მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ბავშვთა გარყვნის პროგრამა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ბავშვთა გარყვნის პროგრამა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


29-07-2016, 00:07

 

   თუ ჩვენ გვკითხავენ, თუ რომელი პერიოდი იყო ყველაზე ბედნიერი ჩვენს ცხოვრებაში, ალბათ ვუპასუხებთ - ბავშვობა. ბავშვობის მოგონებებში არის რაღაც განსაკუთრებით მიმზიდველი ძალა, თუმცა ბავშვობა ბევრს მძიმე ჰქონია. ბავშვობაში იყო რაღაც აუხსნელი, ამოუცნობი, - ის რაც ჩვენ შემდგომში დავკარგეთ.

   ბავშვის ემოციური სამყარო ბევრად უფრო ღრმა და მდიდარია, ვი-დრე მოზრდილი ადამიანისა. ყოველივეს მის ირგვლივ იგი უშუალოდ აღიქვამს, თვით ბავშვური თამაშების დროსაც კი იგი არ კარგავს ამ უშუალობას. თუმცა, ადამიანის სიწმინდე პირობითია. ბავშვი, რომლის ვნებები ჯერ არ გაღვიძებულა, სამყაროს სხვა თვალებით უცქერს, სხვაგვარად აღიქვამს. ხატოვნად რომ ვთქვათ, ცაზე ის იმ ვარსკლავებს ხედავს, რომლებიც ჩვენთვის უკვე მიუწვდომელნი გამხდარან. ბავშვს შეუძლია განიცადოს უფრო ღრმად, უყვარდეს უფრო გულწრფელად, იმეგობროს უფრო ერთგულად. როდესაც ადამიანს ძალიან უჭირს, იგი იხსენებს საკუთარ ბავშვობას, როგორც ცხოვრების ლამაზ განთიადს, რომლის შემდგომაც ზეცა შავი ღრუბლებით დაიფარა. თვით უბრალოება ბავშვისა, ჩვენთვის უკვე დაკარგული, არის მიზეზი მისი ბედნიერებისა, ხოლო უსუსურება - მისი ყველაზე დიდი ძალა.

   ბავშვობა ადამიანის ცხოვრების მარგალიტია. ახლა კი სურთ ამ მა-რგალიტის წართმევა, ტალახში გასვრა და ფეხით გათელვა ისე, როგორც არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რაღაც დემონური სიხარულით ბილწავდნენ სიწმინდეებს ტაძრების დამანგრევლები, როგორც შავი მაგიის რიტუალში ამტვრევენ ჯვარს, რათა მოუხმონ სატანას.

   დღეს კი ბავშვობა სურთ წაბილწონ როგორც სიწმინდე, ჩაითრიონ ბავშვები გარყვნილების ჭაობში, მომაკვდინებელი შხამი ძალით შეუშხაპუნონ ძარღვებში. სატანისტური რიტუალის კულმინაციურ მომენტში კლავდნენ ბავშვს, როგორც ლუციფერისადმი მიძღვნილ მსხვერპლს. დღეს კი სურთ მოკლან ბავშვის სული, მოკლან არა დანით, არამედ სულიერი შხამით. უნდათ დაახრჩონ ბავშვი გახრწნილების ჭაობში, რომ ამ სიბინძურემ მის ძვალ-რბილში გაატანოს.

   ნაწილობრივ ბავშვის გახრწნას თავად მშობლები უწყობენ ხელს რო-დესაც შეაქვთ სახლებში პორნოგრაფიული ჟურნალ-გაზეთები და ნებას რთავენ შვილებს იმ ტელეგადაცემების ყურებისა, რომლებშიც გაშიშვლებულია ცხოვრების მთელი სიბინძურე. ამასთან ჩვენ გვარწმუნებენ, რომ შესაძლებელია იარო ჭაობში და ტანსაცმელი არ დაგესვაროს.

   ცნობისმოყვარეობა ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათე-ბელი თვისებაა. გარე სამყაროს შთაბეჭდილებებს იგი ძლიერ ღრმად და ემოციურად აღიქვამს, მის სულში ისინი ძნელადწასაშლელ კვალს ტოვებენ. მშობლები, რომლებიც არ ზრუნავენ შვილების სიწმინდის შენარჩუნებისათვის, იმათზე უარესნი არიან, ვინც საკუთარ შვილებს შიშველსა და მშიერს ტოვებენ. მაგრამ სატანურ ძალებს ესეც ეცოტავებათ. მათ სურთ გარყვნან ბავშვები სკოლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით. ისინი გარეგნულად შეიძლება ქველ-მოქმედებითი ხასიათისა იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში მათი მიზანია ბავშვის ცნობიერებაში ყოვლისდაშვებულობის პროგრამის ჩანერგვა; მათი მიზანია საუკუნოვანი ეროვნული ტრადიციების დანგრევა, მართლმადიდებელი მშობლების ზეგავლენის შემცირება საკუთარ შვილებზე, თითქოსდა "ბავშვის უფლებების დაცვის" მიზნით, და იმ შეხედულების დამკვიდრება, რომ ერის ზნეობრივი ფასეულობები - ეს მხოლოდ ბნელი გადმონაშთებია, ასეთივე ბნელი წარსულისა, ხოლო ქორწინებამდე ქალწულობის შენარჩუნება - ის, რაც ადრე ღირსებად ითვლებოდა, წარმოადგინონ თვითინკვიზი­ციად, ან მშობლების მიერ შვილების უფლებების ხელყოფად და ძალადობად.

