მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > სიყვარული და ჭეშმარიტება - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (ნაწილი I)

სიყვარული და ჭეშმარიტება - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (ნაწილი I)


18-07-2015, 00:03

სიყვარული და ჭეშმარიტება - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (ნაწილი I)

 

წერილი მსოფლიო პატრიარქ ათინაგორას

 

   თქვენო უწმინდესობავ!

   წინამდებარე მომართვის მიზეზი გახლავთ ათონის წმინდა მთის ერ-თი მონაზვნური საძმოს წერილი, რომელშიც საუბარია ლოცვაში თქვენი სახელის მოხსენიების შეუძლებლობაზე და რჩევას მთხოვენ მე - უღირსს მასზე, თუ როგორ მოიქცნენ.

   ნეტავ, ეს ერთადერთი წერილი იყოს! თითქმის ყოველ დღეს „ტრა-დიციონალისტი" მღვდელმსახურნი, რომლებიც ვიცავთ წმინდა ეკლე-სიის გადმოცემას, გარემოცულნი ვართ ზეპირი თუ წერილობითი თხოვნითა და მოწოდებით, მივიღოთ კატეგორიული გადაწყვეტი-ლება.

   ყოველდღიურად გვესმის შეშფოთებული ხმა მრავალი კეთილმორ-წმუნე ქრისტიანისა. ყოველდღიურად, მთელი ძალისხმევით ვცდილ-ობთ ვებრძოლოთ საშინელ საცდურს, რომელიც გამოწვეულია თქვენი განცხადებებითა და მოქმედებებით. დაბოლოს, ყოველდღიურად ვართ სიტყვიერი თუ წერილობითი განკითხვის ობიექტი უკიდურეს ზომათა მიღების მომხრეთა მხრიდან: მოგვიხსენებენ ლაჩრებად და მოღალატეებად იმის გამო, რომ თვალს ვხუჭავთ თქვენს მოქმედე-ბებზე.

    თქვენო უწმინდესობავ!

  თქვენ და თქვენი მომხრენი ყველა ხმაზე გალობით სიყვარულის ტროპარს: სიყვარული, სიყვარული!.. „სიყვარული საზღვრებს გარეშე". სიყვარულისთვის აკეთებთ ერთს, შემდეგ მეორეს, მესამეს... მაგრამ ერთი რამ არის უცნაური: თუკი თქვენი გული იმდენად აღვსილია სიყვარულით, რომ მასში სათავეს იღებენ წყალუხვი მდინარეები, რო-მლებიც დასავლეთის მიდამოებს აღწევენ, ზღვებად გარდაიქმნებიან, და იქ მხიარულად, კომფორტულად დაცურავს ყველა ჯურის ერეტ-იკოსი, მაშინ რატომ არ მოიძებნა თქვენს გულში რამდენიმე წვეთი სიყვარულისა უბადრუკი მართლმადიდებლებისათვის? ცდუნებულ-ნი ხედავენ, რომ კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი პატრიარ-ქი სიყვარულის გამო უგულებელყოფს საუკუნოვან წეს-განგებას, წმი-ნდა კანონებს, ანგრევს ციხესიმაგრის კედლებს და შლის საზღვრებს, ეკლესიის წმინდა მამების მიერ დადგენილს.

   თქვენო უწმინდესობავ! ნუთუ მათთვის დაშრა თქვენი სიყვარულის წყარო? ნუთუ მათთვის არ მოიძებნება ფაქიზი ზრუნვის, მცირეო-დენი, რაიმენაირი მოწყალებისა და თანაგრძნობის სურვილი? რა გა-მოდის - ერეტიკოსებისადმი სიყვარული, ხოლო მართლმადიდებლე-ბისადმი - გულგრილობა და ფრთხნობა! თქვენო უწმინდესობავ! ბო-ლოს და ბოლოს, საით მიგყავთ ეკლესია?

  მაგრამ, საინტერესოა, ნამდვილად გიყვართ კი ერეტიკოსები? არა, არა, თქვენო უწმინდესობავ! რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, გუ-ლწრფელად და დანამდვილებით ერეტიკოსები ჩვენ, „ფანატიკოსებსა" და „ჩამორჩენილებს" გვიყვარს და არა თქვენ და თქვენს გვერდით მყოფთ. თქვენი სიყვარული არ არის ჭეშმარიტი, არამედ ზედაპი-რული და მოჩვენებითია, ის არ არის ზეგარდამო მოვლენილი, არამედ „მიწიერი, მშვინვიერი, ეშმაკეულია" (იაკ. 3. 15). ჭეშმარიტად ვის უყ-ვარს სნეულებაში მყოფნი? მას, ვინც ეუბნება, შენ ჯანმრთელი ხარ, რაღა გინდაო, რითაც კიდევ უფრო ამძაფრებს ავადობას და იწვევს ადრეულ სუკვდილს, თუ მას, ვინც მიუთითებს სნეულებაზე და აუკრძალავს სნეულს მავნე საკვების ჭამას? როდესაც ჩვენ ვეუბნებით ერეტიკოსებს, სახიფათო გზით მიდიხართო, გვაქვს იმედი, რომ გა-ვაღვიძებთ მათში დაძინებულ სინდისს და მისწრაფებას, ეძიონ ჭე-შმარიტება. თქვენ და თქვენთან მყოფნი აცხადებთ, მართლმადი-დებლებსა და ერეტიკოსებს შორის „არანაირი განსხვავება არ არსე-ბობსო", ამით ადუნებთ და ატყუილებთ მათ და ჭეშმარიტ გზას უკ-ეტავთ.

   ჭეშმარიტად ბრძანა ესაია წინასწარმეტყველმა: „ჩემო ერო, შენმა მე-გზურებმა დაგაბნიეს და გზა - კვალი აგირიეს!" (ეს. 3. 12). საინტე-რესოა, თქვენ და თქვენმა მაქებარმა უხერხემლო ეპისკოპოსებმა, რო-მელი არამართლმადიდებელი მოაქციეთ მართლმადიდებლობაზე? არც ერთი, თქვენო უწმინდესობავ! არც ერთი, ამდენი მოგზაურობის, კონფერენციების, სადილების, საჩუქრების, ღიმილის მიუხედავად. ერეტიკოსები მართლმადიდებლობაზე მხოლოდ ზოგიერთმა მართლ-მადიდებელმა „ფანატიკოსმა" მოაქცია.

   თქვენო უწმინდესობავ! გაქვთ გააზრებული სადამდე შეიძლება მი-გვიყვანოს თქვენეულმა, „უსაზღვრო სიყვარულის" ქადაგებამ, თუ მას უნივერსალურად გამოიყენებთ? აი, რამდენიმე მაგალითი:

   1) მოსამართლე გაამართლებდა ყველას: დამნაშავესაც და უდანაშაუ-ლოსაც (ციხე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განიმარტოს, ვით სიყვარულის გამოვლინება, როდესაც სიყვარულს აქვს „საზღვარი", ხოლო თუ „უსაზღვროდ" მიყვარს, მაშინ როგორ ჩავსვამ ციხეში მას, ვისაც არ სურს აქ ყოფნა?).

  2) მასწავლებელი კლასიდან კლასში გადაიყვანდა ყველაზე უქნარა მოწაფესაც (რანაირი „უსაზღვრო" სიყვარული იქნება, თუ ბავშვს მთელ წელიწადს დავაკარგვინებთ?).

   3) მშობლები არ დაუშლიდნენ თავიანთ შვილებს ყველაზე მავნე სუ-რვილების აღსრულებასაც.

   4) ქორწინებამდელი თანაცხოვრება ეკლესიის დადგენილების ტოლ-ფასი გახდებოდა. (რაგვარი „უსაზღვრო" სიყვარული მექნება, თუ ახა-ლგაზრდა წყვილს „თავისი ურთიერთობის ბოლომდე მიყვანას" და-ვუშლი, ეკლესიისაგან ლოცვა-კურთხევის მიღებამდე; რატომ გავწი-როთ ხშირად ხანგრძლივი, დამქანცველი ლოდინისთვის ისინი, რო-დესაც ვითარება არ იძლევა ნაადრევად მათი ქორწინების საშუა-ლებას?).

  5) თავად თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ვერ დასჯიდით ვერც ერთ ყველაზე მძიმე ცოდვის ჩამდენ სასულიერო პირს.

   მაგრამ თქვენ, ახლახან, არა მარტო ხარისხი აყარეთ და გაძევების გა-ნაჩენი გამოუტანეთ ათონის წმინდა მთის მღვდელმონაზონთა ერთ ჯგუფს (პირადად მე არ ვიცნობ არც ერთ მათგანს), არამედ, როგორც გვესმის, კიდევ ამზადებთ მსგავს „სასიკვდილო განაჩენებს" ზოგიე-რთი მღვდელმსახურისთვის ამერიკაში, ვინაიდან მათ შეწყვიტეს ურ-თიერთობა თქვენთან (არა აქვს არსებითი მნიშვნელობა სამართლ-იანად თუ უსამართლოდ). სად არის თქვენი „უსაზღვრო" სიყვარული, თქვენო უწმინდესობავ! ოჰ, რაგვარ რელიგიურ და საზოგადოებრივ ქაოსამდე შეიძლება მიგვიყვანოს „უსაზღვრო სიყვარულის" მოწოდე-ბის აღსრულებამ! (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 

 

 

 

 

 

ОРТОДОКСОС  ТИПОС"

 10. 10. 1969.


უკან დაბრუნება