მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > უდაბურ მთათა გალობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

უდაბურ მთათა გალობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


4-08-2015, 00:00

უდაბურ მთათა გალობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

 

   მთაში გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი ყველაზე სახიფათო დროა მგზავრისთვის. ღრუბლებში აჭრილ მწვერვალებზე მაისის მზის სხივებქვეშ დნებიან მყინვარები. წყაროებისა და მდინარეების გამომ-შრალი კალაპოტები წყლის სწრაფი დინებით ივსება, ის ისეთი ხმა-ურით მოჩქეფს ხეობაში, თითქოს მხედრები მისდევენ ერთმანეთს. არცთუ იშვიათად, გაზაფხულის წვიმების შემდეგ ხეობის ფსკერზე მიმავალი გზა ხაფანგი ხდება მგზავრისთვის: თავდაპირველად ყრუ ხმაური გაისმის შორიდან, თითქოს სილა იყრება რკინის სახურავზე - ეს ხიფათის პირველი ნიშანია. შემდეგ მატულობს ხმაური და გეჩ-ვენება, რომ ცა ბნელდება, თითქოს ჩრდილები გროვდებიან ხეობის თავზე, ქარი ძლიერდება და მკაცრდება. ის ყორნების ჩხავილის მსგავსად უბედურების შესახებ გვაფრთხილებს. ხეობას უცაბედად გამჭოლი სიცივე ავსებს. ხმაური ძლიერდება და გრგვინვაში გადადის. სულ უფრო სწრაფი ხდება მდინარის დინება. მას თან ღორღი მოაქვს, შემდეგ კი ქვიშა და ხის ტოტები. ქვებსა და კლდის შვერილებზე დამსხვრეული ტალღები აქაფებულნი მირბიან, თითქოს დიდ ქვაბში დუღს და ბუყბუყებს წყალი. ნაკადული, ჯერ კიდევ გუშინ ძლივს რომ ჩანდა ქვებს შორის, ფართო დინებად იქცევა, რომელიც სულ უფრო ზევით ადის, თითქოს სიმაგრის კედლებზე კიბით მტრის რაზმი მიცოცავს, მათ შელეწეს ალაყაფი, შიგ შეცვივდნენ და თავიანთ გზაზე ყველაფერს ანადგურებენ. წყალს ამჯერად ვეება კაჭრები და ფესვი-ანად მოთხრილი ხეები მოაქვს. თუ მგზავრმა ფერდობზე ასვლა ვერ მოასწრო, გარდაუვალია მისი დაღუპვა. ვერანაირი მოცურავე ვერ შეძლებს გაუმკლავდეს მდინარის სწრაფ დინებას, როცა ის დიდდება.

   გაზაფხულზე მთის ბილიკებიც საშიში ხდება. ისინი მაღალი ბალა-ხით იფარება, ზამთრის ძილიდან იღვიძებენ გველები, რომლებიც ხშირ ბალახშიც იმალებიან. ჩვეულებრივ გველი თავს არ ესხმის ად-ამიანს, მაგრამ თუკი შემთხვევით ფეხს დაადგამ, მაშინ ის შხამიან კბილს მახვილივით ჩაგასობს, ამიტომ მეუდაბნოენი, როცა გაზაფხუ-ლზე ტყეში მიდიან, მაგარი ტყავის მაღალ ჩექმებს იცვამენ, წელზე გრძელ თოკს იბამენ, რათა ბალახის შარიშურმა გველი ადამიანის მიახლოების შესახებ გააფრთხილოს. თუ გზა ხშირ ბუჩქნარზე გადის, თან გრძელი ჯოხი მიაქვთ, რომლითაც უსინათლოების მსგავსად ყოველ ნაბიჯს ამოწმებენ, სინჯავენ, სადმე ხომ არ იმალება ასპიტი, რომელიც გაზაფხულზე განსაკუთრებულად შხამიანი და საშიშია. დაქანცულმა მგზავრმა, ვიდრე ქვაზე დაჯდებოდეს, უნდა მიმოიხ-ედოს, ახლომახლო ხომ არ არის გველის სორო, ზამთრის ძილის შემდეგ სწორედ ამ ქვის ქვეშ ხომ არ თბება ის. მონადირეები მხეცებს ხაფანგს უგებენ, გველი კი შესაძლოა მგზავრისთვის იქცეს ხაფანგად.

   გაზაფხულზე უდაბნო ყვავილების ხალიჩით იფარება. მე განსაკუთ-რებით ყაყაჩოები მომწონდა, ისინი დამრეც ფერდობებზე ყვავიან, იქ, სადაც ცოტაა ხეები. შავ ფერთან შეხამებული მათი წითელი ფურცლე-ბი ნახშირში მოციმციმე ნაღვერდლებს ჰგვანან. ეს ფერები მაგონებენ ძველ სქემას, რომლის მუქ ფონზეც წმინდა გამოსახულებანი და წა-რწერებია მეწამული ძაფით ამოქარგული. დღისით უდაბნოს ფრინვე-ლთა გალობა ახმიანებს. ისინი, სამხრეთის ქვეყნებიდან მოფრენილნი, მშობლიურ ტყესა და ერთმანეთს სიხარულით ესალმებიან. ძნელია გაზაფხულზე უდაბნოს მონახულება, თვით მეუდაბნოენიც კი ამ დროს ადგილზე დარჩენას ამჯობინებენ: ბოსტანს აშენებენ, სენაკებს აკეთებენ. თოვლის დადნობისა და გაზაფხულის წვიმების შემდეგ მიწა ლაფდება, წყლით სავსე ღრანტეები გზებს ხერგავენ და ადამიანს ჰგონია, რომ ჭაობის ზანზარაში მიაბიჯებს. ზაფხულობით მეუდაბნო-ენი კენკრას აგროვებენ, ხოლო ვინც სოკოს სცნობს, სოკოს კრეფს. უდ-აბნოში არ არის ზაფხულის სულისშემხუთველი სიცხე, რომლითაც ბარისა და ზღვისპირეთის მცხოვრებნი იტანჯებიან. კარვის მსგავსი ხეების ქვეშ შუადღისითაც კი სიგრილეა. ზაფხულში ტყე მომაჯა-დოებელ ზღაპარს ჰგავს. ამ არაჩვეულებრივ სამყაროში თითქოს თავ-ად დრო იკარგება და არც გინდა იმაზე იფიქრო, რომ შესვენების შემდგომ გზის გაგრძელება მოგიწევს. საათები ასწლეულებად გეჩვე-ნება, აქ ბინდია და ალაგ-ალაგ ფოთლებში შემოჭრილი მზის სხივები მიწას ღია ფერის ლაქებივით ეფინება.

   ზაფხული შეუმჩნევლად გადის, სახეს იცვლის უდაბნო. შემოდგომა ტყეს და მთებს მოოქროვილ საფარებელს აფარებს. მეწამული და ოქ-როსფერი ფოთლები მიწაზე გროვად აწყვია. შემოდგომის მზე არ წვავს, ის ათბობს, თითქოს სახეს ელამუნება. შემოდგომით უდაბნოს ფერები მქრქალდებიან, ღრმავდებიან, მშვიდდებიან და ნაზდებიან. მათში განსაკუთრებული სილამაზე და გამოთხოვების მსუბუქი სე-ვდაა არეკლილი.

   დგება ზამთარი. მთები ჭაღარა თოვლით იფარება. ზამთარი საუკე-თესო დროა მდუმარებისთვის და ლოცვისთვის; ზამთარი - ეს „უდ-აბნოა უდაბნოში", განსაკუთრებით კი ზამთრის ღამე. მეუდაბნოე მო-ნაზვნისთვის უჩვეულო სიხარულია ის, რომ მისი სენაკის კარზე არავინ დააკაკუნებს, ლოცვას არ გააწყვეტინებს, ღმერთს დროებითაც კი ვერავინ დააშორებს, ტკბილ მდუმარებას ვერ დაურღვევს. ღამით, მთვარის შუქზე მიწაზე დაფენილი თოვლი თეთრი ყვავილები გე-გონება, ვარსკვლავები კი - ცაზე ყინულის მბზინავი ნასხლეტებივით მოჩანს. დანამქრული ბილიკები და გზები - ეს კიდევ ერთი ზღუდეა ქვეყანასა და უდაბნოს შორის.

  მონაზონი, რომელიც უმზერს თეთრი აკვანივით თოვლს, ნისლით შემოჯარულ მთებს, სახეს თითქოსდა ნიღბით რომ იფარავენ, თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად თვლის და ეჩვენება, რომ ის თავისი დედის - უდაბნოს მკერდში ჩაკრული ჩვილია.

  ზამთარში, როცა ზღვიდან ქარი უბერავს და წვიმებია, მონაზონი თავს კარგად გრძნობს განმარტოებულ სენაკში. წვიმის წვეთები მისი ქოხის სახურავს ეცემიან, თითქოს გრძელ სიმღერას მღერიან. წვიმის ეს მონოტონური ხმაური, რომელშიც გასაოცარი მელოდია ესმის, ერ-წყმის მის ლოცვას. ეჩვენება, რომ წვიმის ნაკადში, როგორც წარღვნის ტალღებში ქრება ხილული სამყარო. რჩება მხოლოდ მისი სენაკი, როგორც კიდობანი და ამქვეყნად მეტი აღარავინ და აღარაფერია.

 


უკან დაბრუნება