მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანულ კონფესიებს შორის დიალოგსა და მსოფლიო პატრიარქის რომის პაპთან კონტაქტების შესახებ

ქრისტიანულ კონფესიებს შორის დიალოგსა და მსოფლიო პატრიარქის რომის პაპთან კონტაქტების შესახებ


18-08-2015, 00:01

ქრისტიანულ კონფესიებს შორის დიალოგსა და მსოფლიო პატრიარქის რომის პაპთან კონტაქტების შესახებ

 

მიტროპოლიტი სერაფიმე კიფირელი (საბერძნეთი)

 

   უნდა ვაღიაროთ, რომ რომაელ - კათოლიკებთან ქრისტიანთაშორი-სი დიალოგი, რომელიც უნიის ჯიუტად შენარჩუნებასა და მართ-ლმადიდებლური დოგმატებისა და ეკლესიოლოგიისაგან ერეტიკულ გადახრებს მოითხოვს, ასევე ანგლიკანების „მღვდლად" და „ეპის-კოპოსად" ქალების ხელდასხმის წესი და სხვა ერესების გამოვლინების შედეგად, დიალოგი ღრმა კრიზისსა და ჩიხში შევიდა, ვინაიდან, იგი არ ვითარდება და არამიზნობრივი გახდა. მასში არ არის მაცხო-ვნებელი ჭეშმარიტების ძიების ძლიერი მისწრაფება და წმინდა მოშურნეობა, რათა განხორციელდეს ერთობა ღმერთში - ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში. ისინი არ ცდილობენ თავიანთი, ერეტიკული შეხედულებებისა და სწავლე-ბისაგან განშორებას. მათ არ სურთ სიყვარულით ეამბორონ მართ-ლმადიდებლურ გადმოცემას, რაც ახასიათებდა პირველი ცხრა საუ-კუნის ქრისტიანობას.

   მსოფლიო პატრიარქის კონტაქტი რომის პაპთან არ იქნებოდა დასა-ზრახი იმ შემთხვევაში, ის რომ საღვთისმეტყველო საუბრების ან მოლაპარაკებების დონეზე წარმართულიყო. ასევე ისეთი საკითხების გადაწყვეტის შემთხვევაში, რომლებიც მშვიდობიან თანაარსებობასა და ხალხთა შორის თანაბარ ურთიერთობას ეხება. მაგრამ, როდესაც ეს ურთიერთობა ერთობლივ ლოცვაში გადავიდა, არა თუ რომელიღაც სახლში, რომელიც ასევე აკრძალულია მოციქულთა მეათე კანონის მიერ, რომელიც ბრძანებს: „თუ ვინმე ილოცებს უზიარებელთან ერ-თად, თუნდაც სახლში, ისიც უზიარებელი უნდა გახდეს" (მოცი-ქულთა კანონი №10), არამედ ერთობლივი ლოცვა განხორციელდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში წმ. ანდრია მოციქულის სადღე-სასწაულო ლიტურგიაზე, ან როდესაც ერთობლივი ლოცვა მომდი-ნარეობს რომაელ - კათოლიკების საღვთისმსახურო პროცესიაზე რომში, რომელსაც ხელმძღვანელობს რომის პაპი, ამ შემთხვევაში სერიოზულ კანონიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან მსგავსი პროცესი უფრო მეტია, ვიდრე ერთობლივი ლოცვა. რა თქმა უნდა, ეს ოდნავ ჩამორჩება სრულ თანამსახურებას, რომელიც ერთი ბარძი-მიდან ზიარებას გულისხმობს.

   ამასთან, ერთობლივი საღვთისმსახურო ლოცვის აღსრულების დრ-ოს საოცრად უახლოვდებიან თანამსახურების კულმინაციას, ვინაიდან პატრიარქმა სახარების წაკითხვის ლოცვა-კურთხევა რომაელ - კა-თოლიკე დიაკვანს მისცა, ხოლო რომის პაპმა - მართლმადიდებელ დიაკვანს. რომის პაპი მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხეველში შედის სამუფო კვართით. ორივენი მშვიდობას უგზავნიან უცხო მრევლს. ლიტურგიკული ამბორისა და ერთობლივად აღსრულებული ლოცვის შემდეგ მისთვის (პაპისტებმა) უცხო მრევლში წაიკითხეს მრწამსი და მამაო ჩვენო. და ყოველივე ეს აღესრულა არსებული სარწმუნოებრივ - დოგმატური და ეკლესიოლოგიური განსხვავებების მიუხედავად. ყოველივე ეს შესრულდა „უთანხმოების" გადალახვისა და კავშირების დამყარებისთვის. „სიყვარულის სიტყვიერი აპოლოგ-იის" თანხლებით და არა მოციქულებრივი ჭეშმარიტებისა და მა-მებისეული ღვთისმეტყველების, ნამდვილი ეკლესიოლოგიისა და მა-რთლმადიდებლური გადმოცემის საფუძველზე.

 

Православный Апологет. 2015 წ.

Интервью Преосвещеннеймего Митрополита Кифирского Серафима для Интернет – портала "ΑΓΙΟΡΕΙΤΙΚΟ ΒΗΜΑ”.

Xareba.net - ის რედაქცია



უკან დაბრუნება