მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > თავისუფლების დაისი (ნაწილი - I)
თავისუფლების დაისი (ნაწილი - I)14-03-2017, 00:07 |
ათასობით ქრისტიანის მიერ გამოთქმული შეშფოთების საპასუხოდ, მე დავწერე, რომ პირადობის ელექტრონული ბარათი, - მოწმობების საკითხთან დაკავშირებით დედა-ეკლესია სრული პასუხისმგებლობითა და საკმაოდ მალე გასცემს პასუხს. ბზობის კვირაში წმ. სინოდმა გამოაქვეყნა ეპისტოლე მთელი ბერძენი ხალხისადმი, რომლითაც იმავდროულად მოუწოდებდა ხელისუფლებას დღის წესრიგიდან მოხსნილიყო კენჭისყრისათვის განკუთვნილი კანონი. თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებით სამმა პუნქტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ერთი მათგანი ამბობს, რომ: „წმ. სინოდს, ისევე, როგორც საბერძნეთის ყოველ მოქალაქეს, გააჩნია კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, თვალყური ადევნოს პიროვნებისა და საზოგადოებისათვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებათა ზედმიწევნით დაცვას." მეორე: „...სინანულით აღვნიშნავთ, რომ ცივილიზაციის პროგრესი ელექტრონულ მოწყობილობათა გამოყენების სფეროში დაკავშირებულია რიცხვ 666-თან, რომელიც გამოიყენება როგორც მთავარი კოდური რიცხვი შესაბამის ტექნოლოგიებში. ამ რიცხვზე ნათლად მიუთითებს ბიბლია, როგორც ანტიქრისტეს რიცხვზე... 666 - როგორც ააშკარავებს გამოცხადება - ეს, უდავოდ, ანტიქრისტეს რიცხვია, შესაბამისად, შეუძლებელია, ქრისტიანი გულგრილი იყოს იმისადმი, რომ ეს რიცხვი გამიზნულად და სისტემატურად შემოდის მის ცხოვრებაში და მასთან ერთად მთელი ბერძენი ხალხის ცხოვრებაში, რომელიც თითქმის მთლიანად ქრისტიანი და მართლმადიდებელია". როგორც ვრწმუნდებით, ჩვენი დედა-ეკლესია ხაზს უსვამს იმას, რომ ქრისტიანი არ უნდა იყოს გულგრილი მის ცხოვრებაში ამ რიცხვის მიზანმიმართულად შემოტანისადმი და რომ ყოველ ბერძენ მოქალაქეს გააჩნია კონსტიტუციური უფლება გამოთქვას პროტესტი, როცა ფეხით თელავენ მის ადამიანურ უფლებებს. მესამე პუნქტი, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ამბობს: „წმ. სინოდს, დარწმუნებულს იმაში, რომ ყველა წარმოდგენა მოცემულ თემაზე ბუნდოვანია, (მაგ. ტერმინი „ინფორმაციის ელექტრონული დამუშავება") არ შეუძლია ახსნას ამ პრობლემის ყველა გაურკვეველი ასპექტი და მიმართავს ხელისუფლებასა და მთლიანად, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას, რათა მან თავისი კომპეტენტურობისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში, ყურადღება მიაქციოს ყველა იმ განმარტებას, რომელიც კეთდება განსახილველ თემასთან დაკავშირებით". კითხულობ ეპისტოლეს ამ ნაწილს და გაკვირვებს ავტორთა მორჩილება და საკუთარი უძლურების აღიარება დამოუკიდებლად, დაწვრილებით განიხილონ საკითხი, რომელიც ელექტრონულ ბეჭდვას უკავშირდება. ჩვენს კეთილ მწყემსებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც მათ, ვისაც სურთ თავს მოგვახვიონ ელექტრონული სისტემა, მალავენ ამ საკითხის ყველა ბნელ მხარეს, მთელი მათი პროგრამა კი ტყუილს ეფუძნება და უდიდესი სიცრუის მეშვეობით შემოდის. რადგან „...ყოველი, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნა-თელი და არა მოჰვალს ნათელსა, რათა არა ემხილნენ საქმენი მისნი." (იონ. 3. 20). ამ მცირე ეპისტოლეს დასასრულს, წმ. სინოდის ღრმადპატივცემული მიტროპოლიტნი სთხოვენ ხელისუფლებას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ზემოთქმულის გათვალისწინებით, განმარტონ ეს საკითხი და ნათელი მოჰფინონ პრობლემის ბნელ მხარეებს. ამგვარად, წიგნი, რომელიც თქვენს წინაშეა, არ ისახავს არავითარ მიზანს გარდა იმისა, რომ განსახილველად დააყენოს საჭირბოროტო პრობლემა და გამოთქვას შეშფოთება იმის გამო, რომ მთლიანობაში, როგორც ჩანს, არცერთ ჩვენგანს არ მისდის საქმე კარგად. და, საბოლოო ანგარიშში პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც მართავს და წყვეტს ამ პრობლემებს. (გაგრძელება...)
მღვდელმონაზონი ქრისტოდულოს მთაწმინდელი წიგნიდან: „Закат свободы" "Xareba.net” - რედაქცია
უკან დაბრუნება |