მთავარი > ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ათონის მთის წმ. კინოტის მიმართვა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს

ათონის მთის წმ. კინოტის მიმართვა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს


5-07-2015, 00:14

 

 

   ღრმა პატივისცემით უფალში მივესალმებით თქვენს ღვთაებრივ ყო-ვლადუსამღვდელოესობას, გამოვხატავთ ჩვენს შვილობრივ მოწიწებას და აღვავლენთ ჩვენს მდაბალ ლოცვას, რათა ღმერთმა წყალობა ჰყოს ახალი წლის მიჯნაზე.

   გავხდით რა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღში ცხოვრების ღირ-სნი, აღვასრულებთ რა წმინდა საღვთისმსახურო წეს-განგებას თუ ღმერთშემოსილი მამების თხზულებათა კითხვის ჟამს, განსაკუთრე-ბულ პატივს მივაგებთ მღვდელმოწამე პროსტო კოსმას და მის თა-ნამყოფთ, ვინაიდან აღმსარებლური რწმენითა და სისხლით „მათ დაიცვეს ეკლესიის სიწმინდე მწვალებლობისა და ცდომილებებისაგან, არ ისურვეს ლათინობრძნობელებთან ერთად ზიარება და მათ თან-ამოაზრედ ყოფნა" (მე-3 გალობის ტროპარი და კონდაკი), ასევე, პატივს მივაგებთ ღირს ნიკოდიმოს მთაწმინდელს და წმინდა მარკოზ ეფესელს ევგენიკოსთან ერთად, ვინაიდან „მან ამხილა ლათინთა სიახლენი, რომელმაც შეურაცხყო ღვთაებრივი რწმენა" (სიტყვა მცირე მწუხრის ჟამს); აგრეთვე ვკითხულობთ ღირსი სილუანეს გულმხურ-ვალე სიტყვას: „რამდენად ნეტარნი ვართ მართლმადიდებელი ქრის-ტიანები, ვინაიდან უფალმა სულიწმიდაში ცხოვრება მოგვმადლა... გრწმენით მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია, იმიტომ რომ მასში მკვიდრობს მაცხონებელი მადლი, რომელიც ქრისტეში სიმდაბლის მეშვეობით მოიპოვება!"

   ვიკვებებით რა ამ სულიერი ტრადიციით და ვიაზრებთ რა სიახლ-ეთაგან წმინდა ეკლესიის დასაცავად ძველი და ბოლო დროის მამათა ბრძოლის გამოცდილებას, გვიმძიმს იმის გააზრება, თუ რა მოხდა წმინდა ანდრია პირველწოდებული მოციქულის საზეიმო დღეს: წმი-ნდა საკურთხეველიდან საიმისოდ გამოსვლა, რომ ლიტურგიკული ამბორით მიგეგებოდით ანაფორით შემოსილ რომის პაპს, რომელმაც შემდეგ ხმამაღლა წაიკითხა უფლის ლოცვა!

   ჩვენ, რომლებიც ვიღვწით მამათა და ძმათა წმინდა სახელმწიფოში, უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ, გამოვხატავთ გაუნელებელ წუ-ხილს, ვინაიდან ის, რაც ზემოთ ითქვა, ჭრილობას აყენებს მართლ-მადიდებლურ დოგმატიკასა და ლიტურგიკულ გრძნობას და მთელი ქრისტიანული სამყაროს საწუხარია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვა-რწმუნებს, რომ მასში არაა არანაირი სარგებელი, არამედ მხოლოდ სა-ცდურია, რომელიც გახლავთ ათეული წლების მანძილზე უშედეგოდ მიმდინარე საღვთისმეტყველო დიალოგების ნაყოფი, რითაც ჭეშმარი-ტებასა და რწმენაში მოჩვენებითი ერთობა წარმოჩინდა, ვით მიუღ-წეველი რეალობა. სინამდვილეში მრავალი რომაელი კათოლიკე, და-სავლეთის ეკლესიის სეკულერიზებით იმედგაცრუებული, პაპიზმის ერეტიკული სწავლებით გამსჭვალული, მართლმადიდებლობაში ეძ-ებს გამოსავალს.

   როგორც წმინდა კინოტმა, თქვენო უწმინდესობავ, შვილობრივ ვალ-დებულებად მივიჩნიეთ თქვენთვის მოგვეწვდინა ჩვენი ბრძოლა, გა-ნვიცდით ძლიერ მისწრაფებას საიმისოდ, რომ მთელი მართლმა-დიდებლობისა და წმინდა მთის ორგანიზმის საეკლესიო ერთობა იყოს ურყევი. არ დაგიმალავთ, რომ განსაკუთრებით გვაღელვებს და გვამწუხრებს ამ ადგილას ორმოცდაათი წლის წინ განვითარებული დრამატული მოვლენების განმეორების შესაძლებლობა. ამაზე უარესს, რა თქმა უნდა, ვერ ისურვებ, ვინაიდან ამან მიგვიყვანა სავალალო შედეგებამდე, რის შესახებაც გაუწყეთ NФ 2/7/1679/18. 7. 2014 წლის წერილით.

  ვიაზრებთ რა იმ მძიმე ტვირთს, რომელიც დაკისრებული გვაქვს, ტკივილითა და გულის შემუსვრილებით, შვილობრივი თხოვნით, წა-რმოგიდგენთ ამ (ეპისტოლეს), რათა გამოიჩინოთ მამობრივი მზრუნ-ველობა, დაამშვიდოთ ჩვენი ძმების სინდისი, „რისთვისაც მოკვდა ქრისტე". გამოვითხოვთ თქვენს პატრიარქულ ლოცვას და გულის-მიერი ამბორით, ღრმა კრძალულებით ვემთხვევით თქვენს მაკურთ-ხეველ მარჯვენას.

 

 

ანტიპროსოპი - წარმომადგენლები საყოველთაო კრებაზე და წმინდა ათონის მთის ოცივე წმინდა მონასტრის ხელმძღვანელები.

 

 

 

"xareba.net"-ის რედაქცია



უკან დაბრუნება