მთავარი > წმ. მარკოზ ეფესელი, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა მარკოზ ეფესელი

წმიდა მარკოზ ეფესელი


24-05-2015, 13:12

 

 

  წმიდა მარკოზ ეფესელი (ერობაში-მანუელი) კონსტანტინეპოლში დაიბადა 1391 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. წმიდანმა დაწ-ყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, მისი გარდაცვა-ლების შემდეგ კი კონსტანტინეპოლის საუკეთესო პროფესორებს და-ემოწაფა და მოკლე ხანში მათგან უზარმაზარი ცოდნა შეიძინა სი-ბეჯითის, გულმოდგინებისა და შესანიშნავი გონების წყალობით.

  მანუელმა 24 წლისამ დაასრულა კონსტანტინეპოლის უმაღლესი სკოლა ვოტარიუსის, ანუ რიტორთა მოძღვრის წოდებით. მას დაეკი-სრა წმიდა წერილის განმარტება საპატრიარქო ტაძარში. მუდამ სერი-ოზული, ამასთან, სათნო და ყველას მიმართ კეთილად განწყობილი ახალგაზრდა მეცნიერი საყოველთაო სიყვარულს იმსახურებდა. კონს-ტანტინეპოლის პატრიარქმა ეფრემ II-მ შეიტკბო და დაიახლოვა იგი, წმიდანი იმპერატორ მანუელის მეგობარი და სანდო მრჩეველიც გა-ხდა, მის წინაშე ბრწყინვალე საერო კარიერა იშლებოდა, მაგრამ 26 წლის ასაკში ჭაბუკმა გაწყვიტა კავშირი ამაო და წარმავალ წუთისო-ფელთან, ბერად აღიკვეცა მარკოზის სახელით და კუნძულ ანტიგონზე მდებარე უკაცრიელ მონასტერში დამკვიდრდა. მისი მოძღვარი გახდა ამ სავანის წინამძღვარი, „საკვირელი სვიმეონი”.

   ჟამი, რომელშიც წმიდა მარკოზს მოუხდა მოღვაწეობა, მძიმე განსა-ცდელებით იყო სავსე: თურქებმა მთელი მცირე აზია და ბალკანეთის ნახევარკუნძული დაიპყრეს და კონსტანტინეპოლს მიუახლოვდნენ. მარკოზი და მისი მოძღვარი იძულებულნი შეიქმნენ კონსტანტინე-პოლში, მანგანის მონასტერში გადასულიყვნენ. აქ წმიდა მამა მთლი-ანად მდუმარებას მიეცა, მნახველებს არ ღებულობდა და მხოლოდ საღმრთო წერილს უღრმავდებოდა.

   მანგანის სავანეში მარკოზი მღვდლად აკურთხეს. უსისხლო მსხვე-რპლშეწირვის დროს ღვთაებრივი მადლი ნათლის სახედ გადმო-დიოდა მასზე.

   1437 წელს ღირსი მამა ეფესოს მიტროპოლიტად აირჩიეს. იგი აღნი-შნავდა: „ქრისტეს ეკლესიის ბრძანებით და მისივე საჭიროებისათვის ვიტვირთე საეპისკოპოსო მსახურება, რომელიც ჩემს ღირსებასა და ძა-ლებს აღემატება”.

  1437 წლის ბოლოს მარკოზ ეფესელი სხვა ბერძენ ეპისკოპოსებთან ერთად ფერარო-ფლორენციის კრებაზე გაემგზავრა. მართლმადიდე-ბელი მღვდელმთავრები ვარაუდობდნენ, რომ ქრისტიანული აღმსა-რებლობის საერთო ბეჭდის გამყალბებელი კათოლიკები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცეოდნენ და ღვთის სადიდებლად მართლმა-დიდებელ ძმებს შეუერთდებოდნენ, მაგრამ მათი იმედი ამაო გა-მოდგა. კრებაზე, რომელიც ჯერ ფერარაში, შემდეგ კი ფლორენციაში მიმდინარეობდა, სადაო საკითხებზე გულწრფელი მსჯელობა არ გა-მართულა. ლათინები თანდათან მუქარასა და დაშინებაზე გადა-ვიდნენ და მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის თქმის უფლებაც კი წაართვეს. ისინი ცდილობდნენ, ესარგებლათ ბერძენთა ქვეყანაში შე-ქმნილი მძიმე მდგომარეობით და სრული საეკლესიო კაპიტულაცია მიეღოთ მათგან. მიაღწიეს კიდეც მიზანს: მოუძლურებულმა ბიზა-ნტიელმა მღვდელმთავრებმა სინდისის ქენჯნითა და ტანჯვით, ლა-თინებისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღების ფუჭი იმედით გაყიდეს მართლმადიდებლობა, კათოლიკური მრწამსი მიი-ღეს და ლათინებთან სამარცხვინო უნია შეკრეს. ერთადერთი, ვინც ვერ მოტეხა ფარულმა და აშკარა მტერმა, მარკოზ ეფესელი იყო. იგი აცხადებდა: „არ შეიძლება არსებობდეს საშუალო ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის”, „ეკლესიის საქმე ვერასოდეს გადაწყდება კომპრო-მისების გზით”.

   როცა კარდინალებმა პაპ ევგენი IV-ს საზეიმოდ აახლეს ბერძენ წა-რმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, მან მაშინვე იკი-თხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო, და, როცა მისი ხე-ლმოწერა ვერსად ნახა, თქვა: „ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ!”

   უნიის ხელის მოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაპმა ბერძენ ეპ-ისკოპოსებსა და მღვდელმთავრებს მიმართა თხოვნით, დაესაჯათ მა-რკოზ ეფესელი, როგორც უნიის მოწინააღმდეგე. დათმობებით დაღ-ლილმა ბერძენთა მხარემ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაც-ხადა, პაპთან მიწვეულმა წმიდა მამამ კი თქვა: „საეკლესიო კრებები განდგომილებად მიიჩნევდნენ და განიკითხავდნენ მათ, ვინც რომე-ლიმე დოგმატს არღვევდა და ისე ქადაგებდა. ეკლესია ჯერ თვით მწვალებლობას განიკითხავდა, შემდეგ კი წვალებათა მთავრებს და მათ მიმდევრებს. მაგრამ მე არც რაიმე საკუთარი სწავლება მიქადაგია და არც სიახლე შემომიტანია ეკლესიაში. მხოლოდ იმ სწავლებას ვი-ცავდი, რომელიც ეკლესიამ ურღვევი სახით მიიღო ჩვენი მაცხოვ-რისაგან და რომელიც უცვლელად უპყრია დღემდე. ამ სწავლებას განხეთქილებამდე, რომის წმიდა ეკლესიაც ჩვენზე, აღმოსავლეთზე ნაკლებად როდი იცავდა და ყოველთვის წმიდა მოძღვრებად მიი-ჩნევდა. და თუკი მე მას ვიმარხავ და ჩემს თავს მისგან გადახვევის ნებას არ ვაძლევ, მაშ, რომელი კრება განმიკითხავდა, რამეთუ მანამდე იმ სწავლებას უნდა დასდოს მსჯავრი, რომელსაც მე მივდევ. ხოლო თუ სწავლება სწორი და მართლმადიდებლურია, მაშინ მე რატომღა ვარ სასჯელის ღირსი?”

   იმპერატორი და იერარქები 1439 წლის 26 აგვისტოს გამოემგზავრნენ ფლორენციიდან. რამდენიმე თვეში კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე უნიის მომხრე პატრიარქი მიტროფანე აირჩიეს. წმიდა მარ-კოზს დევნა დაუწყეს. მან ეფესოს მიაშურა და გულმოდგინედ ზრუ-ნავდა თავის სამწყსოზე, თუმცა ძლიერ უჭირდა ხორციელად დაუძ-ლურებულს. იგი დადიოდა თურქებისგან ხელყოფილი ეკლესიების მოსანახულებლად, ატარებდა მღვდლების ხელდასმას, ეხმარებოდა შევიწროებულებს, მფარველობდა ქვრივ-ობლებს.

   ორი წლის შედეგ იმპერატორის ბრძანებით წმიდა მამა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. განთავისუფლების შემდეგ ღირსი მარკოზი კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. ის ხედავდა ხალხისა და სამღვდე-ლოების განწყობილებას და წერდა: „ფსევდოუნია სადაცაა დაიშლება”. მალე ეს წინასწარმეტყველება ახდა.

   მარკოზ ეფესელი გარდაიცვალა 1443 წელს. მისი ტანჯვით აღსავსე ცხოვრების დასასრული ნათელი და სიხარულიანი იყო. წმიდანი პა-ტივით დაკრძალეს მანგანის სავანეში.

 

 

„წმიდანთა ცხოვრება"

 


 


უკან დაბრუნება