მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > სიყვარული და ჭეშმარიტება - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (ნაწილი III)

სიყვარული და ჭეშმარიტება - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (ნაწილი III)


20-07-2015, 00:08

სიყვარული და ჭეშმარიტება - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (ნაწილი III)

 

 

წერილი მსოფლიო პატრიარქ ათინაგორას

 

   თქვენო უწმინდესობავ! სამწუხაროდ, ღვთისმეტყველურად მიუღე-ბელი განცხადებებით არა მარტო საპატრიარქოს ეპისკოპოსები, არა-მედ თავად თქვენც გამოირჩევით. გაიხსენეთ თქვენი განცხადება, რომ დღეს არსებული ყოველი ქრისტიანული კონფესიების გაერთიანების შემთხვევაში „აღდგება ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია აღმოსავლეთსა და დასავლეთში"! მაგრამ, რა უნდა აღდგეს? არარსებული და გამქრალი, არა მოქმედი, არამედ შეჩერებული, ძა-ლაგამოცლილი, განყენებული. ე.ი. ერთი წმინდა კათოლიკე და სა-მოციქულო ეკლესია გაქრა და კვლავ აღდგენას საჭიროებს? მაშინ გამოდის, რომ ყოველდღიურად ვცრუობთ, როდესაც მრწამსში ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის არსებობას ვაღიარებთ? ნუთუ ამაოდ ბრძანა მაცხოვარმა, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას? დაე, დაიგმოს ღვთის გმობა! ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არ საჭიროებს კვლავ აღდგენას, იმიტომ რომ ის არასდროს გამქრალა, არასდროს არ შეუწყვეტია თავისი არ-სებობა. ის სულთმოფენობას დაფუძნდა და მას შემდეგ განუწყვეტლივ არსებობს, ცოცხლობს და მოქმედებს, ანათლებს, ათბობს, კვებავს, განწმენდს, ზეცად აჰყავს ადამიანი. ღვთის მადლით, ჩვენ ვეკუთვნით ამ ეკლესიას და ყველას მისკენ უნდა მოვუწოდებდეთ.

   თქვენო უწმინდესობავ! თქვენ დიდი ხანია შეუდექით კათოლიკებ-თან შეთამაშებას, სახიფათო ძიების გზას და საკმაოდ შორსაც წახ-ვედით ამ მიმართულებით, ხოლო პაპიზმი კვლავინდებურად ურყ-ევად დგას თავის მცდარ საფუძვლებზე. გიხილავთ სადმე, თუგინდ მცირეოდენი ნიშანი პაპისტური ცდომილებების დათმობისა, განსაკ-უთრებით პაპის პირველობისა და უცდომელობის საკითხში? არათუ ადრინდელ, არამედ აი ამ ბოლო წლებში, როდესაც თქვენი მხარ-დაჭერით „სიყვარულის დიალოგმა" კულმინაციას მიაღწია და „ეკუ-მენისტურმა სულმა" ქარიშხლის სახე მიიღო და შეარყია „ყოველი იგი სახლი" (საქმე. 2.2), ანუ ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია. ბოლო წლებში პაპიზმს შესაძლებლობა არ გაუშვია იმის ხაზგასასმელად, რაც მის საფუძვლებს წარმოადგენს.

   ვატიკანის II კრებაზე პაპმა პავლე VI-მ განაცხადა: „ჩვენ, პაპი, ვარ ის, ვინც თავისი პიროვნებითა და წმინდა ღირსებით წარმოვადგენ მთელ ეკლესიას და ამ კრებას მსოფლიო კრებას ვუწოდებთ". მისმა წინა-მორბედმა პაპმა იოანემ თავისი მნიშვნელოვანი სიგელით 1963 წლის 5 იანვარს განაცხადა:

   ა) როგორც ვატიკანის, ასევე ნებისმიერი კრება პაპის წინაშეა ვალ-დებული.

   ბ) კრების გადაწყვეტილება მხოლოდ პაპის დადასტურების შემდეგ შედის ძალაში.

