მთავარი > ნეტარი გლოვა, მთავარი გვედის ფოტო > ნეტარი გლოვა (წმ. მამათა საგანძურიდან)

ნეტარი გლოვა (წმ. მამათა საგანძურიდან)


22-11-2022, 10:17

ნეტარი გლოვა (წმ. მამათა საგანძურიდან)

 

 

   უფალი არ უკუაგდებს თუნდაც ერთ ლოცვით ამოსუნთქვას და ჩვენი ცრემლის ერთ წვეთსაც კი.

 

სულიერი მდელო

 

●●●

  უფალს უყვარს თავმდაბალი ცოდვილი, რომელიც გულით გლოვობს საკუთარ ცოდვებს, და უარყოფს ამპარტავან მართალს, რომელიც საკუთარ თავს ცოდვილად ართვლის.

 

სულიერი მდელო

 

●●●

   როდესაც სინანულის გზას შეუდგები, ნუ იქნები უგრძნობელი და გულქვა, არამედ სცან დაცემა შენი და იგლოვდე ცოდვათათვის შენთა. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: სტიროდე არა უბრალოდ, არამედ მწარედ, ვითარცა პეტრე; სულისა შენისა სიღრმეთაგან გადმოღვარე ნაკადულნი ცრემლთანი, რათა უფალმან მოწყალებით შეგინდოს შეცოდებანი.

 

ილია II

 

●●●

   როგორც თესლს სჭირდება წვიმა, ასევე ჩვენ გვჭირდება ცრემლები, როგორც მიწა უნდა მოიხნას და დაიბაროს, ასევე ჩვენს სულს ნიჩაბის ნაცვლად სჭირდება განსაცდელები და მწუხარება, რათა არ აღმოაცენოს სარეველა, შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გაამაყდეს. ჯანსაღ ნაყოფს მიწაც კი ვერ გამოიღებს გულმოდგინე დამუშავების გარეშე.

 

წმ. იოანე ოქროპირი

 

 

   ●●●

   შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვა – კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ განაგდეთ დამღუპველი შექცევა, ხორციელი ტკბობა, არაწმინდა ოცნებები, უსჯულო ზრახვები: შეინანეთ ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, რასაც სახარება გვიკრძალავს, გულწრფელი სინანულის ცრემლში განბანეთ უწინდელი ცოდვილი ცხოვრება.

 

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

   ●●●

   ცრემლი განსჯის მიერ იშობა, ხოლო განსჯის მამა აზრი და გონებაა.

 

წმ. იოანე სინელი

 

 

●●●

   საჭურველად შეჰრაცხე მარხვაი, და ლოცვაი - ზღუდედ, ხოლო ცრემლნი - საბანელად.

 

 

წმ. ნილოს სინელი

 

 

www.xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება