მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > ახალმოწამეთა ცხოვრება, რომელთა ხსენების დღე მარტოოდენ უფალმა უწყის (ჯალათის მოწმობა)

ახალმოწამეთა ცხოვრება, რომელთა ხსენების დღე მარტოოდენ უფალმა უწყის (ჯალათის მოწმობა)


26-07-2015, 00:04

ახალმოწამეთა ცხოვრება, რომელთა ხსენების დღე მარტოოდენ უფალმა უწყის (ჯალათის მოწმობა)

 

ჯალათის მოწმობა (ჩაიწერა ექიმმა ნედო ზეცმა)

 

   ...უსტაში, რომელიც მიამბობდა ამ ისტორიას, კვლავ დადუმდა. შე-მდეგ ბოლომდე დაცალა არყის ჭიქა და გააგრძელა:

   - გახსოვს, მაშინ, აგვისტოში, ბანაკში დიდი ნაკადი რომ შემოვიდა? მაშინ იერე მარიჩიჩმა დაახლოებით, 3000 ზეკი გაგზავნა მათ გასა-ნადგურებლად. ჩვენ - პერო ბრზიცა, ზრინუშიჩი, შიპკა და მე - დავ-ნაძლევდით, ღამის განმავლობაში ვინ უფრო მეტ პატიმარს დახო-ცავდა. დაიწყო სასაკლაო, უკვე ერთი საათის შემდეგ მოკლულთა რი-ცხვით სხვებს გაცილებით გადავაჭარბე. იმ ღამეს შემიპყრო განსა-კუთრებულმა აღტყინებამ, მეჩვენებოდა, რომ თითქოსდა მოვწყდი მი-წას, რომ თითქოს ზეცაში მოვხვდი, ამგვარი ნეტარება მანამდე არას-ოდეს მიგრძვნია. რამდენიმე საათში დაახლოებით, 1100 ადამიანი მო-ვკალი, მაშინ როდესაც ჩემმა მეტოქეებმა მხოლოდ 300-400 - მდე გა-ნგმირეს.

   და აი მაშინ, ექსტაზის უმაღლეს მომენტში ჩემი მზერა წააწყდა მო-ხუც გლეხს. იგი რაღაც ამოუხსნელი სიმშვიდით იდგა და მდუმარედ უცქერდა, თუ როგორ ვკლავდი მსხვერპლს მსხვერპლზე და რა სა-შინელი ტანჯვით იღუპებოდნენ ისინი. მისმა ამგვარმა მზერამ თით-ქოს დამბლა დამცა, მომეჩვენა, თითქოს გავქვავდი და რაღაც წამები განძრევაც კი არ შემეძლო. რამდენიმე წუთის შემდეგ მივუახლოვდი მას, რათა გამეგო ვინ იყო. მან მიპასუხა, რომ სახელად ჰქვია ვუკაშინი. წარმოშობით სოფელ კლეპაციდანაა, რომ ახლობლები უსტაშებმა და-უხოცეს, თავად კი გაგზავნეს იასენოვაცში. იგი ამას კვლავ ისეთივე სიმშვიდით მიამბობდა, რომელმაც უფრო შემაძრწუნა, ვიდრე ჩვენს ირგვლივ მომაკვდავი ადამიანების საშინელმა ყვირილმა და კვნესამ. მოხუცს რომ ვუსმენდი, მის ზეციურ წმიდა თვალებს რომ ვუცქერდი, უეცრად გამეღვიძა დაუოკებელი სურვილი, ყველაზე სასტიკი ჯოჯო-ხეთური წამებით დამერღვია ჩემთვის მიუწვდომელი ეს შინაგანი სი-მშვიდე, რათა მისი წამებით, ტირილითა და ტანჯვით დაბრუნებ-ულიყო ჩემში სისხლითა და ტკივილით გამოწვეული ადრინდელი აღტაცება.

   მოხუცი მწყობრიდან გამოვიყვანე. დავსვი ჯირკზე და ვუბრძანე ეყ-ვირა: „გაუმარჯოს პაველიჩს," თან დავემუქრე, რომ დაუმორჩილე-ბლობის შემთხვევაში მოვაჭრიდი ყურს. ვუკაშინი დუმდა. მოვკვეთე ყური. მას სიტყვაც კი არ დასცდენია. კვლავ ვუბრძანე ეყვირა: „გა-უმარჯოს პაველიჩს," დავემუქრე, რომ მოვაჭრიდი მეორე ყურსაც. „იყვირე, გაუმარჯოს პაველიჩს! თორემ მოგაჭრი ცხვირს!" მოხუცი დუმდა. მეოთხედ მე კვლავ ვუბრძანე იმავე სიტყვების ყვირილი და ცოცხლად გულის ამოკვეთით დავემუქრე. მან გამჭოლი მზერით შე-მომხედა, თითქოსდა უსასრულობისკენ იცქირებოდა და ჩუმად, მა-გრამ გარკვევით წარმოთქვა: „შვილო ჩემო, აკეთე შენი საქმე!" ამ სი-ტყვებმა საბოლოოდ შემშალა ჭკუიდან, ვეძგერე, ამოვთხარე თვალები, ამოვკვეთე გული, გამოვჭერი ყელი და წიხლით გადავაგდე ორმოში. და აი მაშინ, თითქოს რაღაც ჩამწყდა. მე უკვე აღარ შემეძლო აღარავის მოკვლა. ჩვენი ნიძლავი პერო ბრზიცამ მოიგო, 1350 ტუსაღი დახოცა. მე მდუმარედ გადავუხადე მას წაგებული თანხა.

   მას შემდეგ მოსვენება დავკარგე. სმას მივეძალე, მაგრამ თავდავი-წყება მხოლოდ მცირე დროით მოდის. სიმთვრალეშიც კი მესმის ეს ხმა: „შვილო ჩემო, აკეთე შენი საქმე!" და მაშინ გაშმაგებული ვაწყდები სახლების კედლებს, დავრბივარ ქუჩებში, ყვირილით ვამსხვრევ ყვე-ლაფერს რაც ჩემს ირგვლივაა, თავს ვესხმი პირველივე შემხვედრს. ღამით ვერ ვიძინებ, როგოც კი რული მეკიდება, კვლავ მოხუცის ნა-თელ მზერას ვხედავ და მესმის ეს აუტანელი: „შვილო ჩემო, აკეთე შე-ნი საქმე!"

   მე გადავიქეცი ტკივილისა და საშინელების კოშტად. არ ძალმიძს ამ კოშმარის დაძლევა. კლეპეცელი ვუკაშინის ნათელი და აუღელ-ვებელი სახე დღედაღამ მოსვენებას არ მაძლევს. (გაგრძელება იქნე-ბა...)

 



უკან დაბრუნება