მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მართალი სარწმუნოების აღიარების აუცილებლობა

მართალი სარწმუნოების აღიარების აუცილებლობა


19-08-2015, 00:02

მართალი სარწმუნოების აღიარების აუცილებლობა

 

პროტპრესვიტერი დიონისე ტაცისი

 

   ჩვენი დროების ქრისტიანთა უმრავლესობა, გაბატონებული შეხედ-ულებებისა და მენტალიტეტის ზეგავლენით, ვერ ფლობს სათანადო სულისკვეთებას სარწმუნოებრივი და ზებუნებრივი საკითხებისადმი. მათ შეიყვარეს სულიერი ხრწნილება, ამსოფლიური აზროვნება და ღვთაებრივი მცნებების უგულებელყოფა. მათ სურთ კომპრომისი ყველასთან, რათა სათნოდ წარმოჩინდნენ საზოგადოებაში, ანუ სურთ იცხოვრონ ყოველგვარი ზნეობრივი და მორალური შეზღუდვების გარეშე.

   სურთ, დაივიწყონ სარწმუნოების ფუნდამენტური დოგმები, ასევე ის უზარმაზარი განსხვავება, რომელიც არსებობს პაპიზმთან და პრო-ტესტანტიზმთან მიმართებაში. ისინი რომის პაპის იმ თეატრალური გამოხტომები შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებიან, რომლებსაც, დიდად სამწუხაროდ, მასმედია ყველაზე გამომწვევი ფორმით წარმოგვიჩენს, ვით უნიკალურ და ერთადერთ რელიგიურ ლიდერს, რომელსაც მსოფლიოს განგებულებაზე ზემოქმედება შეუძლია! ეს მცდარი შე-ხედულება დომინირებს საზოგადოებაში და ყოველთვის გვახსენებს თავს, როდესაც რომის პაპი ახორციელებს რაიმე ქმედებას ან აკეთებს განცხადებას.

   ცხადია, ასეთი ქრისტიანები არ დადიან მაცხოვნებელი გზით. მათ სარწმუნოებაში არ ხდება ფერისცვალება, მათ არ აწუხებთ ღვთის მცნებების შეუსრულებლობა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ მათ ჩვენი სარწმუნოების აღიარების ძალა არ გააჩნიათ. ამიტომ ისინი ეკლესიის მხრიდან მისი მოწამეების სანიმუშო მაგა-ლითების წარმოჩენას საჭიროებენ, რომლებმაც სარწმუნოების დაცვი-სათვის მარადიული მოწამეობრივი გვირგვინები დაიდგეს.

   მნიშვნელოვანია, ხალხში ეკლესიისადმი კრძალულება და სიყვარუ-ლი გამოვამუშაოთ. ამის პასუხისმგებლობა, მეტწილად, სასულიერო პირებს აკისრიათ, რომლებიც ძალიან ხშირად მეორეხარისხოვანი საკითხებით ან ეკუმენიზმით არიან დაკავებულნი; ახორციელებენ ერთობლივ ლოცვებსა და შეხვედრებს ერეტიკოსებთან. ამავე დროს ცრუ თეორიებსა და შეხედულებებს თხზავენ, რითაც მართლმადი-დებელ ეკლესიას სხვა „ეკლესიებთან" - პაპიზმთან და პროტეს-ტანტიზმთან აიგივებენ. ყოველივე ეს ყოველთვის მსოფლიო საპა-ტრიარქოს ან ელადის ეკლესიის ლოცვა - კურთხევით ხორციელდება. (დიდად სამწუხაროდ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფი-ციალურ დოკუმენტებში იგივე პათოსი შეინიშნება).

   კეთილსინდისიერი ღვთისმეტყველი ანდრეას თეოდორუ მართლმა-დიდებელი ქრისტიანის სხვა აღმსარებლებისაგან განმასხვავებელ ნიშან-თვისებებზე საუბრობს: „ჩვენ ვაღიარებთ ისეთ მართლმადი-დებელ სარწმუნოებას, როგორიც მემკვიდრეობით მივიღეთ მამებისა-გან, ჩვენ მას ვგრძნობთ, მისით ვცხოვრობთ წმინდა ეკლესიაში. ეს ის სარწმუნოებაა, რომელიც ჩვენ გვასულდგმულებს და გვკვებავს, ის მარადიული საუნჯე და ჩვენი ცონებაა. ყოველთვის ამ სარწმუნოებით ცხოვრობდა მართლმადიდებლობა და გამამარჯველ წინააღმდეგობას უწევდა ურიცხვ მტერს. სამწუხაროდ, ჩვენს დროში, ეკლესიის სი-სავსესთან შედარებით, მის მცირე ნაწილში მართლმადიდებლური გულისხმიერება ნელ-ნელა იკარგება. მრავალ თანამედროვე ადამიანს, მათ შორის ღვთისმეტყველებსაც არ სწამთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია. ისინი ამცირებენ (აკნინებენ) დოგმატებისა და ტრადიციის მნიშვნელობას, ასევე ირონიულად და თავხედურად ათანაბრებენ მას დასავლეთის ერეტიკულ „ეკლესიებთან"; მიისწრაფვიან რა ეკლესიების უწმინდური „ერთობისაკენ". დაე, ღმერთმა შეუნდოს და გაანათლოს ისინი" (ათ-ენის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეას თეოდორუ. (+) „შენთა შე-ნთაგან").

   მართალი სარწმუნოების აღმსარებლობის აუცილებლობასთან ერთ-ად ღვთის მცნებების თანმიმდევრული აღსრულების აუცილებლობაც არსებობს, რაც ამტკიცებს ადამიანში სარწმუნოებას და ადასტურებს მის სიდიადესა და მნიშვნელობას. სარწმუნოება ღვთის მცნებების შესრულების გარეშე არ იქნება შედეგიანი. ის ვერ დაგვეხმარება და ვერ მოგვცემს ცხონების გარანტიას. თუ მავანი ცდილობს ამტკიცოს, რომ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ არ გააჩნია სული-ერი ცხოვრება, მაშინ ის მხოლოდ საცდური გახლავთ. რეალურად ეს სარწმუნოების უარყოფის ტოლფასია.

   ამრიგად, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მართლმადიდებლურად და მარად დავიცავთ ის მცირეოდენი მერყეობის გარეშე.

 

 

წყარო: "Православный Апологет” 2015.

 Xareba.net - ის რედაქცია 




უკან დაბრუნება