   გ) რომაულ - კათოლიკური ეკლესია თავისი უძველესი გზით აგრ-ძელებს არსებობას და არანაირ რეფორმას არ საჭიროებს. (მოესმინა ეს ბულა ამერიკის მთავარეპისკოპოს იაკობს, რომელიც აცხადებს, რომ „ახალ ქრისტიანობას" ვსაჭიროებთ!).

   დ) არსებობს მხოლოდ ერთი სამწყსო - მსოფლიო და ერთი მწყემსი - პაპი".

   იმავე პაპი თავისი „AETERNA DE / SAPIENTIA” ენციკლიკით ირწმუ-ნება, რომ ვატიკანის II კრება ქრისტეს მიმდევრების ურიცხვ მზერას მიიპყრობს და გააერთიანებს „მწყემსი იგი ცხოვართა" (ებრ. 13. 20), რომელმაც თავისი სამწყსოს მარადიული მწყემსვა პეტრესა და მის მემკვიდრებს დააკისრა.

   ორგანიზაცია „კათოლიკური საქმის" ხელმძღვანელობასთან შეხვედ-რისას მან განაცხადა: „ვაჩვენოთ ეკლესია მთელი თავისი სიდიადით და ვუთხრათ ყველას, ვინც განეშორა მას: „ძმანო, კათოლიკური ეკ-ლესია არის ქრისტეს ეკლესია. მოდით, მოდით! ეს დაბრუნების გზა. დაბრუნდით, რათა იდგეთ თქვენ ადგილზე, რომელიც თქვენს წინა-პრებს ეკუთვნის." სწორედ ამ კრებამ, რომელიც ჩვენი უგუნურების გამო შექებულ იქნა, ვით „ერთობ თავისუფლების მოყვარე", უყოყ-მანოდ განაცხადა: „წმინდა კრება ადგენს და კვლავ სთავაზობს ყველა მორწმუნეს უდავო: ჭეშმარიტ სწავლებას სტრუქტურის, მარადიულ-ობის მნიშვნელობას რომის პონტიფიკის პირველობის თაობაზე." შე-მდეგ: პაპი არის „ქრისტეს მოსაყდრე, მოადგილე და მთელი ეკლესიის მწყემსი", „მას ეკლესიაში სრული, უმაღლესი და მსოფლიო ძალაუ-ფლება გააჩნია, რომლის გამოყენება თავისუფლად შეიძლება ყოველ-თვის..." პაპი, „ზეგარდამო მონიჭებული ძალაუფლების საფუძველზე როგორც ყოველი ქრისტიანის მწყემსი და მოძღვარი განაჩინებს სწა-ვლებას სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ, ეს სავალდებულოა მთე-ლი ეკლესიისათვის... ყველა მორწმუნე „ვალდებულია გამოხატოს ნებითა და გონებით რელიგიური მორჩილება რომის პონტიფიკის ჭეშმარიტად მასწავლებლური ღირესბისადმი თუნდაც ის არ საუბრო-ბდეს კათედრიდან"".

   ქრისტეს შობის ეპოქიდან დღემდე მრავალი სხვადასხვაგვარი ერესი შეიქმნა. მაგრამ რომელი მათგანი ამბობდა: „ყველა რელიგია ღმერთსა და ადამიანს ემსახურება?" მართლმადიდებლებსაც და ერეტიკოსებსაც სწამდათ და ამბობდნენ, რომ ღმერთსა და ადამიანს მხოლოდ ერთი, ჭეშმარიტი, ქრისტეს რელიგია ემსახურება; ყველა დანარჩენი არა ღმერთს, არამედ ეშმაკს სცემს თაყვანს, ვინაიდან საკუთარ თავში ხი-ბლსა და სიცრუეს შეიცავს და ადამიანს სინათლისა და ჭეშმარიტი ცხონებისაგან განაშორებს.

 თვით ქილიასტებისთვისაც კი, რომლებმაც უწმინდურებისა და მკრეხელობის ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს, მიუღებელი იყო ეკ-უმენისტური შეხედულებები. ჩვენ დროში ჯოჯოხეთმა მრავალი სა-შინელება შვა, მაგრამ სიდიდით ვერც ერთი მათგანი სიდიდით ვერ გაუტოლდება ეკუმენიზმს. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 

 

 

 

ОРТОДОКСОС  ТИПОС"

 10. 10. 1969.


უკან დაბრუნება