მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის უწმინდესი სამღვდელმთავრო კრება (ნაწილი I)

სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის უწმინდესი სამღვდელმთავრო კრება (ნაწილი I)


11-07-2015, 00:05

სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის უწმინდესი სამღვდელმთავრო კრება (ნაწილი I)

 

 

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრების ეპისტოლე მართლმადიდებელი სერბი ხალხისადმი 1941-1991 წლებში სერბეთის ეკლესიის დევნისა და სერბი ხალხის ტანჯვის ორმოცდაათი წლისთავთან დაკავშირებით. 2000 წ.

 

 

   ჩვენ, სებრთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები რიგგა-რეშე კრებას ვხსნით, უფლის სამწყსოს სიყვარულით მოგესალმებით. ლოცვით გისურვებთ მშვიდობას უფალში, ერთობას სულიწმიდაში, ზეციური და მიწიერი სიკეთეების სიუხვეს. ყოველივე ამას ვუსუ-რვებთ ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ერს. ვსარგებლობთ საშუალებით, რათა გაცნობოთ, რომ ამ ისტორიული გარდატეხის მომენტში, ჩვენ საყოველთაო გადაწყვეტილება მივიღეთ, დამდეგ წელს წირვა-ლო-ცვით ავღნიშნოთ სერბეთის ეკლესიისა და ხალხის წამების (1941-1991 წწ.) ორმოცდაათი წლისთავი.

   უპირველეს ყოვლისა, ლოცვებში ვიხსენიებთ ძმათამკვლელ სამამუ-ლო ომში ყველა უდანაშაულოდ დაზარალებულს. მუხლს ვიდრეკთ საკუთარი, მშობლიური კერიდან უცხოეთში განდევნილთა ტანჯვისა და მწუხარების, ასევე იასენოვაცკის, გლინსკის, იადიკოვსკის1  ხარო-ებში მოწამეობრივი სიკდილით აღსრულებულთა წინაშე. გასულ წლე-ბში, წმიდა სერბი ხალხის ეროვნულ ღირსებებზე, მარადიულ ფასე-ულობებსა და სიწმინდეებზე ძალადობის ჟამს ყველა დევნილთა, დამცირებულთა, ღმრთაებრივი სიმართლისათვის ციხეში დამწყვდეულთა წინაშე ვხრით თავს.

   ლოცვით ზეციურ მფარველობას შევთხოვთ ჩვენი მოწამე მღვდელმ-თავრების - პეტრეს (ზიმონიჩი), პლატონის (იოვანოვიჩი), საბას (ტრა-ილიჩი) და იოანიკეს (ლიპოვეცი), მღვდელმოწამეების - ნიკოდიმეს (ნოვაკოვიჩი), კონსტანტინეს (კრსტანოვიჩი), სერგის (ურუკალი), სვე-ტოზარის (ჟუტიჩი) და მრავალ სხვათა წინამძღოლობით ჩვენს ახალმოწამეთ, საკონცენტრაციო ბანაკში წამებულთ, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წინაშე მეოხებას შევთხოვთ მართლმადიდებლობის ახალ აღმსარებლებს - სერბეთის პატრიარქ გაბრიელს, ზაგრების მი-ტროპოლიტ დოსითეას და ჩერნოგორ-პრიმორსკის მიტროპოლიტ არსენის, ეპისკოპოს ბარნაბას (ნასტიჩს) და მრავალ სხვა უდანაშაულო მსხვერპლს.

   ლოცვით ვიხსენიებთ ჩვენი ეკლესიის ახალმოწამეთ, ტანჯულთ და აღმსარებელთ და არ ვივიწყებთ განხეთქილების ღრმა ჭრილობებს, ჩვენი ცოდვების გამო მომავალი თაობებისადმი მემკვიდრეობით და-ტოვებულს. ჩვენ საუკუნენახევარი ვცხოვრობდით ვიღაცის მიერ თა-ვსმოხვეულ და ნებით მიღებულ მონობასა და დამცირებაში. იმ პერი-ოდში ყველაზე საშინელი იყო საყოველთაო სულიერი გაჩანაგება და ხალხის ქრისტიანული სულისკვეთების დაკნინება, კულტურის, ზნე-ობის, ადამიანურობის დავიწყება, პიროვნებისა და ერის ღირსების დაცემა. უღმერთობამ, რომელიც „ამაღლებული" მიზნების მიღწევის საშუალებად მივიღეთ, არსით კი სულიერ მამათმკვლელობას წარმო-ადგენდა, ადამიანთა ცხოვრების ყველა სფეროში უზნეობა და ძალა-დობა წარმოშვა. უღმრთობამ დაანგრია ურთიერთნდობა, ადამიანებს წაართვა პატიებისა და ჩადენილი ცოდვებისა თუ დანაშაულობების მიტევებისა და სინანულის უნარი.

   გავიხსენებთ მხოლოდ ზოგიერთ სულიერ ავადმყოფობას, რომელ-მაც სერბ ხალხს ომის წლებში სული დაუზიანა და რომელთა გავ-რცელება ახლა ჩვენს მიწას სრული გაუკაცრიელებით ემუქრება.

