მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე ბრანკო დობროსავლევიჩი - სამრევლო მღვდელი (ხს. 7 მაისი)

მღვდელმოწამე ბრანკო დობროსავლევიჩი - სამრევლო მღვდელი (ხს. 7 მაისი)


5-08-2015, 00:07

 

 

  ბრანკო დობროსავლევიჩი 1886 წლის 4 იანვარს დაიბადა ქალაქ სკრადში. 1908 წელს მან სრემსკო კარლოვაცის სასულიერო სემინარია დაამთავრა და მიიღო სადიაკვნო ხელდასხმა, შემდეგ კი სამღვდელო ხარისხიც. მამა ბრანკო მსახურობდა გორნოკარლოვაცის ეპარქიის რა-მდენიმე სამრევლოში (ბუვაჩა, რადოვიცა და ველუნი). თავდაუზო-გავი მსახურების გამო იგი წმიდა საბას ორდენითა და იუგოსლავიის გვირგვინის V ხარისხის გვირგვინით დაჯილდოვდა. 1841 წლის 6 მაისს წმიდა გიორგი ძლევამოსილის ხსენების დღეს დეკანოზი ბრა-ნკო დობროსავლევიჩი დააპატიმრეს. ამ დღეს ველუნში, ცვიანოვი-ჩებსა და პოლოში ველუნელმა მასწავლებელმა, უსტაშმა ივან შაი-ფორმა დამსჯელი რაზმით თავისი სისხლიანი ქმედებები დაიწყო. მაშინ დეკანოზ ბრანკოსთან, მის ვაჟ ნებოიშესთან და ცვიანოვიჩ ბდადელ მღვდელ დიმიტრი სკორუპანთან ერთად კიდევ 500 მართ-ლმადიდებელი სერბი დააპატიმრეს. თავდაპირველად ისინი ჟანდარ-მერიის ციხეში დაამწყვდიეს, სადაც სასტიკად გვემეს. განსაკუთ-რებული სისასტიკით აწამებდნენ მამა ბრანკოს ვაჟს, ნებოიშს. უსტ-აშებმა მამა ბრანკო აიძულეს ცოცხალი შვილისათვის აეგო წესი. მეორე დღეს, 1941 წლის 7 მაისს კესტენოვაცის ტყეში ყველა მოწამე მხე-ცურად დახოცეს. ომის შემდეგ, 1946 წელს, წმიდა ნეშტები ველუნში გადაასვენეს და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.



უკან დაბრუნება