მთავარი > სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > 2016 წ. ე.წ. სრულიად მართლმადიდებელთა კრების მოწვევასთან დაკავშირებით - არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი

2016 წ. ე.წ. სრულიად მართლმადიდებელთა კრების მოწვევასთან დაკავშირებით - არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი


24-01-2016, 11:17

 

   მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიერ დაანონსებული ე. წ. სრუ-ლიად მართლმადიდებელთა კრების მოწვევის გამო, როგორც კანო-ნისტს, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო ზოგიერთი საკითხი და პასუხი გაეცეს ზოგიერთ შეკითხვას, რომლებიც სრულიად სამართლიანად დაისვა მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა და უბრალო ხალხის მიერ.

   პირველი შეკითხვა: როდის ხდება მართლმადიდებელი ეკლესიების ყველა წარმომადგენლის მსოფლიო, გნებავთ სრულიად მართლმადი-დებელთა, კრებაზე მოწვევა?

   მეორე შეკითხვა: როდის და რა აუცილებლობის გამო უნდა შედგეს მსოფლიო ან სრულიად მართლმადიდებელთა კრება?

   მესამე შეკითხვა: როდის ეწოდება კრებას ავაზაკური?

 

   1) როდის იწვევენ კრებას.

   მაცხოვრის - იესო ქრისტეს ეკლესია, ვით "მისი მისტიური სხეული" (და "იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისა" (კოლ. 1. 18)) არსებობის პირველივე დღიდან კრებითი სულით ხელმძღვანელობს. "ჯერ უჩნდა სულსა წმიდასა და ჩვენცა" - განაცხადა მოციქულთა კრებამ და ეს სიტყვა გახდა მაგალითი ეკლესიის მომდევნო კრებებისათვის.

   მთელი ეკლესიის მონაწილეთა კრება ერთი, წმიდა, კათოლიკე, სამ-ოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი საკანონმდებლო ორგანო გახლავთ. ის, როგორც წესი, იკრიბება "მთელ ეკლესიას რომ ეხება", ისეთი საეკლესიო საკითხების საერთო კონფერენციაზე გადა-წყვეტილების მიღებისათვის ანუ: მას იწვევენ მაშინ, როდესაც არსე-ბობს გარკვეული საკითხების დარეგულირებისა და მოწესრიგების აუცილებლობა, საკითხებისა რომლებიც აწუხებს სამღვდელოებასა და ხალხს, ვთქვათ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ სასუ-ლიერო პირებსა და ერისკაცებს სხვადასხვა ერეტიკოსებთან და ა.შ.

   წმ. ათანასე დიდის სწავლების თანახმად, უმაღლესი კრება "საჭი-როების შემთხვევაში და საფუძვლიანი მიზეზის გამო უნდა შედგეს". მას, პირველ ყოვლისა, იმიტომ იწვევენ, რომ დაიცვან ეკლესიის ერ-თიანობა და გადაარჩინონ მართლმადიდებლური რწმენა. როდესაც ყოველივე ამას საფრთხე ემუქრება, მაშინ ჩნდება მსოფლიო კრების მოწვევის რეალური აუცილებლობა. ო. დ. სტანილოე ამის შესახებ წერს: "კრებებმა გადაარჩინა ქრისტიანული ერთობა და ეკლესიის ქრისტიანული საფუძვლები".

   ამრიგად, მთავარი საკითხი, რომელსაც უნდა განიხილავდეს ახალი კრება, რომელსაც დაესწრებიან ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამო-ციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მისი ყველა წევრის ერთობა გახლავთ. ამ საკითხებში შეუძლებელია არ დაეყრდნო მსოფლიო და ადგილობრივი ეკლესიების, ასევე წმინდა მამების, გადაწყვეტილებას, მსოფლიო მასშტაბით ავტორიტეტულს. ასევე შეუძლებელია, მსოფლიო პატრიარქი და მისი თანამოაზრენი აღიარებდნენ რაიმე სხვა, სამღვდელოებისა და ხალხისაგან განსხვა-ვებულ რწმენას. ამ დროს ჩნდება განხეთქილების რეალური საშიშ-როება, რომელმაც შეიძლება ეკლესიის ერთიანობას საფრთხე შეუქ-მნას. წმ. ბასილი დიდი შეშფოთებით ამბობდა: "ძალიან სამწუხაროა, რომ მამებისეული კანონები უკვე აღარ მოქმედებს და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილია ეკლესიიდან. მეშინია ეტაპობრივად ზრდადი სიცივე და ეკლესიის საქმეები სრულ არეულობამდე არ მივიდეს" (Epistola IV. Chrorescopis. PG 32. 400-13).

   ამდენად, ცხადია, რომ ყოველი ახალი კრება ყველა მართლმადი-დებელი ეკლესიის წარმომადგენელთაგან შემდგარი, პირველ ყოვლი-სა, ეკლესიის წევრების, სამღვდელოებისა და ერისკაცების ერთობის საკითხით უნდა დაკავდეს; ერთიანი ძალისხმევით უნდა დაამხონ თანამედროვე ერესები, როგორებიცაა პაპიზმი, პროტესტანტიზმი, ქილიაზმი და ა.შ. მეორე მხრივ, უნდა განხილულ და გადაჭრილ იქნეს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არსებული, ჩვენს სამოძღვრო მოღვაწეობაში წამოჭრილი ახალი საკითხები. მათი გადაწყვეტა და განსაზღვრა უნდა მოხდეს წინამორბედი, VI მსოფლიო კრების მე-2 კანონის შესაბამისად მსოფლიო ავტორიტეტის მქონე მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამების სულისკვეთების საფუ-ძვლებზე.

   2) რა აუცილებლობით იწვევენ კრებას.

  მეორე საკითხი გულისხმობს: როგორ უნდა იწოდებოდეს, როგორი ხასიათი უნდა იყოს მსოფლიო ან სრულიად მართლმადიდებელთა კრება?

   თუ კრებას ჰქვია "სრულიად მართლმადიდებელთა", ეს იმას ნიშნავს, რომ მისი წევრები არიან მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკო-პოსები, რომლებიც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითა-დი საკითხებისა და პრობლემების დარეგულირებას ახორციელებენ. კრების ამგვარი დახასიათება გულისხმობს იმას, რომ არსებობს სხვა ეკლესიებიც, როგორებიცაა პაპიზმი, პროტესტანტიზმი და ა.შ. შედ-ეგად, სრულიად მართლმადიდებლურის კლასიფიკაციის მქონე კრე-ბის მომხრეთა აზრით, რათა მოწვეულ იქნეს მსოფლიო კრება, აუ-ცილებელია მასში მონაწილეობდნენ ყველა კონფესიის წარმომად-გენლები. ამ ლოგიკის თანახმად, წინამორბედი შვიდი კრება შეც-დომით იწოდებოდა მსოფლიო კრებებად. ზემოთ განვითარებული აზრის თანახმად, უპრიანი იქნება იმ კრებებს ეწოდოს I სრულიად მართლმადიდებელთა, II სრულიად მართლმადიდებელთა კრება და ა.შ, ვინაიდან მაშინაც არსებობდა სხვა "ეკლესიები": არიანული, ნე-სტორიანული და ა.შ. გამოითქვა მკრეხელობა!!! ამიტომ, საჭიროა განმარტება: ერეტიკული დენომინაციების ხელმძღვანელთა ან წევრთა მსოფლიო კრებაზე დასწრება ხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ მათ თავიანთი შეხედულება (სწავლება) დაედასტურებინათ და არა კრების განსაზღვრებების მიღებისათვის.

   დახასიათება და სახელდება ახალი კრებისა, ვით სრულიად მართ-ლმადიდებელთასი, თავის თავში მალავს შესაძლებლობასა და იმ აზრის გაზიარების საშიშროებას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა "ეკლესიებიც" არსებობს. შესაბამისად ეს გარემოება წა-რმოაჩენს ერესს. ის, ვინც ამტკიცებს და ეყრდნობა მოსაზრებას, რომ არსებობს მრავალი ეკლესია, გახლავთ ერეტიკოსი! ეკლესია ერთია იმიტომ, რონ ქრისტეა ერთი - "გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე?" (1 კორ. 1. 13).

   ეკლესია ერთია, ხოლო ყველა დანარჩენი დენომინაცია მოწყვეტილ-ია ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელ ეკ-ლესიას.

   ამრიგად, თუ შედგება კრება მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის მონაწილეობით, მაშინ ის უნდა იწოდებოდეს მსოფლიო და არა სრულიად მართლმადიდებელთა კრებად.

   მსოფლიო კრება იმიტომ ხასიათდება ამგვარად, რომ ის "საეკლესიო იერარქიის უმაღლესი ადმინისტრაციული ორგანო" გახლავთ, რომე-ლიც აერთიანებს ეპისკოპოსებს მთელი მართლმადიდებლური სამყ-აროდან. ტერმინში "მთელი მსოფლიო" იგულისხმება რომის იმპერია: "და იყო მათ დღეთა შინა გამოხდა ბრძანება აგვისტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა". (ლუკ. 2. 1).

   ამრიგად, მსოფლიო ეწოდება კრებას იმ მიზეზის გამო, რომ მასში მონაწილეობენ ეპისკოპოსები ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიი-სა მთელი მსოფლიოდან. მსოფლიო კრებას ქრისტეს მთელი სხეული ესწრებოდა, რომელიც მართლმადიდებელი სამღვდელოებისა და ერ-ისკაცებისაგან შედგებოდა, ამიტომ ასეთი კრება ეკლესიის უცდომე-ლობის გამომხატველია, ვინაიდან მისი წევრები "სულიწმიდის ზემო-ქმედებისა და მზრუნველობის, წმინდა წერილისა და წმინდა გად-მოცემის საფუძველ ქვეშ" იმყოფებიან.

   მსოფლიო კრება განიხილავს საკითხებს, რომლებშიც სარწმუნოებ-რივ შინაარსსა და ეკლესიის სწავლებას მიეკუთვნება. მისი გადაწ-ყვეტილება არის და უნდა იყოს ის, რისიც სწამდა ყველას, ყველგან, ყოველთვის, ვინაიდან სულიწმიდის შთაგონებით იყო მიღებული. მისი გადაწყვეტილებები არ უგულებელყოფენ იმ განსაზღვრებებს, რომლებიც მიღებული იყო წინამორბედი კრებების მიერ. ამას ადას-ტურებენ VII მსოფლიო კრების მონაწილე წმიდა მამები: "მხიარ-ულებით განვმტკიცდებით საღვთო კანონებში და ყოველმხრივ შეუ-რყევლად განვამტკიცებთ იმ კანონების განწესებას, რომლებიც დას-ხმულნი არიან სულის საყვირთა, ყოვლად ქებულ მოციქულთა, წმინდა მსოფლიო კრებებისა, განჩინებების დადგენისათვის შეკრებ-ილი ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამების მიერ, ვინაიდან ერთი და იმავე სულის მიერ იყვნენ ყველა ისინი განათლებულნი და დაადგინეს, რაც უმჯობესი იყო." (VII მსოფლიო კრება. 1 კანონი). სწორედ ამიტომ, პროფესორ კარმირისის სიტყვით დავძენთ: "შვიდი ძველი მსოფლიო კრება წარმოადგენს უზენაეს ავტორიტეტს ქრისტეს ეკლესიაში".

   3) როდის ეწოდება კრებას ავაზაკური.

   ზემოხსენებულის საფუძველზე ვიტყვით: თუ ახალი მსოფლიო კრე-ბა, დროის სულის გამოწვევის გამო, გაკადნიერდება და საჭიროდ მიიჩნევს უარყოს ან შეცვალოს წინამორბედი მსოფლიო ან ადგილ-ობრივი კრებებისა და წმინდა მამების გადაწყვეტილებები, რომლებ-საც ავტორიტეტი გააჩნიათ, იქნება ეს დოგმატური ხასიათის, თუ მოძღვრულ-ეთიკური საკითხები, ამ შემთხვევაში ასეთი კრება შეფ-ასდება ვით ავაზაკური, და სამღვდელოება და ერი არ არის ვალ-დებული მიიღოს მისი გადაწყვეტილება.

   2016 წელს კრების მოწვევის გამო მრავალი ითქვა. ასე მაგალითად, ის, რომ პაპიზმი ეკლესიად იქნება აღიარებული, რომ დააკანონებენ ჰომოსექსუალიზმს, რომ უგულებელყოფილი იქნება წინამორბედი კრებების განჩინებები მარხვებთან დაკავშირებით, რომ ქალთა ქირ-ოტონია იქნება დაშვებული და მრავალი სხვა. მაგრამ მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების მე-2 კანონში ხაზგასმითაა ნათქვამი: "ხოლო ზემოთ მოხსენებულ კანონთა დამახინჯების ამ უარყოფის ნება არავის აქვს. აკრძალულია სხვა სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრე-ბისაგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება". (VI მსო-ფლიო კრების მე-2 კანონი). ასევე წმინდა ამფილოქე დასძენს: "იმ დრო წმ. მამების მიერ გადმოცემულ რწმენას უცვლელად დავიცავთ. მარა-დიულად, ძრწოლით გვსურს მასში ყოფნა." პროფესორი მურატიდისი ძველი კანონების თაობაზე წერს: "ეს კანონები ზუსტად გამოხატავენ ეკლესიის შეგნების ღრმა რწმენას წმინდა კანონთა უცვლელი და მარადიული ავტორიტეტის შესახებ. მისი შინაარსი შთაგონებულია სულიწმიდის მიერ და ისინი უცვლელად არსებობენ განსაზღვრული ისტორიული პირობების მიუხედავად".

   ამრიგად, ამთავითვე უნდა ვაღიაროთ, რომ საეკლესიო და სხვა ფა-ქტორები მოსაწვევი კრებისა ვერ აკმაყოფილებენ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, შესაბამისად ის შეიძლება შეფასდეს, ვით ავაზაკური, როგორც ეს წარსულში ხდებოდა ხოლმე მსგავს შემთხვევებში. ეს გამოიწვევს განხეთქილებას ეკლესიაში.

  არ ვიცი, ვიქნებით კი მზად კრებისათვის, რომლისთვისაც ასეთი გამალებით ემზადებიან.

   მსოფლიო პატრიარქი და მისი თანამოაზრენი იღებენ უდიდეს პას-უხისმგებლობას ღვთისა და ეკლესიის წევრების წინაშე - იქნება რაიმე მსოფლიო და არა სრულიად მართლმადიდებელთა, ავაზაკური კრება, რაც გამოიწვევს განხეთქილებას მართლმადიდებელ ეკლესიაში.

  თქვენო უწმინდესობავ და სხვა პატრიარქებო, "ვდგეთ კეთილად, ვდგეთ შიშით".

 

 

 

კანონიკური სამართლის დოქტორი არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი

Православный Апологет. 2015 წ.

"Xareba.net"-ის რედაქცია


უკან დაბრუნება