მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > სიყვარული და ჭეშმარიტება - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (ნაწილი IV)
სიყვარული და ჭეშმარიტება - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (ნაწილი IV)21-07-2015, 00:03 |
წერილი მსოფლიო პატრიარქ ათინაგორას
თქვენო უწმინდესობავ! ქრისტეს შობის სადღესასწაულო მიმართვაში წერთ: „დღეს მსოფლ-იო კრიზისი ძლიერ ბობოქრობს, ხოლო ეკლესია, ეს ათასწლოვანი კი-დობანი, რომელიც თავის თავში მოიცავს აღმოსავლეთსა და დასა-ვლეთს, სახიფათოდ ეხეთქება გამძვინვარებულ ტალღებს." როგორც ჩანს, ეკლესია თქვენ საერო დაწესებულება გგონიათ! მაგრამ ეკლესია თავის არსში არ მოიცავს კულტურებს, არც თავად შემოიფარგლება კულტურებით. ეკლესია თავის თავში ზეციურ ჭეშმარიტებასა და ქრისტეს განმწმენდელ და მაცხონებელ მადლს მოიცავს. რა თქმა უნდა, ის აბობოქრებულ ზღვაშია, მაგრამ ამაშია მისი სიდიადე - „ხომალდის ნგრევას არ განიცდის". აღსაყდრების ოციწლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში აღნიშნ-ეთ, რომ „საბოლოო ნაბიჯის გადასადგმელად (რასაც ერთობლივ ზი-არებამდე მივყავართ - ავტ.) მოგვეთხოვება ლოცვა, სიფხიზლე და სიმამაცე, შედეგად უკანასკნელი წინაღობაც დაინგრევა. ყოველივე ამის მადლს ჩვენ უხვად ვიღებთ პირადად თქვენგან (მიმართავს რომის პაპს), ასევე ეკლესიის მთელი სისავსისაგან." თქვენო უწმინდესობავ, გამოფხიზლდით! ეკლესიის სისავსე, რომე-ლსაც სწამს არსი და არა ფორმა, ძლივსღა ითმენს თქვენს საქციელთ. ნუ იტყუილებთ თავს და ნუ შეიქმნით ცრუ წარმოდგენას: არც ეკ-ლესიის მრევლი, არც მოძღვრები არ იზიარებენ თქვენს შეხედულ-ებებს. არ ვიცი, როგორი ვითარებაა ამ თვალსაზრისით სხვა ადგი-ლობრივ ეკლესიებში, მაგრამ ელადის ეკლესიაში ძლივს თუ მოიძე-ბნება ექვსი - შვიდი თქვენი მომხრე ეპისკოპოსი. დანარჩენი მღვდე-ლმთავრები შინაგანი მწუხარებით ადევნებენ თვალს თქვენს მოქმედე-ბებს, მაგრამ ამას „დრომდე" საჯროდ არ გამოხატავენ. თქვენო უწმინდესობავ! ელადის ეპისკოპოსები, უმნიშვნელო გამონ-აკლისის გარდა, დუმილს ირჩევენ და ითმენენ თქვენს სახიფათო მოქმედებებსა და ღალატსაც სარწმუნოებრივ საკითხებში, არა იმის გა-მო, რომ „უსაზღვრო სიყვარულის" მოწოდებას ეთანხმებიან, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ უფრთხილდებიან მშვიდობას ეკლესიაში. ის-ინი შეშფოთებულნი, ფიქრობენ, რომ მოვლენების ამგვარ განვითა-რებას უთუოდ მოჰყვება განხეთქილება ეკლესიაში. თუ კიდევ განაგრძობთ ამ გზით სვლას, შეუდგებით მსგავს „გაე-რთიანებას", მაშინ დაინახავთ, თქვენს მიმართ როგორ პოზიციას დააფიქსირებს ელადის ეკლესია. ელადის ეკლესიის განწყობილებას ნუ დაასკვნით მართლმადიდებლობის ზოგიერთი წარმომადგენლის გადაჭარბებული ზრდილობიანობის მიხედვით. ვიმეორებ: თუ კიდევ განაგრძობთ ამ მიმართულებით სვლას, დაინახავთ, ვინ დარჩება თქვენთან. თქვენთან იქნებიან ელიტური წრის ადამიანები, რომლები-სთვისაც რელიგია მხოლოდ სასიკეთო და საზოგადოებისთვის სასა-რგებლო ინსტიტუტია, მაგრამ მათ რიგებში არ იქნება მართლმა-დიდებელი ეკლესიის არც ერთი შეგნებული წევრი. დაეკითხეთ თქვენ მეხოტბე და ტაშისმკვრელ ჟურნალისტებს, მეწა-რმეებს, ბიზნესმენებს, კინემატოგრაფებს, გემთფლობელებს და ა.შ. - ამ „დიდ დეპუტატებს, რეფერებს" (როგორც ჩანს, დროის სული მხოლოდ ქრისტიანულ წიაღში არსებულ გაყოფას ვერ ეგუება, როცა გულ-გრილია სხვა შემთხვევაში!...), ამრიგად, ჰკითხეთ მათ: „გწამთ კი იესო ქრისტეს ღმერთკაცობრიობა? მიიჩნევთ მას ერთადერთ მაცხოვრად და მხსნელად? ელით მკვდრეთით აღდგომას? თქვენი სულიერი მზერა მიმართულია ზეცისკენ? დადიხართ რეგულარულად ტაძარში? ამბ-ობთ აღსარებას? ეზიარებით? როდესმე მარხულობთ? ერიდებით ავხ-ორცულ ცოდვებს?" ამგვარი შეკითხვების მერე დიდი მწუხარებით დარწმუნდებით, რომ თქვენს ირგვლივ იკრიბება და გიჟურად როკავენ ადამიანები, რომელ-თა ღმერთი მუცელი და ფულია. თქვენო უწმინდესობავ! ჩვიდმეტი წლის წინათ (31. 01. 1952) თქვენ გამოაქვეყნეთ შესანიშნ-ავი ეპისტოლე, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურნი, საზღვარგარეთ სხვადასხვა ეკუმენის-ტური კონფერენციების მონაწილენი „უნდა იყვნენ უკიდურესად ფრთხილნი არამართლმადიდებლებთან ერთობლივ საღვთისმსახურო შეკრებებზე, ვინაიდან მსგავსი შეკრებები ეწინააღმდეგება წმინდა კა-ნონებს და ასუსტებს მართლმადიდებლობის აღმსარებლურ შეგრძნე-ბას. კლერიკალები, შეძლებისამებრ, უნდა შეეცადონ ღვთისმსახურებ-ისა და წეს-განგების წმინდად, მართლმადიდებლურად შესრულებას, რათა არმართლმადიდებლებს ვაჩვენოთ სიწმინდე და სიდიადე მართ-ლმადიდებლური ღვთისმსახურებისა." თქვენო უწმინდესობავ! ვინ გაცდუნათ? ვინ იქონია ესოდენ დიდი ზეგავლენა თქვენზე, ასე რომ შეიცვალეთ? ვინ გასწავლათ ჭეშმარი-ტების დუმორჩილებლობა და ამ გზით სიარული და ყველაზე დაბალ ფასად მისი გაყიდვა? თქვენო უწმინდესობავ? სიტყვის დასასრულ გავიმეორებ ცნობილ საღვთისმეტყველო ჟურნა-ლში გამოქვეყნებული მიმართვის სიტყვებს: „თქვენ ძალიან შორს წა-ხვედით. თქვენი ნაკვალევი რუბიკონის სათავეებს წვდება. ათასობით კეთილმორწმუნე ადამიანის სული, მღვდელმსახურთა თუ ერისკაცთა მოთმინება ნელ-ნელა იშრიტება. ღვთის გულისათვის, მობრუნდით! ნუ შექმნით ეკლესიაში გაყოფასა და განხეთქილებას. მცდელობით, რომ არ შეიმჩნიოთ უთანხმოება, თქვენ შემდეგს მიაღწევთ: გახლი-ჩავთ ერთიანობას და გააჩენთ ბზარს აქამდე მყარ და მონოლითურ ნიადაგში. გაიაზრეთ ეს, გონს მოდით! მაგრამ რას გახდები! თქვენ საკმაოდ შორ წახვედით. უკვე „მწუხრ არს, და მიდრეკილ არს დღე" (ლუკ. 24. 29). როგორ გაიკვლევთ გზას იმ უფსკრულში, რომელშიც მალე შეგიყვანთ თქვენი ბილიკი? ოჰ, ნეტავი მას, ვინც ოდესღაც შეაჩერა მზე გაბაონის თავზე და მთვარე აიალონის ველზე, გაიმეორებს იგი სასწაულს და კიდევ ერთხელ გააგრძელებს დღის შუქს, გაა-ძლიერებს თავის ნათებას და აგიხილავთ თვალს, რათა დაინახოთ, გაიაზროთ, დაბრუნდეთ. ამინ."
„ОРТОДОКСОС ТИПОС" 10. 10. 1969. უკან დაბრუნება |