მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე პლატონი - ბანიალუკის ეპისკოპოსი (ნაწილი II)

მღვდელმოწამე პლატონი - ბანიალუკის ეპისკოპოსი (ნაწილი II)


30-07-2015, 00:02

 

 

   ბანიალუკეში ეპისკოპოს პლატონის ხანმოკლე საქმიანობა (1 ოქტო-მბრიდან 1941 წლის 6 მაისამდე) მადლიერი სამწყსოს ხსოვნამ შემ-ოინახა. პირველი სამღვდელმთავრო ლიტურღია მან წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში სერბელი პარასკევა პიატნიცას ხსე-ნების დღეს აღასრულა. ხალხმა და სამღვდელოებამ იგი პირველივე შეხვედრისთანავე მთელი გულით მიიღო. მეუფე სიყვარულით აკუ-რთხებდა მორწმუნეებს, თანაგრძნობითა და ყურადღებით იღებდა და უსმენდა მღვდლებს. მორწმუნეები მაშინვე მიხვდნენ, რომ სულიერი მამა და მწყემსი შეიძინეს. მისი ჩამოსვლის მოწინააღმდეგე პოლი-ტიკოსები, ხალხში შფოთის შემტანები, განიარაღებულები დარჩნენ მისი თბილი მოპყრობით, სიყვარულითა და მისი მღვდელმთავრული შესახედაობის სიტკბოებით.

  ევროპაში მეორე მსოფლიო ომი იწყებოდა, საომარი ტრაგედიის ღრუბელი სერბეთზეც ჩამოწვა. მეუფე ნათლად გრძნობდა, რა საშ-ინელი ბოროტება ემუქრებოდა ქვეყანასა და ხალხს. მან გადაიტანა და ახსოვდა ბალკანეთის ომების მთელი საშინელება და პირველი მსო-ფლიო ომის ულმობელი განსაცდელები. მას ეშინოდა არა საკუთარი თავის გამო, არამედ გული შესტკიოდა ხალხზე, რომლის ჭრილობები განვლილი კატასტროფების შემდეგ ჯერ კიდევ არ მოშუშებულიყო. მას ესმოდა, რომ მომავალი ომი უფრო საშიში და ულმობელი იქ-ნებოდა. მძიმე სულიერმა მდგომარეობამ, დაასუსტა მისი უკვე დიდი ხნის წინ შერყეული ჯანმრთელობა და 1941 წლის დასაწყისში იგი საწოლზე მიჯაჭვული აღმოჩნდა; მცირე ხნით გაუმჯობესების მიუხე-დავად მოწამეობრივ აღსასრულამდე იგი ამგვარ მდგომარეობაში დარჩა.

   გერმანელთა ოკუპაციის შედეგი და ნაყოფი იყო ეგრეთ წოდებული ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს (ხ. დ. ს.) შეიქმნა ანტე პაველიჩის მეთაურობით. ყველგან შიშისა და განგაშის ატმოსფერო სუფევდა. დაიწყო დევნა, ქურდობა, მკვლელობები, სიწმინდეების შეურაცხყოფა. უსტაშები სატანური სისასტიკით აღიჭურვნენ სერბი ხალხისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. მათ იცო-დნენ, მწყემსის განგმირვით სამწყსოსაც გაანადგურებდნენ და მთელი თავიანთი სიძულვილი ბანიალუკის მღვდემთავრისადმი მიმართეს. მას მოსთხოვეს დაეტოვებინა სამწყსო, საეპისკოპოსო კათედრა და ეპარქია. მეუფისათვის არჩევანი არ არსებობდა და არც შეიძლებოდა არსებულიყო, რადგან თავის სამღვდელმთავრო მსახურებასა და საე-პისკოპოსო აღთქმას საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა აყენებდა, თუმცა ბრწყინვალედ ესმოდა, როგორი საფრთხეც ელოდა. უსტაშთა ჯალათს ვიქტორ გუტიჩს მან ასეთი რამ განუცხადა: „მე ბანიალუკის ეპის-კოპოსად შესაბამისი მთავრობის მიერ კანონიკურად და კანონიერად ვარ დაყენებული და აღვუთქვი უფალს, ეკლესიასა და ხალხს, რომ ყოველთვის ვიზრუნებ სამწყსოზე. მიუხედავად ყოველგვარი ვითარე-ბისა, მე ჩემი ცხოვრება და ბედი სამუდამოდ დავუკავშირე ჩემი სამწყსოს ცხოვრებასა და ბედს და მის სულიერ მცველად დავრჩები მასთან, როგორც მწყემსი კეთილი, თავის ცხოვართათვის სულის დამდები, სანამ უფალი თავისთან არ მომიწოდებს. ასეთი აღთქმა დავდე ეპისკოპოსის ხარისხის მიღებისას, ბანიალუკის ეპარქიის მმართველობის მიღებისას და დავრჩები ამ აღთქმის ერთგული და ურყევი ვიქნები ჩემს ერთგულებაში, მანამ სანამ შეგნებულად და დამოუკიდებლად შემეძლება ჩემი ნების გამოხატვა.” უსტაშთა კარ-დინალს ამგვარი პასუხი გაეგზავნა. ეპისკოპოს პლატონის მტკიცე და შეურყეველმა პოზიციამ უსტაშ ჯალათებს თავზარი დასცა, მაგრამ თავიანთი გეგმა არ შეუცვლიათ. ხოლო გეგმა ნათელი იყო; მათი ხელობა სიკვდილი იყო. ისინი დანაშაულს ჩაიდენდნენ იმ შემთხ-ვევაშიც კი, თუკი მეუფე სხვაგვარ პასუხს გასცემდა. განა ისინი არ ხოცავდნენ კათოლიკობაზე გადასულ სერბებს? მათ სჭირდებოდათ სერბების დაშინება, შეეგნებინათ მათთვის, რომ მათი მეთაურის ყოველგვარი მუქარა მკვლელობებზე, გაკათოლიკებასა და დეპორტა-ციაზე ასრულდებოდა. მეუფე ილუზიებიდან შორს იყო. ის ხედავდა და იცოდა მტრის ბოროტება და შეუბრალებლობა, მაგრამ მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე: ეპარქია არ მიეტოვებინა. ავადმყოფობა ძლიერდებოდა, თავის ბოლო წერილში ის წერდა: „მე უნდა მოვღო-ნიერდე, მე ძალიან დავიტანჯე და დავსუსტდი... მზერას მივაპყრობ ზეცას, უფალს და ვსასოებ მის მოწყალებაზე..."

   1941 წლის 6 მაისის ღამეს უსტაშმა ჯალათებმა დააპატიმრეს მძიმედ ავადმყოფი მეუფე და დეკანოზ დუშანთან (სუბოტიჩთან) ერთად ქა-ლაქიდან გაიყვანეს. ისინი მხეცურად აწამეს მდინარე ვრბანის ნაპირას და წყალში ჩაყარეს. ორივე მოწამის დასახიჩრებული სხეული ტალ-ღებმა ნაპირზე გამორიყა. მეუფე ბანიალუკეს სამხედრო სასაფლაოზე ფარულად და წესის აუგებლად დაკრძალეს. კანონიზაციის შემდეგ კი მოათავსეს ლუსკუმაში და ღიად დადეს მორწმუნეთა თაყვანისსა-ცემად.

   მეუფის მოწამეობრივი აღსასრულის მოწმეებიდან ცოცხალი არავინ დარჩა, ანდა ისინი არ არიან ჩვენთვის ცნობილნი, მაგრამ მრავალმა ადამიანმა იხილა დატანჯული, დასახიჩრებული სხეული. ყველა თვითმხილველის ჩვენება ემთხვევა: სახეზე დარჩენილიყო საზარელი წამების კვალი - ჯალათებმა მოაჭრეს ცხვირი და ყურები, დააგლიჯეს წვერი; ტანზე აჩნდა ამოჭრილი, მარილისაგან ამოჭმული ჭრილობები, სამი ნატყვიარისაგან დარჩენილი დამწვრობის კვალი. მარადიორებმა სხეულზე მხოლოს ქვედა საცვლები, ტყავის ქამარი და ბათინკები შე-არჩინეს.

   მხოლოდ უფალმა უწყის ეპისკოპოს პლატონის ტანჯვისა და მისი მტანჯველების სისატიკის საზომი. ჩვენთვის ცნობილია ერთი: მღვდელმოწამე ბოლომდე, შეურყევლად დარჩა უფლის, მართლმა-დიდებლობისა და სერბეთის ერთგული. სულიერად განვჭვრეტთ მისი პიროვნების სიდიადეს, მის ტანჯვას, მუხლს ვუყრით და მთე-ლი გულით ვლოცულობთ: „მღვდელმოწამეო მეუფეო, ბანიალუკის მღვდელმთავარო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!" 

 



უკან დაბრუნება