მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > კავკასიონი - ღვთაებრიობის ტახტი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
კავკასიონი - ღვთაებრიობის ტახტი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)27-07-2015, 00:05 |
ესე არს ადგილი, რომელიცა შევიყვარე
ქვეყანა ესე არს ფრიად ნაყოფიერი... არა არს ციხე, ანუ დაბანი, ანუ აგარაკნი, რომელსა შინა არა იდგეს საყდარი ანუ ეკლესია, თლილის ქვით ნაშენნი... კვალად არიან გორა-მთათა ზედა შენნი ეკლესია-საყ-დარნი, სადაცა ძნიად ხვდებიან კაცნი, თვინიერ დღესასწაულთა მა-თთა.
ვახუშტი ბაგრატიონი (ბატონიშვილი) „აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ბიბლიაში წერია, რომ უფალმა დედამიწის მეუფედ ადამიანი დაა-დგინა. ჩვენი დედამიწა მტვრის ნაწილაკია სამყაროს უკიდეგანო სი-ვრცეში და ამავდროულად სამყაროს სულიერი ცენტრი - სიცოცხლის ერთადერთი ოაზისი კოსმოსურ უდაბნოში. ჩვენ სამყაროს მხოლოდ პატარა კუნჭულს ვხედავთ, მაგრამ თავისი სიდიადით ისიც კი გვან-ცვიფრებს. ვარსკვლავები ზეციურ მინდორზე გაზრდილი ყვავილების გირლიანდებს ჰგვანან, ან ცეცხლოვან ფრთოსანთა გუნდს, რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიფრინავენ - ეს იდუმალი იერო-გლიფებია სულიერი სამეფოს შესახებ, სადაც მართალნი ვარსკვლავე-ბივით იბრწყინებენ და თავიანთ სულებში ღვთაებრიობის პირველსა-უკუნო ნათელს აირეკლავენ.
ღამის ცა ძვირფასი ქვებით შემკულ აბრეშუმის ლურჯ ფარდას ჰგავს. თუ რა იფარება მის მიღმა, ადამიანი სიკვდილის შემდეგ შეიტყობს. მომავალი ცხოვრების შესახებ ყველა სიტყვა მხოლოდ ბუნდოვანი აჩ-რდილია იმასთან შედარებით, რასაც ადამიანი საკუთარი თვალით იხილავს. ვეება ზეცა უთვალავ ვარსკვლავთა ცივი ცეცხლით იწვის, მაგრამ ამ ცის მცირე ნაწილს, თითქოსდა სურათის კიდეს ვხედავთ. ჩვენ არც თუ ბევრი წმიდანის სახელი ვიცით, უმრავლესთა სახელები კი უცნობია, ისინი დაფარულია ქვეყნისათვის.
არა მხოლოდ ცა, არამედ კავკასიონის მთებიც ინახავენ თავიანთ სა-იდუმლოს. უდაბნოსავით გაუვალ მთების უღრანში რამდენი უცნობი მოღვაწე განშორებია ქვეყანას...
მთები ღმერთის შესახებ გვასწავლიან. გეჩვენება, რომ დროის შეუჩე-რებელი დინება ზვირთებივით იმსხვრევა მათ ფერხთით. მთაში მა-რადისობის სუნთქვას გრძნობს სული. თუკი დედამიწას ბაღნარს შე-ვადარებთ, მაშინ მთები - ეს ქვის საუცხოო ყვავილებია. ვინც ნახა და შეიგრძნო მათი სილამაზე, მისი გული კვლავ მთებისაკენ ისწრაფვის, როგორც მოგზაურის გული - სამშობლოსაკენ.
უფსკრულზე დაკიდებულ ბექზე, ან კაჭრითა და ქვით ავსებულ, ქა-რითა და წყლით ნაკვეთ ხეობაში ბერები თავიანთ ღარიბულ საცხო-ვრებლებს აშენებდნენ, უფრო ხშირად კი გამოქვაბულებში ბინავდე-ბოდნენ, სადაც მათ მისვლამდე გარეულ მხეცთა თავშესაფარი და გველების საბინადრო იყო. უცნობი ხუროთმოძღვრები მთაში ტაძრებ-სა და მონასტრებს აგებდნენ, რომელთა ნანგრევები აოცებენ მგზავრს. პირამიდების მშენებლობაზე არანაკლებ გამაოგნებლად და საიდუმ-ლოდ გვეჩვენება ის, თუ რანაირად შეეძლოთ ადამიანებს ასეთ სი-მაღლეზე უზარმაზარი ქვის ფილების აზიდვა. ახლა რამდენი სენაკი და მონასტერია შეფარული მთების წიაღში, როგორც სამარხები მიწის სიღრმეში?
ხალხურმა გადმოცემამ, როგორც ექომ, ჩვენამდე მოიტანა ამბავი იმ-ის შესახებ, რომ ყაზბეგის კლდეში, მარადიული ყინულის შორიახ-ლოს, იყო მონასტერი, სადაც ის მოღვაწენი მიდიოდნენ, რომელთაც აღთქმა ჰქონდათ დადებული - თავიანთი საპყრობილედან არასდროს გამოსულიყვნენ. და აი, ერთხელაც, შემთხვევით, კავკასიონის ერთ-ერთ გადმოკიდებულ კლდეში კარი შენიშნეს, რომელშიც უზარმაზი რკინის ჯაჭვი ეკიდა, იქვე იყო რკინის ბაგირის ნარჩენებიც. აღმოჩნდა, რომ აქ მღვიმური მონასტერი იყო, სადაც ბერები უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე ცხოვრობდნენ. მღვიმეში აკლდამები იყო. ამ აკლდამებში გარდაცვლილ მოღვაწეებს კრძალავდნენ; ისინი სიცოცხლეშივე განუდგნენ ქვეყანას, ქვის სენაკიდან მათი მკვდარი სხეული არ გამოჰქონდათ და თავიანთი ღვაწლის ადგილზე მარხავ-დნენ. პირველმა ვინ იპოვა ეს მღვიმე, შიგ შესვლა როგორ შეძლო - უცნობია; ის შესაძლოა მწვერვალის ბაქნიდან თოკით დაუშვეს. იქ ჯაჭვი ვინ აიტანა, ტაძარი და სენაკები მთის კლდოვან მკერდში ვინ გამოთხარა - საიდუმლოა.
არის გადმოცემა, რომ მეზობელ სოფლებში ცხოვრობდა რამდენიმე ოჯახი, რომლებიც იქ იმისათვის დასახლდნენ, რომ ბერებისათვის წყალი და საკვები მიეტანათ, რომელიც თოკით აჰქონდათ. მღვიმურ მონასტერში მოხვედრა მხოლოდ ერთი გზით შეიძლებოდა - რკინის ჯაჭვის რგოლებით, როგორც კიბით და რკინის ბაგირზე ჩაჭიდებით. ხშირად ეს ის მოღვაწეები იყვნენ, რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდ-ათ, უკან აღარ დაბრუნებულიყვნენ. ასვლა მეტად ძნელი და სახიფა-თო იყო. ითვლებოდა, რომ ის, ვინც აქ უწმინდური აზრებით მოდი-ოდა, ბოლომდე ვერ ავიდოდა, ფეხი დაუსხლტებოდა, თოკზე ხელი გაეშვებოდა და სიკვდილს კლდის ძირას ჰპოვებდა.
წმიდა მოღვაწეებზე წიგნები იწერებოდა, აქ კი ქვის ფურცლები წა-უკითხავი პატერიკისა, თვით კლდე და მღვიმეა. წმიდა მოღვაწეებზე ჰიმნებს ქმნიდნენ; აქ, მათ საფლავებზე, უტყვ საგალობელს მათივე ლოცვით დარწყულებული სიჩუმე გალობს. ქვეყნისათვის უცნობი რამდენი ასეთი მონასტერი და სკიტია კავკასიის მთებში - როგორც სამალავები ძველი ციხის კედლებში! რამდენმა განდეგილმა ჰპოვა მთებში თავისი აღსასრული, მათ თავიანთი თავი სიცოცხლეშივე და-კრძალეს და დაკრძალვის საგალობელიც იგალობეს. რამდენი მათგანი მოკვდა გზაში და კლდეების ლაბირინთებში, სადაც მათი ძვლები მხოლოდ წვიმამ განბანა, „საუკუნო ხსენება" კი ხანგრძლივმა ქარბუქმა უგალობა.
მთები ღვთივშემეცნებას ასწავლიან. მზის შუქზე თვალისმომჭრელი სითეთრე მყინვარებისა, ცისკრის სხივებში ლაჟვარდად მოელვარე ამ ვეება სარკეებისა - ლოცვასა და ჭვრეტაში ჩაძირული სულის სახეა. სულისა, რომელშიც თაბორის ფერისცვალების ნათელი აირეკლა, ის ნათელი, რომელიც სულს ანგელოზებრივსა და მშვენიერს ხდის. თო-ვლის სისპეტაკე - სახეა მოღვაწის გულისა, რომელმაც ვნებებს სძლია და რომელსაც ქალწულებრივი სისუფთავე დაუბრუნდა. ხეობებში ქარის მოთქმასავით გუგუნი ბერს მუდმივ სინანულს შეახსენებს.
ავდარი მთაში საშინელ სამსჯავროს გვაუწყებს, როცა ადამიანები შე-ძრწუნებულნი შესძახებენ: „მთანო თავს დაგვექეცით და დაგვიფარეთ ღვთის რისხვისაგან". მაშინ გეჩვენება, რომ თვით დედამიწა იხლიჩება მეხის დაცემისაგან. მთების სიჩუმე, როცა ცის თაღი ბროლის გუმბა-თივით მოჩანს, რომელიც შესაძლოა ბგერით, როგორც ჩაქუჩის დარ-ტყმით დაიმსხვრეს, იმ სიჩუმისა და სიმშვიდის სახეა, რომელიც ყვე-ლას და ყველაფრის უარმყოფელი განდეგილის სულს მადლს ანიჭებს. არ არის სიჩუმეზე უფრო ტკბილი მუსიკა; არ არის იმაზე ღრმა სი-ტყვები, ვიდრე მდუმარებაა; არ არის დედამიწის ფერთაგან უფრო მშვენიერი, ვიდრე წყვდიადი გამოქვაბულის სენაკისა, რომელშიც ანაქორეტი (განდეგილი) ლოცულობს. მთებში ღამის ცა მიწასთან ახ-ლო მოჩანს, გგონია გაიწვდი ხელს და ვარსკვლავებს მტევანივით მო-წყვეტ. იქ თითქმის არ ბინდდება. ბარში ვარსკვლავები ტაძრის კანდ-ელებივით ერთმანეთის მიყოლებით ენთებიან. მთაში კი, როგორც ხა-ნძრის ნაპერწკლები, ერთბაშად ჩნდებიან და მთელ ცას ედებიან. ვინ უწყის, ალმასისა და ოქროს როგორი საბადოა კავკასიონის მიწისქვეშა საგანძურში; ვინ უწყის რამხელა სულიერი განძი - მღვიმური სენაკი და მონასტერია ამაქვეყნისათვის მის მძლავრ კედლებს იქით დამალ-ული.
ნანგრევები ბუჩქნარითა და ბალახით დაიფარა. მთიდან დაცურებ-ული მყინვარები თავიანთ გზაზე დიდრონ ქვებს ანგრევენ და აპობენ, როგორც ბასრი ნამგალი ჭრის ბალახის ღეროს. რამდენი სენაკია მი-წით და ქვით დაფარული, თითქოსდა დროს საუკუნოვანი ბეჭდით დაუბეჭდია ისინი. განდეგილის ცხოვრება დაფარული იყო ქვეყნისა-თვის, მათ საიდუმლოს სიკვდილიც ინახავს.
სახელი კავკასიონი „ღვთაებრიობის ტახტს" ნიშნავს. ის ცეცხლს ჰგავს, მიწის გულიდან ამოვარდნილს და გაყინულს. თითქოს ცეცხ-ლის ენები ქვად იქცა, მისი სინათლე - მარადიულ თოვლად.
კავკასიონი მთათა მეუფეს ჰგავს. ზამთრობით ის თითქოს ბისონით ნაქსოვი თეთრი მანტიითაა მოსილი, გაზაფხული ღონიერ მხრებზე ზურმუხტისფერ მანტიას ასხამს. ზაფხულში, როცა მთის ყვავილები ყვავიან, ჩნდებიან სხვადასხვა ფერის ცეცხლივით, კავკასიონი ძვირ-ფასი ქვებით შემკულ სატახტო დარბაზს ემსგავსება, შემოდგომა კი მის მკერდს, როგორც წმინდა სამოსით, ოქროს ფარჩით მოსავს. მაშინ თვით საქართველო ჰგავს ქალწულს, თავის ჭაღარა მამას - კავკასიონს რომ მიჰკვრია და მის მკერდთან მტრისაგან ხსნას ეძიებს.
ჩვენთვის უცნობია იმ განდეგილთა სახეები, რომლებითაც ეს მთები იყო დასახლებული, მაგრამ მათი ლოცვის ძალას ისევე შევიგრძნობთ, როგორც კეთილსურნელებას ყვავილებისას, რომელთა სახელები არ ვიცით; როგორც გულს ესმის მადლის სუნთქვა ძველ ტაძარში, თუნ-დაც არ ვიცოდეთ ვისდამია ის მიძღვნილი.
ქვეყანას ვნებათა მორევში სურს ჩვენი ჩათრევა, მას უნდა მარადის-ობა დაგვავიწყოს, ის წარმავალ ნეტარებასა და სიტკბოებას გვთავაზ-ობს, რომელიც სიმწარედ გადაიქცევა. ის ყველაფერს გვპირდება, მა-გრამ არაფერს გვაძლევს; ის ყოველთვის ცრუობს და იმათ დასცინის, ვინც მას მიენდო; ის მძლავრობს და აშინებს თავის მსხვერპლთ, რო-გორც ბატონი მონებს, რათა მხოლოდ მას ემსახურონ. მაგრამ მთელი მისი დანაპირები - ეს მიმქრალი ჩრდილებია. მას მხოლოდ ერთის მოცემა შეუძლია - გულის შემკუმშველი სიცარიელისა, სიზმრად მოჩ-ვენებების დევნისა, რომელიც გამოღვიძებით - სიკვდილით მთავრდე-ბა.
მთები სულს მარადისობას ახსენებენ.
ბოროტ ძალას, რომელსაც ღვთისაგან სულთა მოშორება უნდა, ტაძრ-ების განადგურება, წმიდა წიგნების დაწვა შეუძლია, მაგრამ მთების - მარადისობის ამ საგალობლის დანგრევას იგი ვერ შეძლებს.
უკან დაბრუნება |