მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე ბოგდან ცეროვიჩი - სამრევლო მღვდელი (ხს. 5 ნოემბერი)
მღვდელმოწამე ბოგდან ცეროვიჩი - სამრევლო მღვდელი (ხს. 5 ნოემბერი)8-08-2015, 00:07 |
დურმიტორსკის მთებს ექოდ ეფინება ტირილი დაქვრივებული დე-დისა. უნუგეშოა მწუხარება - დაიღუპა მამა ბოგდანი, მისი ქმარი და დრაგუტინი, მათი ერთადერთი ვაჟი. 1945 წლის 5 ნოემბერი მათი ცხოვრების უკანასკნელი დღე აღმოჩნდა. ბოგდან ცეროვიჩი დაიბადა 1884 წლის 21 ნოემბერს. მან ცეტინსკის საღმრთისმეტყველო პედაგოგიური სკოლა დაასრულა. ხელი დაასხეს 1916 წლის 12 დეკემბერს. ამ დროიდან ტრაგიკულ აღსასრულამდე მამა ბოგდანი სამრევლო მღვდლად მსახურობდა. იგი ახსოვთ, რო-გორც მოშურნე მწყემსი, თბილი, თავმდაბალი და კეთილი ადამიანი, გულითადი ქმარი და ალერსიანი მამა. მამა ბოგდანი მოკლეს, როგ-ორც კომუნისტური იდეოლოგიის მტერი. უფალსა და საყვარელ სამ-შობლოს მან სიკვდილამდე უერთგულა.
უნუგეშოა მწუხარება დედისა და ქვრივისა. უკურნებელია ტკივი-ლი, დაუშრეტელია ცრემლი. ერთადერთი იმედიღაა - უფალი, მისი სიმართლე და ძალა. საუკუნო იყოს ხსენება მამა ბოგდანისა და მისი ვაჟის დრაგუტინისა.
უკან დაბრუნება |