მთავარი > პატრიარქის ქადაგებები > ამონარიდი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ქადაგებიდან (5 ივლისი, 2015 წელი)

ამონარიდი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ქადაგებიდან (5 ივლისი, 2015 წელი)


5-07-2015, 16:34

ამონარიდი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ქადაგებიდან (5 ივლისი, 2015 წელი)

 

 

   "ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქა-დაგებისას განაცხადა. 

  როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ქართული მეცნიერება, სულიერება იმდენად ძლიერია და იმდენად მაღლა დგას, რომ ბევრი რამ უცხო ქვეყნებმა შეიძლება საქართველოსგან ისწავლონ. 

  პატრიარქმა ასევე საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.

  "თქვენ იცით, რომ საბერძნეთში არის ხალხის გამოკითხვა, სურთ თუ არა დარჩნენ ევროკავშირში, ევროსაბჭოში. მე მინდა კიდევ ერ-თხელ შეგახსენოთ, რომ ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა, ჩვენი ქა-რთული, ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასე-ულობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროპას ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა. მინდა შე-გახსენოთ, რომ ჩვენი მეცნიერება, ჩვენი სულიერება იმდენად ძლი-ერია, იმდენად მაღლა დგას, რომ ბევრი რამ შეიძლება უცხო ქვე-ყნებმა საქართველოსგან ისწავლონ. ჩვენ ბერძენ ხალხს ვუსურვებთ, მშვიდობამ დაისადგუროს მათ გულში, მათ ქვეყანაში. მით უმეტეს, როცა ჩვენ გვიჭირდა, მრავალი ქართველი საბერძნეთში წავიდა და იქიდან ეხმარებოდა საქართველოს და ოჯახებს. ვფიქრობ, ეს განსა-ცდელი საბერძნეთში გაივლის. ეს განსაცდელი არა მხოლოდ საბე-რძნეთში, არამედ მთელს მსოფლიოშია. ყველაფერი დამშვიდდება და თავის კალაპოტში ჩადგება", - ბრძანა პატრიარქმა.




უკან დაბრუნება