მთავარი > სრულიად მართლმადიდებელთა კრება > ეკუმენიზმში დაღმასვლა მუქარის შემცველი გახდა

ეკუმენიზმში დაღმასვლა მუქარის შემცველი გახდა


6-07-2015, 14:41

ეკუმენიზმში დაღმასვლა მუქარის შემცველი გახდა

 

   პირველმა მიტროპოლიტმა სერაფიმემ რომაულ-კათოლიკური ეკლ-ესიის ეკუმენისტური ინიციატივის თაობაზე მორიგი მწვავე განცხა-დება გააკეთა. ამ თემაზე მისი მიმართვა ბერძნულ პორტალ Romfea-ში დაიბეჭდა.

   „ეკუმენიზმში დაღმასვლა მუქარის შემცველი გახდა. უკვე შეინიშ-ნება წმინდა კანონთა უგულებელყოფის მცდელობა. ერეტიკოსები ჩვენი განადგურების ვარიანტებს გვთავაზობენ, ხოლო ზოგიერთი ჩვენი კლერიკოსი, უმაღლეს ხარისხში შემოსილი, სამწუხაროდ, ამ სა-კითხებს განიხილავს.

   ახალი „ბომბი", რომელიც ახლახან აფეთქდა, ისროლა ვატიკანის ერ-ესმეთაურმა პაპმა ფრანცისკო I-მა, რათა ყველა ქრისტიანის - ერე-ტიკოსებისა და მართლმადიდებლებისათვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საერთო თარიღი დადგინდეს. ეს საკითხი ფართო განხილვის საგანი გახდა საზოგადოებაში!

   სულიერი პარალიტიკოსი უძველესი დასავლური კათედრისა გვთა-ვაზობს, „ნაგვის ყუთში გადავყაროთ" I მსოფლიო კრების (325) კანონი, სადაც არაორაზროვნად განისაზღვრა ბრწყინვალე აღდგომის დღესა-სწაულთა დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი. ეს კანონი არანაირი ცვლილების საბაბს არ იძლევა, არამედ მთელი სიზუსტით გვავალ-დებულებს მის შესრულებას.

   გვაქვს ინფორმაცია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლ-ომემ იტალიურ ჟურნალ La Stampa-სათვის მიცემულ ინტერვიუში პაპი ფრანცისკო I-ს ენციკლიკის თაობაზე გააკეთა კომენტარი. ჟურ-ნალისტმა სხვა საკითხებთან ერთად (ეკოლოგია და ა.შ.) ჰკითხა პა-ტრიარქს: „პაპმა ფრანცისკმა კიდევ ერთი შეთანხმება შემოგთავაზათ ბრწინვალე აღდგომის დღესასწაულის ერთიანი თარიღის მიღების თაობაზე. ეთანხმებით მის მოსაზრებას?"

   კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უპასუხა: „მართლმადიდებელი ეკ-ლესია უკვე ნახევარი საუკუნეა განიხილავს ამ საკითხს. მაგრამ რე-ალურად ის განიხილება სრულიად მართლმადიდებელთა კრების მზადების ფარგლებში, რომელიც მომდევნო წელს სტამბოლში ჩატ-არდება. იქ იქნება შესწავლილი ამ საკითხის სხვადასხვა ვარიანტი მეცნიერულ და ლიტურგიკულ დონეზე. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით „რკინის ფარდის" ჩამოხსნის შემდეგ, რომელიღაცა ნაციონალური ეკლესიის ზოგიერთი ძალები გამოდიან ამ რეფორმა-ტორული იდეის წინააღმდეგ. არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ მსგა-ვსი შეთანხმება სასარგებლო იქნება განსაკუთრებით ამერიკაში, დასა-ვლეთ ევროპასა და ოკეანის მიდამოებში მცხოვრებთათვის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი წინადადება მოწონებულ უნდა იქნეს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, რათა საფრთხის ქვეშ არ დადგეს მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობა".

   მსოფლიო პატრიარქის განცხადება საკმაოდ გასაგები და გულახდ-ილია. მსგავსი რეფორმის გატარებით ის სარგებელს ხედავს „ამე-რიკაში, დასავლეთ ევროპასა და ოკეანის მიდამოებში მცხოვრები ქრისტიანებისთვის". ბუნებრივია, მას აზრად ამ მოსვლია, პაპის ყურა-დღება მიეპყრო I მსოფლიო კრების ღვთივგანბრძნობილი კანონისა-კენ, რომელსაც დასავლეთის ძველი რომის ეკლესია საუკუნეების მანძილზე აღიარებდა. პაპს არ ადარდებს I მსოფლიო კრების კანონის დარღვევა, რომელზეც სამარადჟამოდ დადგინდა ბრწყინვალე აღდგო-მის დღესასწაულის თარიღი.

   მას ადარდებს „რაღაც ნაციონალური ეკლესიების წინააღმდეგობა", რომლებიც I მსოფლიო კრების კანონის პატივისცემას მოითხოვენ!

   ასევე ერთობ გულახდილი იყო პატრიარქი ბართლომე, როცა აღდ-გომის ბრწყინვალე დღესასწაულის თარიღის დადგენის თაობაზე საუ-ბრობდა. ეს თარიღი, მისი თქმით, სრულიად მართლმადიდებელთა კრების მზადების ჩარჩოებში უნდა დადგინდეს.

 

Православие.ру. 2015.

მიტრ. სერაფიმე პერიელი

 

 xareba.net" - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება