მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ხელოვნურად შექმნილი კრიზისი (ნაწილი - II)

ხელოვნურად შექმნილი კრიზისი (ნაწილი - II)


17-07-2015, 00:03

ხელოვნურად შექმნილი კრიზისი (ნაწილი - II)

 

   ხელოვნური კრიზისის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ბავშვე-ბით ვაჭრობისა და უკანონოდ გაშვილების ფაქტების მომრავლება. კანონის შერბილებით აშკარად გაიზარდა ამგვარი დანაშაული, შემ-დგომში ისინი შემოგვთავაზებენ დაბადებისთანავე ბავშვების იმპლან-ტირებას ანუ მიკროჩიპების ხელზე დანერგვას, რათა არ დაგვეკარგონ ისინი და თვალი ვადევნოთ მათ. ჯერჯერობით „ჩვენი მხსნელები" მხოლოდ ცდებს ატარებენ ცხოველებზე (ზოგიერთ ქვეყნებში უკვე ადამიანებზეც) და ამბობენ, რომ აკონტროლებენ უპატრონო ძაღლთა რაოდენობას. სინამდვილეში კი ემზადებიან ტოტალური კონტროლი-სათვის.

   კანონთა შერბილებით იქამდეც კი მივიდნენ, რომ მკვლელობის ჩა-დენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ათი წლით გვემუქრება, თანაც კანონების კიდევ უფრო შერბილებას აპირებენ. ასე, რომ, ვინც ემზადება მკვლელობისათვის დიდხანს აღარ ფიქრობს.

   ადამიანებმა, რომლებმაც ევროპული საზოგადოების ჩამოყალიბება მოამზადეს, სურდათ რა შეძლებისდაგვარად ყველაზე გრანდიოზუ-ლი კრიზისის შექმნა, ასპარეზის სფეროდ ეკონომიკა აირჩიეს. ამიტ-ომაც აიძულებენ სახელმწიფოთა მთავრობებს ეკონომიკური სიდუხ-ჭირის შექმნას, ანუ მათთვის ხელსაყრელ ზღვრამდე მიყვანას. შედ-ეგად სახელმწიფო თავის მოსახლეობას არანორმალურ გადასახადებს უდგენს და სოციალურ დახმარებას უმცირებს. საბოლოოდ ზოგიერთი ეკონომიკური მონაცემი აშკარად ეცემა. კერძოდ, მრავალი ქარხანა გაკოტრდა, მცირე საწარმოთა დიდი ნაწილი დაიხურა. ზოგიერთი, გადარჩენის მიზნით, იძულებულია გაერიდოს გადასახადს, ან მოქ-რთამოს სახელმწიფო ჩინოვნიკი. ყოველდღიურ ყოფით დონეზე კი სიტუაცია ნამდვილად შემზარავია. ქურდობის ფაქტები მატულობს, ბავშვებით უკანონო ვაჭრობა და მათი უკანონო გაშვილება იზრდება, ჰომოსექსუალიზმი, მკვლელობები, ადამიანთა ორგანოებით ვაჭრობა, ნარკობიზნესი და სხვა დანაშაულთა რიცხვი აურაცხელი ხდება. ადამიანები, გაბრუებულნი ეკონომიკური ქაოსით, მისი დამანგრევე-ლი შედეგებით მიისწრაფვიან ნარკოტიკებისკენ, რათა დროებით მაინც დაივიწყონ ყოფითი პრობლემები. ამ გამოუვალმა მდგომარე-ობამ გამოიწვია საზოგადოების სრული დეგრადაცია. ამრიგად, სავ-სებით გასაგებია, რომ ევროპასთან გასაერთიანებლად გლობალის-ტებმა ეკონომიკურად შეზღუდეს ქვეყნები, ხელოვნური სიღატაკე შექმნეს. ბუნებრივი შედეგი ამისა კი საზოგადოების მორალური ნორმებისგან გადახრაა. ევროპიზაცია თავისი არადემოკრატიული მე-თოდებით, შესაძლოა განვითარებულიყო მხოლოდ სახელმწიფოთა ხელოვნურად გაღატაკების შემთხვევაში, რათა მოგვიანებით მათ მხსნელები გამოუჩნდნენ. გაერთიანებულ ევროპას გააჩნია მკაცრი მონახაზი: შეამციროს ეკონომიკური მაჩვენებლები და გაზარდოს და-ნაშაული. ხალხი დაუმთავრებელი ეკონომიკური კრიზისისაგან, რასაკვირველია, ტანჯვაში იქნება და დაიწყებს იმ ადამიანის ძებნას, რომელიც შვებას მიანიჭებს მას. მაგრამ ეს სახალხო სურვილი არ ასრულდება მანამ, ვიდრე საზოგადოება საბოლოოდ არ დაკარგავს თავისი პოლიტიკოსებისა და ეროვნული ლიდერების იმედს. მაშინ ბნელი წრეები წარგვიდგენენ „თავის ადამიანს" და მსოფლიო მართვის სრულყოფილ სისტემას, რის შედეგადაც ადამიანს საბოლოოდ წაერ-თმევა თავისუფლება, მაგრამ ვიღას დააინტერესებს მაშინ თავისუ-ფლება...

   აუცილებლად წარმოგვიდგენენ შენგენის ხელშეკრულებას, როგორც ამ სიტუაციიდან გამოსავალ იდეალურ საშუალებას. ნახევრადცო-ცხალი საზოგადოება კი ამ ალტერნატივას მიიღებს, როგორც უიმედო-ბისაგან განმათავისუფლებელ გზას, მიიღებს მსოფლიო მართვის ახალ სისტემას - გლობალიზაციას. ამგვარად, თავიანთი პირობების „გასაუ-მჯობესებლად" ხალხი დათანხმდება ახალ წესრიგს. მაგრამ „გაუმჯო-ბესება" თავისუფლებისა და ცხონების დაკარგვის ფასად მიეცემა მას.

   რა თქმა უნდა, თუ განვაგრძობთ ამ თემის განხილვას თუ რა გვე-ლოდება მომავალში, ტომების დაწერა შეიძლება. ჩვენ შევეხეთ მხო-ლოდ ზოგიერთ საკითხს, რათა მკითხველისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდეს მიმდინარე მოვლენები.

 

 

თავისუფლების დაისი

მღვდელმონაზონი ქრისტოდულოს მთაწმინდელი

 Xareba.net-ის რედაქცია 

 



უკან დაბრუნება