   ბავშვების გარყვნით ბოროტი ძალა ანგრევს ქრისტიანულ ქორწი-ნებას. ადამიანს შეუძლია სიცოცხლე შესწიროს იდეას. გარყვნილ გულს შეუძლებელია ჰქონდეს იდეალი, მაშასადამე ყოველგვარი იდეაც. ერთადერთი მიზანი მისთვის ცხოვრებიდან ნებისმიერი მეთოდით და საშუალებით ტკბობის მაქსიმუმის გამოწურვაა. ხატოვნად რომ ითქვას, მაღალი ზნეობრივი იდეალებით მცხოვრები ერი ეკლესიად იქცევა, ხოლო ამ იდეალების დამკარგველი ხალხი უსახო ბრბოდ, რომელსაც არც წარსული აქვს, აღარც მომავალი.

   ექსპლუატირებას ახდენენ რა სიტყვების - "კულტურა", "ცივილი-ზაცია", - დღეს სურთ სკოლებში დანერგონ სექსოლოგიის საგანი, სადაც "მასწავლებელი" ეროტიკული თამაშების რეჟისორად ქცეულა. ამ "გაკვეთილებზე" გოგონებმა და ბიჭებმა პასუხი უნდა გასცენ შეკითხვებს მეუღლეების ინტიმური ცხოვრების შესახებ და ლამის იმიტაცია მოახდინონ ცოლ-ქმრული ცხოვრებისა. მათ უხსნიან არა მარტო პრაქტიკულ სექსს, არამედ პათოსექსოლოგიას. ეძლევათ რეკომენდაციები ორსულობისაგან თავის დასაცავად და ა. შ.

   გასული საუკუნის 20-იან წლებში, რევოლუციის შემდგომ, რევო-ლუციონერისა და ტერორისტის კალანტაის ხელმძღვანე­ლობით დაარსდა საზოგადოება - "შორს სირცხვილი!", რომლის პროგრამა გულისხმობდა სირცხვილის გრძნობისა და საერთოდ მისი გაგებისაგან, როგორც ბურჟუაზიული საზოგადოების გადმონაშ­თის­გან, ადამიანთა გადაჩვევას. ადამიანებს სთავაზობდნენ ქუჩაში დედიშობილად ევლოთ, აერჩიათ ეროტიკული პარტნიორები ყვე-ლაზე ახლო ნათესაურ დონეზე, მოეწყოთ კოლექტიური შერწყმის ადგილები ცხოველთა მსგავსად და ა. შ. კალანტაი თავად უჩვენებდა გარყვნილების მაგალითს, - არ ერიდებოდა საკუთარ ასაკს, მაგრამ ამაზე საუბარი მეტად ამაზრზენია. დღეს ზემოხსენებული საზოგადოების პროგრამა, რომლის დანერგვა თავის დროზე ვერ მოხერხდა, ხორციელდება სხვა მეთოდებით, - არა ბურჟუაზიულ იდეოლოგიასთან ბრძოლის ბაირაღით (როგორც კალანტაის დროს), არამედ დემოკრატიისა და პროგრესის სახელით.

   საქართველოში ოდითგან დიდად ფასობდა ქალწულებრივი ღირ-სება და კდემამოსილება. ურყევი რწმენა და მაღალი ზნეობა აძლევდნენ ქართველებს ძალებს გადარჩენისას. დღეს საქართველო დგას უფრო საშიში ალტერნატივის წინაშე, ვიდრე წარსული ისტორიული ქარტეხილებისას: იარსებებს თუ არა ის საერთოდ; ანუ შეინარჩუნებს თუ დაკარგავს საკუთარ სახეს, საკუთარ ტრადიციებს, საკუთარ სულს, საკუთარ იდეალებს, ვთქვათ პირდაპირ - ქრისტიანობას.

   მშობლებმა უნდა მოითხოვონ პორნოგრაფიული პროდუქციის გაყ-იდვის აკრძალვა და ტელეგადაცემებზე კონტროლის დაწესება. უნდა აიკრძალოს სექსოლოგიის გაკვეთილები, რომლებიც სკოლას საროსკიპოსკენ მიმავალ კიბედ აქცევს. მშობლები, რომლებიც მშვიდად უცქერენ თავიანთი შვილების გარყვნას, ემსგავსებიან მოლოქის იმ თაყვანისმ­ცემლებს, რომლებსაც საკუთარ ხელებზე დასვენებული მიჰყავდათ უმწეო ჩვილები, რათა ჩაეყარათ იმ საზარელი კერპის გავარვარებულ მუცელში.

 

  
 
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება