მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე გიორგი ჯორჯე ბოგიჩი - სამრევლო მღვდელი (ხს. 17 ივნისი)
მღვდელმოწამე გიორგი ჯორჯე ბოგიჩი - სამრევლო მღვდელი (ხს. 17 ივნისი)16-08-2015, 00:02 |
ჯორჯე ბოგიჩი 1911 წლის 6 თებერვალს დაიბადა ქალაქ სუბოტს-კაში. მან გიმნაზია დაამთავრა ნოვი გრადიშკეში, სასულიერო სემი-ნარია - სარაევოში, ხოლო სამღვდელო ხელდასხმა 1934 წლის 25 მაისს მიიღო პაკრაცში. მღვდელი ბოგიჩი მაიარისა და ბოლმაჩის სამრევლოებში მსახურო-ბდა, საიდანაც 1940 წელს ნაშიცის სამრევლოში გადაიყვანეს, სადაც ომმა მოუსწრო. მამა ჯორჯეს (გიორგის) მოწამობრივ აღსასრულში წილი უდევს ნა-შიცელ კათოლიკე მღვდელ სიდონი შოლცს. ვიქტორ ნოვაკი1 გვიამ-ბობს, რომ შოლცმა „ჯორჯე ბოგიჩი სატანური სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისათვის გადასცა ადგილობრივ წინამძღვარს." ამ საშინელი ტრაგედიის დაწვრილებითი აღწერილობა ასეთია: 1941 წლის 17 ივ-ნისს მღვდლის ბინაში ორ უსტაშთან ერთად შეიჭრა უსტაში ფელიქს ლახნერი, ნაშიცკის მერძევე და განაცხადა, რომ ბოგიჩი დაუყოვ-ნებლივ უნდა გამოცხადებულიყო დაკითხვაზე. მამა ჯორჯე გამოვ-იდა სახლიდან და სადარბაზოსთან მდგომ მანქანაში ჩაჯდა, რომელიც მინდვრებისაკენ წავიდა. მამა ჯორჯე გაიყვანეს ქალაქიდან და წმიდა მარტინის სამრევლოს მახლობლად სასტიკად აწამეს. უსტაშებმა მღვდელი ხეზე მიაბეს, მოკვეთეს ცხვირი, ყურები, ენა, კანიანად აა-გლიჯეს წვერი. ამის შემდეგ ყველაზე ცინიკური შეურაცხყოფით და-სთხარეს თვალები. ბოლოს ერთ-ერთმა უსტაშმა გამოფატრა მუცელი, გამოუღო შიგნეულობა და მოწამეს ყელზე შემოახვია. როდესაც მამა ჯორჯემ გონება დაკარგა, უსტაშებმა გადაჭრეს თოკი, რომლითაც იგი ხეზე იყო მიბმული. მოწამე ძირს დაეცა და ჯალათებმა დაცხრილეს. მღვდლის ცხედარი მთელი ღამე მკვლელობის ადგილას დარჩა. მე-ორე დღეს, დაახლოებით ოთხ საათზე, ბოშებმა აიღეს და ბრეზკის კოლონიის სასაფლაოზე დაკრძალეს.
1ვიქტორ ნოვაკი - თანამედროვე სერბი ისტორიკოსი. მან დაწერა "მაგნუმ კრიმენი" („ბარბაროსობა ქრისტეს სახელით"), რომელიც პირველად 1948 წელს გამოქვეყნდა. წიგნში შეტანილია მეორე მსოფლიო ომისა და შემ-დგომ პერიოდში ხორვატი კათოლიკეების მართლმადიდებელთა კათოლ-იციზმზე ძალადობრივი გზით მოქცევის ყველაზე საშინელი დანაშა-ულობები, ასევე კათოლიკური ეკლესიის იერარქებისა და ვატიკანის „გულახდილობა" იუგოსლავიაში მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.
უკან დაბრუნება |