მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რისთვის გვითმენს უფალი?! (ნაწილი IV) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

რისთვის გვითმენს უფალი?! (ნაწილი IV) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


21-07-2015, 00:03

 

 

   არის კიდევ რიტუალური გამოსახულებების ერთი სახე - ადამია-ნის შიშველი სხეული. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სე-ქსი.

  სიშიშვლე მადლის დაკარგვის სიმბოლოა. ნიშანდობლივია, რომ ქალდეურ, ეგვიპტურ, ბერძნულ და იაპონურ წარმართულ ღვთაე-ბებს შიშვლებს გამოსახავდნენ. შავი მესა, სატანური რიტუალები, ჯადოქრების თავყრილობა, დემონისადმი ლოცვისა და შელოცვე-ბის დროს მონაწილეებისაგან გაშიშვლებას მოითხოვდა. ასევე ნიშ-ანდობლივია ისიც, რომ ანგელოზები ნათელი სამოსით გამოისახე-ბიან, დემონები კი შიშვლები. სექსის რელიგია გზას კვალავს სა-ტანის რელიგიისათვის.

   ქრისტიანებისათვის უდიდეს სიწმინდეს წმიდანთა ნაწილები წა-რმოადგენს. ადამიანის სულთან შეთვისებული სულიწმიდა მის სხეულსაც წმენდს ისევე, როგორც ნელსაცხებელი ტოვებს კეთილ-სურნელებას ჭურჭელზე, რომელშიც ის ინახება. ცოდვა დემონის  შავი დაღია არა მხოლოდ ცოდვილის სულზე, მის სხეულზეც, ცოდვილისა სულიც ყარს.

   აღსანიშნავია, რომ აკლდამებს, ეგრეთწოდებულ პანთეონებს ეკ-ლესიებთან აწყობენ. ეს არის ღმერთების ტაძრები, სადაც იმათ მა-რხავენ, ვინც ისტორიაში თავი ისახელა, თუმცა ღმერთს დაშორდა და ეკლესიის ზღურბლზე ერთხელაც არ გადაუბიჯებია. რატომ უნდა იკრძალებოდნენ ასეთები ეკლესიის კედლებთან? ძველ რო-მში ყველა ქვეყნისა და პროვინციის წარმართული ღმერთების გა-მოსახულებები და ემბლემები პანთეონის თაღებქვეშ იქნა თავმო-ყრილი. კერპები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ, მაგრამ მას არ შეეძლო ერთადერთი, ჭეშმარიტი ღმერთის დატევა. რატომ მიაქვთ ეკლესიისადმი გულგრილ ადამიანებს თავიანთი გმირების ნეშტი ეკლესიასთან და მათ აკლდამებს დამახასიათებელ, მაგრამ საბედ-ისწერო სახელს - „პანთეონს" უწოდებენ? იმიტომ, რომ ღვთის დიდების ტაძრის გვერდით ადამიანური დიდების ტაძრის შექმნას ელტვიან. გასულ (XIX) საუკუნეში ფილოსოფოს კანტის ინიციატ-ივით შეადგინეს საეკლესიო კალენდრის პარალელური კალენდარი, სადაც წმიდანთა სახელების ნაცვლად გამოჩენილი მწერლების, მხედართმთავრების, სახელმწიფო მოღვაწეების და ა.შ. სახელები იყო აღნიშნული ნიშნად მათი პატივისცემისა და განდიდებისა. ქვეყანა თითქოსდა ამბობს: „ნახეთ, აი ჩვენი წმინდანები". მაგია კა-ვშირშია სასაფლაოსთან. არსებობდა ჯადოქრული რიტუალები, რომლებიც მხოლოდ წარმართულ სასაფლაოებზე სრულდებოდა. მსოფლიო ისტორიაში დაკრძალვის ყველაზე განსაცვიფრებელ რი-ტუალს წარმოადგენს არა უდაბნოში მთებივით აღმართული ფარა-ონთა აკლდამები - პირამიდები, არამედ მოსკოვის მავზოლეუმი. ბელადიზმი, ზეადამიანის კულტი არსებითად „დემონურ თეოკრა-ტიას" წარმოადგენს. ბელადი წარმოჩენილია როგორც არა მხოლოდ დიდი პოლიტიკოსი, არამედ როგორც შეუმცდარი იდეოლოგი, წი-ნასწარმეტყველის მსგავსი, რომლის სიტყვასაც ბრბო უნდა მიენ-დოს. ამიტომ არა მხოლოდ ეგვიპტეში, ბაბილონში და ინკებთან, ასევე კომუნისტურ ქვეყნებშიც წარმოიშვა განსაკუთრებული კუ-ლტი - აკლდამების თაყვანისცემა. მავზოლეუმი თითქმის ყველა კომუნისტურ ქვეყანაში აშენდა, სადაც ეგვიპტის ფარაონივით მუმი-ფიცირებული და ხალხის „დარაჯად" გამწესებული „ბელადი" იყო დასვენებული. ჩინელები ჩინგიზ ყაენის საფლავზე მოსალოცად დადიოდნენ და მის სულს იძახებდნენ, მუსლიმანები ხალიფები-სათვის აკლდამებს აშენებდნენ, ბუხარა და სამარყანდი თავიანთ მფარველად თემურლენგს თვლიდნენ, მის მეფობას კი ოქროს სა-უკუნედ, ფაშისტური ელიტა მედიტაციისათვის იმპერატორ ფრიდ-რიხ ბარბაროსის საფლავის მოსანახულებლად დადიოდა. რომ შეგროვილიყო სისხლი, რაც ამ ადამიანებმა მთელი სიცოცხლის მანძილზე დაღვარეს, მათ აკლდამებსა და პირამიდებს ადიდებულ მდინარესავით წალეკავდა.

   წმიდანთა ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ წარმართულ ტაძრე-ბში დემონები ბინადრობდნენ და კერპების მეშვეობით სასწაულებს სჩადიოდნენ. რომის იმპერატორთა აპოთეოზს (საზეიმო კრემაციას) თან ზებუნებრივი სატანური ძალის მოვლენები ახლდა და ბრბოს ანცვიფრებდა. „გაღმერთებული" იმპერატორი-ქურუმები იმპერი-ის მფარველებად ითვლებოდნენ. ქრისტიანები მათ თაყვანისცემა-ზე უარს ამბობდნენ, რის გამოც სიკვდილით ისჯებოდნენ. გმი-რების პატივის მიგების ერთ-ერთ საშუალებად ცეცხლის ანთების გავრცელებული წესი იქცა, რომელსაც ავბედითი სახელი „მარადი-ული ცეცხლი" ჰქვია. ავბედითი იმიტომ, რომ სახარებაში წერია: „მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების".1 ცე-ცხლი, როგორც წმინდა სიმბოლო, ზოროასტრცეცხლთაყვანისმც-ემლების სამლოცველოებში ენთო. კავკასიის ხალხებმა თავიანთი ისტორიული გამოცდილებით განსაკუთრებულად კარგად იცოდ-ნენ, რისი მატარებელიც იყო ცეცხლის რელიგია. ახლა მაზდეა-ნობის ეს სიმბოლო და საუკუნო ტანჯვის სახე, სახალხო გმირების ხსოვნის მარადსაყოფად გამოიყენება.

   კიდევ უარესი, წარმართული ემბლემებისა და რიტუალების ნაც-ვლად დამახინჯებული სახით აღებული, უფრო სწორად ეკლესიი-დან მოპარული წესები გამოიყენება. ამ მკრეხელურ მიბაძვას ეკ-ლესიისას ვხედავთ მაგ. ქორწინების სასახლეში, სადაც ნაცვლად იმისა, რომ ქორწინება რეგისტრაციაში გაატარონ ან საქორწილო სუფრის გაშლაში დაეხმარონ, ეკლესიის დუბლირებას ეწევიან. ბეჭდების გაცვლა, ნეფე-პატარძლისათვის ერთ ფიალაში ღვინის დასხმა და ა.შ., არც თუ უბრალო ანტირელიგიურ ანეკდოტს წარ-მოადგენს. აქ თანამედროვე ლიბერალიზმის შინაარსია შეფარული. სახელმწიფოსთან სეკულარიზებული საზოგადოება საკუთარ თავ-ზე ეკლესიის ფუნქციებს იღებს, ის ადამიანების რელიგიურ მოთ-ხოვნილებებს „აკმაყოფილებს". ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ჩნდებიან მოულოდნელად საზოგადოებრივ სტრუქტურებში ნების-მიერი რელიგიისათვის სავსებით უცხო, თანამედროვე ქურუმები, რომლებიც ლიტურგიას და ეკლესიის ადათებს მაიმუნის გულმო-დგინებით ბაძავენ.

   არც თუ დიდი ხნის წინ იყო წეს-ჩვეულება, რომლითაც ნათლ-ობის შეცვლა სურდათ: ბავშვი კლუბში მიყავდათ, მშობლები მას-თან ერთად ბელადების პორტრეტების წინ დგებოდნენ და პირობას დებდნენ, შვილი პროლეტარული, რევოლუციური თვითშეგნებით აღეზარდათ. შემდეგ რევოლუციის „პატარა ჯარისკაცი" საჩუქრად ჯვრის ნაცვლად ვარსკვლავს ღებულობდა, ორი დამსწრე პროლე-ტარულ აღზრდაზე პასუხისმგებლობას კისრულობდა, მათ „ვარს-კვლავური მამა" და „ვარსკვლავური დედა" ერქვათ, თვით რიტუ-ალს კი „წითელი თანავარსკვლავედი". ამავდროულად, მსოფლიოს სხვა ნაწილში, ევროპის ცენტრში - გერმანიაში, პარალელური პრო-ცესები ხდებოდა. ფაშიზმი არიულ და სკანდინავიურ წარმართობას, ასევე რაინდული ორდენების ოკულტურ ტრადიციებს აღორძინე-ბდა. ამ ველურ ფანტასმაგორიას და ნიღბების კარნავალს სავსებით რეალური ძალა ჰქონდა. მკრეხელური წესი - ეს ღვთისმბრძო-ლობის სახეობაა, დემონის მსახურების და ყველა სახის ჯადო-ქრობის აუცილებელი ატრიბუტი. ამ მკრეხელურ ადათ-წესებში მონაწილე ხალხმა უკვე მიიღო სულიერი შხამის ინექცია. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ნება დემონს ჩააბარა, დედამიწაზე ჯოჯო-ხეთის სამეუფოს აფართოებს.

   წარმართებზე, რომლებიც ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ, დავით წინასწარმეტყველი ამბობდა, რომ „დაკლვით მოისრა ქუეყ-ანაი სისხლითა"2, ანუ კაცის სისხლი ღაღადებს ღვთისა მიმართ, ის მიწას უდაბნოდ აქცევს. წმიდა მამები წერდნენ, რომ დემონი, თუ-მცა უხორცო ძალაა, ის როგორც საკვებით, სისხლის სუნით და მრუშების სიბინძურით საზრდოობს, ამიტომ იმ ადგილებში ბინა-დრობს, სადაც ცოდვა და ბოროტმოქმედებაა. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მსხვერპლშეწირვა დემონისათვის, რომელიც ყველა ომსა და ჰეკატომბას აღემატა - დედების მიერ საკუთარი შვილების კვლაა. დემონურ კულტებში ადამიანის სისხლის დაღვრა, განსაკუ-თრებით კი ბავშვებისა, აუცილებელ მსხვერპლშეწირვად ითვლე-ბოდა, რომლის გარეშეც არ ხდებოდა სატანის რიტუალური გამო-ცხადება. ძველი დროის თითქმის ყველა წარმართულ რელიგიაში შეიწირებოდა ადამიანი. მაიასა და ინკებში ცოცხალ ადამიანს გულს აცლიდნენ, მთავარი ღვთაების - მზის დღესასწაულზე მსხვერპლთა რაოდენობა 30000 აღწევდა. ამიტომ ინკები ტყვეების მოსაპოვებ-ლად ლაშქრობებს აწყობდნენ ან ადამიანზე ნადირობდნენ, როგორც მხეცზე. ცენტრალურ აფრიკაში მსხვერპლს ცისკრის ვარსკვლავს (ვენერას) წირავდნენ, საბერძნეთში - ჰეკატას - გველებიან მთვარის ღვთაებას.

   აბორტების რაოდენობამ ქრისტიანულ ქვეყნებში ომში დახოცი-ლთა, კერპებისათვის შეწირულთა, კანიბალებისაგან შეჭმულთა რა-ოდენობას გადააჭარბა. ძველ გრავიურაზე დედამიწა სამყაროს ოკე-ანეში მცურავ კუნძულადაა გამოსახული. დღეს კი ის ადამიანის სი-სხლში მცურავ კუნძულს უფრო ჰგავს.

   ბევრნი გონს ვერ მოსულან: რისთვის გვსჯის უფალი ასე მკაც-რად? მაგრამ უფრო მართებული იქნებოდა გვეკითხა: რისთვის გვი-თმენს უფალი ჯერ კიდევ? ის ჩვენ თავისი ენით უთქმელი მოწ-ყალების გამო, უცნობ ღვთივსათნოთა ლოცვის გამო გვითმენს და... ჩვენს სინანულს ელის. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1მარკ. 9-44, 46, 48.

2ფს. 105, 98.

 



უკან დაბრუნება