მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე იოანიკე (ჩერნოგორსკო-პრიმორსკის მიტროპოლიტი)

მღვდელმოწამე იოანიკე (ჩერნოგორსკო-პრიმორსკის მიტროპოლიტი)


17-07-2015, 00:05

მღვდელმოწამე იოანიკე (ჩერნოგორსკო-პრიმორსკის მიტროპოლიტი)

 

   მიტროპოლიტი იოანიკე (ერისკაცობაში იოანე ლიპოვაცი) 1890 წლის 16 თებერვალს დაიბადა ზღვისპირა ქალაქ ბოკა კოტორსკაში შპირო ლიპოვაცას და მარია დემიანოვიჩების ოჯახში. პატარა იოანეს ღმრთი-სმოყვარე სული ადრეული ასაკიდან ივსებოდა წმიდა მართლმადი-დებლობისადმი მოშურნეობითა და სიყვარულით. მომავალი მიტრო-პოლიტი მშობლებმა აღზარდეს და განათლება მისცეს წმინდა მართ-ლმადიდებლური ტრადიციით, რომელიც მას მშობლიურ ზღვისპირა მხარეში საუკუნეების მანძილზე ლათინებისაგან დევნას განიცდიდა. იოანემ დაწყებითი სკოლა დაამთავრა ქალაქ პრჩანში, კლასიკური გი-მნაზია  - კოტორში; სულიერი განათლება ხადარსკის სემინარიაში მი-იღო, შემდგომში კი სწავლა ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსო-ფიურ ფაკულტეტზე გააგრძელა. ბელგრადში მან საღვთისმეტყველო დისციპლინებში ჩააბარა გამოცდა და ღმრთისმეტყველების პროფესო-რის ხარისხი მიენიჭა.

  1912 წლის 8 ნოემბერს იოანეს ბოკო-კოტორსკისა და დუბროვაცკის ეპისკოპოსმა ვლადიმირმა ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 10 ნოემ-ბერს - პრესვიტერად. მამა იოანიკე 1912-დან 1918 წლამდე მსახუ-რობდა კოტორსკის ეკლესიის წინამძღვრის დამხმარედ, ხოლო შემ-დგომში ლასტვეში მიიღო სამწყსო. 1919-1925 წლებში იგი ასწავლიდა ცეტინსკის ქალთა პედაგოგიურ გიმნაზიასა და ცეტინსკის სასული-ერო გიმნაზიაში, ხოლო 1925-დან 1940 წლამდე - ბელგრადის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში.

   როგორც დაქვრივებული დეკანოზი, იგი დაინიშნა ბუდიმლანსკის ქორეპისკოპოსად, ხოლო 1939 წლის მიწურულს რაკოვიცას მონას-ტერში მიტროპოლიტ იოსებისაგან მიიღო მონაზვნობა იღუმენის ხა-რისხში აყვანით. 1940 წლის 11 თებერვალს მამა იოანიკეს ბელგრადის კათედრალურ ტაძარში სერბეთის პატრიარქმა გაბრიელმა, სკოპსკის მიტროპოლიტმა იოსებმა და ზვორნიჩო-ტუზლანის ეპისკოპოსმა ნექ-ტარიონმა ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ახალ მეუფეს სამმა მღვდელ-თმთავარმა ხელდასხმით და სულიწმიდის მოხმობით სამოციქულო მემკვიდრეობა და მადლმოსილება გადასცეს, ხოლო სულ მალე თით-ოეულმა მათგანმა ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებლობისათ-ვის მასთან ერთად თავისებურად გაინაწილა მოწამეობრივი სასმისი.

   მიტროპოლიტ იოანიკეს ჩერნოგორსკო-პრიმორსკის ეპარქია საკმა-ოდ რთულ პერიოდში - მეორე მსოფლიო ომის დროს ხვდა წილად. მისი ქომაგობისა და შუამდგომლობის შემწეობით მრავალს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. მხოლოდ უფალმა უწყის მიტროპოლიტ იოანიკეს თავ-განწირვამ და გულისხმიერებამ, თუ რამდენი მშიერი დააპურა ცე-ტინსკის სამიტროპოლიტოს კარზე, რამდენი დევნილი იხსნა სიკვ-დილისა და ტყვეობისაგან. ჩერნოგორიაში აბობოქრებული ძმათამკვ-ლელობა მიტროპოლიტს სულსა და გულს უხეთქდა. თავისი ყოველი სიტყვით, ყოველი ნაბიჯით, ყოველი მოქმედებით იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა სიმშვიდე და სიყვარული ჩერნოგორცელთა შორის, დასტიროდა ყოველ უდანაშაულო მსხვერპლს, უფალს ევედრებოდა ყველა მართალის დაცვასა და ჩერნოგორსკო-პრიმორსკის სამიტრო-პოლიტოში მცხოვრები ყველა ხალხის ხსნას. უდიდესი გულმოდგი-ნებით ევედრებოდა იგი უფალს, რათა ყოვლისპყრობელს გონს მო-ეყვანა და ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა დაბრმავებულნი და ცრუ იდეოლოგიით დაბნელებულნი. მიტროპოლიტ იოანიკეს დაუშრეტელ ღმრთისმოყვარეობასა და ძმათმოყვარეობაზე ღაღადებენ მისი კეთი-ლი საქმეები, მისი ღვაწლი, რომლებიც მოწამეობრივი გვირგვინის მიღებისას უფალს მიუტანა. სამიტროპოლიტოს არქივში შემორჩა მო-წამე მიტროპოლიტის მრავალი ხელნაწერი, რომელთა ნაწილი უკვე გამოქვეყნებულია.

   ომის მიწურულს მეუფე კომუნისტებმა შეიპყრეს. მან აიტანა წამება და დამცირება, რომლის ზომა უწყის მხოლოდ უფალმა და თავად მოწამის სულმა. იგი კომუნისტ-უღმერთოებმა 1945 წლის ივნისში მოკლეს ყოველგვარი სასამართლოსა და გამოძიების გარეშე ბუკუ-ლის რაიონში, შუმადიაში (სერბეთის ოლქი). მისი სხეული დაუკრ-ძალავი დარჩა. მიტროპოლიტმა იოანიკემ ღვთის წინაშე ერთგულე-ბით და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მისი მცნებების აღსრულებით დატოვა ხელთუქმნელი ძეგლი მორწმუნეთა გულებში - ღმერთისა და მოყვასისადმი სიყვარულის მოწმობა, რისთვისაც იგი უფალმა განადიდა ამ ცხოვრებაშიც და იმ, საუკუნო და დაუსრულებელშიც, რომელშიც ახლა განისვენებს სერბეთისა და სრულიად სამართლ-მადიდებლოს ახალი მღვდელმოწამის წმიდა იოანიკეს, ჩერნოგორ-სკო პრიმორსკის მიტროპოლიტის ნეტარი სული. 

 



უკან დაბრუნება