მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > უზენაესი საქმე კაცისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)

უზენაესი საქმე კაცისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)


14-08-2015, 00:02

უზენაესი საქმე კაცისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)

 

 

   კითხვა:რას წარმოადგენს იესოს ლოცვა?

   პასუხი: იესო ქრისტეს სახელის შემეცნებას.

   კითხვა: ეს რას ნიშნავს?

   პასუხი: ამ სახელის სიწმიდისა და მაცხოვნებლობის შემეცნებას, ად-ამიანის სულისათვის ის მადლის მეშვეობით ცხადდება, სულიწმი-დით შეიმეცნება და თვით ბუნებას ცვლის ადამიანისას: მის სულს, სამშვინველს; მის გულს, გონებასა და მეხსიერებას ცოდვისაგან განწმედს.

   კითხვა: როგორ მოქმედებს იესოს ლოცვა?

   პასუხი: მოქმედებს თვით ქრისტე, რომელმაც კეთილინება გამხდარ-იყო ქვეყნიერების მხსნელი და ყველა სახელიდან სახელი - იესო აირჩია. ის მის პიროვნებასთან განუყრელად არის დაკავშირებული. ამიტომ, როცა ძე ღვთისას სახელზე ვლაპარაკობთ, მის ღვთაებრივ ქმედებებზე ვსაუბრობთ, მაშინ იესო ქრისტეს სახელში მთელი წმიდა სამება მოქმედებს. ძე მიუტევებს და აცხოვნებს, სული წმედს, მამა აკურთხებს. სულიწმიდის მოქმედებით შეიმეცნება - ძე, ძეში კი მამა გაცხადდება.

   კითხვა: რა არის აუცილებელი იესოს ლოცვისათვის?

   პასუხი: რწმენა იმისა, რომ იესო - შენი მაცხოვარია; სინანული, რომ-ელიც მადლს გულში მოქმედებისათვის ადგილს აძლევს; რომ სო-ფლისამძლეველი1 სახელი იესო ქრისტესი შენს გულში სძლევს დე-მონს. ლოცვისათვის შრომა და მოთმინებაა აუცილებელი. რწმენა ლოცვის მეშვეობით იმედში გადადის, იმედი - სიყვარულში. სიყვა-რული - მწვერვალია, შრომა და სინანული - საფუძველი. იესოს ლოცვის სიტყვები - ეს ქვებია სულიერი შენობისა. როდის გას-რულდება სამუშაო, ადამიანმა არ იცის, მაგრამ თუკი თავის მიწიერ ცხოვრებაში ვერ გაასრულებს მას, დანაკლისს თვით უფალი შეავსებს.

   კითხვა: აქ რა იგულისხმება?

   პასუხი: ლოცვის მიზანი - ეს არის გულის შეხამება იესო ქრისტეს სა-ხელთან. თუკი ადამიანმა მოუკლებელ ლოცვას ამქვეყნიურ ცხოვ-რებაში ვერ მიაღწია, მაგრამ გამუდმებით ცდილობდა ამას, უფალი სიკვდილის ჟამს ფრთების მსგავს ლოცვას მიჰმადლის, რომლითაც სული ცად აიჭრება.

   საერთოდ კი მოუკლებელი, გულისმიერი ლოცვა სწორედ ის დიადი განძია, რომელიც დიდი შრომით მოიპოვება.

   კითხვა: რა შრომაა ეს?

   პასუხი: ეს არა მხოლოდ განმეორებაა ლოცვისა, ეს მთელი ცხოვრებ-ის დაქვემდებარებაა მისდამი. რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი, ისე უნდა აკეთოს, თითქოსდა ლოცვისათვის ემზადება. ძველი დროის ერთ მოქანდაკეს ჰკითხეს, როგორ მიაღწია თავისი ქანდაკების ასეთ სილამაზესა და სრულყოფილებას, მოქანდაკემ უპასუხა: „ვიღებ მა-რმარილოს და ყოველივე ზედმეტს ვაშორებ". მსგავსად ამისა, ად-ამიანმაც, რომელიც იესოს ლოცვას მიელტვის, ყოველივე ზედმეტი და უსარგებლო უნდა მოიკვეთოს, ყოველივე, რაც ფანტავს გონებას, ტვირთავს მეხსიერებას, ასუსტებს ნებას, გრძნობებს ნებიერსა და თა-ვნებას ხდის. თუკი ადამიანი თავის ცხოვრებას ლოცვას არ დაუ-ქვემდებარებს, მაშინ მიუხედავად შრომისა, ლოცვა გარეგნული და-რჩება, გული - გაორებული, გონება ლოცვის სიტყვებისაგან გამუ-დმებით უკუქცეული. მაშინ შესაძლოა სხვა რამ მოხდეს: სიკვდილის წინ აჯანყდებიან ვნებები, რომლებიც მის სულში ბუდობდნენ და ლოცვას ჩააქრობენ, როგორც ქარი აქრობს ანთებულ სანთელს და სული ქრისტეს სახელის დამკარგავი წავა მარადისობაში.

   კითხვა: ანუ ის, ვინც ყურადღებიან ლოცვას ვერ მიაღწია, სიკვდი-ლის ჟამს დატევებულ იქნება?

   პასუხი: უნდა ითქვას, რომ დაფანტული ლოცვის ორი სახე არსებ-ობს. პირველი, - როცა ადამიანი ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს თავისი ყურადღების დაუფლებას. გონება ლოცვის სიტყვებს ტოვებს და მიწიერი საგნებისაკენ მიიქცევა. მთელი ქარიშხალი აღდგება ვნებებისა, რომელიც ლოცვის სიტყვებს ახშობს, მაგრამ ადამიანი ლოცვას თავს არ ანებებს, ნების ძალით მის სიტყვებთან კვლავ აბრუნებს გონებას, რთავს მასში, შემდეგ ისევ უსხლტება გონება როგორც მხეცი სხლტება ხაფანგიდან და ადამიანი ნებისყოფის ძალით მას კვლავ აბრუნებს გარედან შიგნით, ლოცვის იმ სიტყვებთან, რომელიც მიატოვა გონებამ. აქ ბრძოლაა და იმ შრომის გამო, რო-მელსაც ადამიანი ეწევა, მაცხოვნებელია ასეთი ლოცვა.

   მეორე სახე - ეს ცრუ ლოცვაა. ადამიანი ღმერთს ეცრუება, ის იოლი გზით მიდის, როცა ლოცვის წაკითხვის ან წარმოთქმისას ყურად-ღებაზე არ ზრუნავს. მას არ ესმის ვის წინაშე დგას, რას აკეთებს, ვისთან საუბრობს; ის თავს აჩვენებს, რომ ლოცულობს, შემდეგ კი ამ თვალთმაქცობას ისე ეჩვევა, რომ მას ვეღარც კი ამჩნევს. ასეთ ცრუ და ზარმაცი ლოცვის შესახებ თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: „წყეულ იყავნ მოქმედი საქმესა უფლისასა უდებებით" (იერ. 48, 10). წყეულია - ესე იგი „განგდებულია ღვთისაგან". ასეთი უღირსი ლოცვის, ისევე როგორც უღირსი ზიარების გამო ადამიანი იმაზე მეტად შორდება ღმერთს, ვიდრე მანამდე იყო დაშორებული. მოუკლებელი ლოცვი-სათვის საჭიროა, რომ სუფთა გონება, სუფთა გულთან იყოს შე-ხამებული. ამიტომ ადამიანი უნდა გაფრთხილდეს სიცრუისაგან, რომელიც გულს აბინძურებს და გონებას ვნებებით ავსებს, ასევე ღვარძლისაგან, რამდენადაც ღვარძლიანი გულით მას არ შეუძლია შეერთდეს იესო ქრისტეს სახელთან.

   კითხვა: რას იძენს ლოცვისაგან ადამიანი ამ ცხოვრებაში?

   პასუხი: სიმშვიდესა და სიხარულს. ცოდვა სულს სიმწარითა და გამ-უდმებული მოუსვენრობით ავსებს. ღვთის მადლი ამღვრეულ სულს სიმშვიდეს ანიჭებს. გარეგნულს არ ძალუძს მისცეს ადამიანს ბედ-ნიერება, თუკი მის სულში აყროლებული ორმოა, გულში აღსრულ-ებული ლოცვა კი პირიქით, ღატაკ ქოხს სასახლედ აქცევს.

   კითხვა: რომელია საუკეთესო საშუალება იესოს ლოცვისათვის?

   პასუხი: თვალი ვადევნოთ საკუთარ გულს, გამოჩენისთანავე განვაგ-დოთ ზრახვები, როგორც კეთილი, ასევე ბოროტი და გონება ლოცვის სიტყვებში ჩავრთოთ. დაე ამისი მაგალითი იყოს ჩვენთვის კატა, რომელიც თაგვის სოროსთან ზის, თვალს ადევნებს და თუ თაგვი გამოძვრა, მაშინვე თავს ესხმის. გონებაც ასევე თავს უნდა ადგეს გულს, რისხვის ძალით ჩაკლას ზრახვები და გულში ლოცვა შთა-ასახლოს. როგორ ადვილადაც გაირჩევა სუფთა დაფაზე ნაწერი, ასევე აღიბეჭდება ზრახვებისაგან თავისუფალ გულში სახელი იესო ქრი-სტესი. მას, ვინც ღვთის სახელს დაფანტულად წარმოთქვამს, ის ჩვეული და რაღაცით ნაცნობი ეჩვენება, მაგრამ ყურადღებით მლო-ცველთათვის ის ყოველთვის ახალი და სხვაგვარი იქნება, რადგან იცვლება თავად ადამიანი და მისი შესაძლებლობა ღმერთის შეც-ნობისა.

   ღვთაებრიობა უსასრულოა. ადამიანის მარადიული ცხოვრებაც - ეს მარადიული შეცნობაა ღმერთისა მასთან მიახლებით, ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინების მეშვეობით, რომელიც თვით სულს სინათლეს ამსაგავსებს.

   კითხვა: თუკი იესოს ლოცვისათვის აუცილებელია უარის თქმა საე-რო კულტურაზე, მათ შორის ფილოსოფიურსა და სხვა ცოდნაზე, ან მათი მაქსიმალურად შემცირება, ეს ადამიანებს უვიცობის განდიდ-ებად და უმეცრების ქებად ხომ არ მოეჩვენებათ?

   პასუხი: საკითხი არასწორადაა დასმული. აქ უვიცობის დაპირისპი-რება კი არ ხდება ცოდნასთან, არამედ უმაღლესი ცოდნისა - საერო ცოდნასთან. აქ ადამიანი ჰგავს მოგზაურს, რომელმაც განძი იპოვა. როგორ წაიღოს ის? ადამიანი თავისი სამგზავრო ჩანთიდან ყრის ყველაფერს, რისგან გათავისუფლებაც შეუძლია, რათა ძვირფასეულ-ობით აავსოს და მისი წაღების საშუალება ჰქონდეს. განა შეიძლება, რომ ამის გამო ის გაცილებით ღარიბი გახდეს? ჩვეულებრივ, ად-ამიანები, რომლებსაც სულიერ ცხოვრებაზე წარმოდგენა არა აქვთ, თვლიან, რომ საერო ცოდნაზე უარის თქმას ინტელექტუალურ სი-ცარიელემდე, აზრის სიზარმაცემდე და უმეცრებამდე მიყვანა შეუ-ძლია. აქ კი სულ სხვა რამ ხდება: გადასვლა უმდაბლესიდან უმა-ღლესისაკენ, მშვინვიერიდან სულიერისაკენ, დროებითიდან მარადი-ულისაკენ. ამიტომ იესოს ლოცვა ადამიანს ბრძენს ხდის, ის მისთვის სხვა ცოდნას ხსნის, რომელიც იმდენად აღემატება ყოველივეს, რისი შეძენაც ადამიანის ინტელექტს შეუძლია, რამდენადაც ზეცაა დიდი დედამიწაზე. (გაგრძელება იქნება...)

  

 

 

 

1ინ. 16, 33.


უკან დაბრუნება