მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მწუხარება, მთავარი გვედის ფოტო > წმ. მამათა სწავლებანი მწუხარებათა და განსაცდელების შესახებ
წმ. მამათა სწავლებანი მწუხარებათა და განსაცდელების შესახებ21-08-2016, 00:07 |
აბბა დოროთე - მავანი, როცა მას შეურაცხყოფენ, ხარობს, ვინაიდან ჯილდოს ღვთისაგან მოელის, ის ვნებას არაგონივრულად აღმო-ფხვრის, სხვა შეურაცხყოფის მიღებით ხარობს და ფიქრობს, რომ ამის საბაბი თვითონ მისცა და ამიტომ კიდევაც უნდა დაითმინოს. ასეთი ადამიანი ვნებას გონივრულად აღმოფხვრის, ვინაიდან შეურაცხყოფის მიღება, საკუთარი თავის დადანაშაულება და ყიველივე ჩვენს თავზე დამტყდარის დამსახურებულ სასჯელად მიჩნევა კეთილგონიერებაა. ყოველმა მლოცველმა. "უფალო მომმადლე მე სული სიმდაბლისა", უნდა იცოდეს, რომ ღმერთს შეურაცხმყოფელის გამოგზავნას ევედრება. სხვა არა მარტო ხარობს და საკუთარ თავს ადანაშაულებს, როცა შეურაცხყოფენ, არამედ შეურაცხმყოფელის აფორიაქებაზე წუხს. ღმერთმა მიგვიყვანოს ასეთ შინაგან წყობამდე.
* * *
ღირსი იოანე - პეტრეს ჯერ გასაღები გადაეცემა, ხოლო ქრისტე მაცხოვრისაგან მისი განდგომა შემდეგ დაიშვება, ვინაიდან ასეთი დაცემით მედიდურება განიწმინდება. თუკი შენც შემეცნების უნარის გასაღების მიღებისას სხვადასხვა განსაცდელში ვარდები, ნუ გაიკვირვებ, არამედ შენი დაცემით, თვითგანდიდების (რომელიც ღვთაებრივ ხედვას მოსდევს) ამლაგმავი ყოვლადბრძენი ღმერთი განადიდე, რადგან განსაცდელი, ღვთის განგებით, ადამიანურ ქედმაღლობას ალაგმავს.
* * *
ნეტარი აბბა ზოსიმე - მოსპე განსაცდელები და ზრახვები და აღარ იქნება არც ერთი წმინდანი. მაცხოვნებელი განსაცდელისაგან გაქ-ცეული მარადიული ცხოვრებისაგან გარბის.
* * *
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - "მამაო, გევედრები მითხარი! რას ნიშნავს სულგრძელად დათმენა? ბერმა უპასუხა: "უბედურებაში იყო სულით მტკიცე, ყოველგვარი ბოროტება დაითმინო და განსაცდელის დამთავრებას დაელოდო ისე, რომ არ დაუშვა განრისხება, შეუ-ფერებელი სიტყვის თქმა, დაეჭვება ან უდიერი ფიქრი. როგორც წმ. წერილი ამბობს: "დრომდე დაითმენს სულგრძელი და ბოლოს სიხარულს მიიღებს ჯილდოდ" (ზირ. 1.23).
* * *
დაშვებული განსაცდელიდან უმეტესობა ჩვენს შესაგონებლად - ჩა-დენილი ცოდვებისაგან განსაწმენდად ან ამჟამინდელი დაუდევრობის გამოსასწორებლად ან მომავალი დაცემისაგან დასაცავად-ხდება.
ვინც ფიქრობს, რომ განსაცდელში, ჩამოთვლილი მიზეზებიდან რო-მელიმეს გამო ჩავარდა, ის გაროზგვის დროს არ განრისხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს ცოდვილად თვლის, განსაცდელი ვისგანაც მოდის იმას არ დაადანაშაულებს, ვინაიდან მისგან თუ სხვათაგან ღვთის განაჩენის სასმისი მაინც უნდა შეესვა. არამედ გონებას ღმერთს მიაპყრობს და განსაცდელისათვის სამადლობელს აღუვლენს და დავით წინასწარ მეტყველის მსგავსად მხოლოდ საკუთარ თავს დაადანაშაულებს და შეგონებას დიდი გულმოდ-გინებით მიიღებს.
არაკეთილგონიერი ღმერთს წყალობას ხშირად სთხოვს, ხოლო მოვ-ლენილს არ ღებულობს, იმიტომ, რომ როგორც მას უნდოდა ისე კი არ მოვიდა, არამედ როგორც სულთა მკურნალმა განაჩინა. ამიტომ სულმოკლეობს, აფორიაქებულია, ხან ადამიანებზე რისხდება, ხან ღმერთს გმობს. ამით უმადურებას ამჟღავნებს და შემაგონებელი წკეპლისაგან კურნებას ვერ ღებულობს.
* * *
როცა საყვედურისა და დამცირებისაგან დამძიმებული ხარ, იცოდე, რომ შენ უდიდესი სარგებელი მიიღე, ვინაიდან დამცირებით შენგან დიდების მოყვარეობა განიდევნა.
* * *
ხუთი მიზეზის გამო უშვებს ღმერთი დემონების თავდასხმას ჩვე-ნზე. იმისთვის, რომ:
1. ბრძოლისა და ჭიდილის შედეგად სათნოების ცოდვისაგან გამო-რჩევის უნარი შევიძინოთ.
2. ბრძოლითა და შრომით მოპოვებულ სათნოებაში მყარად დავმკ-ვიდრდეთ.
3. სათნოებებში წარმატებულებმა კი არ ვიქედმაღლოთ, არამედ ჭე-შმარიტი თავმდაბლობა ვისწავლოთ.
4. ცოდვის სიმყრალესთან შეხებით სრულებით, ზიზღით მოვიძუ-ლოთ იგი.
5. ვნებებისაგან განწმენდილებმა არც საკუთარი უძლურება დავი-ვიწყოთ და არც შემწე ძალა.
* * *
სააქაო ცხოვრების სიამოვნებებზე და მწუხარებათა შიშზე, რამდე-ნადაც ძალა შეგვწევს, უარი ვთქვათ და ყოველგვარი ვნებიანი ზრახვისაგან, ყოველგვარი დემონური მზაკვრობისაგან ძირეულად გავთავისუფლდებით. ვინაიდან ვნებები სიამოვნების გამო გვიყვარს და სათნოებებს მწუხარებათა მიზეზით გავურბივართ.
* * *
წმ. თეოდორე ედესელი - როცა კონფლიქტურ ადამიანებთან მშვი-დობიანად თანავცხოვრობთ, მაშინ დემონებთან ბრძოლაში ვიმყო-ფებით, ხოლო როდესაც ძმების მიმართ არაკეთილგანწყობილნი ვართ, მაშინ დემონებთან ვმეგობრობთ, რომლებიც უნდა გვძულდეს და რომელთაც მუდმივად უნდა ვებრძოდეთ.
* * *
ღირსი ნიკიტა სტიფატი - ღმერთს არ უნდა, რომ გულმოდგინე ღვაწლმოსილთა საქმიანობა გამოუცდელი დარჩეს, ამიტომ დიდ განსაცდელს, ცდუნებათა ქარ-ცეცხლს, მოუვლენს მათ და ზევიდან ბოძებულ მადლს დროებით უმალავს, ბოროტ სულებს კი მათი ზრახვების მყუდროებას აფორიაქებინებს, რათა გამოაჩინოს სულის მიდრეკილება - ვის უნდა სათნო-ეყოს, თავის შემოქმედსა და მფარველს თუ ამსოფლიურ გრძობებსა და ხორციელ სიამოვნებას. ამის შემდეგ ან განუმრავლებს მადლს (თუკი ისინი უფლის სიყვარულში წარემატებიან) ან განსაცდელებითა და მწუხარებებით ამათრახებს (თუ მიწიერ საგნებზე არიან შეყვარებული), სანამ ხილული სიკეთისადმი ზიზღით აღივსებიან და მისგან მიღებულ სიამოვნებათა სიმწარეს ცრემლებით დატბორავენ.
* * *
ღირსი ისააკ ასური - ღმერთი ყოველგვარ ადამიანურ უძლურებას ითმენს, ყოველთვის მობუზღუნე ადამიანს კი ვერ იტანს და შეგონების გარეშე არ ტოვებს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |