაგრამ ეს ასე არ არის: ადამიანში უწყვეტი, მაგრამ შეუმჩნეველი, სხეულის ზრდის მსგავსი ცვლილება ხდება. იესოს ყოველ ლოცვაზე ღმერთი სულს უხმოდ პასუხობს: „მე შენთან ვარ!" ზოგიერთებს, ვინც იესოს ლოცვის შესახებ წმიდა მამათა სწავლება წაიკითხა, მათი მდგომარეობის განცდა მაშინვე სურთ, მაგრამ ეს სახელმძღვანელოები საკუთრივ მეუდაბნოეთა და ასკე-ტთათვისაა დაწერილი, ჩვენი გული კი ბინძურ ჭაობს ჰგავს. იესოს ლოცვა - ამ წაობში ჩამდინარე ნაკადულია, მაგრამ რამდენი დროა საჭირო იმისათვის, რომ ამ ნაკადმა განდევნოს, ჩარეცხოს მთელი ჭუჭყი და წყალი გამჭვირვალე გახადოს! ამასთანავე ამ ჭაობში განუწყვეტლივ ცვივა ჩვენი ცოდვებისა და ვნებების ნაყარი - იმისა, რაც გულში აღწევს, განსაკუთრებით ხედვითა და სმენით. თანდა-თანობით იწმინდება ჩვენი ქვეცნობიერების სიღრმეები, ადამიანის გულის სამალავები; ზოგჯერ მადლი სამშვინველს ეხება, თითქოსდა დაგვანახებს, თუ რა ელის მას მომავალში და ისევ თვალს ეფარება. ადამიანი ხან ღვთის შემწეობას განიცდის, ხან მისგან მიტოვებ-ულობას, ხან სიხარულის მოკლე გამონათებას, ხან უღონობისა და გლოვის მტანჯველ პერიოდებს. ღვთის მადლი ამ გზას თავად ჩვენგან ფარავს, რათა ამპარტავნებაში არ ჩავცვივდეთ და მხოლოდ სულის გამოღვიძების შემდეგ, ადამიანი ლოცვაში შეიცნობს, რაოდენ ტკბი-ლია სამოთხე და როგორი ქველია უფალი. წმიდა მამები გვირჩევენ, თავდაპირველად იესოს ლოცვა წარმოით-ქვას ზეპირად, წყნარად, ნახევრად ჩურჩულით, საკუთარი თავის გასაგონად: მაღალი ხმა ფანტავს აზრებს. მხოლოდ ვნებათა ძლიერი ჯანყისას არის დასაშვები ხმამაღალი წარმოთქმა, ერთგვარად ყვირ-ილი ლოცვისა, რათა ჩავახშოთ ავხორცობისა და მრისხანების გვე-ლებრი სიმღერა. იესოს ლოცვა ჩვეულებრივი საუბრის ტემპში უნდა წარმოითქმებოდეს, არც ძალიან ჩქარა, როცა გონება სიტყვებს ეთი-შება, და არც ძალიან ნელა, როცა გონება თვლემას იწყებს მათში. შემდეგ ადამიანი დროდადრო უზმო ლოცვაზე გადადის, თან ცდი-ლობს შინაგანად მკაფიოდ წარმოთქვას მისი სიტყვები. წმიდა მამები რამდენადმე სუნთქვის შეკავებასაც გვირჩევენ. ანუ ვქმნათ ის ზედა-პირული და იშვიათი, ეს აზრების თავმოყრას ეხმარება. ჩვენ შეგ-ვიძლია ჩვენსავე თავს ვადევნოთ თვალი. დავინახავთ რომ ყურა-დღების კონცენტრაცია სუნთქვის შეკავებასთან არის დაკავშირებული. თუმცა შესაძლებელია შეცდომა შემდეგში: ადამიანი ბოლომდე ჩა-ისუნთქავს, შემდეგ ხანგრძლივ პაუზებს აკეთებს, მთელ ძალებს ძა-ბავს, რათა არ მოისუნთქოს. ზოგიერთს, ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ზოგჯერ გამოსდიოდა აზრით წარმოეთქვა ათამდე, ორმოცდაათამდე ლოცვაც კი. მსგავსი პრაქტიკის შემდეგ არც თუ იშვიათად თავს იჩ-ენდა დაავადება - ფილტვების გაფართოება (ემფიზემა) და ჰიპ-ერტონია. მამები საპირისპიროს გვთავაზობენ: სუნთქვისას ჰაერის მცირე რაოდენობა გამოვიყენოთ, როგორც მარხვისას საკვები. (გაგ-რძელება იქნება...)
1ევნომიუსი, დამხობამდე კიზისიის ეპისკოპოსი (გარდ. 398 წ.) ამტკიც-ებდა, თითქოსდა ადამიანის გონებას შეუძლია ჰქონდეს სავსებით სწორი შემეცნება ღვთაებრიობის სინამდვილეში მიუწვდომელი ბუნებისა. ამას-თან ის უარყოფდა უფალ იესო ქრისტეს ღვთაებრიობას და თვლიდა, რომ წმ. სამების მეორე პირი არამც თუ იგივე არაა, რაც მამა, არამედ არც მსგავსია მამის ბუნებისა. ადამიანებსა და ღმერთს შორის ერთადერთ კავშირად ევრომიუსს გონება ან რწმენა მიაჩნდა, რაც განსჯას ემყარე-ბოდა. 2ბერძნული Профорá - წარმოთქმა.
უკან დაბრუნება |