მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ძველი პატერიკონი
ძველი პატერიკონი4-08-2016, 00:09 |
მოვიდეს ძმანი მამისა ანტონისა და ევედრნეს მას, რათა უთხრას მათ, თუ ვითარ ცხონდნენ. მიუგო და ჰრქუა მათ ბერმან: ვითარცა გესმის წერილთაგან იქმოდეთ და სცხონდეთ. ხოლო მათ ჰრქუეს: შენგანცა გვინებს სმენაი, მამაო. მაშინ ჰრქუა მათ ბერმან: წერილ არს წმიდასა სახარებასა, უკეთუ გცეს ვინმე მარჯუენესა ყურიმალსა შენსა, მიუპყარ მარცხენაიცა შენი (მთ.5,39).
ჰრქუეს მათ: ვერ შეგვიძლია. ჰრქუა მათ ბერმან: უკეთუ ვერ შეგიძლია მიპყრობაი მეორისაი, იგი ერთი ხოლო მოითმინეთ. ჰრქუეს მათ: არცა ესე შეგვიძლია.
ჰრქუა მათ ბერმან: უკეთუ ვერცა ესე შეგიძლია, ნუ მიაგებ ნაცვალსა. ჰრქუეს მათ: არცა ესე შეგვიძლია.
მაშინ ჰრქუა ბერმან მოწაფესა თვისსა: შეუქმენ ძმათა ამათ მცირედ წუენი, რამეთუ უძლურ არიან. და ჰრქუა მათ: უკეთუ ესე ყოველი ვერ შეგიძლია, რა გიყო თქუენ?
***
თქუა ბერმან: ამისთვის ვერ წარვემართებით, ვერცა ვიცნობთ საზომსა ჩუენსა, რამეთუ არა გუაქუს მოთმინებაი, ოდეს ვიწყოთ რასმე საქმესა, ვითარმედ უჭირველად გუნებავს მოგებაი სათნოებისაი. ამისთვის ადგილთა ვიცვალებთ და ზედაის - ზედა მიმოვალთ რამეთუ ვგონებთ, რაითამცა ვპოეთ ადგილი, სადა არა იყოს ეშმაკი, ანუ ჭირი რაიმე.
***
გამოვიდა ოდესმე მამაი მაკარი დიდი სენაკისაგან თვისისა და იხილა ძმაი ვინმე, რომელი ცოდვიდა, და არა ამხილა მას არამედ თქუა: უკეთუ ღმერთი არა დასწუავს, რომელმან დაჰბადა და ხედავს, მე ვინ ვარ, რომელმან ვიკადრო მხილებად დაბადებულსა მისსა.
*** თქუა მამამან იოვანე შობითაგან საჭურისმან: არა არს უფროისი სათნოებაი, ვითარ არავისი განკითხვაი და არავისი შეურაცხყოფაი.
***
ძმამან ჰკითხა ბერსა: ვინაი მაქუს, მამაო ბრძოლაი სიძვისაი? ჰრქუა მას ბერმან: ფრიადისა ძილისა, ჭამისა და განსუენებისაგან ხორცთაისა.
***
თქუა ბერმან: ჯერ - არს მისსა, რომელი - იგი ასწავლიდეს სხვათა, რაითა პირველად თვით იქმოდის, რომელსა - იგი სხუათა ასწავლიდეს.
***
თქუა ბერმან: არა დაემკვიდრების ერთსა გულსა შინა სიტკბოებაი და სიყვარული ამის სოფლისაი და ღმრთისაი.
***
თქუა მამამან იაკობ, ვითარცა სანთელი განანათლებს სენაკსა ბნელსა, ეგრეთვე შიში ღვთისაი, ოდეს შევიდეს გულსა კაცისასა, განანათლებს მას და ასწავებს ყოველთავე სათნოებათა და მცნებათა ღმრთისათა.
***
თქუა მამამან მოსე: რომელნი - ესე ძლეულ ვართ ვნებათაგან ხორციელთა, ნუმცა უდებ ვართ სინანულისათვის და გლოვისა თავთა ჩუენთაისა, ვიდრე ესე გუაქუს - ღა ჟამი და არა მოუსწრია გლოვასა და ტირილსა ჟამისა მის საშინელისასა.
თქუა კუალად: ცრემლითა მოიგებს კაცი სათნოებათა და ცრემლითა იქნების მოტევებაი ცოდვათაი. სტიროდი რაი, ნუ აიმაღლებ ხმასა სულთქმისა შენისასა და ნუმცა უწყის მარცხენემან შენმან, რასა იქმს მარჯვენაი შენი, ხოლო მარცხენაი არს ცუდად მზვაობრობაი.
***
მოვიდა ძმაი ბერისა ვისამე, რომელი მკვიდრ იყო მთასა სინასა და ჰრქუა მას: ვითარ ვილოცვიდე მამაო? მიუგო ბერმან და ჰრქუა მას: მე ოდეს ვილოცვიდე, შვილო, ამას ვიტყვი: უფალო, ღირს მყავ მე, რაითა გმონო შენ, ვითარცა ვჰმონე ეშმაკსა, და ღირს მყავ მე, რაითა შეგიყვარო, ვითარცა შევიყვარე ცოდვაი.
***
ძმამან ჰკითხა მამასა ტითოის: ვითარ დავიცვა გული ჩემი? ჰრქუას მას ბერმან: ვინაითგან არა დავიცავთ ენასა ჩვენსა და მუცელსა, ვერცა გულსა დავიცავთ. თქუა კვალად მამამან ტითოი: ესე არს ცხოვრებაი, რაითა კაცმან დაიცვას ენაი თვისი.
***
თქუა მამამან ეპირიქე: კეთილ არს სუმაი ღვინისაი და ჭამაი ხორცისაი და არა ჭამაი ხორცისაი ძმისა თვისისაი ძვირს - ხსენებითა და ძვირს - ზრახვითა ბოროტითა.
***
თქუა ბერმან: დედაი სიძვისაი არს ნაყროვანებაი და ხორცთა განსვენებაი.
თქუა კვალად: რომელმან დაიმჭიროს მუცელი თვისი შეუძლოს დამჭირვაი ენისაცა თვისისაი.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |