მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > სიყვარული და ჭეშმარიტება - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (ნაწილი II)

სიყვარული და ჭეშმარიტება - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (ნაწილი II)


19-07-2015, 00:09

სიყვარული და ჭეშმარიტება - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (ნაწილი II)

 

წერილი მსოფლიო პატრიარქ ათინაგორას

 

   თქვენო უწმინდესობავ!

  ჭეშმარიტებისადმი გულგრილ ადამიანთა მიმართ დამოკიდებულ-ების საოცარი მაგალითი გვიჩვენა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. გა-დაშალეთ იოანე მახარებელის მეექვსე თავი. თქვენ აქ საოცარ სიტყ-ვებს იხილავთ. მაცხოვარი ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოს შე-სახებ მოგვითხრობს, გვასწავლის გონებისთვის მიუწვდომელ ჭეშმა-რიტებას. ზოგიერთი გულქვა მსმენელი ვერ წვდება ამ ჭეშმარიტებას და „მწუხარებით აღვსილი" ტოვებს მაცხოვარს. როგორი რეაგირება ჰქონდა ამ ფაქტზე განხორციელებულ სიყვარულს - ღმერთკაც იესო ქრისტეს? იქნებ დაედევნა მათ, რათა დაეწიოს და განუმარტოს მოთ-ხრობილის შინაარსი? იქნებ მათთვის გასაგებ ენაზე დაიწყო საუბარი? არა! მაშ როგორ მოიქცა? საშინელი სათქმელია! მან, რომელმაც „მო-დრიკა ცანი" (ფილ. 2.8), ვინც ერთი დაკარგული ცხვრისთვის მზად იყო უფსკრულში შთასულიყო და მიუწვდომელი მთის სიმაღლეზე ასულიყო. (იხ. მათ. 18. 10-14. ლუკ. 15. 1-7), ვინც დაიმდაბლა თავი და ფეხები დაბანა მოწაფეებს. (იხ. იოან. 13. 1-15), მან უარი თქვა მათთან საუბარზე, არაფერი დათმო სარწმუნოებრივ საკითხებში. შემდეგ, მოუდრეკელმა და მოულბობელმა, მიმართა თავის საყვარელ თორმეტ მოწაფეს, რომლებიც გამოარჩია ამა სოფლისაგან და, რომლებიც ბო-ლომდე შეიყვარა და თქვა: „ნუუკუე თქუენცა გნებავთ წარსვლის?" (იოან. 6. 67).

   თქვენო უწმინდესობავ! შეხედეთ თქვენს ანარეკლს ზეციურ სარკე-ში. აიწონეთ ამ მარადიულ სასწორზე... რაოდენ არასრულყოფილი აღმოჩნდებით, რომელიმე საიდუმლო ხელი დაწერს თქვენ შესახებ, ვით კანონები, ვით სიყვარულში უკმარნი, აბსოლუტურად მიუღებე-ლია ჩვენი დროებისათვის: მოციქულთა 45-ე კანონი, რომელიც კრძა-ლავს ერეტიკოსებთან ერთობლივ ლოცვას. კიდევ უფრო არათანამე-დროვეა მოციქულთა 56-ე კანონი, რომელიც ერეტიკოსების სამლო-ცველოსა და იუდაურ სინაგოგაში შესვლასაც კი კრძალავს. (ჟურნ. ЭКЛИСИЯ. 1967. გვ. 400).

   ამ საბრალო ეპისკოპოსმა არ უწყის, რომ მის მიერ ხსენებული კანო-ნები სხვა არაფერია, თუ არა პასუხი უფლისა ჭეშმარიტების დაუმორ-ჩილებელთათვის. იოანე ღვთისმეტყველი და პავლე, სიყვარულის მო-ციქულები, წერენ: „რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხა-როდენ, ნუ ეტყვით მას" (2 იონ. 10).

   მაშასადამე, როდესაც ეს ეპისკოპოსი დაიწყებს წმინდა კანონების რე-ფორმას, ნუ დაავიწყდება სახარების, ვით ამ კანონთა წყაროს რე-ფორმა! წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მცდელობა ამაოდ ჩაივლის. გარდა ამისა: თუ ზემოთ აღნიშნული კანონები მოკლებულია სიყვა-რულს, მაშინ ეკლესიაც მოკლებული ყოფილა სიყვარულს, რომელმაც არა მხოლოდ ოფიციალურად დაადგინა ეს კანონები, არამედ საუ-კუნეების მანძილზე ხელმძღვანელობდა მით.

   თუ ეკლესიას არ ყოფნის სიყვარული, მაშინ გამოდის, რომ ეკლესია დატოვა სულიწმიდამ, რომელიც არის სიყვარულის წყარო. თუ ეკ-ლესიაში უკვე აღარ არის სულიწმიდა, მაშინ - უფალო, მოწყალე მე-ყავნ! - იცრუა მაცხოვარმა, რომელიც გვარწმუნებდა, რომ „სხვა ნუ-გეშინის-მცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე" (იოან. 14. 16). აი, საითკენ მივყავართ საპატრიარქოს სახელოვან ეპისკოპოსებს! ამერიკელი მთავარეპისკოპოსი იაკობი და ზოგიერთი სხვაც უფრო ღრმად შეიჭრნენ, ზემოხსენებული ეპისკო-პოსი ვერც მივა მათთან. ისინი ყველა ხმაზე გალობენ განმაახლე-ბლობისა და პროგრესის „ტროპარს". გაიძახიან: „განვაახლოთ ქრის-ტიანობა", „განვაახლოთ ეკლესია" - ეს, ამ „გონიერი ტვინების" აზრით, „დროის მოთხოვნაა"!

   განვაახლოთ ეკლესია? მაგრამ, რატომ? არასრულყოფილისთვის და-მახასიათებლია განვითარება, დროებითისთვის - პროგრესი, ხრწნადი განიცდის ცვლილებას. ეკლესია კი, ვით დოგმატი და მადლი, ვით რწმენა და ყველაზე წმინდა ცხოვრება, დროებაზე აღმატებულია. როგორ უნდა განვითარდეს სრულყოფილება? მარადიული როგორ ივლის დროებითის ფეხდაფეხ? რაგვარი ცვლილება უნდა განიცადოს უხრწნელებამ? საერთოდ, არის კი „მოდერნიზაციის" საჭიროება? „იე-სუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13. 8). ეშმაკი ისეთივეა, როგორიც იყო ათასეული წლების წინათ. ცოდვაც იგივე დარჩა, სათნოებაც, ადამიანიც... რა შეიცვალა? მხოლოდ საშუ-ალებები, მეტი არაფერი. ძველ დროში ბოროტმოქმედები ჯოხებითა და მახვილებით კლავდნენ, დღეს თანამედროვე იარაღის საშუალებით მთელი ერების ამოხოცვა შეგიძლია. მაგრამ არსი იგივეა - მკვლელობა. არსებობს კი XX ს-ში მოგონილი ბოროტმოქმედება ან სათნოება, რომლის შესახებ არაფერი იცოდნენ მანამდე?

  არავინ ეწინააღმდეგება იმას, რომ მებრძოლმა ხილულმა ეკლესიამ გამოიყენოს თანამედროვე ტექნიკური საშუალებები (მაგალითად რა-დიო, ტელევიზია) სახარების ქადაგებისთვის.

   თუ თქვენი ამერიკელი ეპისკოპოსი იაკობი მიიჩნევს, რომ „ჩვენ არ უნდა მოვიტყუილოთ თავი და, ვთქვათ ისეთი ქრისტიანობა, როგო-რიც გვესმის, არ მიესადაგება ჩვენს ერს", „ვსაჭიროებთ ახალ ქრისტ-იანობას, რომელიც მთლიანად „დაეფუძნება ახალ კონცეფციებსა და პირობებს" და „ვერ დავუტოვებთ მომავალ თაობას რელიგიას იმ სა-ხით, როგორშიც ჩვენ ის ვიპოვეთ", მაშინ, დაე, უმალ დატოვოს თავისი კათედრა და ეკლესია და დაკავდეს რამდენიც უნდა იმდენი „ახალი ქრისტიანის" ფორმირებით, უფრო სწორად - იაკობისტების".

   მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ღაღადებს კალმითა და ქა-ღალდით, სისხლით, ცრემლით, ტოპოგრაფიით, რადიოთი, ტელევი-ზიით, კოსმოსური თანამგზავრით, ან სხვა რაიმე საშუალებით, სოფ-ლის აღსასრულამდე იქადაგებს შემდეგს: „ქრისტესა ჯუარ-ცმულსა: ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე" (1 კორ. 1. 23), ხოლო ისინი, ვინც ამ კანონის თანახმად მოიქცევიან: „მშვიდობა მათ ზედა და წყალობა ისრაელსა ზედა ღმრთისასა." (გალ. 6. 16).

   რატომ გვაოცებს მსგავსი განცხადებები? რაც არის ადამიანის გულ-ში, ის გადმოედინება, „რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნა-მეტნავისაგან გულისა პირი იტყვინ" (მათ. 12. 34).

  გალაღებული და განაზებული ადამიანები, რომლებიც ფეშენებელ-ურ სასტუმროებში ჩერდებიან კრეზებთან1 ერთად, ტკბებიან უხვი საკვებით, მაამებელი მუსიკით, ცხადია, სურთ „ახალი ქრისტიანობა". მეთევზეთა ქრისტიანობა - სახარებისეული სიგლახაკე, ჯვრის „სისუ-ლელის" ქადაგება (1 კორ. 1. 23), ღვაწლის, ცრემლისა და მოწამეობის ეკლესია, ცხადია, „ვერ თავსდება მათ შეხედულებებში"... რას ეძებენ ისინი იესოს გვერდით?(გაგრძელება იქნება...)

 

„ОРТОДОКСОС  ТИПОС"

10. 10. 1969.

 

 

 


1კრეზისი - ლიდიის უკანასკნელი მეფე, თავისი სიმდიდრით ცნობილი. კრეზი - იტყვიან უთვალავი სიმდიდრის მქონე პირზე ლიდიის ლეგენ-დარული მეფის სახელის მიხედვით. 



უკან დაბრუნება