მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > თავისუფლების დაისი (გვსურს თუ არა ევროპის კავშირი)

თავისუფლების დაისი (გვსურს თუ არა ევროპის კავშირი)


22-01-2017, 00:08

 

 

 

   ძველთაგან ამგვარად ხდება, როგორც კი რამდენიმე ადამიანი ჩვენი ქვეყნის უფლებათა დაცვას შეუდგება, იქვე ჩნდებიან თვითმარქვია „პროგრესისტები", რომლებიც მათ იმ „ბნელი ნაციონალისტებისა", და რეტროგრადების იარლიყებს აკრავენ, რომელთაც გარდასული შუასაუკუნეების მკვდრეთით აღდგენა სურთ. ამიტომაც, ამ პატარა წიგნში, ე.წ. „პროგრესულებს" ჩვენი პოზიციის შესახებ განვუცხადებთ და დავუმტკიცებთ, რომ მათ, როგორც საჭიროა, არც ხალხი უყვართ, არც თავისუფლება, არც ჩვენი ქვეყნის პროგრესი.

  რამდენადაც ორი მოვალეობა მაკისრია: ერთის მხრივ ადამიანთა ჯგუფს წარმოვადგენ, მეორეს მხრივ ჩვენი ხალხის უმრავლესობას, ნება მომეცით დასაწყისშივე გამოვთქვა მოსაზრება: ა) საბერძნეთის ჩვეულებრივი, კანონ-მორჩილი მოქალაქის რანგში, რომელიც კონსტიტუციის თანახმად „თანასწორი და კანონიერია კანონის წინაშე" და „თანაბარი უფლება და მოვალეობა გააჩნია", „აქვს უფლება თავისუფლად განავითაროს თავისი პიროვნება და მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში"; ბ) მართლმადიდებელი ქრისტიანის რანგში, რომელსაც ღვთის მადლითა და დაშვებით ჩვენი წმ. ეკლესიის მოვალეობანი მაკისრია.

   საბერძნეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც წარსულში მჭიდროდ დაუკავშირდა ევროპას და გადაიტანა უდიდესი კატასტროფები, რომლებმაც მისი განვითარება საუკუნით დაწიეს უკან. (დაწვრილებით არ გავიხსენებ ისტორიას, არ შევჩერდები არც ჯვაროსანთა ლაშქრობებზე, არც წინააღმდეგობაზე 1821 წლის. აჯანყების წმ. ბრძოლის დროს, არც ევროპული ძალების როლზე მიკროაზიურ კონფლიქტსა და იმ კატასტროფაში, რომელიც 1922 წ. ოქტომბერში მოჰყვა მას, არც დასავლეთის სახელმწიფოთა მტრულ თვალთმაქცურ პოზიციაზე (1940 წ.) მეორე მსოფლიო ომის დროს, არც სხვა მრავალ თანამედროვე თუ წარსულ მოვლენებზე, რადგან ისინი ყველასთვის ცნობილია) არადა, თუკი ვინმეს სურს წერტილი დაუსვას თავის ტანჯვასა და ამ კატასტროფებს, უპირველესად ეს ჩვენ ვართ, ბერძნები. გვსურს და ვოცნებობთ ერთიან კავშირზე, ერთ ტომზე, სხვა სიტყვებით, ქვეყნებს შორის ურთიერთგარანტიის სულით გაერთიანებულ ევროპაზე, სადაც სრულიად გამოირიცხება ნაციონალურ ინტერესთა ეგოისტური განხეთქილებებით შებღალვა. ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც გვაიძულებს დადებითად განვეწყოთ ერთიანი ევროპის შექმნისადმი, ის ფაქტიცაა, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა მარტოა სხვა ევროპულ ქვეყნებთან დამოკიდებულებაში და ერთი თავისებურებაც გააჩნია:

  მოსაზღვრე სახელმწიფოთა არაერთგზის გაერთიანების შედეგად მის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი თუ ირიბი საიდუმლო ინტრიგების არსებობა. (ნუთუ ეს შემთხვევითია? აქ ამ საკითხს არ განვიხილავთ).

   კატასტროფული ომის საშიშროება მუდმივად არსებობს. ლოგიკურად ჟღერს, რომ მოვლენათა წინააღმდეგ, რომლებზედაც ვისაუბრეთ, მაშინაც კი, თუკი ისინი ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობენ, რათა გვაიძულონ დასავლეთში ვეძებოთ ხსნა, ბუნებრივია, ვგრძნობთ აუცილებლობას, ჩვენი მცირე ძალები იმ ზეძალას შევუერთოთ, რომელსაც დღეს გაერთიანებული ევროპა წარმოადგენს. შესაბამისად, უფრო ნათლად რომ გამოვთქვა: ჩვენ, ისე როგორც არავის, გვსურს და ვცდილობთ ერთიანი ევროპის შენებას. დაე, „ანტიბერძნებმა" შეწყვიტონ ჩვენი ბრალდება და ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის სიკეთე სურთ, რომ სიკეთე, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში ამტკიცებენ, ევროპასთან გაერთიანებისაგან მომდინარეობს. ვაცხადებთ, რომ მსგავსი ერთიანობა ჩვენ გვსურს ისე, როგორც არავის, რომ გვაქვს წრფელი განზრახვა და საკუთარი უძლურების შეგნებით მფარველობას ძლიერებთან ვეძებთ.

   საწინააღმდეგოდ, მაგალითისათვის ავიღოთ გერმანია, რომელსაც არ ჰყავს გარშემო მტრები, რომლებიც დააშინებდნენ მას ან მის განადგურებას ცდილობდნენ. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათი მისწრაფება გაერთიანებისაკენ სრულიად განსხვავებულია ჩვენგან, კონკრეტულად, საკუთარი ბაზრის გადატვირთვის გამო გაფართოების გზების ძიება. ამიტომაც ჩაიფიქრა გერმანიამ გარკვეულ ქვეყნებთან ერთად საერთო ბაზრის შექმნა და წინასწარ იზრუნა შესაბამისი კანონმდებლობის რეგულირებაზე, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. სხვაგვარად, მისთვის ამგვარი კავშირის შექმნას არავითარი აზრი არ ექნებოდა. ამიტომაც ატარებს კანონს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ყოველ ქვეყანაში ხმების ისეთ რაოდენობას უზრუნველყოფს, რამდენიც მისი მოსახლეობის რაოდენობას შეესაბამება. ეს მომგებიანია დიდი ქვეყნებისათვის და აზარალებს პატარა ქვეყნებს.

 

 

მღვდელომონაზონი ქრისტოდულოს მთაწმინდელი 

 Xareba.net-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება