მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > გოეთე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

გოეთე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


30-07-2015, 00:09

გოეთე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

   შტაინერს არაერთხელ განუცხადებია, რომ მას არ ჰყავდა მასწავლე-ბლები. ანთროპოსოფიას, როგორც შეხედულებათა სისტემას, არსები-თად კი უსისტემო და ქაოტურ მოზაიკას, იგი თავის მისტიკურ ნიჭს, სულიერ ხედვას, წარსულის უფსკრულიდან კოსმიურ და ისტორიულ მოვლენათა გამოხმობის და ასტრალური ნიშნებით მათი წაკითხვის უნარს მიაწერდა, ანუ ის, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისივე თავიდან წარმოდგებოდა და თავის სწავლებას საკუთარ ავტორიტეტზე ამყა-რებდა.

   ამავდროულად, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, შტაინერი არ იყო დამოუკიდებელი მოაზროვნე. ის თავისი ლექციებისთვის მა-სალებს სხვადასხვა წყაროებიდან იღებდა, იღებდა იმას, რაც მოსწო-ნდა, რასაც შეეძლო ეფექტი მოეხდინა და აუდიტორია დაეინტერ-ესებინა, სხვადასხვა კონსტრუქციების შეკავშირებასა და მთლიანო-ბაზე კი ნაკლებად ზრუნავდა. ამიტომ ის ხშირად უარყოფს იმას, რა-საც სულ ცოტა ხნის წინ იმოწმებდა, და ამტკიცებს იმას, რასაც გა-მანადგურებელი სკეპსისის წნეხში ატარებდა.

   შტაინერი ეკლექტიკოსი იყო, მაგრამ მის ცხოვრებასა და მოღვაწეო-ბაში განსაკუთრებული მნიშვნელობა სამ პირს: გოეთეს, ჰეგელსა და ჰეკელს ენიჭებოდათ.

   გოეთეს1 აჩრდილი მას ყველგან თან სდევდა, როგორც ფაუსტს - მე-ფისტოფელისა. გოეთე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც შტაინე-რი სრულად აღიქვამდა და ყველაზე დიდ ავტორიტეტად თვლიდა. შტაინერს არაერთგზის განუცხადებია, რომ თანამედროვეების სული-ერების კრიტერიუმს გოეთეს შემოქმედებისადმი მათი დამოკიდებუ-ლება წარმოადგენს. მეტიც, შტაინერმა ასევე განაცხადა, რომ „ანთრო-პოსოფია - ეს გოეთეანელობაა დღესდღეობით". მართალია გოეთე შტაინერის პირდაპირი მასწავლებელი არ იყო, მაგრამ აქ იდო რაღაც უფრო ღრმა - სულების მისტიკური ნათესაობა. შტაინერი გოეთეს შემოქმედებას აღიქვამდა არა როგორც მეცნიერული დახვეწილობის ან მხატვრული შთაგონების ნაყოფს, არამედ როგორც ერთგვარ მისტიკ-ურ გამოცხადებას, რომლის ტალღებსაც ის თავის გონებაში შეიგ-რძნობდა. ამიტომაც შტაინერმა თავის თავზე უზარმაზარი შრომა იტ-ვირთა - გოეთეს არქივებისა და თხზულებების გამოცემა, რამაც 90 ვრცელი ფოლიანტი შეადგინა.

   რა ანათესავებს შტაინერს გოეთესთან? უწინარეს ყოვლისა - წარმარ-თული მაგიზმის სული. გოეთესთვის, ისევე როგორც შტაინერისთვის, არ არსებობდა პიროვნული ღმერთი. ღმრთაება კოსმოსს ერთვოდა, ხოლო კოსმოსი წარმოადგენდა სულების ღვთაებრივ სამკვიდრებელს, რომლებსაც შტაინერი ღვთაებრივ იერარქიას უწოდებდა, გოეთე კი უფრო გულახდილად - დემონებს.

   გოეთესთვის სამი სიტყვა: მისტიკა, მაგია და დემონიზმი სინონიმ-ები იყო. თუკი გოეთე ხანდახან ხმარობდა სიტყვას - "ღმერთები", მხოლოდ კოსმოსის სიმბოლოს ან განსულიერებული ბუნების მნიშვ-ნელობით. ქრისტიანობისადმი დამოკიდებულება გოეთეს ყოველთ-ვის მკვეთრად უარყოფითი ჰქონდა, ისევე როგორც როზენკრეიცერებს - ოკულტური ორდენის წევრებს, რომელსაც ეკუთვნოდა შტაინერი. თუმცა გოეთე, მაღალი რანგის ჩინოვნიკი - „საიდუმლო მრჩეველი", იძულებული იყო ოფიციალურად გამოეთქვა პატივისცემა ქრისტია-ნული ეკლესიისადმი. ამიტომ ქრისტიანობის აპოლოგეტებსაც და მტრებსაც შეეძლოთ გოეთეს ნაწარმოებებიდან მათთვის საჭირო ცი-ტატა ამოერჩიათ. გოეთე თავისი მხდალი ორპირობისათვის თითქო-სდა ჯავრს იყრიდა ქრისტიანობაზე ღვარძლიანი დაცინვით. ასე მაგ-ალითად: თავის ერთ მეგობარს პროტესტანტული თემის ეპისკოპოსად გახდომაში დაეხმარა. შემდეგ კი, როცა მას მისალმებით მიმართა, აღნიშნა, რომ ქრისტეს ერთი სახედარი ჰყავდა, ახლა კი მათ (პრო-ტესტანტ მღვდლებს) მრავალი ასეთი სახედარი ჰყავთ.

   გოეთე განსაკუთრებული სიძულვილით იყო განწყობილი ჯვრისა-დმი. ერთ-ერთ თავის ლექსში წერდა, რომ ყველაფერზე მეტად ბაღ-ლინჯო, ნივრის სუნი და ჯვარი სძულს.

  ბუნება გოეთეს სუნამოს სურნელით სავსე წარმოედგინა, როგორც ძველ ელინს, რომელიც ყველაფერში ღმერთებს ხედავდა, მაგრამ არა ერთიან ღმერთს. მატერიას გონიერებას მიაწერდა, მაგრამ საყოველ-თაო განსულიერების ეს თეორია (ჰილოძოიზმი) მასთან საყოველთაო დემონოლოგიად იქცა, მატერიის განსულიერება კი თვით მატერიას ასატანებდა. არსებობს რამდენიმე რაციონალისტური თეორია, რომე-ლიც ღმერთის არსებობას უარყოფს და ადამიანის რელიგიური გრძნობების მიმართ მტრულადაა განწყობილი. გოეთემ მათ კიდევ ერთი - „ესთეტიკურად" წოდებული საკუთარი თეორია მიამატა. მისთვის რელიგია კოსმიური სილამაზის შეგრძნებაა. სილამაზე ნე-იტრალურია სიკეთისა და ბოროტების ცნებების მიმართ. ამიტომაც გოეთესთვის ეშმაკისა და ქრისტეს ინდივიდუალობა ერთმანეთის ტო-ლფასია.

  გოეთესთვის ჰეგელი მეტად ახლობელი ფილოსოფოსი იყო. მათ ურთიერთპატივისცემა, თითქმის მეგობრობა აკავშირებდათ, მაგრამ გოეთემ მაინც გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჰეგელი და-ჯილდოვდა ღერბით, რომელზეც ბუ (სიბრძნის ალეგორია) და ჯვარი იყო გამოსახული. გოეთე დაჟინებით მოითხოვდა ჯვრის ნიშანი განა-დგურებულიყო, როგორც სიბრძნის იდეისთვის შეუსაბამო. გოეთე თუმცა არც ათეისტი იყო და არც მატერიალისტი, მაგრამ ხელს უწ-ყობდა ფრანგი ათეისტის, დიდროს თხზულებების გამოცემას, რომე-ლიც მკითხველებს ქრისტიანობის დაცინვით ართობდა. გოეთეს და შილერის შემწეობით დიდროს წიგნები გერმანულ ენაზე გაცილებით ადრე დაიბეჭდა, ვიდრე ფრანგულ ენაზე.