   1. ტაძრების, კულტურის კერების დანგრევა-განადგურება და ყველ-აზე საშიში გენოციდი, ათასობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. დღემდე არსებობს ძმათამკვლელი სიძულვილის ხილული მტკიცებუ-ლებანი, მაგალითად, გორნი ოსტროგის მონასტრის კარიბჭეში მემო-რიალური დაფა მოკლულთა სახელებით, 7 ივლისის, ე.წ. სერბეთის აჯანყების დღის საზეიმოდ აღნიშვნა, რომელიც არსით ურთიერთშო-რის ომი, ხოცვა-ჟლეტა იყო და ძმათა სისხლით შეღება წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული. ამ ძმათა მკვლელმა სიძულვი-ლმა წარმოშვა გოლი ოსტროვი2, ხოლო მრავალი გადახვეწა მთელ ქვეყნიერებაზე და სამშობლოს სამუდამოდ მოწყვიტა.

   2. ომისშემდგომი მთავრობის იდეოლოგია თავისთავად მუქარა იყო ეკლესიის არსებობისადმი, პრაქტიკულად მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამასთანავე საფრთხეში აღმოჩნდა სერბი ხალხის ერთ-იანობაც. ეს საფრთხე მას ხელოვნურად მოახვიეს თავს და მის სასი-ცოცხლო ქსოვილს ნაციებად ჭრიდა. ამგვარი, ეკლესიაზე ზეწოლისა და ხალხის ერთობის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგი აშკარაა, მაგრამ დამღუპველი დაყოფა იყო კარგად დაგეგმილი იერიში, მიმართული იმისაკენ, რომ სერბები ჩამოეშორებინათ მათი ისტორიული სულიე-რი, კულტურული, ზნეობრივი და ენობრივი გადმოცემისაგან, რამაც მიგვიყვანა ნაციონალური თვითშეგნებისა და ისტორიული მეხსიე-რების ღრმა დაზიანებამდე და თავად ერის არსებობა საფრთხის წი-ნაშე დააყენა.

  3. ახალი მთავრობა სატანური პრინციპის „გათიშე და იბატონეს" გამოყენებით, შეეცადა ეკლესიის შინაგანი ერთიანობაც შეერყია. ის ყველა საშუალებით, არ თაკილობდა დაშინებასაც კი, ცდილობდა მო-ეწყვიტა ხალხი ეკლესიიდან, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და სა-ზოგადოების განათლებული ფენა. მთავრობა სამღვდელო კავშირის3 მანიპულირებით ცდილობდა და სამწუხაროდ, ხშირად წარმატები-თაც, დაერღვია ეპისკოპოსთა და სამრევლო სამღვდელოების ერთობა. ომისშემდგომი თაობები პროპაგანდამ და იდეოლოგიურმა ძალადო-ბამ სულიერად დააბრმავა. ეკლესია თავისი საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე პირველად აღმოჩნდა სრული მოწყვეტის საფრთხის წინაშე, თითქმის გეტოში მომწყვდეული, საზოგადოებრივი ცხოვრების ნაპი-რზე გარიყული. ომის წლებში გაწამებული, თავის ქმედებებში შევი-წროებული და შეზღუდული ეკლესია ომის შემდგომ მოწამეობრივად აღდგებოდა და ამზადებდა ახალ მუშაკებს საღმრთო ყანაში, ხალხის სულიერი განათლების ყანაში. სულიერად დაცემულთა და ეკლე-სიიდან განდგომილთა რიცხვი არც თუ მცირე იყო, მაგრამ ზოგიერთი არა მარტო სამწყსოს შორის, არამედ სამღვდელოებას შორისაც ნებსით თუ უნებლიედ ადამიანთა სულების მდევნელთა და დამსამარებელთა ხელში იარაღად იქცა. მაგრამ ეკლესიამ, ისევე როგორც ერთ დროს მაცხოვარმა გოგლგოთაზე, გადაიტანა ძაგება და ღალატი, ყველაფრის მიუხედავად აღდგა და განახლდა, სულთა და გონთა არამდგრა-დობისა და მერყეობის პერიოდში ახალი ცხოვრების საფუარად, ერ-თადერთ დასაყრდენად დარჩა. ღმრთაებრივი სიმართლისათვის დევ-ნილთა, ახალმოწამეთა სახეები - ჩერნოგორსკო-პრიმორსკის მიტრო-პოლიტ არსენისა (ბრადვარევიჩი), ბაჩკის ეპისკოპოსის ირინეასი (ჩი-რიჩი), ბანალუკსკის, შემდგომში ჟიჩსკის ეპისკოპოსის ვასილისა (კა-სტიჩი), ხვოსტანსკის ეპისკოპოს ბარნაბასი (ბანკოვიჩი), ეს კი მხოლ-ოდ რამდენიმე მათგანის სახელებია - გვინათებენ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მომდევნო თაობებს. ისინი ანათებენ ისევე, როგორც ძალით ჩამქრალი კელაპტრები, როგორც ანათებენ მიწაზე შეურაც-ხყოფილი, მაგრამ ზეცაში განდიდებული ტაძრები, როგორც ანათებენ ბავშვების ცრემლები, რომლებსაც უღმერთო „აღმზრდელები" ჯვრებს აგლეჯდნენ... (გაგრძელება იქნება...)

  

 

 

 

 

1კონცლაგერთა სახელწოდება, რომლებშიც ხორვატი ფაშისტი-უსტაშების ხელით ათასობით მართლმადიდებელი სერბი დაიღუპა.

2ბანაკი, სადაც სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით „ხალხის მტრებს" ასახლებდნენ, უპირატესად, მორწმუნეებს და ტიტოს მმართველობის დროს რუსეთისადმი თანაგრძნობით განწყობილთ.

3სამღვდელო კავშირი - მღვდელთა გაერთიანება, მრავალი წელი არსე-ბობდა სერბეთში და შიდა საეკლესიო ცხოვრებისა და სამოძღვრო პრო-ბლემების საკითხებით იყო დაკავებული.



უკან დაბრუნება