მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენ, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვსურს თუ არა ევროპელ ხალხთან ერთიანობა

ჩვენ, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვსურს თუ არა ევროპელ ხალხთან ერთიანობა


28-12-2016, 00:07

 

   ქრისტე ერთადერთია, რომელიც ასწავლიდა და ასწავლის სრულყოფილსა და არაეგოისტურ სიყვარულს, და როგორც თავის ზეციურ მამას, სურს მთელი თავისი სამწყსო ურთიერთმოყვარე, სიყვარულისა და ჭეშმარიტების სულით ერთქმნილი იხილოს. თავისი პირველი მოსვლის ჟამს, მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე, იგი ყველა ჩვენგანის გაერთიანებას ესწრაფვოდა, ოღონდ არ სურდა ადამიანის დამოუკიდებლობის ხელყოფა. რამდენადაც ჩვენ არ ვისურვეთ საკუთარ ვნებებზე გვეთქვა უარი, მისმა ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო.

   ტანჯვით ითქვა: „იერუსალიმ, იერუსალიმ, რომელმან მოჰსწყვიდენ წინასწარმეტყუელნი, და ქუა დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა! რაოდენ-გზის ვინებე შეკრება შვილთა შენთა, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინუელმან მართუენი თვისი ქვეშე ფრთეთა თვისთა, და არა ინებეთ! (მათ. 23-37).

   და თავის ლოცვაშიც ამ სურვილის ასრულებას ითხოვს: „და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთა თვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყუათა მათითა ჩემდა მომართ; რათა ყოველნი ერთ-იყუნენ; ... რათა იყუენ ერთ..." (იოან 17.20.21.22) მოციქულებმა აღთქმად მიიღეს სურვილი უფლისა ჩვენისა და ვნებებისა და ეგოისტური სურვილების დატევებად მოგვიწოდებდნენ, რათა ყველას ერთობისათვის, ძმობისათვის მიგვეღწია: „სადა იგი არა არს წარმართ (ელინი) და ურია (გერმანელი, იტალიელი),... სკვითელ, მონება, აზნაურება..." (კოლ.3.11) სხვაგან წმ. პავლე მოციქული აცხადებს, რომ სწადია ყველამ მიაღწიოს ისეთ ერთობას, სადაც: „არა არს ურიაება, არცა წარმართება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ-ხართ ქრისტე იესოს მიერ". (გალ. 3.28).

   ჩვენ წმ. ეკლესია მრავალი საუკუნის განმავლობაში მოუწყინებლად ლოცულობს მსოფლიო მშვიდობისა და ერთიანობისათვის. ამგვარად, წმ. ეკლესიის მიზანი შემდეგია: ვნებების განდევნა კაცთაგან და შესაბამისად, ხალხებისაგან, მათი გაერთიანება და გამთლიანება ჩვენს ზეციერ მამაში, ოღონდ თავისუფალი არჩევანის პირობებში.

   ხალხთა ძმური ერთიანობის, ამგვარი გაერთიანებისა და მშვიდობისაკენ მისწრაფებას შეუძლებელია არ მიესალმოს ჩვენი ეკლესია. როგორც ქრისტიანებს, ჩვენ გვსურს ასეთი ერთობა და გვინდა არ განირჩეოდეს ბერძენი, გერმანელი, ჰოლანდიელი, იტალიელი... ცხადია, უპირველესად ჩვენ ვნატრობთ ამას, ამისკენ მივისწარფვით და სწორედ ამის მისაღწევად ვლოცულობთ.

 

 

მღვდელმონაზონი ქრისტოდულოს მთაწმინდელი 

 Xareba.net-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება