მთავარი > წმ. იოანე ზედაზნელი, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა იოანე ზედაზნელი

წმიდა იოანე ზედაზნელი


20-06-2014, 13:51

წმიდა იოანე ზედაზნელი

 

  ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუ-თისოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სა-თნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხო-ვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, აა-შენა სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა.

  ერთხელ ღირს იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთ-ად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუც-ხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოს-ები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბი-ბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექ-ვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამო-ვიდა.

   საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამ-დინარეთს აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანე-ბის შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფა-რსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.

  ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდ-გა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცე-ნარეულით იკვებებოდნენ.

    ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნუ-რი ცხოვრების წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგ-ვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.

   ერთ ღამეს წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხ-ადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა სა-ქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა ისინი, უამბო, რაც იხილა და უთხრა: „სარგებლისათვის ამის ქუეყანისა წარმოგუავლინნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრიტემან, რამეთუ ახალ ნერგ არიან კაცნი ესე ამის სოფლისანი, ამისათჳსცა ჯერ არს, რაჲთა წარხჳდეთ კაცად-კა-ცადი და განამტკიცებდეთ ძმათა, რომელთა აღუარებიეს ქრისტე, უფ-ალი ჩუენი".

   მოწაფეების გასტუმრების შემდეგ წმიდა იოანე ზედაზენზე დარჩა, დატოვა თავისთან ილია დიაკონი და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი და-ითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შე-მხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება წმიდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მა-კურნებელი წყარო აღმოცენდა.

   წმიდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმიდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის აწყენდნენ. ღირსი იოანეს ლო-ცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული ადამიანი განიკურნა. წმიდა იოანე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხანაც თვი-თონ მიაკითხავდა ხოლმე და ამოწმებდა, თუ სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი.

   ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფლისაგან გამო-ეცხადა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწა-ფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.

   მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძი-რას მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ან-დერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით მო-ძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით აღმოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანდერძისამებრ დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა.

   X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908-923) დროს, მღვიმის სამ-ხრეთით წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი არის ტაძრის სამკვეთლოსთან.



უკან დაბრუნება