მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > უზენაესი საქმე კაცისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი III)

უზენაესი საქმე კაცისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი III)


16-08-2015, 00:04

უზენაესი საქმე კაცისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი III)

 

   იესოს ლოცვა თავიდან ისევ ძნელია, როგორც ჯაჭვების გადაქლიბვა ან ხელით მიწის თხრა და აქეთ-იქით ფანტვა, მაგრამ როცა მადლი გულს შეეხება, ის იგრძნობს, რომ ბორკილი დასცვივდა. იესოს ლოცვა ღვთისადმი სული სიყვარულად იქცევა, ხოლო ამ სიყვარულში - ჭეშმარიტი ცხოვრებაა, რომელიც არ უწყის ქვეყანამ, ჭეშმარიტი სი-ყვარული და თავისუფლებაა. როცა ტუსაღი იღვიძებდა, იცოდა, რომ მისთვის მთავარი საქმე - ჯაჭვის გადახერხვა იყო; აქ არ იყო არჩევანი - თავისუფლება ან სიკვდილი. დილით გაღვიძებულმა ადამიანმა არა მხოლოდ გონებით, გულითაც უნდა იცოდეს, რომ ამ დღეს მისთვის მთავარი საქმე - იესოს ლოცვაა, დანარჩენი საერო საქმეები კი ფონია, რომელზედაც უნდა მიედინებოდეს ის. ამ ცოდნისათვის არის აუ-ცილებელი ნების სიმტკიცეში გადასვლა. დაწოლისას - ადამიანი ლოცვით უნდა წამოდგეს; თუ იგი დღეს ლოცვას მიუძღვნის, ის ღამით ძილშიაც ეწვევა; თუ ის ღამით გარკვეულ ხანს ილოცებს, მაშინ მთელი დღე სხვანაირი იქნება მისთვის.

  სახარებაში მოთხრობილია ბრძენ ვაჭარზე, რომელმაც იმისათვის, რომ ძვირფასი მარგალიტი ეყიდა, მთელი თავისი მამული გაყიდა (მთ. 13, 45). ადამიანმაც უნდა გაყიდოს თავისი გონებრივი მამული - თავისი ამქვეყნიური ცოდნა, თავისი ზრახვები, მიწიერი სილამაზის სახეები, ოცნებები - მთელი ინტელექტუალური ქონება, რომელშიც მიეჩვია ცხოვრებას, როგორც საგვარეულო მამულში, უარი თქვას ყველაფერზე, რათა შეიძინოს ერთი მარგალიტი, რომელიც მთელ ქვეყნიერებაზე მეტად ძვირფასია; ეს მარგალიტი - იესო ქრისტეს სა-ხელია; ცათა სასუფეველი ამ მარგალიტით მოიპოვება.

   კითხვა: რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყურადღებით ვილ-ოცოთ?

   პასუხი: შენი აზრები ჩვეულებრივ ყოფით საქმეებს მოწყვიტე, შემ-დეგ რამდენიმე წუთი ფიქრს დაუთმე, როგორც ლოცვისათვის მზა-დებას. გაიხსენე დროის შესახებ, რომელიც მიწიერი ცხოვრებისთვის გვაქვს განსაზღვრული. ის მირბის, როგორც გამოხსნილი ძაფი და გარდაუვალი დასასრული დგება: შესაძლოა - დღეს, შესაძლოა - ერთ თვეში, შესაძლოა - ათეულობით წლის შემდეგ. დასასრული უცნობია, მაგრამ გარდაუვალი. ამ ხნის მანძილზე ჩვენ უნდა ვემზადოთ უსასრულო მარადისობისთვის. შემდგომ სიკვდილზე იფიქრე, რომე-ლსაც სამსჯავრო მოჰყვება, სამსჯავროს კი ჯოჯოხეთი ან სამოთხე; იფიქრე შენს ცხოვრებაში ღვთის განგებულებაზე, რომელსაც ცხონე-ბასთან მიყავხარ, შენ კი გამუდმებით ეწინააღმდეგები მას. შემდეგ თქვი: „სულო ჩემო, უნდა ავჩქარდე, დრო სწრაფად გადის, მისი შე-ჩერება ან დაბრუნება შეუძლებელია. უნდა მოვაგროვო განძი, რომ-ლითაც ჩემს უკანასკნელ გზას გავუყვები". ეს განძი - იესო ქრისტეს სახელია, რომელიც მომავალ ცხოვრებაში შენთვის ყველაფერი გახდება: სინათლე, სუნთქვა, საჭმელი, სასმელი და მადლის სამოსი, რითაც წმიდანები არიან მოსილნი; ის ცხოვრების დაუშრეტელი წყარო გახდება შენთვის. ეს სახელი შთადე შენს გულში, როგორც ძვირფასი ქვა საგანძურში. უთხარ სულს შენსას: „ყოველივე ხილული ინგრევა და ქრება, მხოლოდ უხილავია მარადიული. ეშმაკი ათასგვარი სა-ბაბით ცხოვრების დროს გტაცებს, რათა შენი სული სიკვდილის ჟამს ცარიელი აღმოჩნდეს".

   შემდეგ შეუდექი ლოცვას. პირველი პირობაა: ლოცვა ისე წარმოთქვი თითქოს ცხოვრებაში პირველად ამბობ; მეორე: ისე წარმოთქვი, თითქოს აქამდე არ იცოდი, ახლა კი ის სამუდამოდ უნდა დაიხსომო; მესამე: აზრით შენს ბავშვობას დაუბრუნდი, შენი თავი გაიხსენე სულ პატარა, როცა სამყაროს შეცნობას ის-ის იყო იწყებდი: ირგვლივ ყველაფერი საიდუმლოდ გეჩვენებოდა, მაგრამ თავისი სულით ხი-ლულ სამყაროში უხილავი სამყაროს არსებობას გრძნობდი. ისე ილოცე, როგორც პატარა ბავშვი ილოცებდა; მეოთხე: ლოცვას არც ერთი საქმე არ ამჯობინო, იესო ქრისტეს სახელს - არც ერთი ბრწყინვალე აზრი. თუკი ღრმად ილოცებ, როგორც თქვა ერთმა ბერმა - „მაგრად", მაშინ დემონი შენი გონების გაფანტვას „ბრწყინვალე აზრების" მთელი ფეიერვერკით დაიწყებს, მაგრამ შენ ქრისტესთან სიღარიბე ირჩიე. ლოცვის დროს დემონი სხვადასხვა გეგმას შემო-გთავაზებს, მიწიერ საქმეებში წარმატებას დაგპირდება, მაგრამ შენ ჰკითხე საკუთარ თავს: „როგორი იქნება ყოველივე ამის დასასრული?" და დაინახავ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ქვიშის გროვასავით იფანტება, რომ სიმდიდრე, წარმატება და დიდება სიკვდილის ზღუ-რბლზე რჩება, უფრო ხშირად კი სიცოცხლეშივე ტოვებს ადამიანს ვერაგი მეგობარივით; ლოცვის მეხუთე პირობა არის მორჩილება. ის გონებას ზრახვებისაგან ათავისუფლებს, როცა ადამიანი საკუთარ თავს ეკუთვნის, მაშინ საკითხის გადაწყვეტისას ერთი ზრახვა მეორეს უპირისპირდება, სული მერყეობს და ეჭვებშია, თავის გულში კი ადამიანს არ ძალუძს გაარჩიოს ეს შეფარული ვნებები. მორჩილებას ადამიანის სულში მშვიდობა შეაქვს და მის ძალებს ლოცვისათვის გამოათავისუფლებს.

   კითხვა: სამშვინველის რა ძალები უნდა იყოს ლოცვაში ჩართული?

   პასუხი: ნება, რომელიც ლოცვას ცნობიერებაში აკავებს გონება, რომ-ელიც ლოცვის სიტყვებს სწვდება, გრძნობები, რომლებიც ათბობენ ლოცვას და მას სამშვინველთან აერთებენ. სამშვინველის სამ ძალას სულის სამი ძალა შეესაბამება: ნებას - ყურადღება, გონიერებას - შინაგანი ლოგოსი და მოვლენათა და საგანთა სიღრმეში შეღწევის ნიჭი, მიზეზებისა და საბოლოო მიზნის ხედვა, სულიერი სამყაროს ინტუიციური შეცნობის უნარი; ემოციებს - განსაკუთრებული რელ-იგიური გრძნობა, როგორც სულიერ სამყაროსთან ურთიერთობის განცდა, როგორც ღვთის მადლის შეცნობა, როგორც შინაგანი რწმუ-ნება ჭეშმარიტებისა. სულიერი უნარები და ძალები ლოცვის მე-შვეობით იღვიძებენ. ლოცვაში სულისა და სამშვინველის, მათი ძალებისა და თვისებების შეერთება ხდება. ლოცვაში სულისა და სამშვინველის ძალთა სამგვარობა ღმერთის ერთიან შემეცნებად იქცევა, ხატოვნად რომ ითქვას, ერთიან „ლოკატორად", რომელიც ღვთაებრივ ნათელს იჭერს. სამშვინველის სამი ძალიდან გონება ნაკლებ დაზიანებულია ცოდვისაგან: თუმც ის ზოგჯერ ვნებებით და ემოციებითაა დატყვევებული, დროდადრო მათზე მაღლდება და მათთან ბრძოლაში ერთვება.

