მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე ნოვო დელიჩი - სამრევლო მღვდელი (ხს. 3 აპრილი)

მღვდელმოწამე ნოვო დელიჩი - სამრევლო მღვდელი (ხს. 3 აპრილი)


4-08-2015, 00:04

მღვდელმოწამე ნოვო დელიჩი - სამრევლო მღვდელი (ხს. 3 აპრილი)

 

 

   ნოვო დელიჩი 1901 წლის 2 თებერვალს დაიბადა შავნიცკის მაზრის დაბა კომრნიცაში. მან 1926 წელს დაამთავრა წმიდა პეტრე ცეტინსკის სემინარია. 1927 წელს ეკურთხა მღვდლად. მამა ნოვო მსახურობდა დალმატინსკის ეპარქიის ბასტას სამღვდელმთავრო სამთავროს ბოს-ნია-პეტროვაცკის სამრევლოში, ბოსნია-გრახოვსკისა და ბანალუკის მაზრების სხვადასხვა სამრევლოში. ფაშისტური ხ.დ.ს. (ხორვატთა და-მოუკიდებელი სახელმწიფოს) წარმოქმნის შემდეგ უსტაშური მახვი-ლისაგან თავდასაცავად მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მამა ნოვომ ძნელად სავალი მთები გადალახა და მშობლიურ მხარეში დაბრუნდა.

   1941 წლის ივლისში მამა ნოვო პლავსკის სამწყსოში დაინიშნა სამ-რევლო მღვდლად, საიდანაც ალბანური ჯარის ოკუპაციის შემდეგ შავნიცკის მაზრის პლანინოპივსკის სამრევლოში გადაიყვანეს. 1942 წლის 3 აპრილს იგი წითელმა უღმერთოებმა მოკლეს და შავნიკის ახლოს ბერიშინა ლუკის ხაროში ჩააგდეს. მისი ცხედარი 1942 წლის 5 ივლისს იპოვეს, წესი აუგეს და დაკრძალეს. მამა ნოვოს მკვლე-ლობას თან სდევდა სასტიკი მკრეხელობა: ფანატიკოსებმა მღვდელს თვალები დასთხარეს, ხელში სახარება დააჭერინეს და საღმრთო წე-რილის კითხვას აიძულებდნენ. 



უკან დაბრუნება