მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > წუხილი ეკუმენისტური მეთოდების დანერგვის გამო
წუხილი ეკუმენისტური მეთოდების დანერგვის გამო8-07-2015, 06:52 |
მსურს ღრმა წუხილი გამოვხატო იმ მეთოდების დანერგვის გამო, რომლითაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა კონფესიებთან შეერთების და ეკუმენისტური შეხედულებების მოხვევისთვის ხელ-მძღვანელობენ. ა) არსებული შერეული კომისიების დიალოგის დროს მიღებული გა-დაწყვეტილებები, როგორც წესი, არ განიხილება ადგილობრივი ეკლე-სიების სინოდის, ყველა ეპისკოპოსის მიერ. არ ისმის საწინააღმდეგო მოსაზრებები. კრებითი სისტემა არ მოქმედებს. შეზღუდული რაოდ-ენობის ეკუმენისტი ღვთისმეტყველები (ეკუმენიზმში და სპეციალებ-ულნი), როგორც წესი, დაკავებულნი არიან კვლევებით, რომელსაც სინოდის წევრთა უმნიშვნელო რაოდენობის ეპისკოპოსი აღიარებს. ამ დროს, ეკლესიის სრულ ეპისკოპატს, სამღვდელოებას, დიაკვნებს, მონაზვნებს, ღვთისმეტყველებსა და მორწმუნე ერს წარმოდგენა არა აქვთ ან ნაკლებად ინფორმირებულნი არიან ამის შესახებ. როგორ შეიძლება მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსემ მიიღოს მსგავსი „გაერთიანება", თუ ეკლესიას არ გამოუხატავს ერთიანი პოზიცია? ცხადია, მორწმუნეთა აზრს არ გამოხატავს ეკუმენისტების მიღწევებსა და შედეგებზე სასაუბროდ მობილიზებული ზოგიერთი „სვეტი" ჟუ-რნალისტი. ბ) მართლმადიდებელ ეკუმენისტებს უცხო აღმსარებლობის წარმო-მადგენლებთან დიალოგი უფრო სწადიათ, ვიდრე მართლმადიდებ-ლებთან. ეკუმენისტური ურთიერთობების ხელის შემშლელ მართლმადიდე-ბლებს ფანატიკოსებად ან ფუნდამენტალისტებად მოიხსენიებენ და ბრძოლის შეწყვეტას ურჩევენ. რა თქმა უნდა, ეს შეცდომაა, ვინაიდან: 1) ფანატიკოსები სწორედ უკიდურესი ეკუმენისტები არიან, რომლე-ბიც ანტიეკუმენისტების მოზიდვას ცდილობენ. 2) ასევე ფანატიკოსია ის უკიდურესი ეკუმენისტიც, ტოტალური სულისკვეთებით რომ ცდილობს ეკლესიაში პირადი მოსაზრების დამკვიდრებას საპირის-პიროდ წმინდა მამებისა, რომლებიც გამოხატავენ ეკლესიის კრებით აზრს. ეს ორი საპირისპირო მხარე, როგორც ცნობილია, ერთი მონეტის ორი მხარეა. მართლმადიდებელი ღვთისმეტყველება არ არის დიალოგის წინააღ-მდეგი. მაგრამ თუ ვინმე შეუგნებლად (მართლმადიდებლური პოზი-ციით) მონაწილეობს მასში, ეკუმენისტები ყველა ხერხით ცდილობენ მის ჩანაცვლებას. გ) ხორციელდება ეკუმენისტური სემინარების ორგანიზება, რომელ-შიც ეკუმენისტური განათლების მიზნით რომაულ-კათოლიკებთან და პროტესტანტ ღვთისმეტყველებთან ერთად ცდილობენ ზეგავლენა მო-ახდინონ მართლმადიდებელი ეკლესიის ახალგაზრდა ღვთისმეტყვე-ლებსა და კლირიკოსებზე. დ) ოფიციალურ საეკლესიო პერიოდულ გამოცემებში უგულებელყ-ოფილია საღვთისმეტყველო ტექსტები, რომლებიც აკრიტიკებენ სინკ-რიტიკულ ეკუმენიზმს. შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს კითხვა: თქვენ ეკუმენიზმის წინააღმდ-ეგი ხართ? გარკვევით და არაორაზროვნად ვპასუხობ: ჩვენ სინკ-რიტიკული ეკუმენიზმის წინააღმდეგნი ვართ, მაგრამ ვემხრობით მართლმადიდებლურ ეკუმენიზმს იმ თვალთახედვით, რომელიც მ. გიორგი ფლორივსკიმ გააჟღერა: „როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრსა და მღვდელმსახ-ურს მწამს, რომ ეკლესია, რომელშიც მოვინათლე და აღვიზარდე, არ-ის ჭეშმარიტი, ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია. ამის მწამს მრავალი მიზეზის გამო: პირადი რწმენის საფუძველზე, სულიწმინდის ღრმა რწმენით, რომ მისით აღესრულება ეკლესიის საიდუმლოებები; აგრე-თვე, რომლითაც შეიცნობა წმინდა წერილი და ეკლესიის წმ. გადმო-ცემა. ამრიგად, პასუხისმგებელი ვარ მასზე, რომ სხვა ქრისტიანული ეკლესიები დაზიანებულნი არიან და მრავალ შემთხვევაში შემიძლია აბსოლუტური სიზუსტით განვსაზღვრო მათი ცდომილება. ამდენად, ქრისტიანების ერთობა უდავოდ მართლმადიდებლობაში დაბრუნებას ნიშნავს. მე არ გამაჩნია პირადი მტკიცებულება, ჩემი მტკიცებულება მხოლოდ და მხოლოდ Una Sancta-ზეა დაფუძნებულია. ამგვარ მართლმადიდებლურ ეკუმენიზმთან მიმართებაში განვაცხა-დეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება თესალონიკში, 29 აპრილიდან 2 მაისამდე, ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრებაზე. გვწამს, რომ სულიწმინდა წარუძღვება წმინდა ეკლესიას, რათა მან ატაროს თავისი მოწმობა ჭეშმარიტებას და სიყვარულში თანახმად პავლე მოციქულის უწყებისა: „არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყვარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე". (ეფ. 4. 15).
არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი) ათონის წმ. მთის ღირსი გრიგორიუსის მონასტრის იღუმენი. Православный Апологет. 2011.
"xareba.net” - ის რედაქცია უკან დაბრუნება |