   ლოცვაში გონება პირველობს, ის საშველად ნებას უხმობს. ნება ლო-ცვის სიტყვებს გონების თვალწინ აკავებს და როგორც ფარას ჩამო-რჩენილ ცხვრებს მწყემსი, დაფანტულ აზრებს კრებს. გონება როგორ-ღაც ამოანათებს ლოცვის სიტყვებს და საბოლოოდ გრძნობა მათზე გამოხმაურებას იწყებს. ლოცვა ადამიანის გულის განცდა ხდება. ზოგჯერ ძლიერი ცხოვრებისეული ძვრები აღვიძებენ გრძნობებს და მათ ლოცვაში რთავენ. მაგრამ, ჩვეულებრივ, შრომაა საჭირო. ლოცვის სიტყვები ჩვენს გაუხეშებულ გულზე ისე მოქმედებენ, როგორც წყლის ნაკადი, რომელიც ქვას დაედინება და თანდათან ხვრეტს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოუკლებელი ლოცვის ნიჭს იმთავითვე იღ-ებდნენ, მაგრამ ეს გამონაკლისია. ჩვეულებრივ ის, რაც იოლად მო-იპოვება, იოლადვე იკარგება. ამიტომ უფალი თავისი სიბრძნით და მოწყალებით მაშინვე არ გვაძლევს ნიჭებს, რათა ისინი მალევე არ დავკარგოთ.

   ის, ვინც იესოს ლოცვას ლოცულობს, დროთა განმავლობაში გრძნ-ობს, რომ ეს - უმაღლესი საქმეა ადამიანისა, რომ ჩვეულებრივი მე-ტყველება ლოცვასთან შედარებით უხეში და ცარიელია, რომ საერო საქმეები მკვდარი სიცივის მატარებელია, ხოლო ადამიანური ყოფა არარაობაა ლოცვის გარეშე. ის მდუმარების სიყვარულს იწყებს, რო-მელშიც მარადისობის გალობა ესმის. ადამიანების მოყვარული, ემ-ალება მათ, აღარ აინტერესებს ქვეყნიური საქმეები და სიახლენი, რათა მათ მის გონებაში შეღწევით ლოცვა არ დაარღვიონ, არ ჩაახშონ თავიანთი ხმაურით. ის ლოცვას ქვეყნიურთან შეხებისაგან იცავს, როგორც ჩვილს იცავს დედა მწველი მზისა და ზამთრის ქარიშხა-ლისაგან.

   არის ლოცვასთან სრულიად შეუთავსებელი რამ - ეს არის თანამე-დროვე ჟურნალებისა და გაზეთების კითხვა, ეს არის ტელევიზორი, რომელიც სახლის ბატონი გახდა. სულიწმიდა - ეს სისუფთავისა და უმწიკვლობის სულია. ლოცვა ადამიანის გულს ღვთის ტაძრად აქ-ცევს, ამ ტაძარში კი ადამიანი, თითქოს სტუმრებს ეპატიჟებაო, მკვლელებსა და მეძავებს უშვებს და ცოდვის სიმყრალით ტკბება. ღვთის მადლი დატოვებს ასეთ ადამიანს. რანაირად შეიძლება ვნე-ბებით გავარვარებულ სულში, გონებაში, სადაც ძალადობისა და გარყვნილების სახეებია, იმყოფებოდეს ქრისტე? ამიტომ ის, ვისაც არა აქვს გამბედაობა იმისა, რომ ტელევიზორი თავისი სახლიდან მოიშოროს, იესოს ლოცვას ვერასდროს მოიხვეჭს. ეს იქნება არა ლოცვა, არამედ ბგერათა შეხამება შინაგანი აზრის გარეშე. ასეთი ადამიანი ემსგავსება კაცს, რომელმაც თავის ოთახში კანალიზაციის მილები გაიყვანა და შემდეგ იქ სტუმრები დაპატიჟა. (გაგრძელება იქნება...) 



უკან დაბრუნება