მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მოვემზადოთ მარადიული ცხოვრებისათვის (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
მოვემზადოთ მარადიული ცხოვრებისათვის (წმიდა პაისი მთაწმინდელი)20-04-2017, 00:09 |
- გერონდა, ერთმა ჭაბუკმა თავის მშობლებს წერილი დაუტოვა, რომ თავის მოკვლა სურს, რადგან არ არის ლამაზი და ამაში მშობლები არიან დამნაშავე ... - ადამიანებს ვერ შეუცვნიათ ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი. მათ არ სწამთ მარადისობის, და ტანჯვა-წამება სწორედ აქედან გამომდინარეობს. „მე უსამართლოდ მაწყენინეს, - ამბობს ადამიანი, - სხვანი ხარობენ მე კი არა". ადამიანები უკმაყოფილონი არიან თავიანთი მდგომარეობით, აქ ეგოიზმი იჩენს თავს, შედეგად კი იტანჯებიან. ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს. თითოეულ ადამიანს ის მიანიჭა, რაც მისთვის სასარგებლოა: „სიმაღლე, სილამაზე, სიმამაცე და სხვა. ღმერთმა ადამიანს მიანიჭა ის, რაც ცხოვრების გზაზე ხელს შეუწყობს, თუ, მე ასეთი, ის კი სხვანაირი?" მაგრამ შენ ხომ ერთი ნიჭი მოგეცა, მეორეს კი - სხვა. ერთმა სალოსმა რუმინელმა ბერმა, რომელიც წმინდა მთაზე მოღვაწეობდა, ამ პრობლემით შეწუხებულ ადამიანს ასეთი ისტორია უამბო: „დაინახა ბაყაყმა ხარი და თქვა: „მე მსურს ხარად გადავიქცე!" გაიბერა, გაიბერა და საბოლოოდ გასკდა: ღმერთმა ხომ იგი ბაყაყად შექმნა, ხარი კი ხარად... სიხარული გვმართებს, რომ ღმერთმა ასეთები შეგვქმნა, როგორებიც ვართ. როდესაც ადამიანი გამოიყენებს მისთვის ბოძებულ ხელსაყრელ საშუალებებს, ირწმუნებს ღმერთს და მარადიულ ცხოვრებას, ანუ, როდესაც იგი ჩაწვდება ამასოფლის ღრმა აზრს, შეინანებს, შეიცვლის ცხოვრების წესს, მაშინ მას მიენიჭება ღვთაებრივი ნუგეში და მადლი ღვთისა. ღვთაებრივი მადლი კი შეცვლის მას და განაგდებს მისგან მემკვიდრეობით სენს. მრავალმა ადამიანმა, რომელმაც შეინანა თავისი ცოდვები, თავმდაბლობით იტვირთა ღვაწლი ქრისტესთვის, მოიხვეჭა მადლი ღვთისაგან და გახდა წმინდანი. ჩვენ დღეს მათ თაყვანს ვცემთ და მეოხებას ვითხოვთ უფლის წინაშე. თუმცა ადრე მათ მრავალი ვნება გააჩნდათ. მათ შორის მემკვიდრეობითიც. მაგალითად ღირსი მოსე შავი მოვიყვანოთ. იგი უსასტიკესი ავაზაკი იყო მემკვიდრეობითი ბოროტებით, როგორც კი ღმერთი იწამა, მაშინვე შეინანა ცოდვები, შეუდგა ღვაწლს, ვნებები დათრგუნა და მადლი უხვად მოეფინა მას. იგი წინასწარმეტყველური ნიჭის მიღების ღირსი გახდა. - გერონდა, რაში მდგომარეობს ამ ცხოვრების აზრი? - რათა მოვემზადოთ ჩვენს სამშობლოში, სამოთხეში, ზეცად მოსახვედრად. მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი მიხვდეს - უმთავრესი სულის ცხონებაა. ჩვენ გვავიწყდება, რომ სტუმრები ვართ ამ ქვეყნად. წუთისოფელი იმისთვის არ არის, რომ მღერა-თამაშში გავატაროთ იგი, არამედ რათა ჩავაბაროთ გამოცდა და სხვა ქვეყანა დავიმკვიდროთ. ამიტომ მიზნად შემდეგი პრინციპი უნდა დავისახოთ: მოვემზადოთ ისე, რომ, როდესაც ღმერთი მოგვიწოდებს, დამშვიდებული სინდისით მივეახლოთ მას და მუდამ მასთან ვიყოთ. როდესაც ადამიანი ასეთი შემართებით ცხოვრობს, იგი ყოველთვის გახარებულია იმისთვის რომ ცოცხალია და იმისთვისაც, რომ გარდაცვალება ელის. იმიტომ კი არ ხარობს, რომ ცხოვრებისგან დაიღალა, არამედ იმიტომ რომ გარდაცვალების შემდეგ ქრისტესთან მიახლების იმედი აქვს. იგი ხარობს, რადგან ეს ცხოვრება წარმავალია, საიქიო კი - მარადიული. ასეთი ადამიანი თავის თავს ეკითხება: „რა მელოდება მე, განა მეც იმ ქვეყნად არ წავალ?" იგი წასავლელად ემზადება, ხვდება, რომ ეს არის მისი დანიშნულება და ცხოვრების მიზანი. მოდით, სოციალურ სფეროში მომუშავე ქალბატონებს დავაკვირდეთ. ისინი კეთილნი არიან, სხვათა დასახმარებლად თავდაუზოგავად იღწვიან. განათლებით ისინი ფსიქოლოგები არიან, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის მეთოდი, რომლითაც მათ მოყვასის დახმარება სურთ, არ მოქმედებს. აი, მაგალითისთვის, ფსიქოლოგი მივიდა ფეხმოჭრილი ადამიანის სანუგეშოდ, ის კი ეუბნება: „აი შენ მოხვედი ორივე ფეხზე მდგარი და მეუბნები: „გამარჯობა", - მე კი ერთი ფეხი მაქვს" რას უპასუხებს იგი ამ ადამიანს? როგორ დაეხმარება თავისი ფსიქოლოგიით? ეს ადამიანი თუ არ ჩაწვდა ამ ცხოვრების ღრმა აზრს, მას ვერავინ დაეხმარება. იგი უნდა მიხვდეს, რომ ღვთისგან დაშვებული ამ განსაცდელის უწუწუნოდ დათმენის შემთხვევაში, მას იმ ქვეყნად ზეციური სიხარული და ნუგეში ელოდება. თუ ამას შეიგნებს, იგი აუცილებლად გაიხარებს. თუნდაც ადამიანები ოთხ ფეხზე იდგნენ, იგი უნდა ამბობდეს: „მადლობა ღმერთო, რომ მე მხოლოდ ერთი ფეხი მაქვს". საბრალო ფსიქოლოგები კი, რომლებშიც ცხოვრებას სულიერად არ აღიქვამენ, მიდიან ადამიანების სანუგეშოდ და ასეთი „სოციალური მანუგეშებელი" კიბოთი დაავადებულ ოცდაათი წლის ქალთან, რომელსაც სამი შვილი ჰყავს. რას ეტყვის იგი მას? თუ ეს დედა ვერ შეიცნობს ამ ცხოვრების ჭეშმარიტ აზრს, ბავშვებზე ფიქრისას იგი აუცილებლად სასოწარკვეთილებაში ჩავარდება. თვითონ ეს ფსიქოლოგი თუ ვერ ჩაწვდება, უფრო სასოწარკვეთილებაში ჩავარდება. ვინაიდან, თუ თვითონ არ განეწყო უფრო ღრმა აზროვნად ცხოვრებისადმი, ვერც მოყვასს დაეხმარება ღვთაებრივი ნუგეშის მიღებაში. ამრიგად, საწყალი ფსიქოლოგები არამარტო ფიზიკურად იღლებიან, არამედ გულგატეხილნიც რჩებიან, რადგან სერიოზულ დახმარებას ვერ ანიჭებენ ადამიანებს.
თარგმნა დავით ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |