მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე პეტრე ვუიოვიჩი (სამრევლო მღვდელი)

მღვდელმოწამე პეტრე ვუიოვიჩი (სამრევლო მღვდელი)


7-09-2015, 00:05

 

 

   პეტრე ვუიოვიჩი დაიბადა 1896 წლისა 21 ივნისს, სასულიერო განა-თლება მიიღო ცეტინსკის სასულიერო სემინარიაში. 1925 წლის 12 ივლისს იგი მღვდლად აკურთხეს.

   მამა პეტრე ყველას უყვარდა. ის იყო საიმედო, თავდადებული მეგ-ობარი, სახარებისეული მწყემსი, რომელიც თავის ცხოვართათვის სულს დადებდა, ბრძენი და კეთილი მასწავლებელი. მისი მახვილ-გონივრული რჩევები თანაშეწევნითა და თანაგრძნობით იყო გამსჭ-ვალული. ის თავის სამწყსოს ასწავლიდა, ანუგეშებდა, ამუნათებდა, დაუღლელად მართავდა და ყოველთვის დროულად. ბოროტებას ვა-ჟკაცურად აღუდგებოდა წინ. მამა პეტრე ფლობდა შეურყეველ რწმე-ნას, ერთგულებას მეგობრობაში, არაჩვეულებრივ გონებრივ და სუ-ლიერ ძალასა და მოღვაწის სიმდაბლეს. ის იყო ჭეშმარიტი ლამპარი და წუთისოფლის სინდისი. მამა პეტრე სიკვდილს შეეგება გმირუ-ლად, როგორც წინამძღოლი წმიდა სერბელი მოწამეებისა, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი მეომარი. იგი 1942 წელს კომუნისტებმა კუნოვო პრისოეს ხაოებში ჩააგდეს. ხუთი დღის განმავლობაში ისმოდა მისი ხმა ჯურღმულიდან, სადაც დასახიჩრებული ცოცხლად გადააგდეს უღმერთოებმა - თავის მტანჯველებზე ლოცულობდა. მისმა ნაწამებმა სხეულმა და მოწამობრიობით განსპეტაკებულმა სულმა საუკუნოდ დაივანა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, აბრაამის, ისააკის, იაკო-ბის, სვიმონ ნემანისწიაღში, რადგან ჭეშმარიტად მოიპოვა სამოთხი-სეული ნეტარება. ხალხის ხსოვნა ახალმოწამე მამა პეტრე ვუიოვი-ჩისადმი მგრძნობიარე სიყვარულისა და თაყვანისცემის დასტურია.

 

 

 

 

1სტეფან ნემანი (ბერობაში წმიდა სვიმეონ მირონმდინარე) - ნემანიჩების წმიდა სამეფო დინასტიის დამფუძნებელი, მამა წმიდა საბა სერბელისა (რასტკო ნემანიჩისა). 

 



უკან დაბრუნება