მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რისთვის გვითმენს უფალი?! (ნაწილი II) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
რისთვის გვითმენს უფალი?! (ნაწილი II) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)19-07-2015, 00:05 |
ლიბერალიზმი, რომელმაც ადამიანი ღმერთის ადგილზე დააყენა, მონაზვნობის სულს მოკვლას უქადის და მხოლოდ გარეგნული ფორმით სურს მისი დატოვება. თუკი დევნის დროს მონასტრები პირველნი ღებულობდნენ მძიმე დარტყმას, ახლა საქველმოქმედო დაწესებულებებად აპირებენ მათ გადაქცევას, უნდათ გამოთიშონ და მოაცდინონ ყველაზე მთავარს - მდუმარებას და ლოცვას. ჩნდება მონასტრის ახალი სახე, რომელიც კათოლიკურ ორდენს, ან კიდევ მოწყალების დების წითელ ჯვარს მიმაგრებულ საზოგადოებას წა-აგავს. თუკი ამგვარი მონაზვნური ქველმოქმედების შედეგებს შევ-ხედავთ, ის უბადრუკია, მაგრამ ამით შესაძლებელია მონასტრე-ბიდან თავისებური რეკლამის გაკეთება, და მონაზვნების დაყენება კამერის წინ. მათ ჩააგონებენ, რომ სიკეთე უნდა აკეთონ, ამასთანავე ხელოვნურად ხდება იმის მიჩუმათება, რომ აქ უმაღლესი უმდაბ-ლესით იცვლება, ანუ იმით, რისი გაკეთებაც ერის ხალხს ასეთივე წარმატებით შეუძლია, იმით, რაც სამონაზვნო აღთქმას არ შეესა-ბამება. მონაზვნები თანდათანობით კარგავენ ლოცვას და მანტიით შემოსილ ერისკაცებად გარდაიქმნებიან. ღირსი ისააკ ასური ამბო-ბდა: „თუკი ქველმოქმედების საქმეების გამო მონაზონმა ლოცვა და მდუმარება უნდა დაუტევოს, დაე წარხდენ საქმენი ესე". სოფლიური საქმით დაკავებული მონაზონი ვერ დაეხმარება სოფ-ელს, ის თვითონ იქცევა ამასოფლის ნაწილად, და არც თუ იშვი-ათად - ქვეყნის დასაცინიც ხდება. მონაზვნები, განსაკუთრებით კი მონაზონი დედები - ეს ის ყვავილებია, რომლებიც ორანჟერეაში იზრდებიან, ანუ ქვეყნისაგან იზოლაციაში, ჩაამსხვრიე ორანჟერეის მინა და მათ სიცივე გაანადგურებს. ლიბერალიზმს არ ესმის, თუ რას ნიშნავს ლოცვა. მისთვის მონა-ზვნური ცხოვრება ეგოიზმია და ეს მაშინ, როცა მონაზვნებს დე-მონურ ძალებთან ბრძოლის მთავარი სიმძიმე აწევთ, რის შესახებაც სოფელმა არაფერი იცის. ლოცვა არც ფსიქოთერაპიაა და არც თვითშეგონება, როგორც განმარტავს არასულიერი სამყარო, არამედ ის ძალაა, რაც აპოკალიპსისის სიტყვების მიხედვით, დემონებს აშვების საშუალებას არ აძლევს, ანუ - მადლის ძალა. განა შეიძლება ადამიანებისათვის იყოს რაიმე იმაზე მეტი, ვიდრე სიხარული, რა-საც ისინი მონასტრის კარიბჭეში შესვლისას განიცდიან? სადაც ჰაერი და მიწა, როგორც მზის სხივებით, ლოცვითაა განწმედილი? განა შესაძლოა ვინმემ ადამიანებს იმაზე მეტი სარგებლობა მოუ-ტანოს, ვიდრე იმან, ვინც კაცთა ცოდვების მიტევებისათვის თავისი გულის საკურთხეველში ლოცულობს? ერთ მლოცველსაც კი შეს-წევს ძალა, შეცვალოს ისტორიის მსვლელობა! ღირსი არსენი დიდი ხალხს გაურბოდა და ზოგიერთ მონაზონს არაკეთილგანწყობილი და მკაცრი ეჩვენებოდა, მაგრამ იგი სენაკში ყველაზე ძნელს, თვით-დაწვის სადარ საქმეს აღასრულებდა, - ეს იყო ქვეყნიერებისათვის ლოცვა. უფალმა მისი ლოცვით შეიწყალა ბიზანტია ისევე, როგორც წინასწარმეტყველ იონას დროს ნინევია: მიწისძვრა, რომელსაც მთე-ლი ოლქები უნდა გაენადგურებინა (როგორც ეს შემდგომში ეგვი-პტელ მამებს ეუწყათ), სწორედ ამ უდიდესი მოღვაწის ლოცვით არ მოხდა. წარმოვიდგინოთ, რომ მებრძოლებს, რომლებმაც მამული უნდა დაიცვან საშინელი, დაუნდობელი, მრისხანე მტრისაგან, ია-რაღის დაყრას და სხვა საქმის კეთებას სთავაზობენ: მაგ. კარ-ტოფილის დათესვას, ან ჩექმის კერვას. თუმცა ესეც საჭიროა და აუცილებელი, მაგრამ ამისათვის მებოსტნეები და მეწაღეები არიან და არა მეომრები, რომელთა საქმეც საკუთარი სისხლის ფასად სამშობლოს დაცვაა. სატანური ძალა მსოფლიოზე დასხივებულ სა-შინელ რადიაციას ჰგავს. ლოცვა, განსაკუთრებით კი მონაზვნებისა, დაბრკოლებაა ამ სასიკვდილო ნაკადისთვის. სულიერად ბრმა ადამიანები იმეორებენ: „ის, ვინც განმარტოვდება და ლოცულობს, თავისთვის ცხოვრობს". ასე იმიტომ ამბობენ, რომ თავად „ხორცნი" არიან და სიკეთეც და ბოროტებაც ხორციელად ესმით. მონაზვნობის დასაბამი უდაბნოში მცხოვრები ნათლისმცემლის ღვაწლი და მაგალითია, ასევე იოანე ღვთისმეტყველისა, რომელიც ცხოვრებას ლოცვასა და ჭვრეტაში ატარებდა. პირველ მათგანს „დე-დათაგან შობილთა შორის უპირველესი" ეწოდა, მეორეს - „საყვა-რელი მოწაფე ღვთისა". მათ თავიანთი გული წმინდად შეინახეს, ეს იყო მათი მთავარი ღვაწლი, ამიტომაც მათი გულები მადლის უშ-რეტ წყაროდ იქცა და ქვეყნიერებას ეფრქვეოდა. მონაზვნებს უკიჟინებენ: გქონდეთ ურთიერთობა ხალხთან, იქა-დაგეთ, იარეთ სოფლებში გალობით, ეკამათეთ სექტანტებს, ავადმ-ყოფებს მოუარეთ, აღზარდეთ ბავშვები და თან ილოცეთ, ანუ კეთ-ილმსახური ერისკაცნი იყავით, მხოლოდ ოჯახით ნუ დამძიმდე-ბით, დანარჩენში კი მათ მიემსგავსეთ. ღირსი ისააკ ასური ამის შესახებ წერს, რომ თუკი მონაზონი ლო-ცვაში ჰგიებს, მაშინ სამყარო მის სამსახურშია. ახლა კი მოუწოდე-ბენ: მონაზონო, ქვეყანას ემსახურე! ერში ლოცვა და სიკეთის კეთება შეიძლება, მაგრამ ეს ლოცვის სულ სხვა დონეა. მდუმარეთა ლოცვა ცადავარდნილ ალს ჰგავს, ერთან ურთიერთობაში მყოფი მონაზვნის ლოცვა კი გაცვეთილ და დაკაწრულ დაფაზე დაწერილს. შთაბეჭდილებები კი გულში განუ-წყვეტლივ ლაგდება ერთმანეთზე. ასეთი ადამიანის გონება ვნებე-ბის გამო ქარისაგან დარწეულ ზღვასავით მერყევია. მონაზონი აღ-კვეცის დროს აღთქმას დებს - ძველ მამათა გზას მისდიოს, იმათი გზა კი სწორედ რომ განმარტოება და მდუმარება იყო. თუკი მო-ნაზვნური ლოცვა შესუსტდება, მაშინ ხახას დააღებს ის სულიერი სიცარიელე, რომლის ამოვსება ყველაზე კეთილი საერო საქმეე-ბითაც კი შეუძლებელი გახდება. ასკეზისა და ლოცვის სულის დამკარგავ მონასტრებს არ ძალუძთ ადამიანის სულიერი ნუგეში და აღორძინება. მათ თვალწინ დასა-ვლეთის მონასტრების მაგალითი აქვთ, სადაც არა მხოლოდ საავად-მყოფოების ორგანიზება ხდება, მომავალი პოლიტიკოსებისთვის საგანგებო სკოლებს და გოგონების კალათბურთის გუნდებსაც აყ-ალიბებენ. წინა პერიოდებში მონასტრები გაანადგურეს, ახლა თუმცა კედლები შენდება, მაგრამ თვით სული ნადგურდება მონ-აზვნობისა. მონასტრის მომლოცველი კაცი ხედავს არა შინაგანად გაცისკროვნებულ მლოცველებს, არამედ კეთილი საქმით დაკავებ-ულ ისეთივე კეთილ ადამიანებს, როგორიც არა ერთი უნახავს ერ-ში. წმიდა მამები შინაგან ლოცვას უმაღლეს მეცნიერებას უწოდებენ, ხელოვნებათა ხელოვნებას, კაცის გულში დატეულ ზეცას, ღვთა-ებრივ სიყვარულს, ანგელოზებრივ სილამაზეს, წყვდიადში მბრწყი-ნავ გზამკვლევ ვარსკვლავს, კაცის გულში მორაკრაკე წყაროს ცხო-ვრებისას, გალობათა გალობას, მარადიულ სიხარულს, გულის სი-ცოცხლეს, საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე აღდგომას სულ-ისას, სულის მამხიარულებელ ზეციურ ღვინოს, ადამიანის გულში დაუნჯებულ საგანძურს, სატანის წინააღმდეგ მიმართულ ცეცხლო-ვან მახვილს, რწმენის ციხე-სიმაგრეს, ჯოჯოხეთის ძალთაგან უძ-ლეველს, სამოთხის ყვავილთა საუცხოო ბაღს. ყოველივე ამის არმ-ცოდნე ქვეყანა ლოცვას პირად საქმედ, აუტოტრენინგად მიიჩნევს, არა ადამიანის სულიერი ცხოვრების ცენტრად, არამედ კეთილი საქმეების უკეთ გაკეთების ფსიქოლოგიურ განწყობად. თვითმიზ-ნად ქცეული ეს კეთილი საქმეები ადამიანის გულის შინაგან მდგომარეობასთან დამოკიდებულების გარეშე განიხილება და ად-ამიანის ზნეობრიობის ექვივალენტი, უფრო ზუსტად კი მისი „სი-წმინდის" საზომი ხდება. ჩვენ ხორციელ გულმოწყალებას არ უარვყოფთ, მაგრამ სიკეთის გაკეთება არა მხოლოდ ქრისტიანს, მუსლიმანს, იუდეველს, წარ-მართს და ათეისტსაც შეუძლია სხვადასხვა მიზნებით და მოტივე-ბით. ამ გაგებით მონაზვნის ღვაწლი განუმეორებელია და მას ვე-რანაირი შრომა ვერ შეცვლის. წმ. გრიგოლ პალამა გვასწავლის, რომ ისიხიოსის (მდუმარების) ღვაწლი - ეს თაბორის ნათლის მოხვეჭაა. იგი მარადიულ, ცხოველმყოფელ, ღვთაებრივ ძალებზე და ენერგ-იებზე წერს, რომლებიც ღვთაებრიობის წიაღიდან ეფრქვევა სამყა-როს და თავის თავს უცხადებს ქვეყნიერებას, როგორც სულიერ სინათლეს, როგორც მარადიულ ცხოვრებას და მისტიკურ ღვთივ-შემეცნებას, როგორც ღვთაებრიობის მოქმედებასა და ატრიბუტს. შინაგანი ლოცვით დაკავებული ადამიანი დამაკავშირებელი ხდება - ჩაუმქრალი შუქი მისი გულის გავლით ანათებს ქვეყნიერებას. ამიტომ თქვეს წმ. მამებმა: „ანგელოზები - ეს სინათლეა მონაზვნე-ბისთვის, მონაზონი კი სინათლეა ქვეყნისა". როცა ის საკუთარ თა-ვზე ქვეყნიურ ვალდებულებებსა და საზრუნავს იღებს, შეხვედ-რებითა და საუბრებით გულს მგრძნობელობითი სახეებით ივსებს, მაშინ ის კარგავს მთავარ საგანძურს - ლოცვას. მისი სულიერი თვალი ღმერთიდან ქვეყანაზეა გადატანილი, სული კვდება, გული კი ცივდება და ქვასავით მაგრდება. ერთი მონაზვნის თქმით: მო-ნაზონი იესოს ლოცვის გარეშე მატლებისაგან (ვნებებისაგან) შეჭმუ-ლი გვამია. ეშმაკი მზადაა გარეშე საქმეებში დასახმარებლად, ოღო-ნდაც ის ლოცვას ჩამოაშოროს. ღირსი ნიფონტ კონსტანტინოპო-ლელი ამბობდა, რომ ბერები აიშენებენ სახლებს, რომლებიც თავა-დების სასახლეებს ტოლს არ დაუდებენ, ხოლო ნილოს მირონმდი-ნარე და სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი მათ წინასწარ აფრთხი-ლებდნენ, ზედმეტად არ გატაცებულიყვნენ მეცნიერებითა და ფი-ლოსოფიით, რადგან ამით ღვთაებრივი ნათელი ადამიანური გო-ნების სინათლით იცვლება. მონასტრები, სადაც ბერები იესოს ლო-ცვით არ არიან დაკავებულნი, ჩამქრალ კოცონს ჰგავს, რომლის ნაცარში ნახშირი აქა-იქ ბჟუტავს. თუკი აღორძინების გზაზე და-მდგარი მონაზვნობა პირით არა აღმოსავლური მონაზვნობის სულ-იერი გამოცდილებისაკენ, არამედ თანამედროვე მსოფლიოს წარმო-დგენების გაგებისაკენ იქნება მიქცეული, მაშინ ის ჭეშმარიტების ნაცვლად წინააღმდეგობრიობისა და სიცრუის მატარებელი გახდე-ბა. დემონის ერთ-ერთი დიდი გამარჯვებაა მონაზვნობის ახალი ტიპის შექმნა ანუ ისეთი მონაზვნისა, რომელიც იესოს ლოცვის გარდა ყველაფრითაა დაკავებული. ადამიანი მონასტერში ერიდან მოდის, მისი სულით და შეხედულებებით გაჟღენთილი, დასუ-სტებული ნებით, მუწუკივით აღგზნებული ამპარტავნებით, ცოდ-ვიან მოგონებათა სიმყრალით, მოწამლული გულით, რომლის ფსკერზეც გველებივით ჩახვეულან ვნებები. ადამიანს დემონთან და საკუთარ თავთან მძიმე ბრძოლა ელის, ის თითქოსდა მეორედ უნდა იშვას. მას კი არწმუნებენ, რომ ღმერთს და ხალხს ერთდრო-ულად უნდა ემსახუროს, ღირსი სერგი რადონეჟელის და იოანე ზედაზნელის მაგალითები მოჰყავთ - ღირსი სერგი რადონეჟელი მთავრებს მოძღვრავდა, იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფენი სა-ქართველოში მაზდეანობასთან საბრძოლველად ჩამოვიდნენ; ასევე ამბროსი ოპტინელისა, რომელიც დილიდან დაღამებამდე ხალხს ღებულობდა. ეს იგივეა, რომ ჩვილი გამოცდილ მეომარს შეადარო. ამასთანავე ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი რამის მიჩუმათება ხდება, კერძოდ იმისა, რომ იოანე ზედაზნელმა და „სრულიად რუსეთის მასწავ-ლებელმა" ღირსმა მამებმა: სერაფიმე საროველმა, ამბროსი ოპტი-ნელმა და სხვებმა მთელი სიცოცხლე მონასტერსა და უდაბნოში გაატარეს და თავიანთი სენაკის კარი მხოლოდ იმის შემდეგ გახსნეს, რაც თავმდაბლობა და დიდი ღვთაებრივი მადლი მოიხვეჭეს, მათ მხოლოდ ამის შემდეგ დაუტევეს უდაბნო და დაყუდება. ახალგაზრდა მონაზონს იმით დაწყებას ურჩევენ, რითიც ღირსმა სერაფიმე საროველმა და იოანე ზედაზნელმა დაასრულეს. ასეთი ცხოვრების სიყალბესა და შეუსაბამობას ზოგიერთი მაშინვე გრძ-ნობს. მათ ეჩვენებათ, რომ ნადიმზე დაუძახეს, ტრაპეზის ნაცვლ-ად კი ქვიშით სავსე თეფშები დაუდგეს და პირიქით: გამოუცდე-ლნი, იმ ფიქრით, რომ ისინი თითქმის ხალხის მხსნელები არიან, თავიანთ თავს იმ ძველ მოღვაწეებს ადარებენ, ვინც ქრისტიანო-ბაზე ქალაქებსა და სოფლებს მოაქცევდნენ. ამგვარი ფიქრი მათ საშინელ ამპარტავნებაში აგდებს, ახალ განმანათლებელთა პოზა მათ ვნებებს ესიტყვება, თავმდაბლობის, ანუ მონაზვნური ცხოვ-რების საფუძვლის ნაცვლად მათ გულებში ამპარტავნების მუწუკი და ეჭვია ჩაბუდებული.(გაგრძელება იქნება...)
უკან დაბრუნება |