  გოეთემ ენგელსისაგან ქება დაიმსახურა, არა საბუნებისმეტყველო შრომების ან მხატვრული ნაწარმოებებისათვის, არამედ იმის გამო, რომ მისთვის აუტანელი იყო სიტყვა „ღმერთი" და მასში ის ერთგვარ ფსიქიურ ალერგიას იწვევდა. არსებობს მოსაზრება, რომ გოეთეს უმ-თავრესი ნაწარმოები - „ფასტი", რომელსაც მთელი ცხოვრება წერდა, წარმოადგენს როზენკრეიცერთა მისტერიის კრებულს ან უკიდურეს შემთხვევაში ვარიაციებს ამ თემაზე. ქრისტიანობისადმი თავისი და-მოკიდებულება გოეთემ გამოხატა პოემაში „კორინთოელი სტუმარი". იქ წერდა, რომ ქრისტიანობამ გაანადგურა ადამიანებს შორის სიყვა-რული, რომ ქრისტეს სიკვდილი იყო დასაწყისი სისხლის მდინარე-ებისა. მასში აღტაცება წარმართობამ გამოიწვია, როგორც ჭეშმარიტმა სილამაზემ და ადამიანურობამ. პოემა „კორინთოელი სტუმარი" მთა-ვრდებოდა ეპიზოდით - „ჩვენს ძველ ღმერთებთან გავფრინდეთ". ეს ნიშანდობლივი სიტყვები შეიძლება ანთროპოსოფიის დევიზადაც გა-მოდგეს...

   ამ უცნაური ტრიუმვირატის მესამე პირი გერმანელი ბუნებისმეტყ-ველი - ბიოლოგი ჰეკელი2 აღმოჩნდა, არცთუ ნიჭიერი, ბიოგენეზის თეორიით ცნობილი მეცნიერი, რომელმაც თავისი სიახლით აალა-პარაკა თანამედროვენი, ახლა კი მეცნიერული ფალსიფიკაციის ქრეს-ტომათიულ ძეგლად ქცეულა. ჰეკელის მიხედვით ბიოგენეზის თეო-რია იმაში მდგომარეობს, რომ ემბრიონი განვითარებისას დარვინის მიერ აგებული ევოლუციური კიბის ფაზებს იმეორებს ისე, რომ ისინი სხვადასხვა არსებათა ფორმებს ღებულობენ, უფრო ზუსტად ამ არ-სებების - ამებიდან პრიმატებამდე - მსგავსნი ხდებიან. ჰეკელი თვლიდა, რომ მან უტყუარად დაამტკიცა დარვინის თეორია, მაგრამ თანამედროვეებმა ის სიყალბეში ამხილეს. ბიოლოგიის დოქტორმა ბასმა პრესით უარყო ბიოგენეზის თეორია და განაცხადა, რომ ემბ-რიონის განვითარების ჰეკელის მიერ გამოცემული ატლასი, არა ნაყ-ოფის განვითარების ეტაპებს, არამედ ჰეკელის ფანტაზიის ნაყოფს წა-რმოადგენს. ჰეკელმა ჩვევისამებრ უხეში ლანძღვა დაატეხა ოპონენტს, მაგრამ შემდეგ, სამხილთა ზეწოლით იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამ ატლასში ილუსტრაციების ნაწილი მისი აბსტრაქტული წარ-მოდგენებია, ამასთან თავხედურად განაცხადა, რომ მეცნიერება მის მოსაზრებებს მომავალში დაადასტურებს.

  რითი შეეძლო ჰეკელს შტაინერის იმპონირება? აქ ჩვენ ჰეკელის ცხოვრების მეორე მხარეს უნდა მივმართოთ - პაროქსიზმულ გულ-ყრამდე მისულ გააფთრებულ ბრძოლას ქრისტიანობასთან. თავის სა-ჯარო ლექციებში და ბროშურებში ჰეკელი აბუჩად იგდებდა სახა-რებას, თუმცა ოფიციალურად ჯერ კიდევ ეკუთვნოდა გერმანიის ლუთერანულ ეკლესიას, შემდეგ პრესაში განაცხადა, რომ წყვეტს კა-ვშირს ქრისტიანობასთან. მოკლედ, ის არა მხოლოდ გამოვიდა კირხე-დან (ლუთერ. ეკლ.), თავისი პერსონისადმი ყურადღების მისაქცევად კარებიც მაგრად გაიჯახუნა.

   ჰეკელით აღტაცება შტაინერის გარდა ვლადიმერ ულიანოვმაც გამ-ოამჟღავნა: თქვა, რომ მან მუმიებს სილა გააწნა. შემდეგ ჰეკელმა ქრის-ტიანობის წინააღმდეგ ხმაურიანი კამპანია წამოიწყო, სადაც მორწმუ-ნეების, როგორც ქუჩის ლოთების რელიგიური გრძნობების შეურაც-ხყოფაში ვარჯიშობდა, მაგრამ უნებლიეთ გაამხილა დარვინიზმის პოპულარობის საიდუმლო: მან პირდაპირ თქვა, რომ დარვინიზმი რელიგიაა და არა მეცნიერულ-რელიგიური სისტემა; ის ირწმუნეს, როგორც რელიგია; ის მიიღეს, როგორც გამოცხადება. დარვინიზმი წარმოდგა, როგორც ქრისტიანობის ალტერნატივა რწმენადაკარგული ადამიანებისათვის.

  მაგრამ ჰეკელი დარვინის მდარე, უფერული ეპიგონის როლმა არ დააკმაყოფილა. მან ახალი რელიგიის - უმარტივეს ანუ ერთუჯ-რედიან არსებათა თაყვანისცემის ქადაგება დაიწყო, საკუთარი თავი კი წინაპართა ამ ორიგინალური რელიგიის ქურუმად გამოაცხადა. ასეთ-მა მკრეხელურმა ხუმრობამ არაერთი მიმდევარი შეიძინა. მათი დახ-მარებით ჰეკელმა ბერლინში „უმარტივესთა მუზეუმი ააშენა, რომელ-საც „უმარტივესთა ტაძარი" დაარქვა. მუზეუმის გახსნისას მან გამოა-ცხადა, რომ სულ მალე მისი რელიგია გაიმარჯვებდა ქრისტიანობაზე. ჰეკელის მოწაფეებმა წერილით მიმართეს გერმანიის მთავრობას, სა-დაც ყველა ტაძრისა და სამლოცველო სახლის მათ განმგებლობაში გადაცემა მოითხოვეს, რათა იქ ბიოლოგიური მუზეუმი - უმარტი-ვესთა, ანუ „ჯანსაღი გონების ტაძრები მოეწყოთ.

   თუკი საფრანგეთის რევოლუციის დროს იაკობინელებისთვის პარი-ზის ღვთისმშობლის ტაძარში შიშველი დიაცი გონების სიმბოლო იყო, ჰეკელის მიმდევრებისთვის მეძავის ადგილი ამებამ დაიკავა. ეშმაკეუ-ლი ათეისტის, ჰეკელის მიმართ ოკულტისტ შტაინერის სიმპათიის მიზეზი ამაში მდგომარეობს. ძმები ერთურთს სულით იცნობენ.

 

 

 

 

 


1გოეთე (Goethe) იოჰან ვოლფგანგ - გერმანელი მწერალი და მოაზ-როვნე (1749-1832).

2ჰეკელი ერნსტ (1834-1919) გერმანელი ბუნებისმეტყველი, დარვინი-ზმის წარმომადგენელი. აქვს გამოკვლევები: „ანთროპოგენია, ანუ ად-ამიანის განვითარების ისტორია"; „ორგანიზმთა ზოგადი მორფოლო-გია" და სხვ. „განავითარა" და დააკონკრეტა დარვინის ევოლუციური სწავლება.

 


უკან დაბრუნება