მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > ახალმოწამეთა ცხოვრება, რომელთა ხსენების დღე მარტოოდენ უფალმა უწყის (მღვდელმოწამე გაბრიელ დაბიჩი)

ახალმოწამეთა ცხოვრება, რომელთა ხსენების დღე მარტოოდენ უფალმა უწყის (მღვდელმოწამე გაბრიელ დაბიჩი)


27-07-2015, 00:04

ახალმოწამეთა ცხოვრება, რომელთა ხსენების დღე მარტოოდენ უფალმა უწყის (მღვდელმოწამე გაბრიელ დაბიჩი)

 

 

მღვდელმოწამე გაბრიელ დაბიჩი - ნიკშიჩეს ჟუპას მონასტრის მღვდელ-მონაზონი

 

   გაბრიელ დაბიჩი დაიბადა 1904 წლის 30 სექტემბერს სრემში, დაბა პუტინცაში. მან საშუალო განათლება სრემსკის კარლოცვაში მიიღო. რაკოვიცაში დაამთავრა სამონაზვნო სკოლა. 1927 წლის 27 სექტემბერს იგი სავინის მონასტეში აღიკვეცა. იმავე წლის 16 ნოემბერს ხელი და-ასხეს დიაკვნად. მსახურობდა კოტორსკის ეპარქიალურ კონსისტორი-აში. მამა გაბრიელმა 1928 წლის 1 აპრილს მიიღო სამღვდელო ხარისხი და ბუდვანსკის ადმინისტრატორის თანამდებობა. იგი აპურებდა პე-ტროვაცკისა და რეჟევიჩსკის სამწყსოს. შემდეგ გახდა რეჟევიჩსკის მონასტრის წინამძღვარი. მოგვიანებით მამა გაბრიელი მსახურობდა მორაჩის, დუგისა და ჟუპის მონასტრებში.

   ჭეშმარიტი მონაზონი ურყევი რწმენაში, სიყვარულისა და სიკეთის მასხივოსნებელი ყველას მიმართ, ვინც კი იმ ომიანობის შფოთიან დროს ინარჩუნებდა უფლის სიტყვისადმი ერთგულებას - იწვევდა ღმრთისმებრძოლთა და უღმერთოთა სიძულვილს. 1942 წლის ხარე-ბა დღეს მამა გაბრიელი ჟუპის მონასტერში შეიპყრეს და წაიყვანეს „შტაბში." რა ხდებოდა ამ მომენტიდან მოწამეობივ აღსასრულამდე, უცნობია. დარჩა საიდუმლოდ, რომელიც უწყის მხოლოდ უფალმა და თავად ახალმოწამის საუკუნო ნეტარებისაკენ მისწრაფებულმა სულმა. მისი დასახიჩრებული სხეული დრაგოვიჩებში, ხაროში იპო-ვეს და 1942 წლის აგვისტოში ჟუპის მონასტრის ტერიტორიაზე და-კრძალეს. ამჟამად სამონასტრო ცხოვრება მონასტერში კვლავ აღორ-ძინებას იწყებს. ახალმოწამე გაბრიელს დედები და მონასტრის მომ-ლოცველები განსაკუთრებით მიაგებენ პატივს. 



უკან დაბრუნება