მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მოწამე იაგლიკა პივსკაია
მოწამე იაგლიკა პივსკაია2-08-2015, 00:02 |
"ყველაფერი, რასაც დავიპყრობთ: ქალები, საქონელი, იარაღი - ყვე-ლაფერი თქვენია, რასაც ვერ გამოიტანთ და გამოიყვანთ, დაე, ცეც-ხლმა დანთქას" (ეს დირექტივა ერთ-ერთი ტყვედ ჩავარდნილი ნაცის-ტის დოკუმენტებში იპოვეს). ეს ასე მოხდა: ყველაფერი გადაიბუგა. მტერი შეუბრალებელი, სასტ-იკი და ურყევი იყო. იმ ავბედით 1943 წელს მთელი პივა1 ცეცხლის ალში გაეხვია. დამპყრობელთა სისასტიკემ პივის ყოველ სოფელს დააჩნია კვალი. ბევრი სოფელი საძირკვლამდე გადაიბუგა, მოსახ-ლეობა განადგურდა, ვინც გაქცევას ცდილობდა, იჭერდნენ და ხვრე-ტდნენ. მხოლოდ ერთ სოფელ დოლში 400 ადამიანი დახვრიტეს. დაბა ბუკოვაცში ყველა ახალგაზრდა კაცი და ბიჭი ამოწყვიტეს, მხოლოდ შვიდიოდე ხანშიშესული კაცი გადარჩა. მტერი გაუგონარი სასტიკი ბოროტმოქმედებით სიკვდილსა და საშინელებას თესავდა და მაღალი მთებისაკენ მიიწევდა. მთის ერთ-ერთ სოფელში მათ კიდევ 64 ად-ამიანი აღმოაჩინეს, რომლებიც ჯალათებს ძლივს დასხლტომოდნენ და ახლა ახალ მტარვალებს ჩაუვარდნენ ხელში. ისინი სოფლის ერთ-ერთ სახლში ჩაამწყვდიეს. მეორე დილით - ან სიბრალულის, ანდა აგდებულად მოპყრობის სურვილით - გერმანელმა ოფიცერმა კარები გააღო, უბრძანა მათ გაქცეულიყვნენ და ჰაერში გაისროლა. გაქცეუ-ლებმა დამალვა ვერ მოასწრეს. ისინი კვლავ ფაშისტების ჯგუფმა შეიპყრო და მახლობელ სოფელში ობრენ გიოკოვიჩის სახლში დაამ-წყვდიეს. იქ, უფლის ამაღლების დღეს, 44 კაცი ცოცხლად დაწვეს. მათ შორის იყო სოფელ ლუჟინოდან 17 წლის გოგონა იაგლიკა ად-ჟიჩი, კრსტო და სტოი მიტრიჩის ქალიშვილი (იქ იმყოფებოდა მთელი მათი ოჯახი - მამა, დედა და სამი პატარა ძმა). მოხდენილი, შავთვალა, ვარდისფერლოყება ქალიშვილი, მაღალი შუბლითა და გრძელი ქერა ნაწნავებით, რომელთაც მუდამ მანდილი უფარავდა, შეუძლებელი იყო უღმერთო მწვალებლებს არ შეემჩნიათ. იგი ახლობლებისა და თანასოფლელებისაგან მოშორებით გაიყვანეს, რათა შეურაცხეყოთ, ჩაეკლათ მასში რწმენა, რომელსაც ზეციური სასუფევლისკენ მიჰყა-ვდა. ასაკით ბავშვი, მაგრამ სიბრძნით ზრდასრული ქალიშვილი მი-ხვდა დამყრობელთა ზრახვას. გოგონამ მზერა ზეცას მიაპყრო და წარმოთქვა: „თქვენ გსურთ ტან-ჯვითა და აუტანელი ჭრილობებით შეგვაშინოთ! შეკრიბეთ წამებისა და ტანჯვის ყველანაირი იარაღი: ხმლები, რკინის ჭანგები, დანები, ნემსები, მსოფლიოს ყველა ჯალათს მოუხმეთ, დაე, მათ ერთმანეთის მიყოლებით ჯიჯგნონ ჩემი სხეული, სანამ არ ნახავენ, რომ იარაღი დაემსხვრევათ, ხოლო ხელები დაღლილობისაგან დაეკიდებათ, ვიდ-რე მე ქრისტეს განვუდგები, რომელიც მწარე ტანჯვას ტკბილ სამო-თხისეულ სასმელად გარდააქცევს, დროებით სიკვდილს კი - საუკუნო ცხოვრებად." ამ სიტყვებით იგი ხელიდან გაუსხლტა ჯალათებს, თა-ვისით გადაეშვა ცეცხლში და იმავ წამს შეაბიჯა ზეციურ სასუფევლის კარიბჭეში, საუკუნო ცხოვრებაში. მოწამე იაგლიკა ადჟიჩის შესახებ მოწმობს მისი, 80 წელს მიტანებული ძმა პაველ ადჟიჩი, ნაცისტური გენოციდის ცეცხლიდან უფლის სასწაულით ცოცხლად გადარჩენილი.
1პივა - მაღალმთიანი ვრცელი რაიონი ჩერნოგორიაში.
უკან დაბრუნება |