მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირება

საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირება


30-08-2017, 00:07

 


   ნეირო - ლინგვისტური პროგრამირება (ნლპ) შეიქმნა, როგორც მეცნიერება საღი აზროვ­ნების შესახებ. მისი მეშვეობით მრავალ დაავადებას კურნავენ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნლპ-ს ზოგიერთი მეთოდი მეტად ეფექტურია საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირებისათვის.
   საუბარი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ლ. პ. გრიმაკთან:
   - ლეონიდ პავლეს ძევ, ჩვენ სპეციალურად გამოვკითხეთ ნლპ-ს წამყვან სპეციალისტებს ნლპ-ს მეთოდების შესახებ და მათ დაგვარწმუნეს, რომ ეს მეთოდები მხოლოდ მედიცინაში გამოიყენება.
   - სასაცილოა ამის მოსმენა წამყვანი სპეციალისტებისაგან. ნლპ-ს ზოგიერთი მეთოდი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, განსაკუთ­რებით ტელევიზიით. მოგიყვანთ ერთ მაგალითს: თქვენ გიჩვენებენ რომელიმე კანდიდატის პორტრეტს შუშის ვიტრაჟის სახით. შემდეგ, რაღაც საბაბით, დაამსხვრევენ მას. შედეგად ადამიანთა 50%, რომელსაც მოსწონდა ეს კანდიდატი, აღარ მისცემს მას ხმას. ეს კანონზომიერება მკაფიოდ იყო დაფიქსირებული მრავალი სამედიცინო ექსპერიმენტის დროს.
   - კიდევ რა ჩანს შეუიარაღებელი თვალით?
   - ნლპ-ს სპეციალისტები იყენებენ ძველთაძველ ჭეშმარიტებას: სჯობს ერთელ ნახო, ვიდრე ასჯერ მოისმინო. მაყურებელს სწრაფად ავიწყდება მოსმენილი, სამაგიეროდ ტექსტის თანხლებით კადრები დიდხანს ახსოვს და მათ ჭეშმარიტებად აღიქვამს. ეს მეთოდი შეიძლება სხვაგვარად გამოიყენონ: ილაპარაკონ სრული სიმართლე, კადრში კი ტყუილი აჩვენონ. სიმართლე დაგვავიწყდება, სიცრუე კი დიდხანს გვემახსოვრება.
   - რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით ხშირად გვიმეორებენ ინფორმაციას რატომ ხდება ასე?
  - ეს ზემოქმედების ერთ - ერთი მარტივი მეთოდია. ახლა უფრო რთულის შესახებ: ტელეგადაცემის წამყვანი საუბრობს სხვადასხვა თემაზე, მაგრამ კავშირი და ლოგიკა ამ თემებს შორის არ არსებობს. შედეგად, მაყურებელი ჰიპნოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც აუცილებელია შემდგომი მნიშვნე­ლოვანი ინფორმაციის ასათვისებლად.
   - მაგრამ ჰიპნოზი ხომ მხოლოდ მედიცინაშია დაშვებული?
   - დიახ, მაგრამ ყველგან გამოიყენება, თვითონ ტელევიზორი მძლავრი ჰიპნოზური საშუალებაა. არც ერთი აპარატი არ ზემოქმედებს ასე ძლიერად, ტელევიზორთან მოკალათებულ ბავშვს შეგიძლია დაადოთ თავზე ხელი და უთხრათ: "დაიძინე", თქვენი ბრძანება მაშინვე შესრულდება, რადგან ბავშვი ჰიპნოზირებულია ტელევიზორის მიერ.
   - ტელევიზიის საშუალებით გვიჩვენებენ მრავალ ტელესერიალს - მხატვრულს თუ მულტიპლიკაციურს. რისთვის სჭირდებათ ეს ტელეარხების ბატონ-პატრონ პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს?
   - ტელესერიალები ეს სერიოზული ჰიპნოზია. მაყურებელს აჩვენებენ დაუმთავრებელ ფილმებს. ფილმებში ჩართულია რეკლამები და ჰიპნოზირებული ადამიანი ყოველგვარი განსჯის გარეშე ღებულობს ამ ინფორმაციას. ჰიპნოზია ისიც, რომ ადამიანები მაღა­ზი­აში ყიდულობენ ათასგვარ საქონელს, სახლში მისულები კი ხვდებიან, რომ ეს ნივთები მათ არ სჭირდებათ.
   - როგორ დავიცვათ თავი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ნეგატიური ზემოქმედებისაგან?
   - ძალიან მარტივად: უნდა გვქონდეს მტკიცე ხასიათი, ვიცოდეთ რა გვსურს, ვიყოთ ნორმალური ადამიანები.
   - ამგვარი მანიპულირება როგორ მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე?
   - ძალიან ცუდად. ადამიანს გააჩნია მრავალი ცხოვრებისეული სტერეოტიპი, ტელეგადაცემები და პუბლიკაციები, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით, ანადგურებენ მას. მომწამლავი ინფორმაციის ზემოქმედების ქვეშ გვეჩვენება, რომ ქვეყანა დაიღუპა, წესიერი ადამიანები არ არსებობენ, ირგვლივ მხოლოდ გარყვნილებაა, ადამიანს აღარ სწამს სიმართლისა და სიკეთის. ბევრს ცხოვრების აზრი და სიხარული ეკარგება, ირღვევა ძირეული სტერეოტიპები, ქრება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. რის შედეგადაც ეცემა ორგანიზმის ბიოლოგიური წინააღმდეგობა. უპირველეს ყოვლისა, ადამიანი კარგავს იმუნიტეტს, მას ადვილად ამარცხებს ინფექციური დაავადებები. ეცემა ცხოვრებისეული ტონუსი, ადამიანი ნაადრევად ბერდება და კვდება.
   - როგორ მოქმედებს ეს ინფორმაცია მის შემოქმედებაზე?
  - ამ ინფორმაციის შემქნელები არა მარტო მაყურებელში, საკუთარ თავშიც შავ - ბნელ ენერგიას აღვიძებენ. როგორც ბიოენერგეტიკოსების გამოკვლევამ გვიჩ­ვენა, ეს დამანგრეველი ენერგია ბუმერანგის პრინციპით უბრუნდება თავის საწყისს და შემქმნელს გაცილებით მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე სხვას.
   - რა დასკვნების გაკეთება შეიძლება?
   - ყველაფერი იწყება ასტენიით - საერთო ტონუსის დაცემით, მის ამაღლებას არ შველის არავითარი დოპინგი, რადგან ის არ აფერხებს პირველ ­მიზეზს...
   პროფესიონალი მცველებით გარშე­მო­რ­ტყმული პოლიტიკოსები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ,  მაგრამ ეს ილუზიაა: ჩვენი ცხოვრების მომწამვლე­ლებს ღმერთი დასჯის გაცილებით ადრე, ვიდრე მათზე სახალხო რისხვა მოაწევს. ამის შესახებ ფსალმუნი გვასწავლის: "ცოდვა პირისა მათისა, სიტყვა ბაგეთა მათთა და შეიპყრნენ იგინი ამპარტავნებითა მათითა და წყევასა და სიცრუესა უთხრობდნენ აღსასრულსა" (ფს. 58. 13).
 
თარგმნა: დავით ჯინჭარაძემ 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება